განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N820100119003171113
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
საქმის # 1/199-2019 წ
11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი სოფია კობახიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი ა-------------ა
დაცვის მხარე - ადვოკატი მ------–--------ე
ბრალდებული - ე---–--------------ე (დაბადებული 1--------- წელს, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, განათლება ს-–----–ო, მცხოვრები ბათუმი, გ-------------------).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1-61 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1-61-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1-61-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ’’ და ,,გ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, არასრულწლოვანის და მისივე ოჯახის ორი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ე---–--------------ე და მ----------------–-–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების ბოლო პერიოდში, 2017 წლის დეკემბრის თვიდან, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით დაეძაბათ ურთიერთობა. 2018 წლის ზაფხულიდან, 2019 წლის 22 ივლისის ჩათვლით, დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 საათამდე დროის პერიოდში, ქალაქ ბათუმში, რ---------------------ში მდებარე დროებით მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ე---–--------------ე, არასრულწლოვანი 1-.1-.2--- წელს დაბადებული შვილის თ-----------------ის თანდასწრებით, იმ მოტივით რომ მ----------------–-–---–ს მიეტოვებინა სამუშაო, საცხოვრებლად გადასულიყო მისი მეუღლის მშობლების სახლში, დაკავებულიყო მხოლოდ ამ საქმით და მიეხედა მათთვის, სისტემატიურად შეურაცხყოფდა სიტყვიერად, აგინებდა დედის მისამართით, გამოხატავდა უმიზეზო აგრესიას და უწოდებდა უხამს სიტყვებს, რაც დაზარალებულში იწვევდა დამცირებას და ტანჯვას.
ე---–--------------ე და მ----------------–-–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების ბოლო პერიოდში, 2017 წლის დეკემბრის თვიდან, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით დაეძაბათ ურთიერთობა. 2017 წლის დეკემბრის ბოლოს, დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 საათამდე დროის პერიოდში, ქალაქ ბათუმში, რ---------------------ში მდებარე დროებით მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ე---–--------------ემ, იმ მოტივით რომ მ----------------–-–---–ს მიეტოვებინა სამუშაო, საცხოვრებლად გადასულიყო მისი მეუღლის მშობლების სახლში, დაკავებულიყო მხოლოდ ამ საქმით და მიეხედა მათთვის მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სამჯერ დაარტყა ხელი მხრების არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, რ---------------------ში მდებარე დროებით მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ე---–--------------ემ, იმ მოტივით რომ ის ეჭვიანობდა მეუღლის მ----------------–-–---–ის მიმართ, მოთხოვა დაეტოვებინა სამსახური რა დროსაც, არასრულწლოვანი 1-.1-.2--- წელს დაბადებული შვილის თ-----------------ის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: საძინებელ ოთახში კამათისას მ----------------–-–---–ს მოუჭირა ყელში ხელი, წააქცია საწოლზე და არ აძლევდა ჰაერის სუნთქვის საშუალებას, პარალელურად არასრულწლოვან შვილს თ-----------------ეს, რომელმაც უსაყვედურა მამას მის ქცევის გამო ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში. განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად მანანა ქართველიშვილმა და თ-----------------ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით არასრულწლოვანის და მისივე ოჯახის ორი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ბრალდებულმა ე---–--------------ემ სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ოქმი ზეპირი ცნობის მიღების შესახებ, მ----------------–-–---–ის, მ-----------------ის, ბ---–-------------–-–---–ის, ე-------------ის, ბ----------------–-–---–ის, თ-----------------ის, ვ-–--------------ის, რ----------------ის, გ---------ის, ე-–------------–--ის გ-------------------ი, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაკავების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, დაბადების და ქორწინების აქტის ჩანაწერები.
ამრიგად, უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ე---–--------------ემ ოჯახის წევრის მეუღლის მ----------------–-–---–ის მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ასევე ოჯახის წევრის მეუღლის მ----------------–-–---–ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით განახორციელა სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ასევე ოჯახის წევრების მეუღლის მ----------------–-–---–ის და შვილის თ-----------------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ე---–--------------ემ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის წევრის მეუღლის მ----------------–-–---–ის მიმართ ძალადობით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბრალდებულმა ე---–--------------ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - არასრულწლოვანის თანდასწრებით, ოჯახის წევრის მეუღლის სისტემატური შეურაცხყოფით, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
ბრალდებულმა ე---–--------------ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის წევრების მეუღლის მ----------------–-–---–ის და შვილის თ-----------------ის მიმართ ძალადობით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ადამიანის ხელშეუხებლობას, ასევე მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რაც ამავე დროს ხელყოფს ოჯახში თანასწორუფლებიანობას და მშვიდ თანაცხოვრებას, განსაკუთრებით არასრულწლოვანის თანდასწრებით და მის მიმართ, ვინაიდან ასეთი ქმედება განსაკუთრებით უარყოფითად აისახება მის შემდგომ ზრდა-განვითარებაზე და გავლენას ახდენს მის სრულფასოვან საზოგადოების წევრად ჩამოყალიბებაზე, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებული დაუპირისპირდა ოჯახში და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, ისეთი ფორმებით, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ წესებს ეწინააღმდეგება, რაც დასაგმობია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, თუმცა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულთა ერთობლიობა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ე---–--------------ე არაა ნასამართლევი და პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ რაიმე დარღვევა არ ჩაუდენია, მან აღიარა და გულწრფელად ინანიებს ჩადენილს, რაც მიუთითებს, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება, რომლის ზომა ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში საშუალო ზომით.
იმის გამო, რომ ე---–--------------ე იმყოფებოდა პატიმრობაში საბოლოდ სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე.
ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:
ნივთმტკიცება წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.
ე---–--------------ის მიმართ უნდა გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს რ----------------ეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე---–--------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
ე---–--------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1-61-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
ე---–--------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ე---–--------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ე---–--------------ეს 2019 წლის 01 აგვისტოდან 2019 წლის 03 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელის ზომა და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.
გაუქმდეს ე---–--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი ფულადი თანხა 5000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს რ----------------ეს (პ/ნ 6----------).
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, ასევე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახისა და ყოველდღიური ხანგრძლივობის, სამუშაო ადგილის, დამსაქმებლის განსაზღვრა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი