განაჩენი

სისხლის სამართლის 09.10.2019
საქმის ნომერი
130100119003131139
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/144-201-

№ 02708071-003

ხაშურის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 სექტემბერი 201- წელი ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

 

სხდომის მდივანი - ქეთევან ცერიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ--------ძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ვ-–----------------------ვი, დაბადებული 1-.0--1--- წელს. საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 4----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობა გაქარწყლებული, რეგისტრირებული ქ.ქ-----–ი, ვაჟა ფშაველას ქ.N29, ფაქტობრივად მცხოვრები ქ.ქ-----–ი, ფიროსმანის ქ.N7-ში.

ადვოკატი - თ-------–----ძე

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი

და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

ვ-–----------მა ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 11--ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

201- წლის 07 ივლისს ღამის საათებში ქ.ქ-----–ში, ფიროსმანის ქ.N7-ში მისსავე საცხოვრებელ სახლში ვ-–----------მა ჩაიდინა ძალადობა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მ-------------–---–ის მიმართ. კერძოდ, მას შემდეგ რაც მეუღლემ თხოვა შეეწყვიტა ალკოჰოლური სასმელის ჭარბად მიღება, ჯერ მუშტი დაარტყა მას თვალის არეში, შემოახია ტანსაცმელი და თავის არეში ურტყამდა ხელს, ხოლო შემდეგ წააქცია ძირს და ფეხებითა და ხელებით სცემა სხეულის სხვადასხვა არეში, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ვ-------------მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა ვ-–----------ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეების: ზ---------------–---–ის, ა-------------ის, ლ-–-------------ის, დაზარალებულ მ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით მითებულ ინფორმაციას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 201- წლის 23 ივლისის N 0-------9 დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სასამართლომ დაადგინა

 

3.1. ვ-–----------მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა თავისივე ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას ვისაც დაემუქრა, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

201- წლის 08 ივლისს დილის საათებში ქ.ქ-----–ში, ფიროსმანის ქ.N7-ში მისსავე საცხოვრებელ სახლში ვ-–----------მა ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს დანის დემონსტრირების გზით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ-------------–---–ს. კერძოდ წინა ღამეს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემდეგ, დილის საათებში სახლში დაბრუნებულ მ-------------–---–ს ვ-–----------ი ყელის არეში ხელის მოჭერით და დანის დემონსტრირების გზით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ-------------–---–ს. შეეცადა რა ეს უკანასკნელი მისგან თავის დაღწევას და გაიქცა სახლის ეზოსკენ, ვ-–----------ი დაედევნა მას და კვლავ განაგრძო დანით მუქარა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

4.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

4.1. სასამართლოს დასკვნა ვ-–----------ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეების: ზ---------------–---–ის, ა-------------ის, ლ-–-------------ის, დაზარალებულ მ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით მითებულ ინფორმაციას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

5. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია ვ-–----------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ვ-------------მა ჩაიდინა მისივე ოჯახის ერთი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 11--ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას ვისაც დაემუქრა, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ ვ-–----------ს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ვ-–----------მა ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნული კვალიფიკაციებით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ვ-–----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია ჩანადენი, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

5.3. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად განიცდის და ნანობს ჩანადენს.

5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ვ-–----------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს პირობითი მსჯავრი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ-–----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით ვ-–----------ს საბოლოოდ მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

2. ვ-–----------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 201- წლის 08 ივლისიდან ამავე წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.

3. გაუქმდეს ვ-–----------ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 201- წლის 20 აგვისტოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

4.ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხისტარიანი დანა, რაც ინახება შსს ქ-----–ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ განადგურდეს ხოლო მაისური დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

5.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნ.გიგიტაშვილი