განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119003136304
საქმე #1/281-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 ოქტომბერი 2019 წელი ქ.ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ჯემალ კოპალიანი
სხდომის მდივანი - თამარ სისვაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნი--- პა--–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - აფ----- ის----–---ი, დაბადებული - 19---–-–----------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი #10---------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბოლნისი, სოფელი ვანათი.
ადვოკატი: რა---- რი–-----
თარჯიმანი - სუ---- მა------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ ვანათში, აფ----- ის----–---ის საცხოვრებელი სახლის აივანზე, სუფრის ალაგების გამო მომხდარი შელაპარაკებისას, აფ----- ის----–---მა სკამი ჩაარტყა თავში მეუღლეს ნა----- ის----–---ას, რითაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
1.2. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 13 აგვისტოს სასამართლო-სამედიცი--- ექსპერტიზის №005933519 დასკვნის თანახმად - ,,შპს ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ფორმა N100, რეგისტრაციის N12319-ის მონაცემებით ნა----- ის----–---ას 03.08.19 წ. აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობა თხემის არეში, რომელიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხამნოკლე მოშლით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
1.3. აფირან ის----–---ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ბრალდებულის დაკავებისა ოქმს, დაზარალებულ ნა----- ის----–---ის, მოწმეების აი----- ის----–---ის, ასლი ხასიევის დაკითხვის ოქმებს; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცი--- ექსპერტიზის №005933519 დასკვნას; ასევე აფ----- ის----–---ის გამოკითხვის ოქმს (აღიარებს ჩადენილ ქმედებას).
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ აფ----- ის----–---ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითად განხილვის დროს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგი---ს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, სავალდებულოდ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
3.2. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები ასევე არიან მეუღლე და, აგრეთვე, პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.3. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის დაკავებისა ოქმით, დაზარალებულ ნა----- ის----–---ის, მოწმეების აი----- ის----–---ის, ასლი ხასიევის დაკითხვის ოქმებით; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცი--- ექსპერტიზის №005933519 დასკვნით; ასევე აფ----- ის----–---ის გამოკითხვის ოქმით (აღიარებს ჩადენილ ქმედებას). უტყუარად დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ ვანათში, აფ----- ის----–---ის საცხოვრებელი სახლის აივანზე, სუფრის ალაგების გამო მომხდარი შელაპარაკებისას, აფ----- ის----–---მა სკამი ჩაარტყა თავში მეუღლეს ნა----- ის----–---ას, რითაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
3.4. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აფ----- ის----–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებზე, რომ აფ----- ის----–---ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე ითხოვა, მის მიმართ მსუბუქი სასაჯელის გამოყენება.
4.5. სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის საზოგადობრივ საშიშროებასა და ხასიათს, ასევე იმ გარემოებას, რომ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ, რაც მისი გავრცელების მასშტაბების გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ასევე მის პირად და განაჩენის 4.4. პუნქტში აღნიშნულ ეკონომიკურ პირობებს, მის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, აფ----- ის----–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და აფ----- ის----–---ის რესოციალიზაციას.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
აფ----- ის----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: სკამი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აფ----- ის----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. აფ----- ის----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
3. აფ----- ის----–---ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 3 აგვისტოდან.
4. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: სკამი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ჯემალ კოპალიანი