განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3496-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 აგვისტო, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------– ნ-–-------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- გ---------- ძე გ-----–--–ი,- საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, დაბადებული 1--- წლის 7--------------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ--------- დ------–-----–-ს გამზირი #--- ბინა #---–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ც--------ს ქუჩა #--- ბინა #6-–--
ადვოკატი - ა------ ხ--–-–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ივნისამდე დროის პერიოდში გ------- გ-----–--–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ტ------- მ------–ას. კერძოდ, ცემდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, აგინებდა და ლანძღავდა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა.
1.2. 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის 25 ივნისამდე დროის პერიოდში გ------- გ-----–--–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ტ------- მ------–ას, კერძოდ, უთხრა, რომ დანის და იარაღის შეძენის შემთხვევაში მათი გამოყენებით მოუსპობდა სიცოცხლეს, რის შედეგადაც ტ------- მ------–ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2. სასამართლოს დასკვნა გ------- გ-----–--–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ტ------- მ------–ას და მოწმეების - მ------ ფ------–---–ის, ა-–-–- ტ----–-----ს, ნ------- ბ---------–ისა და ი----- კ-------ას გამოკითხვის ოქმებს, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, მუქარის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემცველი ინფორმაციის დათვალიერების ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ------- გ-----–--–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
უდავო მტკიცებულებები:
2.4. დაზარალებულ ტ------- მ------–ას 26.06.2019 წ. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2016 წლის 16 დეკემბერს ჩამოვიდა საქართველოში სამუშაოდ, რა დროსაც გაიცნო საქართველოს მოქალაქე 1--- წლის 1-----–--- დაბადებული გ------- გ-----–--–ი. 2017 წლის სექტემბრის თვეში დაიწყეს თანაცხოვრება, დაიწერეს ჯვარი. თავდაპირველად ურთიერთობა იყო ნორმალური. 2017 წლის დეკემბერის თვეში გ------- გ-----–--–ი გახდა აგრესიული, გაურკვეველი მიზეზით მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ტ- მ------–ა დაახლოებით 5 თვის განმავლობაში, ფეხმძიმობის პერიოდში ცხოვრობდა გ------- გ-----–--–ის სახლში, მდებარე ქ. თ---–---- ც--------ს ქუჩა #--- ორსულობის პერიოდშიც, ბრალდებული განაგრძობდა, როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ძალადობას. 2018 წლის 1 აპრილს, ტ------- მ------–ა აპირებდა სვანეთში წასვლას კაფეს გასახსნელად, რა დროსაც გ------- გ-----–--–ი გახდა აგრესიული და ტ-მ------–ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სხეულზე სხვადასხვა ადგილას ეტყობოდა ფიზიკური დაზიანებების კვალი, სისხლჩაქცევებისა და სილურჯეების სახით. აღნიშნულთან დაკავშირებით ტ-მ------–ას არ მიუმართავს პოლიციისთვის. სიტუაციის განსამუხტად, 2018 წლის 2-3 აპრილს იგი წავიდა სტუმრად სვანეთში მეგობართან, ა-–-–- ტ----–-----სთან, საიდანაც დაბრუნდა თბილისში, იმავე თვის 28-29 აპრილს და განაგრძო დამოუკიდებლად ქირით ცხოვრება. ფაქტობრივი გაშორების მიუხედავად ბრალდებული უკავშირდებოდა ტელეფონით და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეუბნებოდა რომ იყო ,,ბოზი“. რთული ორსულობის გამო ექიმის დანიშნულებით ტ- მ------–ას დაენიშნა წოლითი რეჟიმი. მიუხედავად ამისა, 2018 წლის 11 მაისს, გ-გ-----–--–მა კვლავ იძალადა მასზე ფიზიკურად, ხელები დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე, შედეგად ტ- მ------–ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ტ- მ------–ა 2018 წლის 22 მაისიდან 27 დეკემბრის ჩათვლით ცხოვრობდა კიევში, სადაც იმშობიარა კიდეც. ბრალდებულის თხოვნით დაბრუნდა თბილისში გ-გ-----–--–ის საცხოვრებელ სახლში ბავშვთან ერთად. 2019 წლის 11 თებერვალს გ-გ-----–--–მა ისევ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა სახეში, ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დაზარალებული გამოკითხვის ოქმში დამატებით მიუთითებს, რომ მეუღლეებს შორის კონფლიქტის მიზეზი არ არსებობდა, თუმცა გ- გ-----–--–ი უცებ ხდებოდა აგრესიული და ტ- მ------–აზე ძალადობდა როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ტ- მ------–ა სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო ბავშვთან ერთად გაიქცა სახლიდან და საცხოვრებლად გადავიდა ქირით, ქ-------–--–- ტ----ის ქუჩა #----ში. ცალკე ცხოვრების მიუხედავად გ- გ-----–--–ი სოციალური ქსელით და მობილური ტელეფონით მინიმუმ 2 კვირაში ერთხელ განაგრძობდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, ლანძღავდა უშვერი სიტყვებით. დაზარალებული გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ თითოეული ფიზიკური ძალადობის დროს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ხოლო სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო სულიერ ტანჯვას განიცდიდა.
2.5. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით ტ------- მ------–ამ, გ------- გ-----–--–ის მიერ განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2.6. გამოძიების ეტაზპე თარჯიმნის მონაწილეობით დათვალიერდა ტ------- მ------–ას ტელეფონი სადაც ინახებოდა გ------- გ-----–--–ის მიერ დაზარალებულისთვის Whats app-ში გაგზავნილი სიტყვიერი შეურაცხყოფის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინებები, შეტყობინებებში გ------- გ-----–--–ი ასევე ადასტურებს ფიზიკური ძალადობის ფაქტებს.
- 2018 წლის 4 ოქტომბრის მოკლეტექსტური შეტყობინებები: ტ------- ეკითხება გ------- გ-----–--–ს: რატომ მწერ, რატომ მეკონტაქტები ასეთ ცუდ ადამიანს, გ--- პასუხობს (დაზარალებულის განმარტებით გ--- გ------- გ-----–--–ია): რომ გითხრა შენ არაფერი გაქვს კარგი, რომ გითხრა, გააჩინე შვილი შენ ბოზო ეს ჩემი პირველი ბავშვია, ტ------- პასუხობს: ბავშვისთვის მე ვაკეთებ ბევრ რამეს შენ ის ლამის იყო მოკალი, რას მასხარაობ ახლა განა ეს შენთვის მნიშვნელოვანია? ნუ იტყუები!! ამის შემდეგ, მამაკაცი ემუქრება შემდეგი ტექსტით „მე შენ დანამდვილებით მოგკლავ ბოზო ტ---ა“, „მე შენ რომ გცემე ამას არ აქვს გამართლება, მაგრამ არ მერიდება, რომ გითხრა პირდაპირ დიდი სიამოვნებით გესროდი“, ტ------- პასუხობს, რომ შენ ყველა საქციელს ამართლებ, შენ ასევე მცემე მე ორსული ქალი. შენ უბრალოდ ორსული და ფეხმძიმე ქალი კი არ ცემე, არამედ მძიმედ ფეხმძიმეობის ქალი მცემეო. ამის შემდეგ გ--- პასუხობს: გეუბნები ტონს ცვლი, მე შენ მოგკლავ, ვერ გიტან, უბრალოდ ორგანულად ვერ გიტან. ბოზო.
2019 წლის 30 აპრილს 20:19 სთ-ზე facebook-ზე ტ------- მ------–ა გ------- გ-----–--–ს წერს: მე კარს არ გაგიღებ და დავრეკავ პოლიციაში, რაზედაც გ------- პასუხობს, შენ ყველაფერი ცუდისკენ შეატრიალე, ბოზო პოლიციას გამოიძახებ იმიტომ, რომ მე დავიწყებ შენს ცემას, ღირსებას გეფიცები. ტ------- მ------–ა წერს, მიეცი მ------ს საშუალება, რომ წყნარად დაიძინოს, გ-------ს რეაქცია : „შენ უკვე ყველაფერ საზღვარს გადააბიჯე ფეხი“.
- 2019 წლის 02 მაისს 09:04 სთ-ზე ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კვლავ მიმდინარეობს კომუნიკაცია: ტ------- წერს, რომ გთხოვ არ მომწერო, მე აღარ გიპასუხებ, გაქცევა შენ ამას როგორც მოიხსენიებ, იყო იმიტომ რომ შენ მე მცემდი და ეს ყველაფერი იყო ორსულობამდე, ფსიქოლოგთან მიდი. გ------- გ-----–--–ის პასუხი „შენ ხომ ბავშვის დედა ხარ მალე გცემ, როგორც საჭიროა, მე შენ დაგიმტკიცებ იმას, რომ გაბრაზებაზე უარესი არაფერი არ არის.
2.7. დაზარალებულის მეგობრის მოწმე მ------ ფ------–---–ის 26.06.2019 წ. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ გ------- გ-----–--–ი ძალადობდა მეუღლეზე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, სცემდა და ამყოფებდა სტრესსა და შიშში.
2.8. მოწმე ა-–-–- ტ----–-----ს 27.06.2019 წ. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მან ტ------- მ------–ასგან არაერთხელ შეიტყო, რომ მეუღლე გ------- გ-----–--–ი სისტემატურად ძალადობა მასზე. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ტ- მ------–ას ორსულობის პერიოდშიც. 2018 წლის 2-3 აპრილს, ფეხმძიმედ მყოფი დაზარალებული, თავდაცვის მიზნით გაიქცა სახლიდან და ა-–-–- ტ----–-----სთან ერთად წავიდა სვანეთში. ორსულობის პერიოდში ტ- მ------–ას ექიმის მიერ დანიშნული ჰქონდა წოლითი რეჟიმი, მიუხედავად ამისა გ------- გ-----–--–ი, აგრძელებდა მასზე როგორც ფიზიკურ ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც დაზარალებული ორსულობის პერიოდში დაბრუნდა კიევში საცხოვრებლად. ტ-მ------–ა ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცდიდა ძლიერ სულიერ ტანჯვას, იყო შეშინებული.
2.9. მოწმე ნ------- ბ---------–ის 27.06.2019 წ. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 ივნისს შესასრულებლად დაეწერა მოქალაქე ტ------- მ------–ას განცხადება, რომელიც ითხოვდა შემაკავებელი ორდერის გამოცემას მისი ყოფილი მეუღლის - გ------- გ-----–--–ის მიმართ. ტ------- მ------–ა გასაუბრებისას იყო ემოციურად აღელვებული. შემაკავებელი ორდერის განხილვისას და შესაბამისი ოქმის შედგენისას, მსხვერპლმა ტ------- მ------–ამ განაცხადა, რომ მეუღლე წარსულში ფიზიკურად ძალადობდა მასზე. იგი საუბრობდა, რომ გ------- გ------–ი იყო გაუწონასწორებელი, აგრესიული პიროვნება. ტ------- მ------–ას განმარტებით 2019 წლის თებერვლის თვეში, გ------- გ------–მა ფიზიკურად იძალადა მასზე, გადაუკეტა სასუნთქი გზები, მკლავებზე მოუჭირა ხელი, შემდეგ თავში დაარტყა. მსხვერპლის მიერ ძალადობის შესახებ გადმოცემული ფაქტობრივი გარემოება ასახული იქნა შემაკავებელი ორდერის ოქმში.
2.10. შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომელიც აღწერს მსხვერპლის მიერ პოლიციელისთვის მიწოდებული ფიზიკური ძალადობის ფაქტებს და ამ ინფორმაციის სიზუსტეს მსხვერპლი ხელმოწერით ადასტურებს, - მტკიცდება, რომ 2019 წლის თებერვლის თვეში, გ------- გ-----–--–მა ფიზიკურად იძალადა ტ------- მ------–აზე, კერძოდ, გადაუკეტა სასუნთქი გზები, მკლავებზე მოუჭირა ხელი და ხელი დაარტყა თავის არეში. მსხვერპლი აღნიშნავს, რომ მსგავს ქმედებას რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი, იქვე მსხვერპლი მიუთითებს, რომ 2018 წლის მაისის თვეში ფეხმძიმობის დროს გ------- გ-----–--–მა მეუღლეს მოქაჩა თმებში, გადაუკეტა სასუნთქი გზები და დაარტყა ხელი.
2.11. მოწმე ი----- კ-------ას 27.06.2019 წ. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ არის კლინიკა „ა-–----------ას“ დირექტორი და ტ------- მ------–ას პირადი მეანგინეკოლოგი. ტ------- მ------–ას პირველ და მეორე ტრიმესტრში ჰქონდა ორსულობის შეწყვეტის საშიშროება, რის გამოც დანიშნული იყო წოლითი რეჟიმი. 2018 წლის მაისის თვეში, დაზარალებულმა მიმართა დაწესებულებას და განუცხადა, რომ მიემგზავრებოდა უკრაინაში, ვინაიდან მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ემუქრებოდა საფრთხე. მას ოჯახური პრობლემების გამო ჰქონდა ემოციური ფონი, რის გამოც შესაძლებელია საფრთხე შექმნოდა ორსულობის პროგრესირებას. ტ------- მ------–ა ექიმთან საუბრობდა, რომ უთანხმოება ჰქონდა მეუღლესთან გ------- გ-----–--–თან. მოწმე გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ პაციენტის მეუღლე - გ------- გ-----–--–ი, რომელსაც იგი კლინიკაში შეხვდა, არის ემოციური პიროვნება, ფეთქებადი ხასიათის.
2.12. სასამართლო განმ------ვს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს და დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ფიზიკური ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება. აღნიშნული ქმედება რომ დასჯადად იქნეს მიჩნეული, სავალდებულოა ორი კომპონენტი. ერთი - ის ჩადენილი უნდა იქნეს ოჯახში და მეორე - უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით და ყოველი მომდევნო შეურაცხყოფის დროს მსხვერპლს არ უნდა უნდა ჰქონდეს განელებული წინა შეურაცხყოფის ნიადაგზე განცდილი ტანჯვა. სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ძალადობა მოიცავს ერთჯერადად განხორციელებულ ძალადობას და არა სისტემატურ ძალადობას, საქმის უდავო ფაქტობრივი გარემოებები (დაზარალებულის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები) და ბრალდების ფაბულა (პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით - ,,2017 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ივნისამდე დროის პერიოდში გ------- გ-----–--–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ტ------- მ------–ას. კერძოდ, ცემდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, აგინებდა და ლანძღავდა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა“) სცდება ერთჯერად ფიზიკურ ძალადობას და მოიცავს ფიზიკური ძალადობის მრავალჯერად ფაქტებს. ბრალდების მხარე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ინციდენტის ფაბულას აღწერს როგორც სისტემატურ ცემად, თუმცა ქმედების დაკვალიფიცირებას ახდენს არა სისტემატური ძალადობით, რაც გათვალისწინებულია 111 -126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, არამედ სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლო განმ------ვს, რომ სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის ტერმინი ,,სისტემატურობა“ არის დანაშაულის შემადგენლობის მახასიათებელი სიტყვიერი შეურაცხყოფის, შანტაჟის ან დამცირებისთვის და არა ფიზიკური ძალადობისთვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება - 13.12.2018 წ. განაჩენი), თუმცა სასამართლო ვერ მოახდენს პირის პასუხისმგებლობის დამძიმებას კვალიფიკაციის ნაწილში, მაგრამ სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღებს იმ გარემოებას, რომ გ------- გ-----–--–ის მიერ არაერთხელ იქნა ფიზიკური ძალადობა ჩადენილი ტ------- მ------–ას მიმართ.
2.13. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ თანაცხოვრების პერიოდში გ------- გ-----–--–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ტ------- მ------–ას, იგივე გამოკითხვის ოქმით და მოკლეტექსტური შეტყობინებებით მტკიცდება, რომ დაშორების მიუხედავად გ------- გ-----–--–ი 2 კვირაში ერთხელ უკავშირდებოდა მსხვერპლს და მიმართავდა სიტყვებით ,,ბოზი“, ,,ძუკნა“, ,,საქონელი“. სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა იმაზე მეტჯერ და ხშირად ადგილი ვიდრე თეორიაში დამკვიდრებული მოსაზრება ითვალისწინებს. შეურაცხყოფის სიხშირეს და ინტენსივობას მოწმობს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შედეგის თვალსაზრისით - მსხვერპლმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. გარდა აღნიშნულისა, აშკარაა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო იმდენად დამთრგუნველი და დამამცირებელი, რომ მსხვერპლი ამ დამოკიდებულებას მეუღლის მხრიდან არ ეგუებოდა და პერიოდულად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს.
2.14. სასამართლომ პრეიუდიციული ფაქტებითა და მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინა, რომ ტ------- მ------–ა 2017 წლის სექტემბრის თვიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ------- გ-----–--–თან. გ------- გ-----–--–ი 2017 წლის დეკემბრიდან - 2019 წლის ივნისის ჩათვლით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ტ------- მ------–ას, გარდა აღნიშნულისა ფიზიკურად ძალადობდა მასზე თანაცხოვრების სხვადასხვა პერიოდში. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფა მსხვერპლში ტანჯვას, ხოლო ფიზიკური ძალადობა ტკივილს იწვევდა.
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.15. დაზარალებულ ტ------- მ------–ას 26.06.2019 წ. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 11 თებერვალს, სახლში, გ------- გ-----–--–მა უმიზეზოდ დაიწყო კონფლიქტი, აიღო ცხელი წყლით სავსე ჩაიდანი, მიადო ტ- მ------–ას, რომელსაც ხელში მცირეწლოვანი შვილი ეკავა და დაემუქრა თავზე მდუღარე წყლის გადასხმით, დაზარალებულს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, რომ ბრალდებული მდუღარე წყალს ნამდვილად გადაასხამდა. მუქარის შემდეგ ტ- მ------–ა საცხოვრებლად სხვა მისამართზე გადავიდა, ამის მიუხედავად გ- გ-----–--–მა ტელეფონით და სოციალური ქსელით განაგრძო მუქარის ფაქტები. 2019 წლის 24 ივნისს, გ-გ-----–--–მა ტ- მ------–ას facebook პროფილიდან მისწერა, რომ სასამართლოს მეშვეობით არ გაარკვევდა ურთიერთობას, დასაკარგი არაფერი ჰქონდა, დაიწყებდა მასზე ნადირობას, სასამართლოში მხოლოდ მაშინ გაარკვევდა საქმეს, როდესაც მის გამო დაიჭერდნენ, როგორც კი მიუვიდოდა სასამართლოს უწყება აიღებდა დანას ან შეიძენდა იარაღს და შეუსრულებდა დანაპირებს, - მოუსპობდა სიცოცხლეს. ტ- მ------–ა მეუღლის მხრიდან გამოთქმული მუქარების გამო განიცდიდა სულიერ ტანჯვას, ეშინოდა და იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში. მუქარით შეშინებულმა დაურეკა მეგობარს მ------ ფ------–---–ს, დეტალურად მოუყვა ფაქტები და სთხოვა დახმარება. ციტატა გამოკითხვის ოქმიდან ,,სანამ პოლიციაში მივიდოდი, მთელი ამ ორი დღის განმავლობაში ვიყავი მარტო, ვნერვიულობ, მეშინია გ-------მ არ მომკლას“.
2.16. მუქარის ფაქტებს მოწმობს გ------- გ-----–--–ის მიერ მსხვერპლისთვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები:
- 2018 წლის 4 ოქტომბრის მოკლეტექსტური შეტყობინებები: გ------- გ-----–--–ი ემუქრება ტ------- მ------–ას შემდეგი ტექსტით „მე შენ დანამდვილებით მოგკლავ ბოზო ტ---ა“, „მე შენ რომ გცემე ამას არ აქვს გამართლება, მაგრამ არ მერიდება, რომ გითხრა პირდაპირ დიდი სიამოვნებით გესროდი“, 2019 წლის 02 მაისის facebook შეტყობინებები: ტ------- მ------–ა გ------- გ-----–--–ს წერს: გთხოვ არ მომწერო, მე აღარ გიპასუხებ, გაქცევა შენ ამას როგორც მოიხსენიებ, იყო იმიტომ რომ შენ მე მცემდი და ეს ყველაფერი იყო ორსულობამდე, ფსიქოლოგთან მიდი. გ------- გ-----–--–ის პასუხი „შენ ხომ ბავშვის დედა ხარ მალე გცემ, როგორც საჭიროა, მე შენ დაგიმტკიცებ იმას, რომ გაბრაზებაზე უარესი არაფერი არ არის. 2019 წლის 24 ივნისის 08:51 სთ-ზე ტ------- მ------–ა წერს გ------- გ-----–--–ს: „მე დღესვე ავიღებ ორდერს რომ შენ ჩემთან მოახლოვება ვერ შეძლო შენ ემუქრები ჩემს ცხოვრებას, რის შემდეგაც გ------- გ-----–--–ი პასუხობს: როგორც კი შემატყობინებენ ამის შესახებ ავიღებ დანას !!!!! ან კიდე ვიმუშავებ, იმდენს რომ შევიძინო იარაღი !!! შენ ყველა ჩემი მოთმინების რესურსი ამოწურე და ყველაზე ცუდი აირჩიე.
2.17. 2019 წლის 28 ივნისს დათვალიერდა ტ------- მ------–ას facebook პირადი გვერდი.
T---- M------a განაახლა სტატუსი 25 ივნისს, 12:59-ზე
ჩემი ყველაზე ვრცელი და გულახდილი პოსტი ფეისბუქის ისტორიაში. პოსტი, რომლის დაწერასაც დიდხანს ვერ ვბედავდი. ახლა გავბედე, რადგან ჩემს სიცოცხლეს ემუქრებიან. შემდეგ გრძელი საკითხავია, რისთვისაც მომიტევეთ. საქართველოში მამაკაცის გამო არ ჩამოვსულვარ. კარგია, რომ დროთა განმავლობაში ეს ბევრისთვის თვალსაჩინო გახდა. მამაკაცს 7 თვის შემდეგ შევხვდი. საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა მასთან შეხვედრამდე გადავწყვიტე, როგორც ყავის კაფეს გახსნა. თბილისში საცხოვრებლად კი მამაკაცის გამო გადმოვედი..., ...ჰოდა ერთხელ მანქანაში მან ხელი მკრა მხარში. მე გადავირიე, ვერც გავიგე რა ხდება საერთოდ. შემდეგ მე მშვიდად ვუთხარი თუ მსგავსი რამ განმეორდებოდა, გრძნობების მიუხედავად, წავალ. შემდეგ კიდევ მკრა ხელი სახლში და სხვა და სხვა სიტყვებით მლანძღავდა, რომ ქალი არ ვარ, რომ ძუკნა ვარ და ასე შემდეგ- მიზეზი - მე აღშფოთებული ვიყავი იმით, რომ ღამის 3 საათზე მოვიდა სახლში და კაზინოში წააგო 600$..., ...1 აპრილს მან მცემა, (ეს იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვის დაკარგვის საშიშროება მქონდა, მანამდე ექიმთან ვიყავი და ნახევრად წოლითი რეჟიმი უნდა დამეცვა) და მე უბრალოდ გამოვედი წყობილებიდან. მე არ ვიცი რა მოხდა, ჰორმონები, თვითშენარჩუნების ინსტიქტი, თუ რაღაც ცხოველური ინსტიქტი, მაგრამ მე დავამტვრიე ღვინო, ჭურჭლის ნაწილი და საერთოდ სახლში მოვაწყე ნამდვილი ნგრევა, ჩავალაგე ზოგიერთი ნივთები და წავედი. ვიქირავე ბინა და პირველი დღე ვტიროდი, როგორც გიჟი... შემდეგ ჩავრთე თავი..., ...სვანეთში გატარებული ერთი თვის შემდეგ, თბილისში უნდა დავბრუნებულიყავი საქმეების გამო და ექიმთან უნდა მივსულიყავი. ექიმთან გაირკვა რომ ჰემატომა მაქვს და 2 კვირა უნდა ვიწვე. ქალაქში არცერთი ახლობელი არ მყავდა((( მე დავნაღვლიანდი, ვტიროდი. მას მოჰქონდა ჩემთვის წყალი და საჭმელი. ერთხელაც მოვიდა და პირდაპირ კარებიდან დაიწყო ჩემი დამცირება, მეუბნებოდა რომ ქალი არ ვარ, რომ არაჯანსაღ შვილს გავაჩენ, რომ ცხოვრება დავუნგრიე. მე გავაგდე..., ... მე დავბრუნდი 5 დღით, ის არ იყო ქალაქში 4 დღე, როცა დაბრუნდა მორიგი ჯოჯოხეთი დატრიალდა. ის მცემდა მე და ამტვრევდა ყველაფერს სახლში. ღამის პირველ საათზე უკვე უძლური იმდენად, რომ ლაპარაკის თავიც არ მქონდა მან სასტუმროში წამიყვანა. ჩვენ მივდიოდით მანქანით და მთელი გზა იმეორებდა, რომ მე ავადმყოფ ბავშვს გავაჩენ... მე ვტიროდი, ვხვდებოდი, რომ თბილისში დარჩენა მთელი ზაფხული არ მინდოდა და სვანეთში ვერ მივდიოდი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. კიევში დაბრუნების შემდეგ მე მივხვდი რომ ეს ტკივილი არ უნდა ვატარო, ან კიბო და მსგავსი არ ამცდება. ეს არ მინდოდა. იმ მომენტისთვის უკვე ბევრი მქონდა წაკითხული იმაზე, რომ უამრავი გოგონა წლობით ატარებს ამ ისტორიებს თავის თავში, აგროვებენ ამ ტკივილს... ეს ჩემი გზა არ იყო..., ... შემდეგ მე დავბრუნდი საქართველოში და ძალიან მინდოდა მ------ს ჰყოლოდა მოსიყვარულე მამა. ძალიან გულწრფელად მინდა ვთქვა - გ---მ გამოგვაგდო მე და მ------ ჩვენი ბინიდან, თან წინასწარ მცემა როცა მ------ იყო 3 თვის. გ--- არ ღებულობს და არც არასოდეს მიუღია რაიმე ფინანსური მონაწილეობა მ------ს ცხოვრებაში. არასდროს გამოუხატავს მასთან შეხვედრის და დროის გატარების სურვილი. მასთან იმ შემთხვევაში მოვიდოდა თუ მეც ვიქნებოდი სახლში, რომ მოეყოლა ის თუ მე რა საქონელი ვარ და ჩემი ენერგიით დანაყრებულიყო..., ...ამ მომენტისათვის ის მემუქრება. ემუქრება პირდაპირ ჩემს სიცოცხლეს.
2.18. შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელიც აღწერს მსხვერპლის მიერ გადმოცემულ ფაქტებს დასტურდება, რომ 2019 წლის 24 ივნისს დაზარალებულს - გ------- გ-----–--–მა სოციალურ ქსელში გაუგზავნა მუქარის შემცველი მესიჯები. მსხვერპლის განმარტებით მოძალადე არის ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი და მისი მხრიდან მოსალოდნელია მუქარის განმეორება.
2.19. მოწმე მ------ ფ------–---–ის 26.06.2019 წ. გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ბრალდებული ტ------- მ------–ას მიმართ ახორცილებდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას. ძალადობდა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. სცემდა და ამყოფებდა სტრესსა და შიშში. გ- გ-----–--–ი ურეკავდა დაზარალებულს და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მოწმეს ტ-მ------–ამ უამბო, რომ გ------- გ-----–--–ი ერთხელ დაემუქრა ცხელი წყლის თავზე გადასხმით, მაშინ როდესაც ხელში ეჭირა მათი მცირეწლოვანი შვილი. გ------- გ-----–--–ი დაზარალებულს თანაცხოვრების პერიოდშიც და შემდგომ ამყოფებდა სტრესში, არ აძლევდა ნორმალური ცხოვრების საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაშორდნენ, მაინც წერდა, ურეკავდა და ემუქრებოდა. 2019 წლის 24 ივნისს, მოწმეს დაუკავშირდა ტ------- მ------–ა და უთხრა, რომ მისი ყოფილი მეუღლე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე უთხრა, რომ იარაღს ან დანას შეიძენდა და აუსრულებდა მუქარას, მოუსპობდა სიცოცხლეს. დაზარალებულმა მოწმეს წააკითხა, გ------- გ-----–--–ის მიერ მიწერილი მოკლეტექსტური შეტყობინებები, რომლებიც შეიცავდა მუქარის ტექსტებს, ასევე შეურაცხმყოფელ სიტყვებს.
2.20. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შიხანის განგაშის თვითშეფასების შკალის მიხედვით ტ------- მ------–ას შოთვის დონე აღემატება ნორმას.
2.21. მოწმე ა-–-–- ტ----–-----ს 27.06.2019 წ. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 24 ივნისს, მოწმეს დაუკავშირდა ტ------- მ------–ა და უთხრა, რომ ყოფილი მეუღლე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე უთხრა, რომ შეიძენდა იარაღს ან დანას და აუსრულებდა მუქარას, მოუსპობდა სიცოცხლეს. დაზარალებულმა მოწმეს წააკითხა გ------- გ-----–--–ის მიერ მიწერილი მოკლეტექსტური შეტყობინებები, რომლებიც შეიცავდა მუქარის ტექსტებს, ასევე შეურაცხმყოფელ სიტყვებს.
2.22. კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, მუდმივად ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებული გამოკითხვის ოქმში მიუთითებს, რომ მეუღლის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რასაც წინ უძღოდა ფიზიკური ძალადობის არაერთი ფაქტი ტ------- მ------–ას მიმართ, დაზარალებულის მხრიდან რეალურად იქნა აღქმული და შიშობდა, რომ ბრალდ
ებულს შესაძლოა მართლაც მოეკლა იგი, სწორედ ამ შიშის გამო დახმარებისთვის მიმართა მეგობრებს და დარეკა პოლიციაში. სასამართლოს შეფასებით გ------- გ-----–--–ის მხრიდან, მსხვერპლის მისამართით გაცხადებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც გამყარებული იყო მისი მხრიდან შემდეგი ტექსტებით, „იმას რომ გცემე გამართლება არ აქვს, მაგრამ არც იმის თქმა მრცხვენია, რომ სიამოვნებით გესროდი“, ,,მე შენ მოგკლავ საქონელო, ცემა კიდევ არაფერია“, ,,წიხლის რტყამს დავიწყებ ღირსებას გეფიცები“, ,,მე შენ მალე გცემ როგორც საჭიროა“, ,,დედას გეფიცები 99 % რომ შენზე ნადირობას დავიწყებ!!!“, ,, ავიღებ დანას !!!!! ან იმდენს ვიშოვი რომ თოფი ვიყიდო !!! შენ ჩემი მოთმინების რესურსი ამოწურე“, „მე შენ დანამდვილებით მოგკლავ ბოზო ტ---ა“. ასევე მისი მხრიდან ფიზიკური ძალადობის მრავალჯერადი ფაქტები, მათ შორის ყელში ხელის მოჭერა და სასუნთქი გზების გადაკეტვა, ბრალდებულის არაადეკვატურ და უკიდურესად აგრესიულ ქცევასთან ერთად, მსხვერპლში რეალურად იქნა აღქმული. შიშის რეალურობის განცდის საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტობრივი გარემოებებიც, რომ მუქარამდე ბრალდებული უკიდურესად მძიმე ფორმით ძალადობდა მეუღლეზე. სასამართლოს განმარტებით, ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის ფორმა და ხერხი (დანისა და იარაღის შეძენის განზრახვის გამჟღავნება, ფიზიკური ძალადობის დროს სასუნთქი გზების გადაკეტვა ყელში ხელის წაჭერის გზით), მუქარის განხორციელებამდე მასშტაბური ფიზიკური ძალადობის ფაქტები. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს - ამ შემთხვევაში დადგინდა, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის მხრიდან ბრალდებულის მუქარა, რომ აღქმული იქნა რეალურად და მას წარმოეშვა მუქარის განხორციელების შიში, დასტურდება იმ გარემოებით, რომ მსხვერპლმა სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის მიზნით რამდენჯერმე დატოვა საცხოვრებელი ადგილი, ბოლოს დახმარება სთხოვა მეგობარს მ. ფ------–---–ს და პოლიციას. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ მსხვერპლს სუბიექტურად ჰქონდა შიშის საფუძველი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ოჯახში ძალადობის და მუქარის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება და სამართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა აღმოჩნდება. იდენტურია განსახილველი შემთხვევაც, ფსიქოლოგიური კვლევის პროცესში მსხვერპლი კლინიკური საუბრისას ექსპერტთან აღნიშნავდა, რომ მეუღლე მასზე პერიოდულად, უმიზეზოდ ფიზიკურად ძალადობდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფიზიკურად ძალადობდა ფეხმძიმობის პერიოდშიც, გაშორების მიუხედავად განუწყვეტლივ ურეკავდა და ლანძღავდა, უგზავნიდა მუქარის შემცველ ტექსტურ შეტყობინებებს, ძირითადად დამახინჯებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, იგი დადგა რეალური საშიშროების წინ და იძულებული გახდა პოლიციისთვის მიემართა. სასამართლოს შეფასებით - დაზარალებულმა პოლიციას დასახმარებლად მიმართა მაშინ, როცა ჩათვალა რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმ------ვს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. პატივი და ღირსებაც წარმოადგენს ადამიანის ხელშეუვალ უფლებას საქართველოს კონსტიტუციით და სხვადასხვა კანონმდებლობით და ამ უფლების ხელყოფაც, თუნდაც ოჯახის წევრის მიერ, აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’, რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან. კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა გ------- გ-----–--–ის ბრალეულობა.
3.4. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა გ------- გ-----–--–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
3.5. უდავოა ფაქტი, რომ მოძალადე და მსხვერპლი არიან ერთი ოჯახის წევრები, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გ------- გ-----–--–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
4.2. გ------- გ-----–--–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის სიმრავლე (ჩადენილია 2 მუხლით გათვალისწინებული ქმედება), ფიზიკური ძალადობის მასშტაბი (მრავალჯერადი), მუქარის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ შემდეგ გარემოებებს:
5.3.1. მუქარა ჩადენილი იქნა ოჯახის წევრის მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მე-3 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
5.3.2. დანაშაულის მასშტაბი: ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა მრავალჯერადი ხასიათი, მათ შორის ძალადობა ხორციელდებოდა მსხვერპლის ფეხმძიმობის პერიოდშიც და პარალელურ რეჟიმში ადგილი ჰქონდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
5.3.3.დანაშაულის სიმრავლე - ჩადენილია 2 მუხლით გათვალისწინებული განზრახი ქმედება.
5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნეს მიღებული პასუხისმგებლობის შემდეგი დამამძიმებელი გარემოებები.
ა. დანაშაული ჩადენილია ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;
ბ. დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილ იქნა არაერთხელ;
გ- დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია;
დ. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;
ე. დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;
ვ. დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;
ზ. დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;
თ. დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;
ი. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კუმულაციურად როგორც შიდა კანონმდებლობით, ასევე კონვენციით გათვალისწინებული რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, გ------- გ-----–--–ის მიერ მასშტაბური ფიზიკური ძალადობა და მუქარა ჩადენილია მეუღლის მიმართ, ფიზიკურ ძალადობას და მუქარას ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი, დანაშაული ჩადენილი იყო ორსული ქალის მიმართ, მსხვერპლის მიმართ მუქარას წინ უსწრებდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა, ბოლო ქმედება ჩადენილი იყო იარაღის მუქარის გამოყენებით, მოძალადის განზრახმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა მსხვერპლს მიაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა. კონვენციის მიზნები ასევე მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით.
5.5.სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე, ადვოკატის მოთხოვნაში მითითება დამნაშავის მხრიდან დანაშაულის აღიარებაზე, მტკიცებულებების უდავოობაზე და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოძალადეს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, დამამძიმებელი გარემოებების და სამომავლო რისკების შეფასების გარეშე ვერ გახდება სასჯელის ისეთი სახის და ზომის გამოყენების საფუძველი, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. ბრალდებულის მიერ დასკვნით სიტყვაში გაკეთებულ არგუმენტებს სასამართლო არ აფასებს დანაშაულის აღიარებად, გ------- გ-----–--–მა დასკვნით სიტყვაში არაერთგზის გაუსვა ხაზი იმას, რომ თავად არის ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ტ------- მ------–ას მხრიდან, რამაც იძულებული გახადა მხოლოდ ერთხელ ფიზიკურად ეძალადა ყოფილ მეუღლეზე, გარდა ამისა, გ------- გ-----–--–მა უარყო მუქარის ფაქტები, მოახდინა უდავო მტკიცებულებების თავისებური ინტერპრეტაცია და დანაშაულებრივი ფაქტების უარყოფა, ეცადა უდავო მტკიცებულების -დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციის განსხვავებულად წარმოჩენას. ბრალდებულის დასკვნითი სიტყვის ანალიზი ცხადყოფს, რომ გ------- გ-----–--–ს გაცნობიერებული არ აქვს ჩადენილი დანაშაულის გასაკიცხაობა. სასამართლო ხაზს უსვამს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნას: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. პასუხისმგებლობის დამამძიმებელმა გარემოებების მხედველობაში მიღებით ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ის, რომ ბრალდებულს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი ვერ გახდება უპირობოდ მსუბუქი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი. სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის აუცილებელია მოძალადის დროებითი იზოლაცია და განრიდება ოჯახისგან, რათა ბავშვმა იცხოვროს მშვიდ ოჯახურ გარემოში.
5.6. ამდენად ძალადობის მასშტაბის, ხერხის, ინტენსივობის და დამდგარი შედეგის მხედველობაში მიღებით, აუცილებელია გ------- გ-----–--–ის იზოლაცია და ზომიერად მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში გ------- გ-----–--–ის სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობიდან გამომდინარე მომავალშიც არ გაგრძელდეს იგივე დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- გ-----–--–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2. გ------- გ-----–--–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით სრულად შთანთქოს თანაბარი სასჯელი და გ------- გ-----–--–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით გ------- გ-----–--–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 30 ივნისიდან.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა