განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/64-19
გამოძიების #0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
3 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - ინგა გონჯილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - რ----–----------------–-–---–-, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------–-, პირადი ნომერი - 5----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ჭ---------- რაიონი, სოფელი მ---------, ამჟამად პატიმარი.
ადვოკატი - ა-----–-–--------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი; სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე, 117-ე და 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, წ--–--- რაიონის სოფელ ლ-----–- მდებარე დ-------------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, რ----–------–-–---–-- თმაში მოქაჩვის, მუშტის მარცხენა თვალის არეში ერთჯერადი დარტყმისა და ცხვირის არეში ორჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ო-–------------------- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. 2019 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, წ--–--- რაიონის სოფელ ლ-----–- მდებარე დ-------------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, რ----–------–-–---–-- მარჯვენა გაშლილი ხელის სახის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა ე--------------------- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. 2019 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, წ--–--- რაიონის სოფელ ლ-----–- მდებარე დ-------------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, რ----–------–-–---–-- კისერში ხელის მოჭერისა და თავში მუშტების დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა ვ----------------- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
4. განსახილველ საქმეში ბრალდებულ რ----–------–-–---–-- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ წინასასამართლო სხდომაზე, რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
5. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს რ----–------–-–---–-- მიერ იმ ქმედებების განხორციელებას, რომლის ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის პირველ-მე-3 პუნქტებში, კერძოდ: რ----–------–-–---–-- საქმის არსებით განხილვაზე მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა მეუღლის ო-–-------------------, ასევე ე----------------------------------- მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი; დაზარალებულ ო-–------------------ გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2019 წლის 2 აგვისტოს იმყოფებოდა დედასთან სახლში, რა დროსაც მისი მეუღლე რ----–------–-–---–- დაბრუნდა ძლიერ მთვრალი, 10 თვის ბავშვთან დაკავშირებით სთხოვა ჭამის შემდეგ აეყვანა, რაზეც თმაში მოკიდა ხელი და გაათრია კარამდე გინებით, შემდეგ კი მუშტი დაარტყა სახეში მარცხენა მხარეს თვალთან, ასევე ორჯერ დაარტყა მუშტი ცხვირში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მანვე განმარტა, რომ დასახმარებლად მისულ ე--------------------- ბრალდებულმა სილა გაარტყა რამდენჯერმე სახეში და ასევე მუშტებიც დაარტყა, ხოლო ვ----------------- კისერში უჭერდა, ხოლო მეორე ხელით მუშტებს ურტყამდა თავში; დაზარალებულ ე--------------------- გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2019 წლის 2 აგვისტოს დაურეკა ო-–------------------ და სთხოვა მასთან გადასვლა, ვინაიდან მისმა მეუღლემ სცემა და ბავშვს ვერ აჭმევდა. მისი მისვლის შემდეგ რ----–------–-–---–- უთხრა დაეტოვებინა სახლი, რაზეც ამ უკანასკნელმა მარჯვენა ხელით სილა გაარტყა სახეში მარცხენა მხარეს, ლოყასთან, ღაწვზე, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ მივიდა დედამისი - ვ----------------, რომელთანაც ასევე შელაპარაკება მოუვიდა ბრალდებულს და დაინახა თუ როგორ უჭერდა ეს უკანასკნელი ვ----------------- ყელზე, შემდეგ კი თავში ურტყამდა მუშტებს; ეს უკანასკნელი გარემოება დაადასტურა დაზარალებულმა ვ----------------მაც და განმარტა, რომ აღნიშულის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი; დაზარალებულებმა აღნიშნული დაადასტურეს საგამოძიებო ექსპერიმენტისასაც. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, ო-–----------------- ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება, თუმცა #1------- ჯანმრთელობის ცნობის მიხედვით თვალის მიდამოში აღენიშნება შეშუპება; სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- და #005982319 დასკვნების მიხედვით, ე---------------------------------- ბრალდებასთან დაკავშირებული დაზიანებები არ აღენიშნებათ.
სამართლებრივი შეფასება:
6. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე. დანაშაული გამოიხატება ძალადობაში, აღსანიშნავია, რომ აქ ძალადობა ცემასაც მოიცავს, ისევე როგორც ძალადობის სხვაგვარ ფორმებს. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი - ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება. იგივე შემადგენლობისაა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი ოჯახის წევრის გამოკლებით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, თუმცა ფიზიკური ტკივილის გამოწვევა აქაც დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშნანია.
7. დასტურდება, რომ რ----–------–-–---–-- თმაში მოქაჩვის, მუშტის მარცხენა თვალის არეში ერთჯერადი დარტყმისა და ცხვირის არეში ორჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ო-–------------------ მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----–------–-–---–-- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ასევე, მან მარჯვენა გაშლილი ხელის სახის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა ე--------------------- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----–------–-–---–-- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ასევე, მან კისერში ხელის მოჭერისა და თავში მუშტების დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა ვ----------------- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----–------–-–---–-- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა რ----–------–-–---–-- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა მათი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებითი სტანდარტის თვალსაზრისით. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც რ----–------–-–---–-- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ სამივე ეპიზოდში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
8. რ----–------–-–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ინანიებს მის ჩადენას, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ პირთა ბაზაში და იღებს შემწეობას, დაზარალებულ ო-–------------------ პრეტენზია არ აქვს და შერიგებულია მეუღლესთან.
9. რ----–------–-–---–-- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მან ძალადობა ალკოჰოლური თრობის პირობებში განახორციელა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
11. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
12. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო იმავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
13. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ხასიათის, რაც მრავალჯერად დარტყმაში გამოიხატა, რაც განხორციელდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, სასამართლო გამორიცხავს ჯარიმის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებას, ვინაიდან მათი გავლენა რ----–------–-–---–--- სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე ხანმოკლე და იმავე დროს ნაკლებად ეფექტური იქნება, ხოლო შინაპატიმრობას სასამართლო გამორიცხავს, რადგან ისედაც დახურულ სივრცეში მომხდარი ძალადობის განმეორების რისკი ამ მდგომარეობით შესაძლებელია კონპროდუქტიული აღმოჩნდეს, რის გამოც რ----–------–-–---–-- მიმართ სამივე ეპიზოდში სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
14. რ----–------–-–---–-- მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მართლმსაჯულების პროცესის შემოკლებაში მის აქტიურ როლს, ასევე იმ ფაქტს, რომ იგი ნასამართლევი არ არის, არც ადმინისტრაციული წესით სახდელდადებულია, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ო-–------------------ პრეტენზია არ აქვს მასთან, ასევე ითვალისწინებს კონფლიქტის მიზეზს მეუღლესთან მიმართებით, რაც მცირეწლოვანი ბავშვის მიმართ დაუფიქრებელ მოქმედებას უკავშირდება და სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სამივე ეპიზოდში, რაც მეუღლეზე ძალადობის შემთხვევაში საჭიროებს პენიტენციურ დაწესებულებაში გარკვეული დროის გატარებას და მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებით სასჯელის მიზნები ვერ იქნება ადეკვატურად შესრულებული. იგივე მოცემულობა არ გვაქვს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით და ამ შემთხვევებში დანიშნული სასჯელის სრულად ჩათვლა პირობით მსჯავრად შესაძლებელია სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი. იმის გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, სახეზეა ფორმალური საფუძველი - რ----–------–-–---–-- აღიარა ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი და, მეორე მხრივ, სახეზეა საკმარისი გარემოებები, რათა არ იქნეს მიჩნეული საჭიროდ რ----–------–-–---–-- მიერ დანიშნული სასჯელის სრულად მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში. რ----–------–-–---–- ინანიებს ჩადენილს, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----–------–-–---–- 3 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 თვე უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 1 წელი, რაც სასამართლოს შეფასებით, განგრძობითი ზეგავლენის ინსტრუმენტი იქნება სასჯელის მიზნების შესრულების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, იმავე კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს ვალდებულება: გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულების შეცვლაზე ორიენტირებული კურსის გავლა. სასამართლო მოცემულ საქმეში არ დგას იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გამოყენების საჭიროების წინაშე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ----–------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 3 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 თვე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
2. რ----–------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ე--------------------- ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
3. რ----–------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ვ----------------- ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
4. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შთანთქმის პრინციპით რ----–------–-–---–- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 3 თვე დადგენილია პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 თვე ჩაეთვლილია პირობით მსჯავრად. მასვე სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 1 წელი.
5. რ----–------–-–---–- პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით განსაზღვრული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ამ ნაწილის (3 თვის) მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 8 აგვისტოდან.
6. რ----–------–-–---–- დაეკისროს ვალდებულება: გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულების შეცვლაზე ორიენტირებული კურსის გავლა.
7. პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
8. რ----–------–-–---–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს.
9. ნივთმტკიცება - ჭიქა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
10. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი