განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119003160998
N1/155-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
07.10.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - გე-–- ოს-----ვის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------
ბრალდებული:გე-–- ოს-----ვი ;
მამის სახელი: ზუ-----;
დაბადებული: 21.07.1----–--–-;
პირადი ნომერი:1----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლევი;
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ვ------;
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ვ------;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811 მუხლის მესამე ნაწილი; სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 2-ე ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტი.
კვალიფიკაცია:
გე-–- ოს-----ვს ბრალი ედება მასში რომ ჩაიდინა :
1. ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 22 ივლისს, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ - ზურაბ ბერუკაშვილის მიერ, გე-–- ოს-----ვის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლის თანახმადაც გე-–- ოს-----ვს აეკრძალა გურჯაანის რაიონის სოფელ კო-–--–- მცხოვრებ ყოფილ მეუღლესთან, იმ---- მი--------–--ლთან მიახლოება და მისთვია სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გე-–- ოს-----ვმა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით ნასამართლევი იყო დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, არ შეასრულა 2019 წლის 22 ივლისს გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 02 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, მივიდა იმ---- მი--------–--ლის საცხოვრებელი სახლიდ ეზოში, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსიწინებული შედეგი, არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2016 წლის 19 ივლისის განაჩენით, ოჯახში ძალადობისათვის ნასანართლევი გე-–- ოს-----ვი, 2017 წლიდან, გურჯაანის რაიონის სოფელ კო-–--–-, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ყოფილ მეუღლეს იმ---- მი--------–--ლს, რომელმაც განიცადა ტანჯვა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 22 ივლისს, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ - ზურაბ ბერუკაშვილის მიერ, გე-–- ოს-----ვის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლის თანახმადაც გე-–- ოს-----ვს აეკრძალა გურჯაანის რაიონის სოფელ კო-–--–- მცხოვრებ ყოფილ მეუღლესთან, იმ---- მი--------–--ლთან მიახლოება და მისთვია სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გე-–- ოს-----ვმა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით ნასამართლევი იყო დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, არ შეასრულა 2019 წლის 22 ივლისს გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 02 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, მივიდა იმ---- მი--------–--ლის საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2016 წლის 19 ივლისის განაჩენით, ოჯახში ძალადობისათვის ნასანართლევი გე-–- ოს-----ვი, 2017 წლიდან, გურჯაანის რაიონის სოფელ კო-–--–-, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ყოფილ მეუღლეს იმ---- მი--------–--ლს, რომელმაც განიცადა ტანჯვა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
1. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, არაერთგზის.
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების: იმ---- მი--------–--ლის, გუ-–----- მი--------–--ლის, მა-- მი--------–--ლის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ იმ---- მი--------–--ლის გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის ივლისის შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი N0-----, თბილსის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის განაჩენი გე-–- ოს-----ვის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენი გე-–- ოს-----ვის მიმართ, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 22 ივლისს, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ - ზურაბ ბერუკაშვილის მიერ, გე-–- ოს-----ვის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლის თანახმადაც გე-–- ოს-----ვს აეკრძალა გურჯაანის რაიონის სოფელ კო-–--–- მცხოვრებ ყოფილ მეუღლესთან, იმ---- მი--------–--ლთან მიახლოება და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გე-–- ოს-----ვმა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით ნასამართლევი იყო დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, არ შეასრულა 2019 წლის 22 ივლისს გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 02 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, მივიდა იმ---- მი--------–--ლის საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის შესაბამისად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქმეზე დადასტურდა, რომ იმ---- მი--------–--ლი არის ბრალდებულის ყოფილი ცოლი და ოჯახის წევრი. დადასტურებულია, რომ ბრალდებულს შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა ყოფილი ცოლის, იმ---- მი--------–--ლის სიტყვიერი შეურაცხყოფა.
შეურაცხყოფა შეიძლება იყოს გალანძრვა, უწმაწური სიტყვებით მიმართვა, რაც ადამიანში სულიერ ტანჯვას იწვევს.
საქმეზე დადასტურდა, რომ დაზარალებული, იმ---- მი--------–--ლი არის ბრალდებულის ყოფილი ცოლი და ითვლება ოჯახის წევრად. ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულმა დაარღვის შემაკავებელი ორდერის პირობები.
არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით, გე-–- ოს-----ვის მიმართ, დასტურდება, რომ იგი გასამართლებულია დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, არაერთგზის.
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების: იმ---- მინდორშვილის, გუ-–----- მი--------–--ლის, მა-- მი--------–--ლის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ იმადა მი--------–--ლის გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის ივლისის შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი N0-----, თბილსის სააპელაციო სასამართლოს2016 წლის 19 ივლისის განაჩენი გე-–- ოს-----ვის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენი გე-–- ოს-----ვის მიმართ, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2016 წლის 19 ივლისის განაჩენით, ოჯახში ძალადობისათვის ნასანართლევი გე-–- ოს-----ვი, 2017 წლიდან, გურჯაანის რაიონის სოფელ კო-–--–-, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ყოფილ მეუღლეს იმ---- მი--------–--ლს, რომელმაც განიცადა ტანჯვა, ჩადენილი არაერთგზის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის შესაბამისად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
გარდა ფიზიკური ძალადობისა, ოჯახში ძალადობა მოიცავს ფსიქოლოგიურ ძალადობასაც, კერძოდ, შეურაცხყოფას, შანტაჟსა და დამცირებას. აღნიშნულ ქმედებას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და იწვევდეს დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაზარალებული იმ---- მი--------–--ლი და ბრალდებული გე-–- ოს-----ვი არიან ყოფილი ცოლ-ქმარი და შესაბამისად ოჯახის წევრები.
შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ დაზარალებულს ბრალდებულმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია სულიერი ტანჯვას. აღნიშნული ქმედებისათვის ბრალდებული ნასამართლევია და მისი ქმედება დაკვალიფიცირებულია როგორც არაერთგზის ჩადენილი.
4. სამართლებრივი შეფასება
1. სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გე-–- ოს-----ვმა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, არაერთგზის და ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არაერთგზის.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გე-–- ოს-----ვის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
ვალერიან მასურაშვილის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ დადგენილა.
6. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გე-–- ოს-----ვის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811 მუხლის მესამე ნაწილით, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გე-–- ოს-----ვის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გე-–- ოს-----ვის მიმართებით სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასჯელის გამოყენების მიზნების და ეფექტურობის თვალსაზრისით სასამართლო მიიჩნევს, რომ გე-–- ოს-----ვის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი. ამასთანევე სასამართლო ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ ამ ეტაპზე გე-–- ოს-----ვი გულრწფელად ინანიებს ჩადენილს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გე-–- ოს-----ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 თვე.
2. გე-–- ოს-----ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 თვე.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გე-–- ოს-----ვს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 თვე.
4. გე-–- ოს-----ვი დაკავებული იქნას სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვალა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 7 ოქტომბრის 15:25 საათიდან.
5. აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
6. გე-–- ოს-----ვს სასჯელის მოხდაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 02 აგვისტოს 23:00 საათიდან 2019 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით.
7. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
8. განაჩენი, მხარეების მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე