განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/3795-19
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ა-–---------–-–---–ის,ბრალდებულ ვ--–------------–---–--,ადვოკატ გ--–--------–--–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ--–--------------------------–---–ის (------------------------------–--------–-–----------------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამარზე: თ---–-------------------------------------–- მიმართ, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით და სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ვ--–------------–---–ს ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 10:30 საათზე, ქალაქ თბილისში, კ--------------------ში მდებარე სუპერმარკეტ „ი---–ში“, დანით შეიარაღებული ვ--–------------–---–ი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავს დაესხა სს „ფ----------“-ის თანამშრომელს ნანა კვირვაიას და დანის გამოყენებით სიცოხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცა კომპანიის კუთვნილი 70 ლარი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ვ--–------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ვ--–------------–---–ს ბრალად ედება სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 10:40 საათზე, ვ--–------------–---–მა განზრახ დააზიანა ქ.თბილისში, 26 მაისის მოედანი N--–- მდებარე შპს „გ----–--------–-ს“ კუთვნილი სლოტ კლუბ „ა----------ს“ ვიტრაჟის 06 მინა და ვიტრაჟზე განთავსებული სარეკლამო პარკი. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით შპს „გემბლინგ ჰოლს“ მიადგა 3148.5 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ვ--–------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ( ნ----------------------------–---------------------------------------–------------------------–---–------–--–-------------- გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი, ამოცნობის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მასალები ) ერთობლიობა ვ--–------------–---–-- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავო, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართმსაჯულების განხორციელებას, მან ერთ-ერთ დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და ამ უკანასკნელს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი გ------------–-ძე ვ--–------------–---–ს ახასიათებს დადებითად, მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მისთვის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, მან გამოძიების ეტაპზევე აღიარა და გულწრფელად მოინანია დანაშაული; ნასამართლევი არ არის, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო თვლის რომ, მის მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნეს საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ--–------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 03 (სამი) წელი და 04 (ოთხი) თვე განესაზღვროს პენიტეციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 08 (რვა) თვით ჩაეთვალოს პირობით.
ვ--–------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ვ--–------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 03 (სამი) წელი და 04 (ოთხი) თვე განესაზღვროს პენიტეციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 08 (რვა) თვით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
ვ--–------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 25 ივნისიდან.
გაუქმდეს ვ--–------------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
ნივთიერი მტკიცებულები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები 10 ცალ სტერილურ ჩხირზე, სუნის კვალი, ვ--–------------–---–-- ნერწყვისა და სუნის ნიმუში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნატეხები, ურო და დანა, რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
02 ცალი კომპიუტერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი