განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/1473-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: ა-–---------- ჩ----ე
ადვოკატევი: დ----- ა-----ე
თარჯიმანი: ვ-----–- მ----------ი
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: ვ---- მ--------ი
მამის სახელი: ა---–-
დაბადების თარიღი: 2---------–-
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: რ--------------–--–---–-----------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–-----------–-----------------------------
პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 0----------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი
დაკავების დრო: 2019 წლის 28 თებერვალი 1753 საათი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ვ---- მ--------ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: ვ---- მ--------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ვ---- მ--------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 6 ცალად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი - 12,9782 გრამის ოდენობით, საიდანაც 2019 წლის 28 თებერვალს 2 ცალად დაფასოებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 6,4213 გრამის ოდენობით უკანონოდ ინახავდა - თბილისში, ს------–----------–-–-----------------------------ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ხოლო 4 ცალად დაფასოებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 6,5569 გრამის ოდენობით უკანონოდ ინახავდა თბილისში, ს------–----------–-–--------------------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2019 წლის 28 თებერვალს ვ---- მ--------ი თბილისში, ს------–----------–-–--------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლის ეზოში, შარვლის ჯიბეში უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ 2 ცალად დაფასოებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს- 6,4213 გრამის ოდენობით.
სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- დ---–-–---–მა განმარტა, რომ პირადი კონტაქტისაგან 2019 წლის თებერვალში მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ვ---- მ--------ი და სხვა პირები უკანონოდ იძენდნენ და ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. აღნიშნულის შესახებ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---- კ-----–--–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 23 თებერვალს პატაკის სახით ხელმძღვანელობას მოახსენა მიღებული ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა ვ---- მ--------ის და სხვა პირების კავშირს ნარკოტიკულ დანაშაულთან. ვ---- მ--------ი ცხოვრობდა სოფელ ფ-------–-–------------------------------------ში, ძმისა და მამის სახლში. შესაბამისად, ის შესაძლოა ყოფილიყო გ--------------------------ში, ან 57-ში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------ ბ------–---–მა განმარტა, რომ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, 2019 წლის 23 თებერვალს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. 2019 წლის 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი და საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად მივიდნენ - თბილისში, ს------–----------–-–-----------------------------ში. კარი გააღო ვ---- მ--------მა, თარჯიმნის დახმარებით გააცნეს მოსამართლის განჩინება და მოწმემ ჩაატარა ვ---- მ--------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ბრალდებულის შარვლის უკანა ჯიბიდან ამოიღეს შავი პოლიეთილენის პაკეტში დალუქული 2 ცალი პაკეტი, ნივთიერებით, რომელიც შემდგომ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება. პირადი ჩხრეკის შემდეგ დააკავეს ვ---- მ--------ი და გადაიყვანეს ი-------------------------------–---–-, თუმცა თავად მოწმე დაბრუნდა მისამართზე, რათა ჩაეტარებინა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ჩხრეკაში მონაწილეობდა თავად, ასევე, ქ------–--- ხ--------, გ------- ხ------–---–ი და გ---- კ-----–--. ჩხრეკის შედეგად სახლის მეორე სართულზე მდებარე ერთ-ერთი ოთახიდან, კერძოდ: საწოლზე არსებულ ორ ლეიბს შორის ადგილიდან, ამოღებული იქნა 4 ე.წ. ,,ბაშად’’ დაფასოებული პაკეტი, ნივთიერებით, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება. მოწმემ განმარტა, რომ პირადი ჩხრეკის ოქმს ვ---- მ--------მა ხელი არ მოაწერა, ხოლო სახლის ჩხრეკის ოქმს კი ხელი არ მოაწერა ვ---- მ--------ის ც---–-- - ო----–-- გ---------მა. ოქმებზე გაკეთდა შესაბამისი შენიშვნები.
იდენტური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ვ---- მ--------ის პირად ჩხრეკაში მონაწილე დეტექტივ-გამომძიებლებმა ს----–-- კ-----–---მა, მ-----– დ---–-–---–მა, გ------- ხ------–---–მა.
ს----–-- კ-----–---მა დამატებით განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა თარჯიმანი, ბრალდებულს შარვლის უკანა ჯიბიდან მ-----– დ---–-–---–მა ამოუღო მუქი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო 2 ცალად დაფასოებული ნივთიერება. ეზოს გარეთ მოგროვდა ხალხი, ვ---- მ--------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია და მის მიმართ არ გამოუყენებიათ ძალა.
მ-----– დ---–-–---–მა დამატებით განმარტა, რომ ბრალდებულს პირადი ჩხრეკისას შარვლის უკანა ჯიბიდან მან თავად ამოუღო შავ პარკში მოთავსებული 2 ცალი დაფასოებული ნივთიერება, რომელიც გადასცა ზ------ ბ------–---–ს. ოპერატიული ჯგუფი იყო დაახლოებით 5-6 კაცი და დაახლოებით სპეცრაზმის 10 თანამშრომლი.
გ------- ხ------–---–მა დამატებით განმარტა, რომ ვ---- მ--------ი პირადი ჩხრეკის შემდეგ დააკავეს და ს----–-- კ-----–---მა და მ-----– დ---–-–---–მა წაიყვანეს განყოფილებაში, ხოლო გამომძიებელი დარჩა და დაიწყეს ბინის ჩხრეკა. თავდაპირველად სახლში იყვნენ ვ---- მ--------ი, მისი ცოლი და სავარაუდოდ ვ---- მ--------ის მამა, მაგრამ პირად ჩხრეკაში ოჯახის წევრებს არ მიუღიათ მონაწილეობა.
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ჩხრეკაში მონაწილეობა დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა გ---- კ-----–--მ და ქ------–--- ხ--------მ.
გ---- კ-----–--მ დამატებით განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ვ---- მ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ვ---- მ--------ი, რომელიც როგორც პირადად, ისე სახლში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, თბილისში, ს------–----------–-–---------------------------, პერიოდულად ცხოვრობდა ძმასთან, პერიოდულად კი მამასთან. პირველად მივიდნენ გ-------------------------ში. ვ---- მ--------ს, შარვლის უკანა ჯიბიდან, მ-----– დ---–-–---–მა ამოუღო 2 ,,ბაშად’’ დაფასოებული ნივთიერება, დაკავების შემდეგ გ------- ხ------–---–მა, ზ------ ბ------–---–მა და დ---–-–---–მა ბრალდებული წაიყვანეს ფ-------–-------------–---–-. დაახლოებით 30-40 წუთში უკან მიბრუნდა ზ------ ბ------–---–ი და დაიწყეს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რომელსაც ესწრებოდა ვ---- მ--------ის ცოლი და თარჯიმანი. სახლის მეორე სართულზე მდებარე საძინებელში მდგარი საწოლიდან, კერძოდ ლეიბებიდან ამოიღეს 4 ცალად დაფასოებული ნივთიერება.
მოწმე ქ------–--- ხ--------მ დამატებით განმარტა, რომ ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული იყო ორი მისამართი, ფ-------–-–--------------------------------ი და N52-ი, რადგან ბრალდებული პერიოდულად ცხოვრობდა ძმასთან, პერიოდულად კი მამასთან. სახლში იყო ვ---- მ--------ის დედა, მამა, ძმა და მეუღლე, ეს უკანასკნელი ესწრებოდა ბინის ჩხრეკას და მას თარჯიმანი აზერბაიჯანულ ენაზე უთარგმნიდა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობას.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--------------მ განმარტა, რომ 2019 წლის 23 თებერვალს ჩატარდა ვ---- მ--------ის პირადი ჩხრეკა და ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება. ასევე, ჩატარდა ბინის ჩხრეკა და ასევე ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება. მოწმემ ამოღებულ ნივთიერებებზე დანიშნა ექსპერტიზა, ასევე დაკითხა ვ---- მ--------ი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- ო-----------ემ დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 2 მარტს გაცემული N8-------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი - ,,ვ---- მ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული“ 2 ცალად დაფასოებული შავი ფერის პოლიეთილენის თავმილღობილ ნაჭერში, მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, საერთო წონით - 9.83 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 6.4213 გრამს.
,,ვ---- მ--------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული“ - 4 ცალად დაფასოებული, შავი ფერის პოლიეთილენის თავმილღობილ ნაჭერში, მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, საერთო წონით - 9.86 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 6.5569 გრამს. საკვლევ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს - 12,9782 გრამს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ო----–-- გ---------ამ განმარტა, რომ ბრალდებული ვ---- მ--------ი არის მისი მეუღლე. შემთხვევის დღეს დაახლოებით 1800 საათზე მეუღლესთან ერთად იწვა სახლის მე-2 სართულზე მდებარე საძინებელში. გაიგეს ხმამაღალი საუბრის ხმა, ვ---- მ--------მა გაიხედა ფანჯარაში, თავად მოწმემ კი დაიწყო ჩაცმა. პოლიციის თანამშრომლებმა მიხურული კარი გააღეს ფეხით, ვ---- მ--------ი დააწვინეს იატაკზე, დაახლოებით 5 წუთში კი წაიყვანეს სახლიდან. მოწმე ცდილობდა ადვოკატთან დაკავშირებას, თუმცა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა უარი უთხრეს თხოვნაზე, დაებრუნებინათ მობილური ტელეფონი. საძინებელში სპეცრაზმელმა შუბლზე დაადო იარაღი და არ მისცა ოთახიდან გასვლის უფლება. ჩაატარეს ჩხრეკა, თუმცა მას არ უნახავს, ამოიღეს თუ არა რაიმე ნივთიერება, არც რაიმე დოკუმენტი წარუდგენიათ. შესაბამისად, ხელიც არაფერზე მოუწერია. არ უთარგმნიდნენ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობას, საერთოდაც არავინ ყოფილა, ვინც უთარგმნიდა. მოწმემ განმარტა, რომ თურქეთიდან ჩამოსვლის შემდეგ მეზობლებმა უთხრეს, რომ მას და მის მეუღლეს დაიჭერდნენ, თუმცა მისთვის უცნობია მიზეზი, რატომ აპირებდნენ ვ---- მ--------ის დაჭერას.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ვ---- მ--------მა განმარტა, რომ 2019 წლის 28 თებერვალს, სანამ დააკავებდნენ დაახლოებით 1200-1230 საათისთვის, თანასოფლელმა - ჰ---- ფ-–---მა, რომელიც ადრე მუშაობდა პოლიციაში, უთხრა, რომ ფ-------–-–- სპეცრაზმელები ელოდებოდნენ ავტომანქანებით და აპირებდნენ მის დაკავებას. აღნიშნულის გამო თავის თავს გადაუღო ვიდეო და გაუგზავნა ადვოკატს, სადაც განმარტავდა, რომ მასზე დევნა მიმდინარეობდა, პარალელურად ამოიტრიალა ჯიბეები და თქვა, რომ მას არაფერი ჰქონდა. მამამისის სახლში ის და მისი ცოლი დაწვნენ მე-2 სართულზე მდებარე საძინებელ ოთახში, გაიგო ხმა - ,,მიმდინარეობს სპეცოპერაცია, ყველა დარჩით ადგილზე“, იმავდროულად დაინახა, რომ სპეცრაზმელები შევიდნენ. შესასვლელი კარი იყო მიხურული, წიხლით გაღების გამო ჰქონდა ბრახუნის ხმა. თავის მხრივ თავად გააღო კორიდორში გამავალი ოთახის კარი და მეუღლეს უთხრა ამდგარიყო და ჩაეცვა. სპეცრაზმელებმა დააწვინეს ძირს, ხელები შეუკრეს პლასტმასის სარტყელით, ე.წ. ხამუთით, ერთ-ერთმა პოლიციელმა ტელეფონში ნახა ფოტოსურათი და დაადასტურა, რომ ის ნამდვილად ვ---- მ--------ი იყო და წაეყვანათ. ვიღაცამ დაიყვირა - ,,ვიპოვე, ვიპოვე“, სხვამ კი დაიყვირა ტელეფონით გადაეღოთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დამტენი არ ჰქონდათ. პლასტმასის სარტყელი გადაჭრეს, პაკეტში ჩადეს, ხელზე კი ბორკილი დაადეს. გარეთ გაყვანისას დაინახა, რომ ეზოს გარეთ ხალხი იდგა და ვიდეოს უღებდნენ. ბრალდებულმა განმარტა, რომ არაადამიანურად ექცეოდნენ, როგორც ნივთი ისე წაიღეს, ულვაშებს უწვალებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ეძახდნენ ,,ბარიგას“. ბრალდებულმა განმარტა, რომ ის არ გაუჩხრეკავთ და მისი ტანსაცმლიდან არაფერი ამოუღიათ. შესაბამისად, ჩხრეკის ოქმს ვერ მოაწერდა ხელს, დაკავების ოქმზე კი ხელი არ აქვს მოწერილი, რადგან მისთვის შეთავაზებაც არ გაუკეთებიათ, არც უფლებები განუმარტავთ და არც თარჯიმანი ყოლიათ, თუმცა ქართულად თავისუფლად საუბრობს. შემდეგ წაიყვანეს სამინისტროში. უღებდნენ ვიდეოს, თხოვდნენ ემღერა, ასევე მოკითხვას აბარებდნენ ა---------- და ა-–------, თუმცა ვის გულისხმობდნენ არ იცის, ასევე ერთმანეთს ეკითხებოდნენ - ,,ვის ეგონა, რომ ვერ დავიჭერდით“, ვიდეოებს ,,WhatsUp-ის“ საშუალებით გზავნიდნენ მისთვის უცნობ ადრესატთან. ასევე, მასთან ერთად იღებდნენ ფოტოებს. უთხრეს, რომ ოჯახის წევრებმა მიუტანეს ტანსაცმელი, გახადეს შარვალი და ზედა და წაიღეს, ხელთათმანიან ხელს პირში და იღლიაში უსვამდნენ. გახდილი ტანსაცმელი მალევე უკან დაუბრუნეს და უთხრეს, რომ მისიანები არ მისულან.
ბრალდებულმა განმარტა, რომ მას მტრები არ ჰყავს, თუმცა მის დაჭერას შ----- გ---------ს უკავშირებს, რომელიც მას გადაემტერა. 2018 წლის აგვისტოში სწორედ შ----- გ---------ის ჩვენების საფუძველზე დაიბარეს სამინისტროში. სწორედ ამის შემდეგ ბრალდებულმა ადვოკატს მოუყვა მომხდარის შესახებ, მივიდნენ პროკურატურაში და დაწერეს განცხადება, რომ ვინმეს ინფორმაციის საფუძველზე, გადაუმოწმებლად არ დაეკავებინათ. ბრალდებულმა განმარტა, რომ ნარკოტიკებთან კავშირი არ აქვს და ვარაუდობს, რომ ნარკოტიკი ინფორმატორმა, ან პოლიციელმა დადო, ან არ აღმოუჩენიათ და ოქმში ისე ჩაწერეს.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის:
- თბილისის პ---–-–---------------------------------------------------–-------------------–---- უფროსის დ----- დ---–-–---–ის 2019 წლის 23 თებერვლის პატაკის თანახმად, მის ხელთ არსებული ინფორმაციის შესაბამისად, კონკრეტული პირები საცხოვრებელ სახლებში ახდენენ ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას და რეალიზაციას, მათ შორისაა ვ---- მ--------ი.
- თბილისის პ---–-–----------------------------------------------------–---------------–-------------------–--------------- დეტექტივის ზ---- კ-----–--–---–ის 2019 წლის 23 თებერვლის პატაკის თანახმად, კავშირზე მყოფ პირთან ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადასტურდა, რომ თბილისში, ს------–----------–-–-----------------------------ში ცხოვრობს რ----- მ--------ი, ხოლო N57-ში ა---– მ--------ი. ისინი არიან ვ---- მ--------ის ძმა და მამა. ვ---- მ--------ი მონაცვლეობით ფაქტობრივად ცხოვრობს მათ სახლებში.
- 2019 წლის 28 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად თბილისში, ს------–----------–-–-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ვ---- მ--------ს, მისი შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 2 ცალი მოშავო ფერის პოლიეთილენის პაკეტში გახვეული მასა, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. ოქმზე შესრულებულია თარჯიმნის წარწერა: ,,ოქმი ვთარგმნე მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე, თარჯიმანმა ე-–---- გ-------მა“. ასევე შენიშვნა: ,,პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ ვ---- მ--------ს გადაეცა ოქმის ასლი, მაგრამ გადაცემაზე ხელმოწერაზე განაცხადა უარი. შენიშვნა შევიტანე გამომძიებელი“ და ზ------ ბ------–---–ის ხელმოწერა. გარდა ამისა ოქმზე შესაბამის გრაფაში მითითებულია, რომ ვ---- მ--------მა უარი განაცხადა ოქმის და ლუქის ხელმოწერაზე, გაურკვეველი მიზეზის გამო.
- 2019 წლის 28 თებერვლის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ვ---- მ--------ი დაკავებული იქნა 2019 წლის 29 თებერვლის 1753 საათზე, თბილისში, ს------–----------–-–-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში. ოქმზე აღნიშნულია შენიშვნა, რომ ვ---- მ--------მა უარი განაცხადა ხელმოწერაზე, რომ ოქმი ეთარგმნა მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე თარჯიმნის მიერ, ამავდროულად მას გადაეცა ოქმის ასლი.
- 2019 წლის 28 თებერვლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, თბილისში, ს------–----------–-–-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულის მე-3 ოთახში, საწოლზე განლაგებულ ლეიბებს შორის ნანახი იქნა 4 ცალი მოშავო ფერის პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მასა, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. ოქმის შენიშვნის თანახმად, ო----–-- გ---------მა გაურკვეველი მიზეზის გამო უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე, ჩხრეკის დასრულების შემდგომ მას გადაეცა ოქმის ასლი, რომლის შინაარსსაც გაეცნო თარჯიმნის მეშვეობით, მაგრამ ჩაბარებაზე განაცხადა უარი. ოქმი ხელმოწერილია თარჯიმნის მიერ მითითებით, რომ ოქმი უთარგმნა მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე.
- 2019 წლის 18 მარტის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად თბილისში, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, ვ---- მ--------ისგან ნებაყოფლობით და თანხმობით, ერთი ცალი სტერილური ბიოლოგიური ჩხირის საშუალებით აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში. შენიშვნა ან განცხადება არ შესულა, ოქმი ხელმოწერილია ბრალდებულ ვ---- მ--------ის მიერ. ოქმის შინაარსი ეთარგმნა თარჯიმნის მიერ.
- 2019 წლის 17 სექტემბრის პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ო----–-- გ---------ამ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ხოლო 2019 წლის 22 აგვისტოს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და გასაღება.
ასევე, გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება:
- საქართველოს პროკურატურაში მოქალაქე ვ---- მ--------ის 2018 წლის 29 ოქტომბრის განცხადების თანახმად: რამდენიმე დღის წინ მისთვის ცნობილი გახდა, რომ შ----- გ---------ი, რომელიც არის მასთან დაპირისპირებაში სხვადასხვა მიზეზის გამო, აპირებს პოლიციაში დასმენას, თითქოს ვ---- მ--------ი ინახავს ნარკოტიკულ საშუალებას და ახდენს რეალიზაციას. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. ნაცნობმა ა-–--, ასევე უთხრა, რომ შ----- გ---------ი ცდილობს ვ---- მ--------ს დააბრალოს ნარკოტიკული დანაშაული, კერძოდ ის ეძებს პოლიციელებს, რომლებიც ვ---- მ--------ს მანქანაში, სახლში ან პირადად ჩაუდებენ ნარკოტიკულ საშუალებას, რათა მას ან მის მეუღლეს დაბრალდეს. განცხადებაში ვ---- მ--------ი აცხადებს, რომ ნარკოტიკულ საშუალებას არ ინახავს, არ ყიდის და არავითარი კავშირი არ აქვს მსგავს საქმიანობასთან. განმცხადებელი მსგავსი ფაქტის შემთხვევაში, ითხოვს შესაბამის რეაგირებას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.
რაც შეეხება, მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
სასამართლო მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
უპირველეს ყოვლისა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით, უტყუარად ვერ დადგინდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმადაც: 2019 წლის 28 თებერვალს თბილისში, ს------–----------–-–-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულის ერთ-ერთი საძინებელი ოთახიდან ამოღებული 4 ცალად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი - 6,5569 გრამის ოდენობით, ეკუთნოდა სწორედ ვ---- მ----------, რადგან აღნიშნული ოთახით მხოლოდ ის არ სარგებლობდა. ბრალდების მხარის მიერ კი არ/ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულის რაიმე ფორმით, თუნდაც ფიზიკურ შემხებლობას ამოღებულ 4 ცალ პაკეტთან.
გარდა ამისა, საძინებლით, საიდანაც ამოღებული იქნა 4 ცალად დაფასოებული შეკვრა, როგორც მინიმუმ ბრალდებულის გარდა სარგებლობდა ასევე მისი მეუღლე - ო----–-- გ---------ა, 2019 წლის 17 სექტემბრის პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად კი - არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ო----–-- გ---------ამ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ხოლო 2019 წლის 22 აგვისტოს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და გასაღება.
ცხადია, ასეთ ვითარებაში ეჭვგარეშე მტკიცება, რომ 2019 წლის 28 თებერვალს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი - 6,5569 გრამის ოდენობით იყო სწორედ ვ---- მ--------ის და სწორედ ის ინახავდა უკანონოდ, შეუძლებელია.
შესაძლო დანაშაულის არსებობის დაშვების შემთხვევაშიც კი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ვ---- მ--------ი 2019 წლის 28 თებერვალს თბილისში, ს------–----------–-–-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე, უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ 4 ცალად დაფასოებულ - 6,5569 გრამის ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდების ამ ნაწილში არასაკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ, რომ ვინმე აპირებს აღნიშნულს.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერი საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებას მიეკუთვნება ჰეროინი, იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება ჰერიონი 0,2 გრამამდე ოდენობით ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, 0,2-1 გრამი (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო 1 გრამზე მეტი ოდენობა მიიჩნევა განსაკუთრებით დიდ ოდენობად. შესაბამისად დგინდება, რომ ვ---- მ--------ის მიერ შეძენილი და პირადად შენახული, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი -6,4213 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ვ---- მ--------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, პირადი ჩხრეკის ოქმითა და ამოღებული ნივთიერებებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად დადგენილად მიაჩნია ვ---- მ--------ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტი.
კერძოდ, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე გამომძიებლების ჩვენებებითა და ვ---- მ--------ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად:
2019 წლის 28 თებერვალს, თბილისში, ს------–----------–-–-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ვ---- მ--------ს, მისი შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 2 ცალი მოშავო ფერის პოლიეთილენის პაკეტში გახვეული მასა, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად - ,,ვ---- მ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,2 ცალად დაფასოებული შავი ფერის პოლიეთილენის თავმილღობილ ნაჭერში, მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, საერთო წონით - 9.83 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 6.4213 გრამს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ვ---- მ--------ი დაკავებული იქნა სახლის მე-2 სართულზე და არა ეზოში, რადგან სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა თითოეულმა მონაწილე გამომძიებელმა დაადასტურა მისი ეზოში ჩხრეკისა და დაკავების ფაქტი, დაცვის მხარის მიერ კი არ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, თუ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს გამომძიებლების მიერ არარსებული ფაქტების დადასტურება, ან ფაქტის შეგნებულად დამახინჯება.
სასამართლო ასევე არ იზიარებს ვ---- მ--------ის ვერსიებს ვინმე შ----- გ---------ის მტრობასთან და მისი მხრიდან განხორციელებულ რიგ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც თითქოსდა მომდინარეობს 2003 წლიდან. ბრალდებულის მიერ გადმოცემული ფაქტები არ არის დადასტურებული არცერთი მტკიცებულებით. შესაბამისად, სასამართლო ვერ განიხილავს და მიიჩნევს მის შინაარსს, როგორც რეალურს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირადი ჩხრეკის ოქმზე შესრულებულია თარჯიმნის წარწერა: ,,ოქმი ვთარგმნე მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე, თარჯიმანმა ე-–---- გ-------მა“. ასევე შენიშვნა: ,,პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ ვ---- მ--------ს გადაეცა ოქმი. ხელმოწერა და შენიშვნაა გაკეთებული ასევე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმზე. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას სამართალდამცავ ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად არ იმყოფებოდა თარჯიმანი და არ ასრულებდა მის მოვალეობას.
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ გამოთქმულ ეჭვს ბრალდებულისათვის ნარკოტიკის ჩადების ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერი ეჭვი, რა თქმა უნდა, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, მაგრამ არა ეჭვის წარმოშობისთანავე, არამედ მას შემდეგ, რაც შესაბამისი საგამოძიებო, ან საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად, (რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ განხორციელდება საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე) ამოწურული იქნება ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა ამ ეჭვის დადგენილად მიჩნევის, ან უარყოფის შესახებ. სასამართლო არ არის უფლებამოსილი მხოლოდ იმ გარემოებიდან გამომდინარე რომ აღნიშნულს ბრალდებული აცხადებს, ამ ეტაპზევე და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, უტყუარად დადგენილად მიიჩნიოს, რომ ადგილი ჰქონდა ნარკოტიკის ჩადების ფაქტს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება შეფასებული და კანონიერად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ გამოძიების ეტაპზევე.
შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, რაიმე ობიექტური გარემოება, გარდა ბრალდებულის განმარტებისა, არ არსებობს, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას, მითუფრო რომ დაცვის მხარეს თავადაც არ ჩაუტარებია (რისი უფლებაც და შესაძლებლობაც გააჩნდა) ალტერნატიული ბიოლოგიური ექსპერტიზა, რაც სასამართლოს მინიმუმ სხვაგვარი შეფასების შესაძლებლობას მისცემდა. რა თქმა უნდა, მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარის მოვალეობაა და აღნიშნულით მტკიცების ტვირთი არ უნდა გადავიდეს ბრალდებულზე, თუმცა მხარებს თანაბრად ენიჭებათ უფლებაც და ეკისრებათ მოვალეობაც, კანონიერად მოიპოვონ და წარადგინონ მტკიცებულებები, მათ შორის ის მტკიცებულებებიც, რომლებიც ადასტურებს ბრალდებულის უდანაშაულობას, ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას.
სასამართლო ასევე, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოწმე ო----–-- გ---------ის საკმაოდ არადამაჯერებელ და არასარწმუნო ჩვენებას, ვინაიდან პირველ რიგში ის არის ბრალდებულის მეუღლე და ცხადია, დაინტერესებულია, აარიდოს მოსალოდნელი პასუხისმგებლობა მეუღლეს. ამასთან, იგი თავადაც იმყოფება კონფლიქტში კანონთან და ამ ეტაპზე ბრალდების მხარეს გააჩნია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ო----–-- გ---------ას თავადაც ჩადენილი აქვს განსკუთრებით მძიმე ნარკოტიკული დანაშაული, რაც ასევე მნიშვნელოვანია მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებისათვის.
შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, იმაზე მითითებით, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რადგან აღნიშნული გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით - ექსპერტიზის დასკვნით, ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, რომელთა შინაარსიც შესაბამისობაშია გამომძიებლების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებთან.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც წესი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე, არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადია, შეჯიბრებითობის პირობებში, სწორედ მის ინტერესშია.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ვ---- მ--------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ვ---- მ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, თუმცა სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების ოდენობას.
სასამართლოსLOმიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება მაღალი სოციალური საშიშროებისაა და ამ ტიპის დანაშაულთა შემდგომი პრევენცია მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე და მისი პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, ვ---- მ--------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვას კანონით განსაზღვრული უფლებები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ---- მ--------ი (პN1----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ვ---- მ--------ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2019 წლის 28 თებერვლის 1753 საათიდან.
ვ---- მ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვ---- მ--------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნული შეზღუდვების ვადის დედნა დაეწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ვ---- მ--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ბედი, გადაწყდეს გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილებასთან ერთად. ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი პოლიეთილენის პაკეტები და ვ---- მ--------ის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე