გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.10.2019
საქმის ნომერი
180310019003097816
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/201-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 ოქტომბერი, 2019წელი ქ. მცხეთა

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე

სხდომის მდივანი ბელა ოჩიაური

 

მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სს------–--------–-–-------------------ი;

წარმომადგენელი - ნი--------------ე;

 

მოპასუხე - შპს ,,გრ----–----ი“ (საიდენტიფიკაციო კოდი 40------6) (მონაწილების გარეშე);

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე - შპს ,,გრ----–----ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სს------–--------–-–-------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 47---5 ლარის გადახდა;

 

მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,გრ----–----სა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სს------–--------–-–-------------------ს შორის 2018 წლის 20 აპრილს გაფორმებულ იქნა დაცვის მომსახურების შესახებ №11-7 ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტისა და N13-3 ურთიერთშეთანხმების თანახმად, სს------–--------–-–-------------------ი ვალდებული იყო უზრუნველყო მოპასუხის -დამკვეთის ,,სავალუტო პუნქტის“ დაცვა (მდებარე: ყა------ს რაიონი, სოფელი გვ--–---ი) მასში დანერგილი სიგნალიზაციის მეშვეობით, ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 100 დღგ-ს ჩათვლით.

 

ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ,,დაცვის” მხრიდან შესრულდა ჯეროვნად, ხოლო ,,დამკვეთის” მიერ დარღვეულ იქნა N11-7 ხელშეკრულების პირობები დ არ იქნა გადახდილი 2018 წლის დეკემბრის თვიდან აპრილის თვეების მომსახურების საფასური, ჯამში 47---5 ლარი, რის გამოც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება. ამასთან, ,,დამკვეთის“ დირექტორი დავით ფოფხაძე, რომელიც სადავო ხელშეკრულების N11-7 დადების შემდგომ შეიცვალა, 2019 წლის 25 აპრილის შედარების აქტით ეთანხმება შპს ,,გრ----–----ზე“ რიცხულ დებიტორულ დავალიანებას 47---5 ლარს, რომელიც დღეის მდგომარეობით დაფარული არ არის. შესაბამისად 2019 წლის 22 წლის ბრძანებით შეწყდა მომსახურება, დავალიანება 47---5 ლარი დამკვეთს არ გადაუხდია და მის დაფარვაზე უარს აცხადებს.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - შპს ,,გრ----–----ი“-ს არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, რომელსაც სხდომის დრო და ადგილი ეცნობა კანონით დადგენილი წესით. მას შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 20 აპრილს, ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სს------–--------–-–-------------------ს (შემდგომში ,,დაცვა’’ წოდებული) და მეორეს მხრივ შპს ,,გრ----–----ის“ დირექტორს (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) შორის გაფორმდა ხელშეკრულება №11-7, რომელიც ითვალისწინებდა ,,სავალუტო პუნქტის“ დაცვას (მდებარე: ყა------ს რაიონი, სოფელი გვ--–---ი) მასში დანერგილი სიგნალიზაციის მეშვეობით. ,,დაცვის” მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 100 (ასი) ლარს დღგ-ს ჩათვლით, ანგარისწორება მხარეთა შორის მოხდება ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 20 აპრილის ხელშეკრულება №11-70;

- მხარის ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 2019 წლის 25 აპრილს მხარეთა შორის გაფორმებდა შედარების აქტი, რომლის თანახმად მოპასუხე ერიცხება 5 თვის დავალიანება ჯამში 47---5 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 25 აპრილის შედარების აქტი

- მხარის ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. 2019 წლის 22 აპრილის სს------–--------–-–-------------------ის თავმჯდომარის ბრძანებით 2019 წლის 25 აპრილიდან შეწყდა მოპასუხისთვის ,,ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 22 აპრილის ბრძანება MIA21901027629

- მხარის ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. 2019 წლის 20 ივნისის ცნობის (დებიტორული დავალიანების შესახებ) თანახმად, 2018 წლის 20 აპრილს გაფორმებული №11-7 ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,გრ----–----“ -ს შსს სსიპ- დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ ერიცხება 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით დავალიანება 47---5 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 20 ივნისის ცნობა;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა;

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სს------–--------–-–-------------------ის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ,,გრ----–----ს“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 47---5 ლარის გადახდა, ვინაიდან შპს ,,გრ----–----ს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ აქვს შესრულებული დადგენილ ვადაში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა;

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე, 317-ე, 361-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება;

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სს------–--------–-–-------------------სა და შპს ,,გრ----–----“-ს დირექტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 3-7-ე მუხლი).

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

6.4. დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაცვის მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულება. კერძოდ - საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სს------–--------–-–-------------------მა კეთილსინდისიერად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებები, ხოლო რაც შეეხება თავად შპს ,,გრ----–----ს“, მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სს------–--------–-–-------------------ის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე შპს ,,გრ----–----“-სს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 47---5 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები;

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა. რის გამოც დასახელებული ნორმების საფუძველზე, მოპასუხეს შპს ,,გრ----–----“-ს, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სს------–--------–-–-------------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სს------–--------–-–-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე - შპს ,,გრ----–----“-ს (ს/კოდი 40------6), მოსარჩელე-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სს------–--------–-–-------------------ის (ს/კ 21------8) სასარგებლოდ დაეკისროს 47---5 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეს - შპს ,,გრ----–----“-ს (ს/კოდი 40------6), მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სს------–--------–-–-------------------ის (ს/კ 21------8) სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ.მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე