განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-128-19
(027130619001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 აგვისტო, 2019 წელი ხ-–----ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლ--–----------–---–ი
სხდომის მდივანი - ნ-----–-----ე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------ ს------–---–ი, დაბადებული 1976 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 4----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----–ის რაიონის სოფელ რ----ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - საჯარო
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
გ------ ს------–---–მა ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 13 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-----–ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გ------ ს------–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 კალენდარული დღით - გ------ ს------–---–ს აეკრძალა მსხვერპლთან - მეუღლესთან - ე-------–---–თან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონით, სოციალური ქსელით და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რის მიუხედავად, 2019 წლის 13 ივნისს გ------ ს------–---–ი ქ-----–ის რაიონის სოფელ რ----ში, საცხოვრებელ სახლში მივიდა ე-------–---–თან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ გ------ ს------–---–მა ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა და დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, გ------ ს------–---–ის მიმართ 2019 წლის 13 ივნისს გამოცემული შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, CD დისკზე დატანილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის აღიარება.
3. სამართლებრივი შეფასება:
ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი და რომელთა შეფასებაც სასამართლოს მიერ მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ------ ს------–---–მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------ ს------–---–ისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს, ინანიებს, ითხოვს პატიებას, შეურიგდა დაზარალებულს, რაც საქმის სასამართლო განხილვისას დაადასტურა დაზარალებულმა ე-------–---–მა. აქვე მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ გ------ ს------–---–ის მიმართ ადრეც ყოფილა გამოცემული შემაკავებელი ორდერი, ოჯახის წევრზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
გ------ ს------–---–ს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; ახლად დანიშნულ სასჯელს უნდა დაემატოს ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ გ------ ს------–---–ს სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობითა და სასჯელთა შეკრების პრონციპიდან გამომდინარე. სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მითითებული სასჯელით შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ამასთან, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------ ს------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორასორმოცი) საათის ვადით;
2. სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გ------ ს------–---–ს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს 2019 წლის 13 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა, რის შემდეგაც სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 210 (ორასათი) საათის ვადით.
3. ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატოს ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ გ------ ს------–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 210 (ორასათი) საათის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
5. გ------ ს------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს; შესაბამის ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი თანხა (1000 ლარი) დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხ-–----ის რაიონული სასამართლოს (ხ-–----ი, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლ--–----------–---–ი