გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-217-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე
მოსარჩელე - ლ---- ა-–---ა
წარმომადგენელი - დ--–- კ-------–-ძე
მოპასუხე - ჯ--------– ო---------ი
წარმომადგენელი - ხ----- კ--------ი
თარჯიმანი - ორხან რამაზანოვი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ჯ--------– ო---------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს შემდეგი ნივთები: ოქროს სამკაული, რომელიც ქორწილის დღეს აჩუქეს, კერძოდ: ოქროს ცეფი-ძეწკვი 50 გრამიანი, ნაქსოვი ე.წ. ,,კარდინალი“, რომლის ღირებულებაა 3800 ლარი; ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი - მარცხნივ სამი პატარა ოქროს ფოთოლი თვლის იმიტაციით, ამობურცული - თეთრი ოქროთი გაწყობილი, მარჯვნივ ერთი ფოთოლი, შუაში შედარებით დიდი ფოთოლი ორი ბრილიანტის თვლით, 480 ლარის ღირებულების; საყურე - ორი ოქროს ფოთოლით, თეთრი ოქროთი გაწყობილი, პატარა ბრილიანტის თვლით - ფასი 685 ლარი; სულ 4965 ლარის ღირებულების.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე გაყვა ცოლად მოპასუხეს 2017 წელს, ქორწინების რეგისტრაციაში არ გატარებულან. მათ ჰქონდათ ქორწილი, რომელიც მოპასუხის მშობლებმა გადაიხადეს. მეუღლემ მოსარჩელეს მიართვა ქორწილში სამკაული, კერძოდ: ოქროს ცეფი-ძეწკვი 50 გრამიანი, ნაქსოვი ე.წ. ,,კარდინალი“, რომლის ღირებულებაა 3800 ლარი; ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი - მარცხნივ სამი პატარა ოქროს ფოთოლი თვლის იმიტაციით, ამობურცული - თეთრი ოქროთი გაწყობილი, მარჯვნივ ერთი ფოთოლი, შუაში შედარებით დიდი ფოთოლი ორი ბრილიანტის თვლით, 480 ლარის ღირებულების; საყურე - ორი ოქროს ფოთოლით, თეთრი ოქროთი გაწყობილი, პატარა ბრილიანტის თვლით - ფასი 685 ლარი; სულ 4965 ლარის ღირებულების.
2018 წლის თებერვლის თვეში მოსარჩელე იმყოფებოდა ბავშვთან ერთად მშობლების სახლში, მეუღლემ მას დაურეკა და უთხრა, რომ აღარ დაბრუნებულიყო მათ საცხოვრებელ სახლში, შეეძლო მხოლოდ ტანსაცმლის წაღება და მართლაც სახლის ჭიშკართან დაახვედრეს ტანსაცმელი, ხოლო სამკაულის გადაცემაზე განუცხადეს კატეგორიული უარი, რადგან ჩათვალეს, რომ ისინი ოჯახის საკუთრება იყო. ქორწილის ამსახველ ვიდეო-დისკში ნათლად ჩანს სამკაულის ჩუქების ფაქტი, რომელიც აჩუქეს მოსარჩელეს და რომელიც წარმოადგენს მის საკუთრებას ნივთის გადაცემის მომენტიდან. ამჟამად ნივთები იმყოფება მოპასუხესთან - ჯ--------– ო---------თან მისამართზე: გარდაბანი, სოფელი თაზაქენდი.
2. მოპასუხის პოზიცია
წერილობითი შესაგებლით მოპასუხე ჯ--------– ო---------მა სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი: ქორწილის დღიდან, მოსარჩელისთვის ნაჩუქარი ნივთები ინახებოდა მხოლოდ მასთან, რომელიც თან წაიღო, როდესაც თავისი სურვილით წავიდა მოპასუხის სახლიდან.
საქმის ზეპირ მოსმენაზე მოპასუხემ მხარი დაუჭირა წერილობით შესაგებელს და განმარტა, რომ მას არ აქვს არცერთი ის ნივთი, რომელსაც უთითებს მოსარჩელე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე - ლ---- ა-–---ა გაყვა ცოლად მოპასუხეს - ჯ--------– ო---------ს 2017 წელს, ქორწინების რეგისტრაციაში არ გატარებულან; მათი ქორწილი მოპასუხის მშობლებმა გადაიხადეს. მოპასუხე - ჯ--------– ო---------მა მოსარჩელე - ლ---- ა-–---ას აჩუქა ქორწილში შემდეგი ნივთები: ოქროს ცეფი-ძეწკვი 50 გრამიანი, ნაქსოვი ე.წ. ,,კარდინალი“, რომლის ღირებულებაა 3800 ლარი; ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი - მარცხნივ სამი პატარა ოქროს ფოთოლი თვლის იმიტაციით, ამობურცული - თეთრი ოქროთი გაწყობილი, მარჯვნივ ერთი ფოთოლი, შუაში შედარებით დიდი ფოთოლი ორი ბრილიანტის თვლით, 480 ლარის ღირებულების; საყურე - ორი ოქროს ფოთოლით, თეთრი ოქროთი გაწყობილი, პატარა ბრილიანტის თვლით - ფასი 685 ლარი; სულ 4965 ლარის ღირებულების.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი, ს.ფ. 57-70);
- ვიდეო-ჩანაწერი (დისკი, ს.ფ. 18);
- ფოტო-სურათები (ს.ფ. 19-21);
- მოპასუხის შესაგებელი (ს.ფ. 35-45).
3.1.2. მოსარჩელე - ლ---- ა-–---ა და მოპასუხე - ჯ--------– ო---------ი აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად 2018 წლის თებერვლის თვიდან.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი, ს.ფ. 57-70).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2018 წლის თებერვლის თვეში მოსარჩელე იმყოფებოდა ბავშვთან ერთად მშობლების სახლში, მეუღლემ მას დაურეკა და უთხრა, რომ აღარ დაბრუნებულიყო მათ საცხოვრებელ სახლში, შეეძლო მხოლოდ ტანსაცმლის წაღება, სახლის ჭიშკართან დაახვედრეს ტანსაცმელი, ხოლო სამკაულის გადაცემაზე განუცხადეს უარი, რადგან ჩათვალეს, რომ ისინი ოჯახის საკუთრება იყო. ამჟამად ნივთები იმყოფება მოპასუხესთან - ჯ--------– ო---------თან მისამართზე: გარდაბანი, სოფელი თაზაქენდი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ჯ--------– ო---------ი ფლობს სადავო მოძრავ ნივთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ ნორმით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითადი პრინციპი, რომლის არსი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოძრავი ნივთების ფლობის ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა მოწმეები, რომლებიც გამოიკითხნენ სასამართლოში.
მოწმე - ე---- ი----ას განმარტებით, რომელიც არის მოსარჩელის ნათესავი - ბიცოლა,მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ქორწილში ნაჩუქარი ოქროს ნივთები, როგორც მისთვის ცნობილია მოსარჩელისგან, ამ უკანასკნელს არ წამოუღია ქმრის ოჯახიდან წამოსვლის დროს; როგორც მისთვის ცნობილია, აღნიშნული ნაჩუქარი ნივთები მოსარჩელეს წაართვა მისმა მულმა - ს----- ო---------ამ.
მოწმე - ა------- ო---------ას განმარტებით, რომელიც არის მოსარჩელის ნათესავი - დეიდა, ქმრისგან ნაჩუქარი არანაირი ნივთი არ აქვს ლ---- ა-–---ას სახლში, ყველაფერი არის მოპასუხის ოჯახში; ტელეფონით საუბრის დროს უთხრა მას ლ---- ა-–---ამ, რომ წამოვიდა ქმრის ოჯახიდან და არ წამოუღია ოქროს ნივთები.
სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული მხარე არის ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთია იმის დადასტურება, რომ მოპასუხე ნამდვილად ფლობს არამართლზომიერად მოსარჩელის მოძრავ ნივთებს - ოქროს სამკაულებს, თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო აღნიშნული გარემოების დადასტურება, მას არ წარმოუდგენია სარწმუნო მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხესთან ინახება სადავო მოძრავი ნივთები, რაც მოცემულ შემთხვევაში გამორიცხავს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის, უნდა არსებობდეს შემდეგი სამი წინაპირობა: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს სადავო ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელში მითითებული ოქროს სამკაულები არის მოსარჩელე ლ---- ა-–---ას საკუთრება, თუმცა ეს ნივთები რომ იმყოფება მოპასუხე - ჯ--------– ო---------ის მფლობელობაში, ვერ იქნა დადასტურებული მოსარჩელის მხრიდან შესაბამისი მტკიცებულებებით, ვერ იქნა წარმოდგენილი სასამართლოში მტკიცებულებები, მოპასუხის მხრიდან სადავო ნივთების ფლობასთან დაკავშირებით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმეების - ე---- ი----ას და ა------- ო---------ას ჩვენებებზე, რომლებმაც განმარტეს, რომ ორივე მათგანისთვის მოსარჩელე - ლ---- ა-–---ასგან არის ცნობილი, მოსარჩელე წამოვიდა ქმრის ოჯახიდან ისე, რომ არ წამოუღია ქმრისგან ნაჩუქარი ოქროს სამკაულები. ე---- ი----ას განმარტებით, ეს ნივთები მოსარჩელეს წაართვა მისმა ყოფილმა მულმა - ს----- ო---------ამ.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოების შესაბამისად დადასტურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს. კერძოდ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხე არის სადავო ნივთების მფლობელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას, სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დადგენილია, რომ 16.04.2019 წელს სარჩელზე წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 75 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ---- ა-–---ას სარჩელი მოპასუხე - ჯ--------– ო---------ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდეს;
2. უარი ეთქვას მოსარჩელე - ლ---- ა-–---ას მოპასუხე - ჯ--------– ო---------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს შემდეგი ნივთები: ოქროს ცეფი-ძეწკვი 50 გრამიანი, ნაქსოვი ე.წ. ,,კარდინალი“, რომლის ღირებულება შეადგენს 3800 ლარს; ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი მარცხნივ სამი პატარა ოქროს ფოთოლი თვლის იმიტაციით, ამობურცული - თეთრი ოქროთი გაწყობილი, მარჯვნივ ერთი ფოთოლი, შუაში შედარებით დიდი ფოთოლი ორი ბრილიანტის თვლით - 480 ლარის ღირებულების; საყურე ორი ოქროს ფოთოლით, თეთრი ოქროთი გაწყობილი, პატარა ბრილიანტის თვლით, ფასით 685 ლარი, სულ 4965 ლარის ღირებულების;
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა #6) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი