გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.09.2019
საქმის ნომერი
100310019003111747
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310019003111747

საქმე № 3/23-19 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27.09. 2019 წელი ქ.საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილება;

წარმომადგენელი: ნი--- მა-----–---–ი.

 

მოპასუხე: ბა----- გი--------

 

დავის საგანი: კანონის დარღვევით მიღებული სახელმწიფო გასაცემლის - სახელმწიფო პენსიის დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ,აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ბა----- გი-------ის (პ/ნ 3----------) მიერ მამის, გარდაცვლილი პენსიონერის - ვა-–-----ა გი-------ის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული თანხის - სახელმწიფ პენსიის 1079 ლარისა და 40 თეთრის დაბრუნება სახელმწიფო ბიჯეტის სასარგებლოდ.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების პენსიონერს წარმოადგენდა ვა-–-----ა გი-------- (დაბადებული:10.07.36 წ. პ/ნ 3----------), რომელსაც სახელმწიფო გასაცემელი - პენსია დანიშნული ჰქონდა 2002 წლის 22 თებერვლიდან. ვა-–-----ა გი-------- გარდაიცვალა 201- წლის 23 იანვარს, აღნიშნული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილებისათვის ცნობილი გახდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 01 მარტის № 04/1---- წერილით. აღნიშნული წერილით ირკვევა, რომ ვა-–-----ა გი-------ის გარდაცვალება დარეგისტრირებულია 2019 წლის 20 თებერვალს, შესაბამისად მის ანგარიშზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 201- წლის თებერვლიდან 201- წლის აგვისტოს ჩათვლით ჩარიცხულ იქნა პენსია თვეში 180 (ასოთხმოცი) ლარის ოდენობით, სულ 1079 ლარი 40 თეთრი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 07.08.2012 წლის №01-48/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/ საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გასაცემის წესის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2019 წლის 27 მარტს №04/1---- წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტმა ელექტრონული ვერსიის სახით გადმოგზავნილი სს „ლიბერთი ბანკი“-დან მიღებული ინფორმაცია საჩხერის სოციალური სამსახურის მიერ 201- წლის თებერვლიდან 201- წლის აგვისტოს თვის უკანდასაბრუნებელ მოთხოვნილ თანხებზე, წერილზე თანდართული ცხრილით დგინდება, რომ ს.ს. „ლიბერთი ბანკი“- დან სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებულია 201- წლის ივლისის 0,60 ლარი, აგვისტოს თვის პენსია 1-0 ლარი, ხოლო 201- წლის თებერვლიდან 201- წლის ივლისის თვის ჩათვლით პენსია გაცემულია მოთხოვნამდე, რომელიც შეადგენს 1079 ლარს და 40 თეთრს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონულმა განყოფილებამ გარდაცვლილი პენსიონერის შვილს ბა----- გი--------ს 201- წლის 28 მარტს №04-06-11/5-- წერილით მიმართა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1079 ლარისა და 40 თეთრის ანაზღაურების მოთხოვნით, 201- წლის 5 აპრილს აღნიშნული მოთხოვნით კვლავ გაეგზავნა №04-06-11/6--, 201- წლის 25 აპრილს №04-06-11/934 და 14 მაისს №04-06-11/1--- წერილები. მიუხედავად ოთხჯერ გაფრთხილებისა და არაერთი სატელეფონო ზარისა და ბა----- გი-------ის მიერ უკანონოდ მიღებული თანხა მისთვის გაგზავნილ წერილში მითითებულ ანგარიშზე არ დაბრუნებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჩხერის რაიონული განყოფილება მოითხოვს დაეკისროს ბა----- გი--------ს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გარდაცვლილი მამის ვა-–-----ა გი-------ის სახელზე 201- წლის თებერვლის თვიდან 201- წლის ივლისის თვის ჩათვლით ჩარიცხული პენსიის 1079 ლარისა და 40 თეთრის დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ვინაიდან მოპასუხე - ბა----- გი-------ისათვის სასამართლო გზავნილის (სარჩელისა და თანდართული მასალების) ჩაბარება სხვაგვარად ვერ მოხერხდა, 2019 წლის 15 აგვისტოს საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული იქნა განჩინება მოპასუხე - ბა----- გი-------ის მიმართ სასამართლო შეტყობინების (სარჩელის და თანდართული მასალების) საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. შესაბამისად მისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით უცნობია.

მოპასუხე ბა----- გი--------ს სასამართლო სხდომის შესახებ 2019 წლის 09 სექტემბრის სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა სხდომის შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონულ განყოფილების პენსიონერს წარმოადგენდა ვა-–-----ა გი-------- (დაბადებული:10.07.36 წ. პ/ნ 3----------), რომელსაც სახელმწიფო გასაცემელი - პენსია დანიშნული ჰქონდა 2002 წლის 22 თებერვლიდან.

ვა-–-----ა გი-------- გარდაიცვალა 201- წლის 23 იანვარს, აღნიშნული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილებისათვის ცნობილი გახდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის 2019 წლის 01 მარტის № 04/1---- წერილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი;

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2019 წლის 19 ივლისის №04-06-11/1--- ცნობა სახელმწიფო გასაცემლის შესახებ (ს.ფ. 31)

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის 2019 წლის 01 მარტის №04/1---- წერილი. (ს.ფ. 1-)

- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება (იხ.სხ.ოქმი)

 

3.1.2. 201- წლის 27 მარტის №04/1---- წერილით სსიპ სოციალური მომსხურების სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის მიერ ელექტრონული სახით გადმოგზავნილი ს.ს. „ლიბერთი ბანკი“-დან მიღებული ინფორმაციით სოციალური სამსახურის მიერ 201- წლის თებერვლის თვიდან აგვისტოს თვის ჩათვლით უკანდასაბრუნებლად მოთხოვნილ თანხებზე, წერილზე თანდართული ცხრილით დადგენილია, რომ ს.ს. „ლიბერთი ბანკი“- დან სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებულია 201- წლის ივლისის 0,60 ლარი, აგვისტოს თვის პენსია 1-0 ლარი, ხოლო 201- წლის თებერვლიდან 201- წლის ივლისის თვის ჩათვლით პენსია გაცემულია მოთხოვნამდე, რომელიც შეადგენს 1079 ლარს და 40 თეთრს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლის დეპარტამენტის 201- წლის 27 მარტის № 04.1---- წერილი (ს.ფ. 16-17);

- სს „ლიბერთი ბაკი“-ს საჩხერის ფილიალის 2019 წლის № 99 წერილი (ს.ფ. 30)

 

3.1.3. დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონულმა განყოფილებამ გარდაცვლილი პენსიონერის შვილს ბა----- გი--------ს 201- წლის 28 მარტს №04-06-11/5--, წერილით მიმართა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1079 ლარისა და 40 თეთრის ანაზღაურების მოთხოვნით, 201- წლის 5 აპრილს აღნიშნული მოთხოვნით კვლავ გაეგზავნა №04-06-11/6--, 201- წლის 25 აპრილს №04-06-11/934 და 14 მაისს №04-06-11/1--- წერილები. მიუხედავად ოთხჯერ გაფრთხილებისა და არაერთი სატელეფონო ზარისა და ბა----- გი-------ის მიერ უკანონოდ მიღებული თანხა მისთვის გაგზავნილ წერილში მითითებულ ანგარიშზე არ დაბრუნებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სსიპ სოციალური მომსახურების საჩხერის რაიონული განყოფილების 201- წლის 28 მარტს №04-06-11/5--; 201- წლის 5 აპრილის; №04-06-11/6--, 201- წლის 25 აპრილს №04-06-11/934 და 14 მაისს №04-06-11/1--- წერილები (ს.ფ.22-29)

- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება (იხ.სხ.ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 და მე-19 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 976-ე მუხლები. ,,სახელმწიფო პენსიის/ საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-10 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

 

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსიის გაცემა შეწყდება პენსიონერის გარდაცვალებისას - აღნიშნული საფუძვლის წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

 

6.1.1. ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-10 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

6.1.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას.

 

6.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნას მოთხოვილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის შესაბამისად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

 

6.1.5. აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. ამასთან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართულრთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

6.1.6. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.

 

6.1.7. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონულ განყოფილებას არ გააჩნდა ვალდებულება მოპასუხის ოჯახის წევრზე გაეცა პენსია, შესაბამისად ბა----- გი--------მ უსაფუძვლოდ აიღო 1079 ლარი და 40 თეთრი საბანკო დაწესებულებიდან, საიდანაც მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტში თანხა არ დაბრუნებულა.

 

6.1.8. ამდენად, მოპასუხემ მოსარჩელისაგან საფუძვლის გარეშე მიიღო 1079.40 (ათასსამოცდაცხრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი, რითაც ზიანის მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური სსიპ მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონულ განყოფილების სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ბა----- გი--------ს უნდა დაეკისროს უკანონოდ მიღებული პენსიის - 1079.40 (ათასსამოცდაცხრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8 მუხლით, 131-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების (ს/ნ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე _ ბა----- გი--------ს (პ/ნ 3----------) დაევალოს (დაეკისროს) უკანონოდ მიღებული სახელმწიფო გასაცემლის - პენსიის 1079.40 (ათასსამოცდაცხრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი