განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100118002731233 M
№1/317-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი 2019 წელი ქ.თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მამუკა წიკლაურმა
შორენა მარგალიტაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორის – ე-–------------–---–ის
ბრალდებულ - ი-----------–-–---–ის
ადვოკატის - ლ--–-------–-–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ი-----------–-–---–ი
მამის სახელი: მ-----–-
დაბადებული: 1----–-–--------------
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: ქ.რუსთავი, პ.თ--------ს ქუჩა კორპუსი 5 ბინა 64
მცხოვრები: იმავე მისამართზე
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ი-----------–-–---–ი მართავდა რა სატრანსპორტო საშუალებას, დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. კერძოდ, 2018 წლის 22 მარტს დაახლოებით, 23:00 საათზე, ქ.თელავში, ბაკურციხის მიმართულებით გადაადგილდებოდა „ტოიოტას“ მარკის ნომერ U-------- ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მთვრალი ი-----------–-–---–ი. თბილისის გზატკეცილზე მოძრაობის დროს, მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც „მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება,“ ამ დროს მას გაცნობიერებული ჰქონდა, რა ზემოხსენებული ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა საპირისპირო სავალი გზის გვერდულზე და შეეჯახა ხეს. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მგზავრს ლ---------–----–---–ს თავის ქალის ღია ბლაგვი ტრავმის, ქალა სარქვლის და ფუძის ძვლის მოტეხილობის, თავის ტვინში სუბდურალური და სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევის სახით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
2. ბრალდებულმა ი-----------–-–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება.
3. დაზარალებულმა მ--–---------–----–---–მა აჩვენა, რომ 2018 წლის 22 მარტს ქ.თელავში თბილისის გზატკეცილზე ავტომანქანით მოძრაობდა ი-----------–-–---–ი, რომელიც იყო მთვრალი. ავტომანქანაში იჯდა მისი შვილი ლ---------–----–---–ი. ი-----------–-–---–ი დიდი სისწრაფით მართავდა ავტომანქანას, რის გამოც ვერ უზრუნველყო მანქანის მართვა და შეეჯახა ხეს. შეჯახების შედეგად მისი შვილი გარდაიცვალა.
4. იგი ითხოვს, რომ მკაცრად, კანონის შესაბამისად დაისაჯოს ი-----------–-–---–ი.
5. მოწმის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კ------------------------------–------------------------–-------------ის ათეულის მეთაურმა მ-----–----------–---–მა აჩვენა, რომ 2018 წლის 22 მარტს დაახლოებით 23:00 საათზე, მეწყვილესთან ი-----–-----------–---–თან ერთად იმყოფებოდა ქ. თელავში, თბილისის გზატკეცილზე გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე. ისინი მანქანიდან გადმოსულები იყვნენ. ამ დროს თბილისის გზატკეცილზე დაინახეს ბაკურციხის მიმართულებით დიდი სიჩქარით მოძრავი თეთრი ფერის მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, შემდეგ გადავიდა გზიდან და შეეჯახა ხეს. ის და მისი მეწყვილე მაშინვე მივიდნენ იმ ავტომანქანასთან. ავტომანქანა იყო „ტოიოტას“ მოდელის. მანქანაში იმყოფებოდა ორი პიროვნება, მათ შორის ერთი იყო მძღოლი მეორე კი დაახლოებით 11 წლის ბავშვი, რომელიც კონტაქტური იყო და გადმოიყვანეს მანქანიდან. ვინაიდან, მძღოლი ვერ გადმოყავდათ მანქანიდან, გამოიძახეს სამაშველო სამსახური. მათ მძღოლს კითხეს ვინაობა და მძღოლმა უპასუხა, რომ ი-----------–-–---–ი იყო. ამ დროს მათ ასევე შეამჩნიეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც სახე დაზიანებული ჰქონდა და სდიოდა სისხლი, იგი იწვა მიწაზე. ეს ბიჭი აღმოჩნდა ლ---------–----–---–ი. იგი შეჯახების დროს გადმოვარდა ავტომანქანიდან, ვინაიდან, როდესაც ის და მისი მეწყვილე ავტომანქანასთან მივიდნენ ლ---------–----–---–ი მანქანაში არ იჯდა. მან მოგვიანებით გაიგო, რომ ლ---------–----–---–ი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
6. იგივე გარემოებები დაადასტურა მ-----–----------–---–ის მეწყვილემ ი-----–-----------–---–მა.
7. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კ------------------------------–----------------------------–--ის უფროსმა გამომძიებლმა მოწმე ჯ--------------–---–მა თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ მან 2018 წლის 22 მარტს, ქ.თელავში ახმეტა თელავი ბაკურციხის გზაზე, ქ.თელავში, გაზგასამართ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომლის სისწორეს ადასტურებს. მანვე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების სისწორე.
8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------------------–-------------------------------------------------ის ექსპერტ ა-----–--------–---–ისა და 2018 წლის 13 აპრილის ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ი-----------–-–---–ის მოქმედება არ შესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. (ს.ფ.98-100)
9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური 2018 წლის 11 აპრილის N0-------- ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტების გ--------------–---–ისა და ც---------------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ გამოიკვლიეს ი-----------–-–---–ის სისხლის ნიმუში და დაადგინეს, რომ სისხლი შეიცავდა 1,09 % ეთილის სპირტს, რაც შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მსუბუქ ხარისხს. (ს.ფ 91-95)
10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 აპრილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ გ----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ლ---------–----–---–ის გვამზე აღენიშნება შემდეგი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: თავის ქალის ღია ბლაგვი ტრავმა, ქალა სარქვლის და ფუძის ძვლის მოტეხილობა, თავის ტვინში სუბდურალური და სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა. ჭრილობები შუბლისა და ცხვირის არეში. სისხლჩაქცევები-ორივე თვალდუდისა და ზედა ტუჩის არეში. ნაჭდევები-შუბლ-თხემის, მარჯვენა და მარცხენა ლოყის, ნიკაპის, კისრის, მარცხენა მხრის სახსრის, გულმკერდის, წელის, მარცხენა წინამხრის, მარცხენა იდაყვის სახსრის, მარხცხენა და მარჯვენა წვივის, მარცხენა კოჭ წვივის სახსრის და მარჯვენა ტერფის არეში. ეს დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. რაც უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.
11. ლ---------–----–---–ის სიკვდილის უშუალო მიზეზია თავის ქალის ღია ბლაგვი ტრავმა, რასაც მოჰყვა ქალა სარქვლის და ფუძის ძვლის მოტეხილობა, თავის ტვინში სუბდურალური და სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა.
12. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არა ნაკლებ 4 საათი. (ს.ფ 101-110)
13. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა გამოკვლელული მტკიცებულებებისა დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების მ-----–------–-–---–ის, მ------–---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
14. ბრალდებულმა ი-----------–-–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება, რაც ნიშნავს, რომ ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს.
15. სასამართლო ვერ გაიზიარებს ი-----------–-–---–ის პოზიციას, რომლითაც ის არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფო ი-----------–-–---–ი მართავდა რა სატრანსპორტო საშუალებას, დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. სახელდობრ, წარდგენილ ბრალდებას ადასტურებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სქემა ნახაზი.
16. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თელავში, ახმეტა თელავი ბაკურციხის გზაზე, ქ.თელავში, გაზგასამართ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და წარმოადგენს საავტომობილო გზას. გზა მოასფალტებული და მშრალია, დეფექტების გარეშეა. გზის სიგანეა 10,10 მეტრი. მოძრაობა ორმხრივია და ერთმანეთისგან წყვეტილი ხაზით გამოიყოფა. თელავიდან გურჯაანის მიმართულებით სავალი გზის სიგანეა 5,10 მეტრი, ხოლო მისი გვერდულის სიგანეა 1.70 მეტრი. გურჯაანიდან თელავის მიმართულებით გზის სიგანე 5 მეტრია, ხოლო გვერდულის კი 2,10 მეტრი.
17. შემთხვევის ადგილის დათვალიერებით დგინდება, რომ გურჯაანიდან თელავის მიმართულებით ავტომანქანების სამოძრაო ზოლის გვერდულზე ხეზე შეჯახებულია „ტოიოტა ოპას“ მარკის ნომერ U-------- ავტომანქანა. შეჯახების ადგილზე მიმოფანტულია მანქანის ნაწილები. გზაზე ფიქსირდება ავტომანქანის თრევის კვალი.(იხ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა ნახაზი, ფოტოილუსტრაცია ს.ფ 4-20)
18. შეჯახების თვითმხილველი მოწმეები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კ------------------------------–------------------------–-------------ის ათეულის მეთაურმა მ-----–----------–---–ი და ი-----–-----------–---–ი დეტალურად აღწერენ შეჯახების მექანიზმს. სახელდობრ, ისინი მიუთითებენ, რომ 2018 წლის 22 მარტს დაახლოებით 23:00 საათზე, იმყოფებოდნენ ქ. თელავში, თბილისის გზატკეცილზე გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე. ამ დროს თბილისის გზატკეცილზე დაინახეს ბაკურციხის მიმართულებით დიდი სიჩქარით მოძრავი თეთრი ფერის მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, შემდეგ გადავიდა გზიდან და შეეჯახა ხეს.ისინი მაშინვე მივიდნენ იმ ავტომანქანასთან. მძღოლი აღმოჩნდა ი-----------–-–---–ი, ხოლო გარდაცვლილი კი ლ---------–----–---–ი.
19. მოწმეების მ-----–----------–---–ისა და ი-----–-----------–---–ის ჩვენებები შეესაბამება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს. ისინი ზუსტად აღწერენ შეჯახების ადგილს, რომ ავტომობილი შეეჯახა ხეს და ასევე მათი ჩვენების ნაწილი, რომ შეჯახებამდე „ტოიოტას“ მოდელის ავტომანქანა გადავიდა საპირისპირო ზოლში დასტურდება შემთხვევის ადგილზე არსებული მანქანის თრევის კვალით და ავტონამქანის მდებარეობით.
20. ავტომანქანის მოძრაობის მიმართულებას, კერძოდ, რომ მოძრაობდა თელავიდან სოფელ ნასამხრალის, ანუ თბილისის მიმართულებით და შეჯახებამდე ავტომანქანა გზიდან გადავიდა, დასტურდება ავტომანქანის მგზავრის, არასრულწლოვან მ-----–------–-–---–ის არასადავო ჩვენებით. (ს.ფ.84-87) რაც თანხვედრაშია მოწმეების მ-----–----------–---–ისა და ი-----–-----------–---–ის ჩვენებებთან.
21. ი-----------–-–---–ის მიერ ავტომანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის ფაქტი დასტურდება 2018 წლის 11 აპრილის N0-------- ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტების გ--------------–---–ისა და ც---------------ის ჩვენებებით. კერძოდ ი-----------–-–---–ის სისხლში აღმოჩნდა 1,09 % ეთილის სპირტი, რაც შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მსუბუქ ხარისხს. (ს.ფ 91-95)
22. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------------------–-------------------------------------------------ის ექსპერტ ა-----–--------–---–ისა და 2018 წლის 13 აპრილის ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ი-----------–-–---–ის მოქმედება არ შესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33 მუხლის პირველი მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. (ს.ფ98-100)
23. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის თანახმად „მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება“
24. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს2018 წლის 19 აპრილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ გ----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ლ---------–----–---–ის სიკვდილის უშუალო მიზეზია თავის ქალის ღია ბლაგვი ტრავმა, რასაც მოჰყვა ქალა სარქვლის და ფუძის ძვლის მოტეხილობა, თავის ტვინში სუბდურალური და სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა, რაც უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.(ს.ფ 101-110)
25. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----------–-–---–მა დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რამაც ლ---------–----–---–ის გარდაცვალება გამოიწვია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.
26. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
27. ი-----------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
28. დამამძიმებელი გარემოება არის ის, რომ ნასამართლევია და იმყოფება პირობით გამოსაცდელ ვადაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
29. ი-----------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ძველი რედაქციით) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლით.
30. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 03(სამი) წლით ჩამოერთვას საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
31. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წის 02 მარტის განაჩენით ი-----------–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ი-----------–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლით.
32. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 03(სამი) წლით ჩამოერთვას საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
33. ი-----------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
34. ი-----------–-–---–ი დაკავებული და შესახლებული იქნას პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
35. ი-----------–-–---–ის დაკავება და პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში შესახლება დაევალოს პროკურორს და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს.
36. ი-----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტიური დაკავების მომენტიდან.
37. ი-----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 31 ოქტომბრიდან, 2018 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
38. ყადაღა მოეხსნას ი-----------–-–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით დაყადაღებულ თ--------------ის (პირადი N3----------) უძრავ ქონებას.
39. ნივთიერი მტკიცებულებები - „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით U--------, იმყოფება სპეციალურ ავტოსადგომზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
40. ი-----------–-–---–ის სისხლის ნიმუში, რაც გადაგზავნილია ქიმიურ ექსპერტიზაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
41. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
42. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური