განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2019
საქმის ნომერი
120100119002990142
დავის ტიპი
126 (1) 1 , 115
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/119-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

04 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი –გ------- ა---–---–---–ი;

დაცვის მხარე - ბრალდებული – გ------ ნ------ე, დაბადებული 1----–-–-----------ს დ--–---ში, პირადი #1---------- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული დ--–---ის რაიონი სოფელი წ-----, ფაქტობრივად მცხოვრები: ა------ის რაიონი სოფელი უ---;

ადვოკატი - ო------ გ------–--ე, მ------------–---–ი;

კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-115-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

1. 2----–-–------------ს, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გ------ ნ------ე გასამართლებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მიუხედავად აღნიშნულისა გ------ ნ------ე სისტემატურად ამცირებდა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით ღირსებას და პატივს ულახავდა მეუღლეს თ----- ა----–--ეს, რის გამოც 2019 წლის 3 მარტს, ა------ის რაიონის სოფელ უ---ში საცხოვრებელ სახლში, თ----- ა----–--ემ 10 აბი კ-–------–--ის მიღებით სცადა თვითმკვლელობა, ვინაიდან, მისთვის აუტანელი იყო გ------ ნ------ისაგან განხორციელებული სისტემატური დამცირება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

გ------ ნ------ემ, ჩაიდინა თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლის პატივის და ღისრების სისტემატური დამცირებით, ჩადენილი: არაერთგზის.

 

2. 2----–-–------------ს, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გ------ ნ------ე გასამართლებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენიათვის, მიუხედავად აღნიშნულისა გ------ ნ------ე არასრულწლოვან შვილებს მ------ და ე-- ა----–--ეებს, ასევე მათი თანდასწრებით ბებიას, სისტემატურად ამცირებდა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით ღირსებას და პატივს ულახავდა მეუღლის დედას ე---------ე ა----–--ეს, რის გამოც გ------ ნ------ის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად ე---------ე, მ------ და ე-- ა----–--ეები განიცდიდნენ ტანჯვას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

გ------ ნ------ემ, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ორზე მეტი პირის მინართ; ჩადენილი არაერთგზის.

სასამართლოს დასკვნა ემყარება საქმის განხილვის დროს გამოკვლეული ბრალდების მხარის შემდეგ მტკიცებულებებს: დაზარალებულის თ----- ა----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან გ------ ნ------ე გაიცნო 2009 წელს და ცოლად გაჰყვა. თავიდან ორი თვის განმავლობაში მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ხოლო ორი თვის შემდეგ გ------ ნ------ემ დაიწყო ალკოჰოლური სასმელის მიღება. როდესაც სახლში ბრუნდებოდა მას სცემდა, აყენებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შეურაცხყოფას, მისგან სასმელის საყიდელ ფულს ითხოვდა, თუმცა მას შემოსავალი არ ჰქონდა, აიძულებდა დედამისთან დაერეკა და მისთვის ეთხოვა ფულის გამოგზავნა, აიძულებდა კრედიტის აღებას, სახლის და მიწების გაყიდვას. უარის შემთხვევაში მასზე ფიზიკურად ძალადობდა და სკამს ურტყამდა. ტელეფონზე ურეკავდა ე---------ე ა----–--ეს და მას ტელეფონით ასმენინებდა თუ როგორ სცემდა და სკამს როგორ ურტყამდა. მან ასევე ერთხელ ნათურაც კი გატეხა და შუშით დასერვით ემუქრებოდა. ყოფილა შემთხვევები როდესაც თავად ჩამოსულა დედასთან ფულის წასაღებად და დედას ხშირად შეუმჩნევია მისთვის ფიზიკური დაზიანებები გატეხილი ცხვირი, ჩალურჯებები სხეულზე და სხვა. როდესაც მისთვის ამის მიზეზს ეკითხებოდა, იგი ატყუებდა მას და ცდილობდა დედას არ ენერვიულა.

ასევე ყოფილა შემთხვევები როდესაც გ------ ნ------ეს ის დედამისის თვალწინ უმიზეზოდ უცემია და ასევე უმიზეზოდ, არაერთხელ უცემია დედამისიც და მათი შვილებიც. იყო შეთხვევები როდესაც გ------ ნ------ეს მოწმე და დედამისი ერთად უცემია სკამის ფეხებითაც.

როდესაც გ------ ნ------ე სახლში თვის ოჯახის წევრებსაც ეჩხუბებოდა, მას დედამისი ეუბნებოდა, რომ ,,მე რატომ მეჩხუბები, წადი და შენი ,,ნაბიჭვარი“ ცოლი სცემეო“, რის შემდეგაც გ------ ნ------ეს მასზე გადაჰქონდა აქცენტი და მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა - აყენებდა შეურაცხყოფას.

კ---ში გ------ ნ------ესთან თანაცხოვრების პერიოდში, მათ საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდათ, ცხოვრობდნენ ფერმაში, მათთვის გამოყოფილ ერთ ოთახში, თუმცა შემდეგ გ------ ნ------ემ ეს ოთახიც დაანგრია და შემდეგ პირუტყვთან ერთად ბოსელში ცხოვრობდნენ.

ამ ყველაფრის ფონზე მას შეხვდა წითელა, გახდა ცუდად და აპირებდა დედამისთან წამოსვლას. თუმცა, გ------ ნ------ე მას წამოსვლის ნებას არ რთავდა და ეუბნებოდა, რომ მოკვდი და დავისვენებ შენგანო, გ------ ნ------ის გვერდით ცხოვრება მისთვის გაუსაძლისი იყო, რის გამოც იგი დედამისთან წამოვიდა. დედამისმა ის მიიყვანა ექიმთან რათა წითელაზე ემკურნალა, რა დროსაც გაიგო, რომ იყო ფეხმძიმედ. ამ პერიოდში გ------ ნ------ე ჩამოდიოდა ხოლმე მასთან, თუმცა აგრძელებდა მის ცემას, ეუბნებოდა, რომ ,,მუცელს უნდა გადაჰყოლოდა“ და ურტყამდა მას ბეჭებში, ასევე მას იატაკზე წააქცევდა ხოლმე და ფილტვების მიდამოებში ურტყამდა, რის გამოც მას ფილტვში წყალი ჩაუდგა. მას ამ დროს სამკურნალო ფულიც არ ჰქონდა და ნასესხები ფულით ყიდულობდა წამლებს, რადგან ფილტვიდან წყალის ამოღების შემთხვევაში მის ორსულობას და ჯანმრთელობას სამომავლოდ საფრთხე შეექმნებოდა.

სახლიდან გასული გ------ ნ------ე შინ ყოველთვის შუაღამით ბრუნდებოდა. კარები რომ არ გაეღოთ ყველაფერს ლეწავდა, კარ - ფანჯარას ფეხს ურტყამდა და ისე შემოდიოდა. იმ წუთშივე მასაც და დედამისსაც ტელეფონი თუ ჰქონდათ, უმტვრევდა, რომ არსად დაერეკათ დახმარების სათხოვნელად. შიშით ვერსად დარეკავდა რადგან ნ------ე მას ემუქრებოდა. სულ დაუმტვრია ოთხი ტელეფონი. იგი მათ ემუქრებოდა დახოცვით და ცოცხლად დაწვით.

გ------ ნ------ე ასევე სცემდა ხოლმე მის შვილსაც - მ------ ა----–--ეს. მან შვილის დაბადებისას თავისი გვარი არ მისცა, როდესაც მას გვარს ეკითხებოდნენ ბავშვი ამბობდა, რომ გვარად ა----–--ე იყო, რაც გ------ ნ------ეს აღიზიანებდა და ამის გამო ბავშვს უმოწყალოდ სცემდა. დედაც ურჩევდა შვილს, როდესაც შეეკითხებოდნენ გვარს ეთქვა, რომ გვარად ნ------ე იყო და მამა მას აღარ სცემდა.

გ------ ნ------ე უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებდა მეორე შვილის - გოგოს მიმართ, მას საკუთარ შვილად არ აღიარებდა, ამბობდა რომ ,,ნაბიჭვარიაო“. როდესაც ოთხი წლის ბავშვს ბაღში მანიკურები წაუსვეს ხელზე, მას ეუბნებოდა რომ ის და მისი გოგო ,,საბოზაოდ“ ერთად დადიოდნენ. ბავშვი ათვალწუნებული ჰყავდა, სულ ეჩხუბებოდა და სცემდა და მას ასევე მისი მოტანილი საკვების ჭამასაც უშლიდა.

იგი ბავშვებს ერთმანეთისგან ასხვავებდა, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭსაც სცემდა ხოლმე ის უფრო უყვარდა ვიდრე გოგო.

გ------ ნ------ე ოჯახში ყველას ეჩხუბებოდა და სცემდა. ერთხელაც მან ამის გამო 112-ზე დ------, რის შემდეგაც პოლიციელებმა გ------ ნ------ე წაიყვანეს, ხოლო ისინი დაამშვიდეს და უთხრეს, რომ არაფრის შიში ჰქონოდათ. თუმცა ორი საათის შემდეგ, პოლიციელებმა გ------ ნ------ე უკან დააბრუნეს და მათ უთხრეს, რომ ის იმ ღამეს მის მეგობართან გაათევდა, ხოლო მეორე დღეს თავის სოფელში დაბრუნდებოდა - კ---ში. პოლიციელების წასვლისთანავე გ------ ნ------ე შევარდა მათთან სახლში, მასაც, ბავშვსაც და დედამისსაც ე---------ე ა----–--ესაც სკამები გადაამტვრია თავზე, დედამისს ცხვირიდან სისხლი სდიოდა. ისინი გამოკეტა ოთახში, აგინებდა მათ და ემუქრებოდა, რომ ცეცხლს წაუკიდებდა და გადაწვავდა. მოწმის განმარტებით მან ამ დროს ოთახიდან გამოსვლა მოახერხა, გაიქცა და დახმარება ითხოვა. მეზობლები მივიდნენ მათს დასახმარებლად და დაამშვიდეს ისინი. ამ ყველაფერს გ------ ნ------ე უარყოფდა და ამბობდა, რომ ეს ყველაფერი მათ მოიგონეს.

გ------ ნ------ეს ჰყავს სხვა შვილიც. მას თვისი შვილების ტანსაცმელი იმ შვილისთვის მიჰქონდა და იძახდა რომ ამათ ტანსაცმელი არ სჭირდებოდათ. მას ოჯახიდან ასევე მიჰქონდა სხვადასხვა ნივთები, ასევე წაიღო ბავშვის ნათლობის ოქროს ჯვარი.

მოწმის განმარტებით ასრულებს სეზონურ სამუშაოებს და ამ მცირე შემოსავლით არჩენს ოჯახს. გ------ ნ------ე უმიზეზოდ ეჩხუბებოდა მას. ბოლოს მან აიჩემა, რომ თითქოსდა 800 ლარიანი კაბა ჰქონდა ნაყიდი და ამ კაბის ჩვენებას ითხოვდა. სამი მარტის შემთხვევის დროსაც ამასთან დაკავშირებით მოუვიდათ ჩხუბი. გ------ ნ------ემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სახეში ორჯერ გაარტყა და ყავის ჭიქა ესროლა. გ------ ნ------ე მასზე უსაფუძვლოდ ეჭვიანობადა. როდესაც სამი მარტი გათენდა, გ------ ნ------ემ სახლში განაცხადა რომ სოფელში - კ---ში აპირებდა წასვლას, რაზეც მათ პრეტენზია არ გამოუთქვამთ. თუმცა გ------ ნ------ე ამბობდა რომ ისე არ აპირებდა წასვლას, სანამ მას და მის ქალიშვილს არ მოკლავდა ან დააინვალიდებდა. ასევე უთხრა, რომ მიცვალებულების მაცივრები ვისაც ებარა მისთვის დაერეკა და ეთქვა, რომ მისთვის და მისი შვილისთვის ორი მაცივარი შეენახათ. ასევე აყენებდა მას შეურაცხყოფას და სახეშიც გაარტყა. ამ დღეს გ------ ნ------ე სახლში მიიყვანა მისი მეგობრები და მას მათ თვალწინ უთხრა, რომ მისი ,,მტ......ბი“ მიუყვანა, რაზეც მისულებმა გადაიხარხარეს. ეს ყველაფერი იმდენად მტკივნეული იყო, რომ ,,ჭკუიდან გადავიდა“. გ------ ნ------ე ამბობდა, რომ მას დაურეკეს და უთხრეს, რომ მის ცოლს სხვადასხვა მანქანებში ხედავდნენ და ყველა მასზე ლაპარაკობდა. თითქოს მისი საქციელით შვილს (ბიჭს) არცხვენდა და შვილი მამას ეუბნებოდა, რომ ასეთი დედის გამო მას რცხვენოდა. როდესაც შვილი ეწინააღმდეგებოდა მამას, რომ მას ასეთი რამ არ უთქვამს გ------ ნ------ე მასაც ეჩხუბებოდა, სცემდა და ეუბნებოდა, რომ მას დედამისი ყველგან არცხვენდა. ეს ყველაფერი მისთვის იმდენად მტკივნეული იყო, რომ იძულებული გახდა 10 აბი ,,კ-–------–--ი“ დაელია. მოწმის განმარტებით მას თავის მოკვლა გადააწყვეტინა სწორედ ამ გარემოებებმა.

