განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3941-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
სტაჟიორ-პროკურორი: ო----- დ-------
ადვოკატი: მ--–------ მ-----–---–-
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: გ------- კ--------
მამის სახელი: ა-----–----
დაბადებული: 0---------–-
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული: წ--–----------------–---–---------------
ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------–----–------------------–-----–---–-------–----------–------------
პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 2--------- წ.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
დაკავების დრო: 27.07.2019წ. 04:04 საათი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გ------- კ--------ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: ბრალდებულ გ------- კ--------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება, ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2019 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 05:30 საათიდან 06:00 საათამდე შუალედში, გ------- კ--------მ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, საქართველოში ტურისტად მყოფი ა-–---- ს--------- შეიყვანა ქ. თბილისში, ქ--------–-------–-------------------------------------------------–----- სკვერში და მოსთხოვა გადაეცა მისთვის ოქროს ყელსაბამი ,,ქალწულის“ ზოდიაქოს ნიშნის კულონით, უარის მიღების შემდეგ უკვე დაჟინებით მოსთხოვა ყელსაბამის გადაცემა, ამასთან ერთი ხელი გამუდმებით ქონდა მაისურის ქვეშ, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა შიში და აღნიშნულის ფონზე, მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ ყელიდან მოიხსნა 2300 ლარად ღირებული ოქროს ყელსაბამი კულონით და გადასცა გ------- კ--------ს.
ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, ინფორმაციული პატაკით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით, ამოღებისა და დაკავების ოქმებით, ნივთმტკიცებებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- კ--------მ ჩაიდინა ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება, ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსული ნასამართლობა და დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის ქვეშ.
სასამართლოLOგანმარტავს, რომ ადამიანის თავისუფლების უფლება მისი ფუნდამენტური უფლებაა და მისი ხელყოფისაკენ მიმართული დანაშაული განსაკუთრებულ პრევენციას და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პიროვნების და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, გ------- კ--------ს მიმართ სასჯელის სახით განაჩენთა ერთობლიობით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-ე, 269-ე და 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- კ-------- (პN5----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს გ------- კ--------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით დადგენილი პირობით მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით გ------- კ--------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 03(სამი) წელი თავისუფლების აღკვეთიდან, ნაწილობრივ დაემატოს 06(ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ------- კ--------ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ------- კ--------ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2019 წლის 27 ივლისის 04 საათი და 04 წუთიდან.
გ------- კ--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი ლაზერული დისკი საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი სურათებით, ასევე ტანსაცმლის შეძენის ქვითარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
ამოღებული ფულადი თანხა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე