განაჩენი

სისხლის სამართლის 03.09.2019
საქმის ნომერი
330100119003138637
თარიღი
03.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3712-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა----------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი---- მ----------ს ძე ს-----------ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, დაბადებული 1--- წლის 2-----–--ს, რეგისტრირებული: ქ--------- ს-----------ს ქუჩა #---–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- თ-------- ქუჩა #5--–-

 

ადვოკატი - თ----- კ------

 

კვალიფიკაცია:

1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 9 მაისის ეპიზოდი).

 

2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 30 ივნისის ეპიზოდი)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ი---- ს-----------ეს თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლესთან ე-- ს-----–---–თან ხშირად ჰქონდა კონფლიქტი. 2019 წლის 9 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე თ---–--–-- თ-------- ქ.#5--–-, ი---- ს-----------ე საცხოვრებელ სახლში დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში, გაღიზიანებული, მეუღლეს - ე-- ს-----–---–ს ძლიერად დაარტყა ხელი სახის არეში. ძალადობის შედეგად ე-- ს-----–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2019 წლის 9 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ---–--–-- თ-------- ქ.#5--–-, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ი---- ს-----------ე მეუღლეს ე-- ს-----–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, განხორციელებული მუქარა ე-- ს-----–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.3. 2019 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 00:10 საათზე, თ---–--–-- თ-------- ქ.#5--–- ი---- ს-----------ემ ე-- ს-----–---–ს ძლიერად დაარტყა ხელი ფეხის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე-

 

2.2.სასამართლოს დასკვნა ი---- ს-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ე-- ს-----–---–ის, მოწმეების - გ------- ს-----–---–ის, მ--------- ს-----------ის, მ---- ს-----------ის, ლია ს-----–---–ის გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს და შემაკავებელი ორდერის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ი---- ს-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

უდავო მტკიცებულებები:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი (2019 წლის 9 მაისის ეპიზოდი)

 

3.2.დაზარალებულ ე-- ს-----–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, 2012 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა ი---- ს-----------ესთან. ქორწინებიდან რამდენიმე კვირაში ი---- ს-----------ემ გამოავლინა აგრესიული ხასიათი, სისტემატურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და ე-- ს-----–---–ს უსაფუძვლოდ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ი---- ს-----------ის ძალადობის ქვეშ იცხოვრა დაახლოებით 4 წელი, ისე რომ მომხდარი ფაქტების შესახებ არავისთვის მოუყოლია. მეუღლესთან გაუსაძლისი ცხოვრების გამო ე- ს-----–---–მა მიიღო დაშორების გადაწყვეტილება (ოფიციალურად განქორწინებული არ არის) და საცხოვრებლად გადავიდა თ---–--–-- თ-------- ქ.#5--–-, სადაც ყოველდღე შვილის ნახვის საბაბით მიდიოდა ი.ს-----------ე და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2019 წლის 9 მაისს, საღამოს, თ---–--–-- თ-------- ქ.#5--–- ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ი.ს-----------ემ ე- ს-----–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ძლიერად გაარტყა ხელი სახის არეში. დარტყმისგან დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან ,,...ი---- ნასვამი მოვიდა სახლში..., ჩხუბის საბაბს ეძებდა და პასუხი არ გამიცია მისთვის..., უცებ აფეთქდა, დამიწყო უწმაწური სიტყვებით გინება, მემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, იგი უეცრად მომმვარდა და სახეში ძლიერად გამარტყა ხელი..., მე და დედამისი ორივენი ჩუმად ვიჯექით, რადგან ადგომის უფლებაც არ გვქონდა, რომ ავმდგარიყავი, იგი აუცილებლად გააგრძელებდა ჩემს ცემას“.

 

3.3. ძალადობის თვითმხილველი მოწმის - ბრალდებულის დედის მ---- ს-----------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 9 მაისს, ი---- ს-----------ემ ნასვამ მდგომარეობაში, მეუღლეს ე-- ს-----–---–ს ხელი გაარტყა სახის არეში.

 

3.4.დაზარალებულის დედის, მოწმე ლ--–- ს-----–---–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით 2019 წლის მაისის თვეში ი.ს-----------ემ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე ე-- ს-----–---–ზე- უშუალოდ კონფლიქტს არ შესწრებია, თუმცა პირად საუბარში ე-ს-----–---–ის ფიზიკური შეურაცხყოფის და ცემის ფაქტი დაუდასტურა თავად ი---- ს-----------ემ.

 

3.5. ბრალდებულმა ი---- ს-----------ემ შესავალ და დასკვნით სიტყვაში აღიარა დანაშაული.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

3.6. დაზარალებულ ე-- ს-----–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ როგორც თანაცხოვრების, ისე თანაცხოვრების შემდეგ ი.ს-----------ე სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თან ეუბნებოდა, რომ მის სისხლში ხელს არ გაისვრიდა და ე- ს-----–---–ს უბიძგებდა თვითმკვლელობისკენ. ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან ,,..მიბიძგებდა თვითმკვლელობისკენ, მეუბნება, რომ თავი უნდა მოვიკლა და მხოლოდ თვითმკვლელობით გავთავისუფლდები მისგან“. 2019 წლის 9 მაისს, ღამის საათებში, ი.ს-----------ე ნასვამი დაბრუნდა სახლში თ-------- ქ.#5--–-, უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ე-- ს-----–---–ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან ნასვამ მდგომარეობაში ი---- ს-----------ე არაადეკვატურია, თავს ვერ აკონტროლებს. ამონარიდი დაზარალებულის გამოკითხვის ოქიდან ,, ვცხოვრობ მუდმივი შიშს ქვეშ, რომ არ შეასრულოს და არ მომკლას, მისი მუქარა რეალურია, რადგან ნასვამ მდგომარეობაში შეიძლება მართლაც მომისპოს სიცოცხლე-..’’.

 

3.7. ბრალდებულმა ი---- ს-----------ემ შესავალ და დასკვნით სიტყვაში აღიარა დანაშაული.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი (2019 წლის 30 ივნისის ეპიზოდი)

 

3.8.დაზარალებულ ე-- ს-----–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 30 ივნისს, გვიან ღამით, დაახლოებით 00:10 საათზე გააღვიძა მარჯვენა ფეხზე დარტყმის შედეგად გამოწვეულმა ძლიერმა ტკივილმა. გაღვიძებისთანავე ი.ს-----------ემ თავში ესროლა ბავშვის სათამაშო. ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან ,,დაახლოებით 22:00 საათზე დავწექი დასაძინებლად..., უეცრად მარჯვენა ფეხზე ვიგრძენი ძლიერი დარტყმა და ტკივილი, რამაც გამაღვიძა და დავინახე ჩემი მეუღლე, რომელიც თავზე მედგა და გაღვიძებისთანავე მან თავში მესროლა ბავშვის სათამაშო, მე გაოგნებული ვიყავი რადგან არ ვიცოდი, თუ რას მერჩოდა ი----, იგი მეუბნებოდა ,,აეგდეო’’ მე ავდექი მის ბრძანებაზე“.

 

3.9. მოწმეების მ---- ს-----------ის და მ--------- ს-----------ის გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, 2019 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 23:30 საათზე ი---- ს-----------ე შინ ნასვამი დაბრუნდა, ცოტა ხანში მეუღლეს, ე-- ს-----–---–ს რომელსაც ეძინა, ხელი დაარტყა მარჯვენა ფეხზე- ე-- ს-----–---–ის გაღვიძებისთანავე ი.ს-----------ე აბაზანაში შევიდა და კედელზე დაკიდებული სარკე მუშტით ჩაამსხვრია, მერე ოთახში შევიდა და ე--ს მოსთხოვა შუშის ნამსხვრევების მოხვეტა. ე-- ს-----–---–მა აბაზანა მიალაგა და შეუმჩნევლად მშობლებთან წავიდა. იმავე დღეს, დაახლოებით 05:40 საათზე ი.ს-----------ე დააკავა პოლიციამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე-

 

3.10. მოწმე ლ--–- ს-----–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, 2019 წლის 30 ივნისს, გვიან ღამით ე-- ს-----–---–ი მივიდა მშობლების სახლში და ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მასზე ფიზიკურად იძალადა მეუღლემ ი---- ს-----------ემ, ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ე-- ს-----–---–ის გადმოცემით ეს არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა, ი.ს-----------ის მხრიდან მასზე ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. მომხდარი ფაქტი ე-- ს-----–---–ის ძმამ - ი---- ს-----–---–მა პოლიციას აცნობა.

 

3.11.მოწმე ი---- ს-----–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 30 ივნისს, გვიან ღამით, ოჯახის წევრებისგან შეიტყო, რომ მის დას ე-- ს-----–---–ს მეუღლემ ი.ს-----------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი დაარტყა ფეხის არეში, ასევე ესროლა ნივთი, რომელიც თავში მოხვდა. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მოწმის განმარტებით, ფაქტების მოყოლის დროს ე-- ს-----–---–ი ტიროდა და იყო ანერვიულებული. დაზარალებულმა ოჯახის წევრებს უამბო, რომ ი.ს-----------ის მხრიდან მასზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა სისტემატურ ხასიათს ატარებდა. მომხდარი ფაქტის შესახებ ი---- ს-----–---–მა პოლიციას აცნობა.

 

3.12. 2019 წლის 30 ივნისს პოლიციის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, მსხვერპლის ე-- ს-----–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე- შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომელშიც დაფიქსირებულია მსხვერპლის მიერ გამომძიებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია და ამ ინფორმაციის სიზუსტე დამოწმებულია მსხვერპლის ხელმოწერით, - დასტურდება, რომ 2019 წლის 30 ივნისს, ი---- ს-----------ემ ე-- ს-----–---–ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაზარალებული აცხადებდა, რომ ეს არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა, წარსულშიც, მათ შორის 2019 წლის 9 მაისს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას.

 

3.13. ალკოტესტზე შემოწმების ოქმით, 2019 წლის 30 ივნისს ი---- ს-----------ეს დაუდგინდა 0,731% პრომილი (ნასვამი).

 

3.14. 2019 წლის 30 ივნისს, გამოძიების ფარგლებში ექსპერტების და დაზარალებულის ე-- ს-----–---–ის მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი - თ-------- ქ.#57. შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში მსხვერპლმა დაადასტურა ძალადობის ფაქტი, დეტალურად აღწერა მომხდარი მოვლენები და ადგილი, სადაც განხორციელდა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

3.15.ბრალდებულმა ი---- ს-----------ემ დასკვნით და საბოლოო სიტყვაში აღიარა დანაშაული.

 

3.16. უდავო მტკიცებულებებით და ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 9 მაისს ი---- ს-----------ე ფიზიკური ძალადობის შემდეგ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, 2019 წლის 30 ივნისს კი კვლავ ფიზიკურად იძალადა მასზე-

 

3.17. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე-ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა ი---- ს-----------ემ, 2019 წლის 9 მაისს და 2019 წლის 30 ივნისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ფიზიკურად იძალადა ოჯახის წევრზე - მეუღლეზე ე-- ს-----–---–ზე. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3.18.კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება ძალადობრივ ქმედებას მის მიმართ. კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, იგი უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. აუცილებელი არაა მუქარა იყოს რეალური. დამნაშავეს შეიძლება არ ამოქმედებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. უდავო მტკიცებულებების შინაარსის შეფასებით და ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებით სასამართლო ადგენს, რომ ი---- ს-----------ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაზარალებულის მიერ აღქმული იქნა როგორც მუქარის რეალურად განხორციელების საფუძველი, რამაც ის ჩააგდო პანიკასა და შიშში.

 

3.19. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე- იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. სასამართლო ასევე მოიშველიებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას’’ რომელიც აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3.20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.21. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ი---- ს-----------ის ბრალეულობა.

 

3.22. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ი---- ს-----------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 9 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 30 ივნისი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ი---- ს-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.

 

4.2. ი---- ს-----------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა: დანაშაულის სიმრავლე, მუქარის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, ალკოჰოლზე დამოკიდებულება რაც უარყოფითად აისახება მოძალადის ქმედებებზე და ხდება მოტივატორი ოჯახში ძალადობის ჩადენის.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ შემდეგ გარემოებებს:

 

5.3.1. მუქარა ჩადენილი იქნა ოჯახის წევრის მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მე-3 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

5.3.2. დანაშაულის მასშტაბი: ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა მრავალჯერადი ხასიათი, უდავო მტკიცებულება - მსხვერპლის გამოკითხვის ოქმი ადასტურებს, რომ ძალადობას ჰქონდა სისტემატური ხასიათი.

 

5.3.3. დანაშაულის სიმრავლე და ინტენსივობა - ჩადენილია დანაშაულის 3 ეპიზოდი დროის მცირე მონაკვეთში.

 

5.3.4. მოძალადის დამოკიდებულება ალკოჰოლზე, არაფხიზელი მდგომარეობა ხდება მსხვერპლზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის და მუქარის ჩადენის მაპროვოცირებელი ფაქტორი.

 

5.3.5. ძალადობის სახიფათო ხერხი - 2019 წლის 30 ივნისს, ი---- ს-----------ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მძინარე პირზე-

 

5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნეს მიღებული პასუხისმგებლობის შემდეგი დამამძიმებელი გარემოებები.

 

ა. დანაშაული ჩადენილია ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;

ბ. დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილ იქნა არაერთხელ;

გ. დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია;

დ. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;

ე- დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;

ვ. დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;

ზ. დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;

თ. დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;

ი. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კუმულაციურად როგორც შიდა კანონმდებლობით, ასევე კონვენციით გათვალისწინებული რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ი---- ს-----------ის მიერ მასშტაბური ფიზიკური ძალადობა და მუქარა ჩადენილია მეუღლის მიმართ, ფიზიკურ ძალადობას და მუქარას ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი, მსხვერპლის მიმართ მუქარას წინ უსწრებდა ძალადობა, მოძალადის განზრახმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა მსხვერპლს მიაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა. კონვენციის მიზნები ასევე მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით.

 

5.5.სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე- ადვოკატის მოთხოვნაში მითითება დამნაშავის მხრიდან დანაშაულის აღიარებაზე, მტკიცებულებების უდავოობაზე და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოძალადეს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და წარსულში არ არის ნასამართლევი, დამამძიმებელი გარემოებების და სამომავლო რისკების შეფასების გარეშე ვერ გახდება სასჯელის ისეთი სახის და ზომის გამოყენების საფუძველი, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. სასამართლო ხაზს უსვამს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნას: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. განსახილველი საქმე არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე- ის, რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი ოჯახური ძალადობის დანაშაულის ჩადენისათვის არ წარმოადგენს პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას: უდავო მტკიცებულებით - დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ უკანასკნელი ეპიზოდის ჩადენამდე ბრალდებული არაერთხელ ძალადობდა მსხვერპლზე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა, თუმცა ყველა ეს დანაშაულებრივი ფაქტი რჩებოდა ლატენტური, რაც იწვევდა დამნაშავე პირის დაუსჯელობის განცდას და დროის მცირე პერიოდში ახალი განზრახი ეპიზოდების ჩადენას. ადვოკატის არგუმენტი: - სასამართლომ სავალდებულო წესით სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღოს დაზარალებულის ნოტარიალური წესით დამოწმებული ხელწერილი და აქედან გამომდინარე ი---- ს-----------ეს განუსაზღვროს პირობითი მსჯავრი, გაზიარებული არ იქნა: დაზარალებულის ხელწერილი დამნაშავის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გაწევის მოთხოვნაზე, არ წარმოადგენს უარგუმენტოდ გასათვალისწინებელ გარემოებას, - სასამართლო ვალდებულია დაზარალებულის პოზიციასთან ერთად შეაფასოს პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის განმეორების რისკები და ერთობლიობაში განსაზღვროს სამართლიანი სასჯელი. დამნაშავე პირის დამოკიდებულება ალკოჰოლზე, რომელიც მას კონტროლს აკარგინებს საკუთარ ქცევებზე და ხდება ოჯახში ძალადობის და მუქარის ჩადენის საფუძველი, გონივრულად მიუთითებს ოჯახში ამ კატეგორიის დანაშაულის გაგრძელების რისკებზე- დანაშაულის განმეორების რისკებზე მიუთითებს ასევე ჩადენილი დანაშაულის ხერხი - ფარულობა, რაც გამოიხატა მძინარე პირზე ძალადობაში. ი---- ს-----------ის განზრახვა, მსხვერპლს ოჯახში შეუქმნას ისეთი პირობები, რომ აიძულოს იგი მიიღოს თვითმკვლელობის გადაწყვეტილება წარმოადგენს მეტად სახიფათო და ყურადსაღებ მოვლენას, რის გამოც აუცილებელია დამნაშავეს განესაზღვროს გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქცია.

 

5.6. ეპიზოდთა სიმრავლის, ხერხის, ინტენსივობის და დანაშაულის განმეორების რისკების მხედველობაში მიღებით დანიშნულმა ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ი---- ს-----------ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.

 

6.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. 1(ერთი) ცალი ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი---- ს-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 9 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

2.ი---- ს-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

3.ი---- ს-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 30 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა (2019 წლის 30 ივნისის ეპიზოდი) სრულად შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი---- ს-----------ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

5.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებით ი---- ს-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 30 ივნისიდან.

 

6.ნივთიერი მტკიცებულება:

 

ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე-

 

8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

მოსამართლე ხ.ხარჩილავა