განაჩენი

სისხლის სამართლის 06.09.2019
საქმის ნომერი
330100119003030882
თარიღი
06.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2545-19

(-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ა----------–---–--

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული - ნ---------------------------------–---–---------------–-------–-–---------–---------------------------------–----------–----------------–---- რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თ------–-------------------------–------------–----------------

ადვოკატი - მ--–--------------

 

კვალიფიკაცია:

 

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი - გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძარცვა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი - გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა.

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1 2019 წლის 01 მაისს, დაახლოვებით 14:00 საათზე, ქ.თბილისი------------- ქუჩა №2-თან არსებული გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ №-- მიკროავტობუსების გაჩერებასთან ნ----------------–---–-, რომელსაც მიჩნდა, რომ მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს თ---------------, როგორც ქალს და მის ყოფილ მეუღლეს არ ჰქონდა მუშაობის უფლება, უნდა ყოფილიყოს ბავშვებთან სახლში, უნდა დამორჩილებოდა ქმრის, როგორც ოჯახის უფროსის მითითებებს და ,,ქალისთვის შესაბამისი სოციალური როლი” უნდა მოერგო. თ--------------- ნების საწინააღმდეგოდ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა ამ უკანასკნელის სამსუნგის ფირმის ,,J5”-ის 600 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონს, რითაც თ--------------- მიადგა 600 (ექვსასი) ლარის მნიშნვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

1.2 2019 წლის 01 მაისს, დაახლოვებით 17:00 საათზე, ქ.თბილისი, ხ----------------–---------- ქუჩის კვეთასთან ნ-----------------–---–-, რომელსაც მიჩნდა, რომ მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს თ---------------, როგორც ქალს და მის ყოფილ მეუღლეს არ ჰქონდა მუშაობის უფლება, უნდა ყოფილიყოს ბავშვებთან სახლში, უნდა დამორჩილებოდა ქმრის, როგორც ოჯახის უფროსის მითითებებს და ,,ქალისთვის შესაბამისი სოციალური როლი“ უნდა მოერგო. თ-------------- ფსიქიკურად აიძულებდა არ წასულიყო საზღვარგარეთ, კერძოდ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, განუცხადა, რომ ვერ წავიდოდა საზღვარგარეთ და მისი ნათქვამის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც თ-------------- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულის შემდგომ წერონისის ქუჩიდან, სახლში მიმავალ თ-------------- მობილური ტელეფონის მეშვეობით კვლავ დაემუქრა ნ-----------------–---–- მოკვლით, განუცხადა, რომ მაინც არ გაახარებდა, მოკლავდა და ვერსად წავიდოდა, რა დროსაც თ--------------- კვლავ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ნ-----------------–---–-------------------- ფსიქიკურად აიძულა არ შეესრულებინა მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლება იყო, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდა რომ არ წასულიყო საზღვარაგარეთ.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

2.1 მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა ნ-----------------–---–-- ბრალდების საქმე, გამოიკვლია სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ნ----------–---–-- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ: 1. დაზარალებული თ--------- მიმართ მობილური ტელეფონის ძარცვის ნაწილში ნ----------–---–--თვის წარდგენილი ბრალდება უსაფუძლოა; 2. დაზარალებულზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ნ----------–---–-- მიერ ჩადენის ფაქტი დადასტურდა სრულად.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ა) სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც

არ არის საშიში სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის

ბ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა.

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი მხარეთა შეთანხმებით, სადავოდ არ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

3.2 დ-----------------–---–-- მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ უდავო მტკიცებულებების ერთობლიობას: ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერბის ოქმს (--.05.2019), საქართველოს შსს ს----------------------–----------------------------- ექსპერტის №------ დასკვნას (--.05.2019), დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმს (--.05.2019), მოწმის: ნ-----–------------- (--.05.2019) გამოკითხვის ოქმს.

 

3.3 დაზარალებულმა თ--------------- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2009 წელს დაქორწინდა ნ-----------------–---–---- 2019 წელს სამსახურის დაწყების შემდეგ აერია ურთიართობა მეუღლესთან. ნ-----------------–---–- ეჭვიანობდა, ხშირად ხვდებოდა ქუჩაში, სთხოვდა სამსახური დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც 2019 წელს პოლიციის მიერ მოხდა შემაკავებელი ორდერის გამოწერა. 2019 წლის 01 მაისს მეუღლესთან შეხვედრის შემდეგ ისადილეს-------–-- მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნ--------- ისევ იეჭვიანა, მეუღლეს მოსთხოვა ეჩვენებინა ტელეფონი, რათა ენახა მოკლეტექსტური შეტყობინებები. ბევრი თხოვნის შემდეგ თ------- გადასცა ტელეფონი ნ--------. ტელეფონის დაბრუნებაზე უარის თქმის შემდეგ წავიდა სახლში დედასთან. საღამოს საათებში ნ-----------------–---–- ეკონტაქტებოდა თ------- დედის ტელეფონზე, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც იძლებული გახდა მომხდარი ფაქტი ეცნობებინა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. მოწმემ განმარტა, რომ განვადებით შეძენილ მობილური ტელეფონის სესხს ხშირად იხდიდა ნ--------. დღეის მდგომარეობით სურს ნ-------- დაისაჯოს მსუბუქი სასჯელით მუქარის გამო.

 

3.4 მოწმე ე-–-------------–---–-- მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში უფროსი დეტექტივის თანამდებობაზე. 2019 წლის 01 მაისს თ--------------- მიმართ მუქარის ჩამდენი პირი ნ-----------------–---–- იმყოფებოდა დ-–--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ინფორმაცია პატაკით მოახსენა ხელმძღვანელს. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

3.5 მოწმე ე-------------------- მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2019 წლის 01 მაისს თ--------------- მიმართა პოლიციის მ--- განყოფილებას განცხადებით, რომელშიც პოლიციას სთხოვდა დახმარებას მეუღლის მხრიდან შესაძლო ძალადობის აღკვეთის მიზნით. მან ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა, კერძოდ, გამოძიება დაიწყო მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, გამოკითხა განცხადებელი (შესაძლო დაზარალებული), მოწმეები, დანიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და პროკურორის დადგენილება პირის ბრალდების შესახებ გააცნო ბრალდებულ ნ-----------------–---–-.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისას, უპირველესად ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

 

4.2 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548, 22/01/2015, §41).

 

4.3 სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივ ჭრილში მიმოხილვამდე, ყურადღებას გაამახვილებს ძარცვის შემადგენლობის ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ძარცვის ობიექტური შემადგენლობისათვის აუცილებელია მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს აშკარად. დანაშაულის აშკარა ხასიათი გულისხმობს ნივთის დაუფლებას თვალნათლივ, როგორც მესაკუთრის/მფლობელის/მოსარგებლის, ისე - სხვა პირთათვის. ძარცვა მატერიალური შემადგენლობის დანაშაულია და დამთავრებულად ითვლება ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, როდესაც დამნაშავეს უჩნდება დაუფლებული ქონების განკარგვის ფაქტობრივი შესაძლებლობა. მოცემული დანაშაულის ობიექტურ მხარეში შედის ასევე მიზეზობრივი კავშირის დადგენა დამნაშავის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ მავნე შედეგს შორის.

4.4 დანაშაულის ობიექტურ შემადგენლობასთან (სხვისი ნივთის აშკარა დაუფლება) დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ, ნ----------–---–-- მიერ არ ყოფილა წინასწარ დაგეგმილი აქტი, რომელიც ტელეფონის მიღებას ემსახურებოდა. აღნიშნულს, ბრალდებულის ჩვენების გარდა, ადასტურებს თავად დაზარალებულის ჩვენებაში გაცხადებული ფაქტების ერთობლივი ანალიზიც, კერძოდ, თ--------- განმარტებით, მან ნ----------–---–-- ინიციატივით და მოთხოვნით ბრალდებულს თავად გადასცა ტელეფონი. ნ----------–---–-- მიერ სხვისი ნივთის აშკარად დაუფლების ფაქტს გამორიცხავს შემდგომში მისი ქმედება, კერძოდ, მეორე დღეს თავად სცადა დაებრუნებინა ტელეფონი, ასევე დაზარალებულის განმარტებით მეუღლე ხშირად ეხმარებოდა ფინანსურად და ტელეფონის განვადების თანხაც არაერთხელ დაუფარავს.

4.5 სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად და დადგენილად მიაჩნია, რომ ნ-----------------–---–-- ჩაიდინა იძულება, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა.

 

4.6 საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლით დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება პირის ფსიქიკურ იძულებაში. ფსიქიკური იძლება იგივე მუქარაა. მუქარა შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის. კერძოდ, მოკვლის. შესაძლებელია მუქარა მიმართული იყოს როგორც უშუალოდ იმ პირისადმი, ვისგანაც ითხოვენ გარკვეული ქმედების შესრულებას, ისე მისი ახლობლისადმიც, ვისი ბედითაც დაინტერესებულია დაზარალებული. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს, იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. ხოლო მიზანს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა აქვს. ფსიქიკური იძულების მიზანია სხვა პირს ჩაადენინოს რაიმე ქმედება, ან საკუთარ თავზე განაცდევინოს მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ქმედება. მიაღწია თუ არა მიზანს დამნაშავემ, ამას ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს. ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება.

 

4.7 ნ-----------------–---–------- ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის მიმოხილვის შემდეგ, სასამართლო თანმიმდევრულად მიმოიხილავს ბრალდებულისთვის ბრალად წარდგენილი თითოეული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ თ--------------- ჩვენებებზე, სადაც დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ემუქრებოდა ნ-----------------–---–- მეუღლეს, ლანძღავდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მოწმის აღნიშნული განმარტების სისწორეზე მეტყველებს, მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელ ე-------------------- ჩვენება, რომელმაც გამოკითხა დაზარალებული. თავის მხრივ დაზარალებულმა მოუთხრო, თუ როგორ ემუქრეობდა ბრალდებული 2019 წლის 01 მაისს, ასევე წარსულში პოლიციის მხრიდან შემაკავებული ორდერის გამოწერის თაობაზე. ნ----------–---–-- მხრიდან იძულების ფაქტი დაადასტურა დაზარალებულის დედამ ნ-----–-------------. მისი განმარტებით ბრალდებული თ--------- ემუქრებოდა, სთხოვდა როგორც სამსახურიდან, ასევე საზღვარგარეთ წასვლაზეც აეღო ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში თ------- სიცოცხლის მოპობით ემუქრებოდა.

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1 ნ-----------------–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა დანაშაულებრივი ქმედება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, ასევე დაზარალებულთან შერიგება.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.

 

6.2 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს ნ-----------------–---–-, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ამდენად, სასამართლომ კანონით განსაზღვრული სასჯელიდან უნდა შეარჩიოს ის ზომა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

6.3 სასამართლო 4.3. პუნქტში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ნ-----------------–---–-- რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, მას სასჯელად ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მაქსიმალური სანქციის ზედა ფარგლებში, პირობითი მსჯავრის მოხდის პირობებში. ამასთან, ვინაიდან ნ----------–---–-- ნასამართლევია და მის მიერ მოხდილი არ არის წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი, სახეზეა განაჩენთა ერთობლიობა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მ--- ნაწილით განსაზღვრის საფუძველი. სასამართლოს მოსაზრებით, ბრალდებულისთვის დანიშნული სასჯელი იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შესაბამისი, რეალური და პროპორციული საშუალება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-----------------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და საქართველოს სსკ-ის 111,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს;

 

2. ნ-----------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მ--- ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2------------ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ნ-----------------–---–-, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

 

4. ნ-----------------–---–- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 0-------დან 2019 წლის 0-----–--ის ჩათვლით.

 

5. გაუქმდეს ნ-----------------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გიორაო.

 

6. ნივთიერი მტკიცებულება: მობილური ტელეფონი და ნივთები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობეს/მფლობელებს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე