გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 200224019002922712
N 2/212-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე- თამარ კაპანაძე
სხდომის მდივანი - ფიქრია სვანიძე
განმცხადებელი - ნი----–--------ი (პ.N 2----------)
მხარდაჭერის მიმღები პირი - ნა---–--------ი (პ.N2----------)
ადვოკატი - თა--------–--–-–---–ი
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი - ლე--------–---–---–ი, გი---------------ე
განცხადების მოთხოვნა: მხარდაჭერის მიმღებად ცნობა და მხარდაჭერის დანიშვნა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 36318-ე, 36320-ე, 36321-ე, 36324-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე, 370-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნი----–--------ის (პ/ნ 2----------, მცხოვრები თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფშ----–ი) განცხადება ოჯახის წევრის (შვილის) - ნა---–--------ის (პ/ნ 2----------, მცხოვრები თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფშ----–ი) მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
1.1. ნა---–--------ი (პ/ნ 2----------, მცხოვრები თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფშ----–ი) ცნობილი იქნეს მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში:
- წვრილმანი გარიგებების დადების;
- საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მის სახელზე მისი წილის რეგისტრაციის;
- სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან სოციალური პაკეტის დანიშვნა/ცვლილება/განახლების სფეროში;
- ნებისმიერ ბანკთან ურთიერთობა, სოციალური პაკეტის მიღების სფეროში (მათ შორის მიუღებელი თვეების), ამ მიზნით საბანკო პლასტიკური და დამატებითი ბარათების დამზადება/მიღება/გამოყენების (მათ შორის მიუღებელი თვეების) და მიღებული თანხის განკარგვის სფეროში;
- მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით;
- რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებზე სააფთიაქო დაწესებულებებიდან მათი მიღების;
- ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანოებსა და დაწესებულებებში.
- იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მიღების სფეროში.
- კერძო პირებთან ურთიერთობაში.
2. ნი----–--------ი (პ/ნ 2----------, მცხოვრები თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფშ----–ი) დაინიშნოს - ნა---–--------ის (პ/ნ 2----------, მცხოვრები თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფშ----–ი) მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭოს უფლებამოსილება როგორც მხარდამჭერმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის შესაბამისად ნა---–--------ის სახელით დადოს აუცილებელი გარიგებები ზემოაღნიშნულ სფეროებში ნა---–--------ის ინტერესების შესაბამისად.
3.მხარდაჭერის ვადა (მისი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვროს 5 (ხუთი) წლით;
4.მხარდამჭერი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს;
5.მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს;
6.თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან გათავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობის შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისათვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები).
7.მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით;
8.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღები და დაეხმაროს მხარდამჭერს თავისი მოვალეობის შესრულებაში, რათა მან ხელი შეუწყოს მხარდაჭერის მიმღებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
9.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწომოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება ა) 6 თვეში ერთხელ; ბ) სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით; გ) თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით;
10.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა;
11.მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისათვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);
12. გაუქმდესთელავის რაიონული სასამართლოს 03.04.2019 წლის განჩინება დროებითი მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ.
13. განმცხადებელი გათავისუფლებულია საპროცესო ხარჯის გადახდისაგან.
14.გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა გადაეგზავნოს მეურვეობისა მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
15.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
16.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: თამარ კაპანაძე
შენიშვნა:
განმცხადებლების და დაინტერესებული პირის თხოვნით, რომლებმაც წერილობით განაცხადეს, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს აცხადებენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით - დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.
მოსამართლე: თამარ კაპანაძე