პირუტყვის სადგომში წამლების დალევის შემდეგ, სანამ წამალი იმოქმედებდა სურდა მოფერებოდა შვილებს დაუძახა და ჩაეხუტა. შემდეგ როდესაც იგრძნო, რომ წამალი მოქმედებას იწყებდა, ე---------ე ა----–--ემ დაუძახა და უთხრა, ქმარი ეძახდა. მას არ ახსოვს როგორ აიარა კიბეებზე და დაწვა დივანზე. როდესაც დედამისმა უთხრა რომ ამდგარიყო და ქმრისთვის მიეხედა, მან უთხრა, რომ ვერ ადგებოდა, ხოლო ბავშვმა უთხრა ბებიამისს, რომ დედამისმა წამლები დალია. გ------ ნ------ე ამ დროს იძახდა, არაფერია შაქრიანი წყალი დალიე და გამოკეთდებიო, რადგან „ძაღლის ჯიშის იყო“. როდესაც დედა გაიქცა დახმარების სათხოვნელად მეზობელთან, გ------ ნ------ე მას დარეკვის საშუალებასაც არ აძლევდა. იგი ასევე იმაზეც გაბრაზდა, რომ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. იძახდა რომ ,,მოკვდეს ბავშვები მე დამრჩება, ბიჭს მე წავიყვან, გოგოს ბავშვთა სახლში ჩავაბარებო“. ასევე ხელს უშლიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადას მის გადაყვანაში.

მოწმის განმარტებით, როდესაც გ------ ნ------ემ 2017 წლის დეკემბრის შემთხვევის შემდეგ საპატიმრო დაწესებულება დატოვა, იგი უფრო უარესად იქცეოდა. როდესაც იგი სახლში დაბრუნდა ერთი წლის შემდეგ, უყვიროდა თუ როგორ გაუბედა დაჭერა. ამის შემდეგ დაუწყო მუქარა, რომ ან დახოცავდა მას და მის შვილს ან დააინვალიდებდა. მას ასევე აგრესია ჰქონდა ე---------ე ა----–--ის მიმართ რადგან მან პოლიციაში დარეკა და მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. ამის გამო ეჩხუბებოდა და ურტყამდა. ასევე ეჩხუბებოდა შვილსაც ჩვენების მიცემის გამო.

ბავშვები დღესაც დაშინებულები არიან და ნებისმიერ ხმაურზე ჰგონიათ, რომ გ------ ნ------ე სახლში დაბრუნდა და ეშინიათ.

გ------ ნ------ე მას ,,ნაბიჭვარს“ ეძახდა რადგან იგი ნაშვილებია, პირველად მისგან გაიგო ამ ფაქტის შესახებ. დაზარალებულის მოთხოვნაა, რომ გ------ ნ------ე კანონის შესაბამისად, უმკაცრესად დაისაჯოს.

დაზარალებულის ე---------ე ა----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი შვილი თ----- ა----–--ე ცხრა წლის განმავლობაში ბრალდებულ გ------ ნ------ის მეუღლე იყო. ისინი ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ კ---ში. მათ ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. მათ შორის მუდამ კონფლიქტი იყო. გ------ ნ------ე ხშირად სცემდა მეუღლეს, მათ შორის სხვადასხვა საგნის მაგალითად, სკამის ფეხების გამოყენებითაც. მათი თანაცხოვრების პერიოდში გ------ ნ------ე მას მობილური ტელეფონით დაუკავშირდა კ---იდან და უთხრა მოესმინა ტელეფონისთვის რადგან, სკამის ფეხებით უნდა ეცემა თ----- ა----–--ე და ეს სკამის ფეხები მისთვის უნდა გადაემტვრია. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ თ----- ა----–--ე წამოვიდა კ---იდან და სახლში დალურჯებული და დასისხლიანებული დაბრუნდა.

მოგვიანებით ისინი საცხოვრებლად გადმოვიდნენ სოფელ უ---ში მოწმის საცხოვრებელ სახლში და აქ აგრძელებდნენ ცხოვრებას. ამ პერიოდშიც არ ამოწურულა მათ შორის კონფლიქტი და გ------ ნ------ე კვლავ სისტემატურად აყენებდა თ----- ა----–--ეს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მისი თანდასწრებით და მიმართავდა მას უწმაწური სიტყვებით. გ------ ნ------ე ალკოჰოლურ სასმელს ხშირად მოიხმარდა, რის შემდეგაც ოჯახის წევრებს აწიოკებდა და ფიზიკურადაც უსწორდებოდა. იგი როდესაც სცემდა თ----- ა----–--ეს, ხოლო თავად სთხოვდა გ------ ნ------ეს რომ შეეწყვიტა ძალადობა, ბრალდებული პასუხობდა, რომ შენი შვილი არ არის, რაში გენაღვლებაო. ამაში გულისხმობდა იმას, რომ თ----- ა----–--ე არ არის მისი ბიოლოგიური შვილი.

მოწმის განმარტებით, გ------ ნ------ე მასაც, მის შვილსაც და შვილიშვილებსაც ხშირად შეხებია ხელით. ჩხუბის დაწყებამდე გ------ ნ------ე მათ უმტვრევდა მობილურ ტელეფონებს, სულ დაუმტვრია 4-ჯერ, რათა მათ არსად დაერეკათ დახმარების სათხოვნელად და შემდეგ იწყებდა მათზე ფიზიკურ ძალადობას. ტელეფონებთან დაკავშირებით გ------ ნ------ე ხშირად უმეორებდა მეუღლეს, რომ ეს ტელეფონები არასწორი ცხოვრების წესით ნაშოვნი ფულით ჰქონდა შეძენილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

გ------ ნ------ე მათზე ფიზიკურ ძალადობას და ოჯახის აწიოკებას ახორციელებდა დღე-ღამის სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ინტენსივობით. მისი მხრიდან ჩხუბის მიზეზი შესაძლოა ნებისმიერი რამ გამხდარიყო, თუნდაც ტელეფონზე დარეკვა.

იგი ასევე იხსენებს შემთხვევას, როდესაც მან გ------ ნ------ის ქმედებების გამო დარეკა პოლიციაში. პოლიციამ გ------ ნ------ე წაიყვანა გამოსაკითხად, შემდეგ პოლიციამ იგი მეზობლის სახლში დატოვა ღამის გასათევად. გ------ ნ------ე გაბრაზებული იყო მათზე და პოლიციის წასვლის შემდეგ, იგი მათ სახლში მიუვარდა და ფიზიკურად გაუსწორდა ამის გამო. როდესაც ბავშვმა დაინახა, რომ გ------ ნ------ე დედამისს სცემდა მან ამის გამო დაიწყო ტირილი და გ------ ნ------ემ ამის გამო ისიც სცემა.

იგი ოჯახის აწიოკებაში გულისხმობს ჩხუბს და აქვე იხსენებს ერთ შემთხვევას, როდესაც გ------ ნ------ემ დ------ სახლში და თ----- ა----–--ეს განუცხადა, რომ მას ყველა მისი ,,საყვარელი“ ნანახი ჰყავდა, მის გვერდით იმყოფებოდნენ სოფელ უდის ცენტრში და ამის გამო მათ დახოცვას აპირებდა. ოჯახის წევრებს შეეშინდათ და ბავშვები ღამით სახლიდან სხვაგან წაიყვანეს დასაძინებლად. გარდა ამისა გ------ ნ------ე მუდმივად ემუქრებოდა მათ ცოცხლად გატყავებით, სახლში ხელყუმბარის შეგდებით, აფეთქებით და მათი დაწვით.

გ------ ნ------ე შვილებიდან უპირატესობას ბიჭს ანიჭებდა, რადგან ამბობდა, რომ ის მისი გვარის გამგრძელებელი იყო ხოლო გოგოს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას და შვილადაც არ აღიარებდა და ამბობდა, რომ მას გოგო უკვე ჰყავდა დამტირებლად და მეტი გოგო საჭირო აღარ იყო მისთვის. მიუხედავად ამისა გ------ ნ------ე განურჩევლად სცემდა შვილებსაც და დანარჩენებსაც. როდესაც ის სახლში არ იყო, ბავშვები დაშინებულები იყვნენ, რომ მოსვლისას მამა მათ სცემდა და გვიანობამდე ფხიზლობდნენ და ელოდებოდნენ მამის სახლში მოსვლას რათა მას ისინი არ ეცემა. ასევე ბავშვები იმდენად არიან დაშინებულები, რომ ნებისმიერი ხმაურის გაგონებისას ჰგონიათ რომ გ------ ნ------ე სახლში დაბრუნდა და მისი შიშით იმალებიან.

მოწმე ასევე იხსენებს ერთ შემთხვევას, როდესაც საჭმლის ჭამის დროს გ------ ნ------ის შვილმა - მ------მ მამამისის თეფშიდან საჭმლის ულუფა აიღო, თუმცა ამის გამო გ------ ნ------ე გაბრაზდა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ყოველივე ამის გამო მცირეწლოვანი ბავშვები დაშინებულები არიან და მათ აქვთ ჯანმრთელობის და ფსიქოლოგიური პრობლემები, საჭიროებენ მკურნალობას. ბრალდებულის მხრიდან ძალადობა არ შეწყვეტილა არც თ----- ა----–--ის ფეხმძიმობისას და არც შემდგომ პერიოდში. გ------ ნ------ე მუდმივად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.

მოწმის თქმით, მისი ოჯახის წევრებმა მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლეს გ------ ნ------ესთან საერთო ენის გამონახვა და გ------ ნ------ე მუდმივად იგივე ქმედებებს იმეორებდა.

ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც გ------ ნ------ეს სახლიდან გამოგდებული ცოლ-შვილი თავისი ნებით უკან წაუყვანია კ---ში, თუმცა კვლავ უჩხუბია და შემდეგ კვლავ გამოუყრია სახლიდან.

მოწმე ასევე იხსენებს ერთ შემთხვევას, როდესაც გ------ ნ------ემ მოითხოვა ბიჭის თავისთან -კ---ში წაყვანა, ოჯახის წევრებმაც გადაწყვიტეს, რომ მისი მოთხოვნა შეესრულებინათ, რათა გ------ ნ------ის მხრიდან შემდგომი გართულებები თვიდან აერიდებინათ. მან თავად ჩაუყვანა გ------ ნ------ეს შვილი. ნ------ე მას დახვდა კ---ის გადასახვევთან და ჩაიბარა შვილი, ხოლო მოწმემ გზა გააგრძელა თბილისისკენ. გზაშივე დაინახა, რომ გ------ ნ------ე ბავშვს სცემდა. გარდა ამისა გ------ ნ------ე მასთან მყოფ შვილს უკრძალავდა დედასთან ტელეფონით კონტაქტს და როგორც შემდეგ ბავშვისგან გახდა ცნობილი გ------ ნ------ე მას ეუბნებოდა, რომ სანამ დედას არ დაივიწყებდა მანამდე სცემდა. ოჯახის წევრები გ------ ნ------ის შიშით ვერანაირ რეაგირებას ვერ ახდენდნენ.

მოწმე ასევე იხსენებს შემთხვევას როდესაც გ------ ნ------ემ დაურეკა მათ მობილურზე და განუცხადა, რომ თუ ბავშვს მომდევნო დღეს წაიყვანდნენ მათთვის უმჯობესი იყო თუ არა და საერთოდ ვეღარ ნახავდნენ და მომდევნო დღესვე წავიდა შვილიშვილის წამოსაყვანად, როგორც შემდეგ გაარკვია გ------ ნ------ე პასუხისგებაში იყო მიცემული და ბავშვს მთელი ღამე პოლიციის შენობაში ჰქონდა გატარებული.

მოწმე ასევე იხსენებს მიმდინარე წლის სამი მარტის შემთხვევას, გ------ ნ------ე ერთი კვირის ჩამოსული იყო კ---იდან და სამ მარტს განაცხადა, რომ დედა ენატრებოდა და სანახავად უნდა წასულიყო. მან მეზობლისგან უსესხა 20 ლარი გზისთვის, თუმცა წასვლის ნაცვლად გ------ ნ------ემ ამ ფულით ალკოჰოლური სასმელი იყიდა , თავისნაირი სოფელ უ---ში მცხოვრები მეგობრები სახლში მიიყვანა და მათთან ერთად დალია. ამ დროს მის პატარა გოგოს, რომელიც ოთხი წლისაა, ხელზე მანიკური შენიშნა. ამის გამო გ------ ნარიძემ შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ----- ა----–--ეს და განუცხადა, რომ ის და მისი პატარა გოგო მსუბუქი ყოფაცევის ქალები იყვნენ. ეს მისმა შვილმა თ----- ა----–--ემ ძალიან განიცადა, აიღო მოწმის კუთვნილი გულის დამამშვიდებელი წამალი - კ-–------–--ის მთელი ყუთი, ჩავიდა საქონლის სადგომში და მიიღო აღნიშნული წამლის 10 აბი. შემდეგ თ----- ა----–--ე სახლში დაბრუნდა და საწოლზე დაწვა. ამ დროს გ------ ნ------ე ეძახდა მას, დროს თ----- ა----–--ემ თქვა, რომ ცუდად იყო, მოწმემ გამოჰკითხა ცუდად ყოფნის მიზეზი და წამლის მიღებაც კი შესთავა, თუმცა თ----- ა----–--ემ მას უთხრა, რომ ზემოთ აღნიშნული წამალი ჰქონდა მიღებული და სავარაუდოდ ამიტომ იყო ცუდად. მან გამოიძახა სასწრაფო დახმარება. წამლების დალევის შესახებ გ------ ნ------ემ არაფერი იცოდა, ამ დროს იგი სასმელს სვამდა. როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა, ნ------ის მეგობრები წავიდნენ, სასწარაფო დახმარების მანქანის მძღოლმა მეზობელმა კაცმა და გ------ ნ------ემ მისი შვილი საკაცით ჩაიყვანეს კიბეებზე, ამ დროს გ------ ნ------ე მისი და ბავშვების მისამართით იწევდა დასარტყმელად. თ----- ა----–--ეს იქვე დაუმაგრეს გადასხმის დანადგარი, თუმცა გ------ ნ------ე ავიდა სასწრაფოს მანქანაში და ჩამოგლიჯა. იწევდა ექიმისკენ, ექთანს კინაღამ თვალები დასთხარა. შემდეგ ვიღაცამ პოლიციაში დარეკა და მოწმეს ზუსტად აღარ ახსოვს იმ დღეს განვითარებულ მოვლენათა თანმიმდევრობა. როგორც მან მეზობლებისგან იცის, გ------ ნ------ე ნანობდა მომხდარს, იძახდა ეს რა დამემართაო. სასწრაფოს მანქანის ქვეშ წვებოდა გადამიაროსო, თუმცა შემდეგ იძახდა თ----- ა----–--ის მისამართით, რომ რა კარგია, მოკვდები, ბავშვები მე დამრჩებაო. ამ დღეს მან ფსიქოლოგიურად კვლავ იძალადა მოწმეზე.

გ------ ნ------ე მატერიალურად არასდროს დახმარებია ოჯახს. იშვიათად ყიდულობდა მცირე რაოდენობით ტკბილეულს შვილებისთვის და მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა. გარდა ამისა, იგი სახლში არაფერს აკეთებდა, ,,ბატონივით“ იყო და ყველა მას ,,ემსახურებოდა“. იგი ასევე ითხოვდა, რომ სახლი გაეყიდათ და კ---ში ეცხოვრათ.

გ------ ნ------ე მეუღლის მიმართ იგივე ქმედებებს ახორციელებდა კ---ში ცხოვრების პერიოდშიც, იქიდან ჩამოსული თ----- ა----–--ე ყოველთვის ნაცემი და დალურჯებული იყო, ასევე ამ ყველაფრის გამო თ----- ა----–--ეს ფეხმძიმობის დროსაც შეექმნა სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემები.

მოწმის თქმით, მისი შვილი თ----- ა----–--ე დღიურად მუშაობს და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მეზობლებს და ახლობლებს ეხმარება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ამით არჩენს ოჯახს. როდესაც ის სამუშაოდ იყო წასული გ------ ნ------ე მას მობილურზე ურეკავდა და მუდმივად დიდ ხანს საუბარი სურდა, იმ შემთხვევაში თუ თ----- ა----–--ე ტელეფონის გათიშვას დააპირებდა მას შეურაცხყოფას აყენებდა და დამამცირებლად ეუბნებოდა რომ ტელეფონს იმიტომ უთიშავდა, რომ ინტიმური ურთიერთობა გაეგრძელებინა.

გ------ ნ------ე ყველანაირად ზღუდავდა მეუღლეს, უკრძალავდა მას მეზობელთან ან მეგობართან მისვლას და თუ სახლში ვინმე მივიდოდა იმათაც მის საყვარლებად მიიჩნევდა და შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს. გ------ ნ------ე ასევე კ---ში ყოფნისასაც უკრძალავდა მეუღლეს ახლობლებთან კონტაქტს, თ----- ა----–--ეს საკუთარი ტელეფონიც არ ჰქონდა და მალულად, რამდენიმე დღეში ერთხელ, სხვისი ტელეფონით რეკავდა დედამისთან.

ამ ყველაფერმა თ----- ა----–--ე მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ თავი მოეკლა.

მოწმის განმარტებით, როდესაც გ------ ნ------ე 2017 წლის დეკემბრის ფაქტთან დაკავშირებით მეუღლის ცემის გამო პასუხისგებაში მიეცა, სასჯელის მოხდის შემდეგ იგი კვლავ მათთან დაბრუნდა სოფელ უ---ში და მიუხედავად პოლიციის გაფრთხილებისა, რომ სახლში არ შეეშვათ, გ------ ნ------ე ძალის გამოყენებით მაინც მიდიოდა მათ სახლში - კარებს ანგრევდა. მათს დახმარებას ვერავინ ბედავდა რადგან გ------ ნ------ე ყველას ემუქრებოდა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ მათ ივარაუდეს, რომ გ------ ნ------ე გამოსწორდებოდა და აღარ გააგრძელებდა მსგავს საქციელს, თუმცა ასე არ აღმოჩნდა და ციხიდან გამოსვლიდან ორი თვის შემდეგ ასეთი შედეგი განსახილველი საქმე დადგა სახეზე.

გარდა ამისა მოწმე იხსენებს შემთხვევას, როდესაც ტელეფონი დაუმტვრია, იგი მას სახლში არ მიჰყვებოდა, კიბეებზე ძალის გამოყენებით აათრია, მას ეგონა რომ გ------ ნ------ე მის მოკვლას აპირებდა. გ------ ნ------ეს ბავშვები მეზობლის სახლში ჰყავდა გადამალული და როდესაც მოწმემ მათი ძებნა დაიწყო და გარეთ გამოიხედა, ამ დროს იგი გ------ ნ------ემ დაინახა, ტელეფონი დაუმტვრია, ხელი დაარტყა და სახლში აათრია.

გ------ ნ------ე ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს, როგორც კი რაიმე თანხას მოიპოვებდა მუდამ სასმელს ყიდულობდა, რის შემდეგაც უფრო მეტად აგრესიული ხდებოდა.

მოწმე ადასტურებს გამოძიების დროს მის მიერ მიცემულ ჩვენებას და განმარტავს რომ იგი, გ------ ნ------ის მხრიდან ცემის გარდა, უფრო მტკივნეულად განიცდიდა იმ ფაქტს, რომ ნ------ე მის შვილს მის თვალწინ სცემდა, ამის გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვასაც. ამ ფაქტს ასევე მტკივნეულად აღიქვამდნენ ბავშვებიც, მათ უმეტეს შემთხვევაში ეშინოდათ მამის. როდესაც გ------ ნ------ე მათ ტკბილეულს მოუტანდა, ამ დროს მიდიოდნენ მასთან, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში როდესაც გ------ ნ------ე მათ სცემდა, დედამისს მათ თვალწინ სცემდა და სახლში სულ ჩხუბობდა, მათ მამის ეშინოდათ და მამასთან მისვლა არ უნდოდათ.

მან დახმარებისთვის მიმართა გ------ ნ------ის ოჯახის წევრებსაც ძმას და დედას, თუმცა მათ არაფერი მოუმოქმედებიათ და ამან გ------ ნ------ე უფრო გააღიზიანა.

მოწმის განმარტებით მათ შიში აქვთ, რომ გ------ ნ------ის განთავისუფლების შემთხვევაში, მუქარას მოიყვანს სისრულეში და დახოცავს.

არასრულწლოვანი დაზარალებულის მ------ ა----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის რვა წლის. იხსენებს, რომ მამამისს ხშირად მიჰყავდა ხოლმე კ---ში და ეუბნეოდა სანამ დედას არ დაივიწყებდა იქამდე სცემდა. თან ამას რომ ეუბნეოდა სცემდა. ასეთი რაღაცეები კ---ში და უ---შიც ხდებოდა. საჭმელზე უარს რომ ეუბნეოდა ურტყავდა. მამამისი ასევე მის დასაც სცემდა, რადგან ამბობდა რომ მისი შვილი არ იყო. მის ბებიას და დედასაც სცემდა. მამამისმა ბებიას უთხრა, რომ დედამისი მოენატრა და კ---ში უნდა წასულიყო, ფული უსესხა მიიყვანა ბიჭები ჭამეს და ამის გამო დედა გაბრაზდა და წამლები დალია. დედამისმა წამლები ბოსელში დალია. ზამთარი იყო, ის და ე-- გუნდაობდნენ, რა დროსაც დედამ უთხრა მისულიყვნენ და ჩახუტებოდნენ. ახლა მის დასთან დედასთან და ბებიასთან ცხოვრობს. მას არ უნდა, რომ მამა დაბრუნდეს სახლში, რადგან მის დას ბებიას და დედას სცემდა. როდესაც მამა ურტყავდა სტკიოდა. ასეთი ჩხუბი ხშირად ხდებოდა ხოლმე. მამამისი სახლში ნასვამი ხშირად მიდიოდა. დედა კარგად ექცეოდა. არ იცის ის თუ რატომ ეუბნეოდა მამამისი, რომ დედა დაევიწყებინა. საჭმელს, რომ არ ჭამდა ურტყავდა სახეში. ერთ დღეს ფორთოხალი მიიტანა სახლში და ეუბნეოდა, რომ არ ეჭამა რადგან თავისთვის მიიტანა და არა მისთვის. მის დასაც ასე ექცეოდა, ფორთოხლის ჭამას მის დასაც უშლიდა და ეუბენოდა რომ მათ არუნდა ეჭამათ რადგან თავისთვის მიიტანა და უნდა ეყურებინათ მხოლოდ. მამამისმა სტუმრები, რომ მიიყვანა სახლში, დედა გაბრაზდა. ეს სტუმრები მისი კლასელების მამები იყვნენ. ეს ტუმრები პურის საჭმელად და დასალევად მიიყვანა. მამამისს ყოველდღე მიჰყავდა სტუმრები დასალევად. დედამისმა წამლები, რომ დალია მერე უთხრა, რომ მისულიყვნენ და ჩახუტებოდნენ. მამამისს კ---ში აქვს სახლი, სადაც თავის დედასთან ერთად ცხოვრობს და უ---ში იშვიათად ჩადიოდა. ღამე კატა რომ ჩამოხტებოდა ეშინოდა რადგან ეგონა მამამისი მივიდა სახლში.

არასრულწლოვანი დაზარალებულის ე-- ა----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ოთხი წლის. სახლში ცხოვრობს თავის ძმასთან ბებიასთან და დედასთან ერთად. მას არ უნდა, რომ მამა მივიდეს სახლში, რადგან მამა ფეხებზე ურტყავდა. სახლში დედას ბებიას და მ------საც ურტყავდა. ფორთოხალის ჭამის გამო მისი ძმა მ------ სცემა. დედამ წამლები, რომ დალია სახლში იყო. ამ დროს თოკს ეძებდა, რომ თავი მოეკლა. დედამისმა ბოსელში დალია წამლები და მერე აკოცა და მოეფერა, შემდეგ მ------მ ტირილი დაიწყო. ამ დროს მამა ღვინოს სვამდა. დედამისმა წამლები რომ დალია ამ დროს მამამისი მეგობარ ბიჭებან ერთად სვამდა. დალევის დროს არავისთან არ უჩხუბია და არც არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

მოწმე ჯ---- ყ------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის სამ მარტს 112-დან შევიდა შეტყობინება, რომ პირი იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, შემთხვევის ადგილზე მისვლისას პაციენტი - თ----- ა----–--ე იმყოფებოდა საწოლში, იყო ადინამიური, კონტაქტში არ შედიოდა, უგონო მდგომარეობაში არ ყოფილა, თუმცა კითხვებზე შენელებულად სცემდა პასუხებს. ანამნეზის გაკეთებისას, პაციენტის წნევა იყო საკმაოდ დაბალი, მას გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება, მედდას-ხ------- მ------–---–ს მისცა შესაბამისი მითითებები დაუყენეს გადასხმის სისტემა და დაიწყეს მედიკამენტოზური თერაპია. იქვე იმყოფებოდა პაციენტის დედა, ანამნეზის გასაკეთებლად მან ჰკითხა თუ რა მოხდა და ასევე დაიწყო პაციენტთან კონტაქტი, რომელიც შენელებულად პასუხობდა, რომ დალია წამალი - 10 აბი კ-–------–--ი. აღნიშნული მის მიერ საგანგაშოდ იქნა მიჩნეული და სხვა ფორმით დაიწყო მკურნალობა, რადგან წნევა იყო დაბალი 60-40-ზე. ამ ფონზე მან გადასცა ცენტრს, რომ პაციენტი უნდა გადაეყვანათ დაწესებულებაში და მისი ოჯახის წევრებიც ჩააყენა საქმის კურსში. დაიწყეს პაციენტის მომზადება გადასაყვანად, გადაიყვანეს ჯერ სასწრაფო დახმარების მანქანაში, სადაც მას კვლავ გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს ა------ის ,,ე----ის სამედიცინო ცენტრში“.

მოწმის განმარტებით, პაცინეტთან მარტო დარჩენისას ანამნეზის შეგროვებისას, როდესაც მან იკითხა აღნიშნული ოდენობის წამლის დალევის მიზეზი, რადგან ეს ოდენობა სასიკვდილოა, პაციენტმა მას განუმარტა, რომ ესეთ სიცოცხლეს სიკვდილი ერჩივნა, რადგან მეუღლე მას ყოველთვის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მასზე ფიზიკურად ძალადობდა და მისთვის გაუსაძლისი იყო ესეთი სიცოცხლე.

მოწმის განმარტებით მან გ------ ნ------ე, პირველად ნახა შემთხვევის ადგილზე. მას აუხსნეს პაციენტის მძიმე მდგომარეობა, განუმარტეს რომ მან თვითმკვლელობის მიზნით დალია წამლები და განუმარტეს, რომ უნდა გადაეყვანათ სამედიცინო დაწესებულებაში. გ------ ნ------ემ კონფლიქტის გარეშე, თანხმობა გამოთქვა აღნიშნულზე და მათ დაეხმარა პაციენტის საკაცით მანქანამდე გადაყვანაში.

პაციენტის მანქანაში გადაყვანისას, როგორც მას ექიმებმა შეატყვეს მეუღლის დანახვისას თ----- ა----–--ე უფრო ცუდად ხდებოდა, მას დაეწყო ტრავმული კანკალი, რის შემდეგაც ექიმებმა უთხრეს გ------ ნ------ეს, რომ მათთვის მუშაობაში ხელი არ შეეშალა და მანქანიდან ჩასულიყო, რის შემდეგაც ის აგრესიული გახდა, ყვიროდა ,,რას მიკეთებთ“, პაციენტს სისტემა მოუგლიჯა, დაიწყო გაწევ-გამოწევა. ნ------ე შეურაცხყოფას აყენებდა გარშემომყოფებს, მათ შორის ექიმებსაც, მას მეუღლესთან ერთად სურდა ყოფნა და არ უნდოდა, რომ ის ექიმებთან მარტო დარჩენილიყო რადგან არ გამოეკითხათ, მიხვდა, რომ თავის საქციელზე პასუხისგება მოუწევდა. ეს არეულობა გაგრძელდა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ მათ დაეხმარა მძღოლი, ჩამოსვეს გ------ ნ------ე მანქანიდან და წავიდნენ საავადმყოფოში.

მოწმე ხ------- მ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 03 მარტს, საღამოს დაფიქსირდა გამოძახება, რომ ა------ის რაიონის სოფელ უ---ში პაციენტი-თ----- ა----–--ე იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, დანიშნულების ადგილზე მისვლისას პაციენტი იწვა საწოლში, არ იყო აქტიური, უგონო მდგომარეობაში არ ყოფილა, მაგრამ ჰქონდა ძილიანობა, წნევა ჰქონდა დაბალი, კითხვებზე ნელ-ნელა სცემდა პასუხებს.

მან შეასრულა ექიმის მითითებები და პაციენტს გაუკეთა წამალი. როდესაც პაციენტს ჰკითხეს ცუდად ყოფნის მიზეზი, მან უთხრა, რომ მიიღო 10 აბი კ-–------–--ი, რადგან ქმარი მას აყენებდა შეურაცხყოფას და იძულებული გახდა, რომ თავი მოეკლა. ამ დროს იქვე იმყოფებოდნენ ჯ---- ყ------–-–---–ი და პაციენტის დედა.

ექიმის მითითებით მან პაციენტს გაუმზადა გადასხმის სისტემა მანქანაში, ამასობაში პაციენტიც, მანქანამდე საკაცით გამოიყვანეს მანქანის მძღოლმა და მისმა მეუღლემ - გ------ ნ------ემ. მანქანაში განთავსებისას პაციენტს დაუდგეს სისტემა და დაიწყეს სამედიცინო დაწესებულებაში მის გადასაყვანად მზადება.

მოწმემ არ იცის საიდან შეიტყო გ------ ნ------ემ მეუღლის თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ. პაციენტს ეტყობოდა, რომ ქმრის შიში ჰქონდა კანკალებდა მის დანახვაზე და ნერვიულობდა. როდესაც გ------ ნ------ემ შეიტყო, რომ მისმა მეუღლემ 10 აბი კ-–------–--ი დალია თავის მოკვლის მიზნით, გაღიზიანდა, გახდა აგრესიული, მათაც შეამჩნიეს, რომ პაციენტს ქმრის ეშინოდა და გ------ ნ------ეს მისცეს მითითება, რომ სასწრაფო დახმარების მანქანიდან ჩასულიყო, რის შემდეგაც გ------ ნ------ე უფრო აგრესიული გახდა, ამის შემდეგ პაციენტი გადაყვანილ იქნა ა------ის სამედიცინო დაწესებულებაში.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 მარტის N1--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, სს „სამედიცინო კორპორაცია ე----ი“ ა------ის რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N3---ისა და სს „სამედიცინო კორპორაცია ე----ი“ ახალციხის რაეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1----0------ის მიხედვით თ----- ა----–--ეს სხეულზე ტრავმული დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. მისი ავადმყოფური მდგომარეობა გამოწვეულია მედიკამეტოზური ინტოქსიკაციით და მისი ავადმყოფური მდგომარეობა ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული ინტოქსიკაცია თავის ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ექსპერტმა დ-------------–---–მა ჩვენებით დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე. მანვე განმარტა, რომ სამედიცინო ჩარევის გარეშე გარდაიცვლებოდა თუ არა თ----- ა----–--ე ამის თქმა დაზუსტებით შეუძლებელია.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 აპრილის N0-------- სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, გ------ ნ------ის ქმედებით მისი მეუღლე თ----- ა----–--ე განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 აპრილის N0-------- სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, გ------ ნ------ის ქმედებით მისი შვილი ე-- ა----–--ე განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 აპრილის N0-------- სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, გ------ ნ------ის ქმედებით მისი შვილი მ------ ა----–--ე განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 აპრილის N0-------- სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, გ------ ნ------ის ქმედებით მისი სიდედრი ე---------ე ა----–--ე განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

ექსპერტმა თ-------------ემ ჩვენებით დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე. მანვე განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროს იხელმძღვანელა საქმის მასალებით და თავად დაზარალებულებისაგან მიღებული ინფორმაციით რაც სრულყოფილად ასახულია მის მიერ გაცემული დასკვნების კვლევით ნაწილში. გ------ ნ------ის ქმედებებით მისი ხანგრძლივობისა და დაზარალებულებისათვის მიყენებული შეურაცხყოფის სიმძიმის გათვალისწინებით დაზარალებულების ფსიქოემოციური მდგომარეობა მიაღწევდა ტანჯვის ხარისხს.

2019 წლის 3 მარტს ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ა------ის რაიონის სოფელ უ---ში ე---------ე ა----–--ის საცხოვრებელი სახლში. საცხოვრებელი ფართის დათვალიერებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა. პირუტყვის სადგომის დათვალიერების დროს ნანახი და ამოღებული იქნა ცარიელი მედიკამენტის ფირფიტა არაქართულენოვანი წარწარით ,,K-----IN".

სისხლის სამართლის N 0----------- საქმეზე 2019 წლის 08 მაისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ე-- ა----–--ე ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტით.

სისხლის სამართლის N 0----------- საქმეზე 2019 წლის 08 მაისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, მ------ ა----–--ე ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტით.

სისხლის სამართლის N 0----------- საქმეზე 2019 წლის 08 მაისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ე---------ე ა----–--ე ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტით.

გ------ ნ------ეს 2019 წლის 10 მაისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-115-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით, გ------ ნ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

პოლიციის თანამშრომლებმა შ-----------–---–მა, ე-–----------------ემ, გ------- ტ-------ემ, დ-----------–---–--ემ, მ------ ი-----ემ, მ-----–-–-----ემ და თ---------------–---–მა, ექსპერტმა რ--------------ემ თავიანთი ჩვენებით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და მათ მიერ შედგენილი დოკუმენტების სისწორე.

სასამართლოს დასკვნა გ------ ნ------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-115 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თ----- ა----–--ის მიმართ და სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თ-----, მ------, ე-- და ე---------ე ა----–--ეების მიმართ.

სასამართლო შეფასების სახით მიუთითებს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, გამოვლენილი არ ყოფილა.

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქმის განხილვა მიმდინარეობდა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციებს და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ. სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა გამოკვლეული მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და ბრალდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისას მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ბრალდებულის გ------ ნ------ე დამნაშავედ ცნობისათვის.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს კონსტიტუციით დაცულია ადამიანის საპროცესო უფლებები და 31-ე მუხლში მითითებულია, რომ დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ხოლო, ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1261, 137-ე−139-ე, 141-ე, 143-ე და 144-ე−1443 მუხლებით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ კოდექსის 1261 მუხლით ან რომელიმე სხვა ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-115 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, ჩადენილი არაერთგზის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს ოჯახში ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, იგივე ქმედება, ჩადენილი: წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის.

სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც ადამიანის სხეულზე ან ფსიქიკაზე, ემოციურ მდგომარეობაზე ზემოქმედებით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას და რასაც არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

რაც შეეხება თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას, დაზარალებულის ამგვარი ქცევა გამოწვეული უნდა იყოს სუბიექტის განზრახი დანაშაულბრივი ქმედებით, რომლის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს მსხვერპლის მიმართ მუქარა, სასტიკი მოპყრობა ანდა მისი პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირება.

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ------ ნ------ის მიერ ჩადენილი ქმედებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა,, ,,ბ,, ,,გ,, ,,ე,, პუნქტებით და 111.115-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.

რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. გ------ ნ------ეს ამოძრავებდა ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შურისძიების მოტივი. ასევე შურისძიების მოტივი წარსულში ბრალდებულის მიერ თ----- ა----–--ის მიმართ ჩადენილი ძალადობისათვის, თ-----, ე---------ე და მ------ ა----–--ეების მიერ სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვის გამო სადაც მათ გამოძიებას მისცეს მისი მამხილებელი ინფორმაცია. მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მიზანს სწორედ დაზარალებულების მიმართ ძალადობის ჩადენა და პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით მისი დამორჩილება წარმოადგენდა, რაც მან ძალადობრივი ქმედებებით სისრულეში მოიყვანა.

მოწმეთა და დაზარალებულების ჩვენებებით, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება ასევე, რომ ბრალდებულის ძალადობრივი ქმედებები მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, რომლის გარეშეც აღნიშნული შედეგი არ განხორციელდებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია გ------ ნ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა-გ'' და ,,ე,, პუნქტითა და 111.115-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა გ------ ნ------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს გ------ ნ------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ორივე ეპიზოდის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:

გ------ ნ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა. ასევე დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით გ------ ნ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,“ დ „ე“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

 

სასჯელის დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ხოლო, ამავე კოდექსის 531-ე მუხლია მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, გ------ ნ------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, დანაშაულთა ერთობლიობით რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ------ ნ------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

ნივთიერი მტკიცებულება:

ერთი ცალი ,,კ-–------–--ის" ცარიელი ფირფიტა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ------ ნ------ე (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-115-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

- ასევე გ------ ნ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გათვალისწინებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ------ ნ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

2. გ------ ნ------ის (პ/ნ 1----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 3 მარტიდან.

3. ნივთიერი მტკიცებულება

- ერთი ცალი კ-–------–--ის ცარიელი ფირფიტა განადგურდეს.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთასააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. ახალციხე მებაღიშვილის ქ. N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი