განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119003182351
№1/172-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნატო ტორიაშვილის
ბრალდებულ - თ------ ბ-----–---–ის
ადვოკატ - გ------- ზ-----–-–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)
ბრალდებული: თ------ ბ-----–---–ი
მამის სახელი: შ-----
დაბადებული: 1----–-–----------
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ქ--–----------------–---–------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--–----------------–---–------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
კვალიფიკაცია: თ------ ბ-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 6 აგვისტოს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კართუბანში მდებარე მინდვრებიდან თ------ ბ-----–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა დ----- ტ-------ის კუთვნილ ერთ სულ ხბოს, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა 850 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
თ------ ბ-----–---–ი 2019 წლის 7 აგვისტოს 03:31 საათზე დააკავეს და 2019 წლის 8 აგვისტოს ჩადენილი ქმედებისთვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 6 აგვისტოს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კართუბანში მდებარე მინდვრებიდან თ------ ბ-----–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა დ----- ტ-------ის კუთვნილ ერთ სულ ხბოს, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა 850 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ დ----- ტ-------ის, თ--–--- კ-------ის, რ---- ა--–-----ის, გ---- გ-----–-–---–ის, გ---- პ---–--–---–ის, თ------ ზ-------–---–ის, დ----- გ------ის, ზ----- კ---–---–ის, თავად ბრალდებულ თ------ ბ-----–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებების ამოღების ოქმებით და სხვა დოკუმენტაციით რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თ------ ბ-----–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დ----- ტ-------ის კუთვნილ ერთ სულ ხბოს.
ქურდობა ნიშნავს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას. ამასთან, აღნიშნული დანაშაულის მახასიათებელი ნიშანია მისი ფარული ხასიათი. გარდა ამისა, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ------ ბ-----–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ დ----- ტ-------ის, თავად ბრალდებულ თ------ ბ-----–---–ის ჩვენებებით, ფულადი თანხის ამოღების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებების ამოღების ოქმებით და სხვა დოკუმენტაციით რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თ------ ბ-----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებით დ----- ტ-------ეს მიადგა 850 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ------ ბ-----–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------ ბ-----–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
თ------ ბ-----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია, მისი ქმედების შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
თ------ ბ-----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
თ------ ბ-----–---–ი არ არის წარსულში ნასამართლევი და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ------ ბ-----–---–თან მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს თ------ ბ-----–---–ის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილი. რომლის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. თ------ ბ-----–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით.
2. ბრალდებულ თ------ ბ-----–---–ის მიერ აღნიშნული გირაო უზრუნველყოფილი იქნა ფულადი თანხით.
3. საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია ერთი სული ხბო, ფულადი თანხა 3000 ლარი, ჯაჭვი, პალო, თოკი, „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით I------. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნივთმტკიცებები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ------ ბ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი. რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 4 (ოთხი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.
თ------ ბ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 7 აგვისტოს 03:31 საათიდან 2019 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით.
მსჯავრდებულ თ------ ბ-----–---–ის მიმართ კონტროლის და დახმარების განხორციელება დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს. რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
ნივთიერი მტკიცებულება - ერთი სული ხბო, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს დ----- ტ-------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ფულადი თანხა, ჯაჭვი, პალო და თოკი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ნივთიერი მტკიცებულება - „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით I------, რომელიც განთავსებულია. გურჯაანში მდებარე საჯარიმო ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი