განაჩენი

სისხლის სამართლის 09.10.2019
საქმის ნომერი
330100119002969889
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1872-19

(#0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ _ დ------–----–---–-ს,ბრალდებულ _ კ----–---–---ს,ადვოკატ _ ჯ-----------–--ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ კ--------------–------–---–---ს (დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ----------–----------–--–---–-ს ქუჩის N--------------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-----------–----------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 11 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, თბილისში, ვ-----–----------------ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „თ---–----–--------–-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს - 1--- წლის 0-----------ს დაბადებულ ი---–------–---------ს, კ----–---–---მ ძალადობის გამოყენებით, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა ხელჩანთა, მასში მოთავსებული პირადი ნივთებითა და ფულადი თანხით 200 (ორასი) ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის.

მოწმე ზ-------------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 11 მარტს, ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------- განყოფილებაში დაიწყო გამოძიება რუსეთის მოქალაქეების ძარცვის ფაქტზე. იმავე წლის 13 მარტს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ჩამდენი პირი უნდა ყოფილიყო 1--- წელს დაბადებული კ----–---–---, რაც პატაკის სახით აცნობა ხელმძღვანელობას. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

მოწმე გ-------------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 11 მარტს თბილისში, ვ-----–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უცნობმა პიროვნებამ რუსეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ხელიდან გასტაცა ჩანთა მასში მოთავსებული 200

(ორასი) ლარით. თანამშრომლის მიერ მოხდა პიროვნების დადგენა, კერძოდ, აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირი უნდა ყოფილიყო კ----–---–---. 2019 წლის 14 მარტს, მიიღო ინფორმაცია, რომ კ----–---–-- იმყოფებოდა თბილისში, ა-------–------------ს ქუჩაზე. ხელმძღვანელ თ-------------ის დავალებით შეიქმნა სამკაციანი ოპერატიული ჯგუფი და გაემართნენ მისამართზე. კ----–---–-- მართლაც იმყოფებოდა ა-------–------------ს ქუჩაზე, მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაო ფორმაში, სადაც მოხდა მისი დაკავება. დაკავების დროს მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, შედგა შესაბამისი ოქმები და ბრალდებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, კ----–---–---ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების: მ---------––---ს, გ-------------ს, მ----------------ს, ბრალდებულ კ----–---–---ს გამოკითხვის ოქმები; ამოღების ოქმი; ნივთიერი მტკიცებულებები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა მხარეთა მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად სხდომაზე გამოკვლევის გარეშე.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება კ----–---–---ს ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სასამართლო განმარტავს, რომ კ----–---–---ს ქმედება შეიცავს დანაშაულის - ძარცვის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა მის მიერ სხვისი კუთვნილი ქონების აშკარა დაუფლებაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულის საკუთრების უფლებას.

ის ფაქტი, რომ კ----–---–---მ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის დასტურდება, როგორც მოწმეების: გ-------------–---–-ს და ზ-------------–---–-ს ჩვენებებით ასევე იმ მტკიცებულებებით, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ და რაც მიღებულ იქნა მტკიცებულებად სხდომაზე გამოკვლევის გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მის მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად მოხდა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასება, თითოეული მათგანის, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე ბრალდებულ კ----–---–---ს დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, კერძოდ, მოწმეების: მ---------––---ს, გ-------------ს, მ----------------ს, ბრალდებულ კ----–---–---ს გამოკითხვის ოქმებით; ამოღების ოქმით; ნივთიერი მტკიცებულებებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება კ----–---–---ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ----–---–---მ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ კ----–---–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს, კ----–---–---ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, ითანამშრომლა გამოძიებასთან, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მისთვის დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე არ წაუსწრიათ, სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, რომლის მიხედვითაც ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობითად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი/მესამედი.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

მობილური ტელეფონი, საფულე მასში მოთავსებული ნივთებით, ხელჩანთა, ტუჩის საცხი და კ----–---–---ს კუთვნილი ტანსაცმელი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს, ხოლო სამი CD დისკი, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კ----–---–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 04 (ოთხი) თვის ვადით, მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 08 (რვა) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 მარტის განჩინებით, კ----–---–---ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ კ----–---–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 14 მარტის 14:15 საათიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებულ კ----–---–---ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

მობილური ტელეფონი, საფულე მასში მოთავსებული ნივთებით, ხელჩანთა, ტუჩის საცხი და კ----–---–---ს კუთვნილი ტანსაცმელი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს, ხოლო სამი CD დისკი, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე