გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3114068-2/471-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,თ-----------’’
წარმომადგენელი - რ--------–------ე
მოპასუხე - ე-–----ა შ---–--ე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ე-–----ა შ---–--ეს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს დავალიანების - 4658.91 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3459.55 ლარი, პროცენტი - 721.86 ლარი, დაზრვევა - 6.19 ლარი, ჯარიმა - 471.31 ლარი.
1.2. მოპასუხე ე-–----ა შ---–--ეს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს დავალიანების - 553.58 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 344.47 ლარი, პროცენტი - 66.49 ლარი, დაზრვევა - 0.61 ლარი, ჯარიმა - 142.01 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
201- წლის 1-----–-სს სს ,,თ----ი ბანკს’’ და ე-–----ა შ---–--ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N31------------4, რომლის საფუძველზე ბანკმა მსესხებელზე გასცა საბანკო კრედიტი 3600 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, წლიურად 34% სარგბელის გადახდევინებით. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 10 ლარს, გრაფიკის ყოველი დარღვევისას ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის კი შეადგენდა დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
201- წლის 1-----–-სს სადაზღვევო კომპანია სს თ----ი დ---------ს მიერ დაზღევული იქნა მსესხებლის ე-–----ა შ---–--ის სიცოცხლე, ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სადაზღვევო პრემია შეადგენდა სესხის ძირითადი თანხის წლიურ 0.72%, რომლის გადახდის ვალდებულებაც ე-–----ა შ---–--ეს ეკისრებოდა.
201- წლის 15 თებერვალს სს თ----ი ბანკსა და ე-–----ა შ---–--ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3-------------0, რომლითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 1700 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, სესხზე წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36%. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 10 ლარს, გრაფიკის ყოველი დარღვევისას ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის კი შეადგენდა დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. სესხის ხელშეკრულება კლიენტის მიერ დადასტურებული იქნა ელექტრონულად დისტანციური არხების მეშვეობით, რომელზე წვდომაც მხოლოდ კლიენტს აქვს.
მსესხებელზე თანხის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა. მას კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეგზავნა შეტყობინებები, თუმცა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არ ცდილობს. 201- წლის დეკემბრიდან ფაქტობრივად არ შეუსრულებია თანხის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, ბანკისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობის შემდგომმა გაგრძელებამ აზრი დაკარგა.
ე-–----ა შ---–--ის დავალიანება N31------------4 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 4658.91 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3459.55 ლარი, პროცენტი - 721.86 ლარი, დაზრვევა - 6.19 ლარი, ჯარიმა - 471.31 ლარი.
ე-–----ა შ---–--ის დავალიანება N3-------------0 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 551.54 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 344.47 ლარი, პროცენტი - 64.45 ლარი, დაზრვევა - 0.61 ლარი, ჯარიმა - 142.01 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ე-–----ა შ---–--ემ სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 201- წლის 1-----–-სს სს ,,თ----ი ბანკსა’’ და ე-–----ა შ---–--ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N31------------4, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 3600 ლარი, 48 თვის ვადით. საპროცენტო სარგებელი წლიური - 34%, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 10 ლარს, გრაფიკის ყოველი დარღვევისას ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 13.0-.201-წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- სესხის დაფარვის გრაფიკი;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 17.0-.201-წ-17.12.201-წ.;
3.1.2. 201- წლის 1-----–-სს სადაზღვევო კომპანია სს თ----ი დ---------ს მიერ დაზღევული იქნა მსესხებლის ე-–----ა შ---–--ის სიცოცხლე, ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სადაზღვევო პრემია შეადგენდა სესხის ძირითადი თანხის წლიურ 0.72%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 13.0-.201-წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- 13.0-.201-წ. ინფორმაცია სიცოცხლის დ---------ს შესახებ;
3.1.3. დადგენილია, რომ 201- წლის 15 თებერვალს სს ,,თ----ი ბანკსა’’ და ე-–----ა შ---–--ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 3-------------0, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 1700 ლარი, 48 თვის ვადით. საპროცენტო სარგებელი წლიური - 36%, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 10 ლარს, გრაფიკის ყოველი დარღვევისას ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 15.02.201-წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების მნიშვნელლოვანი პირობები;
- სესხის დაფარვის გრაფიკი;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 15.02.201-წ-19.11.201-წ.;
3.1.4. მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების სესხის დაფარვის გრაფიკი. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 13.0-.201-წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- სესხის დაფარვის გრაფიკი;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 17.0-.201-წ-17.12.201-წ.;
- 13.0-.201-წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- 13.0-.201-წ. ინფორმაცია სიცოცხლის დ---------ს შესახებ;
- 15.02.201-წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების მნიშვნელლოვანი პირობები;
- სესხის დაფარვის გრაფიკი;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 15.02.201-წ-19.11.201-წ.;
- 22.0-.2019 ცნობები დავალიანების შესახებ;
- შეტყობინებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;
- საფოსტო გზავნილები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოპასუხე ე-–----ა შ---–--ის დავალიანება სს ,,თ-----------ს’’ მიმართ 13.0-.201-წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 4658.91 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3459.55 ლარი, პროცენტი - 721.86 ლარი, დაზღვევა - 6.19 ლარი და პირგასამტეხლო 471.31;
3.2.2. მოპასუხე ე-–----ა შ---–--ის დავალიანება სს ,,თ-----------ს’’ მიმართ 15.02.201-წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 553.58 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 344.47 ლარი, პროცენტი - 66.49 ლარი, დაზღვევა - 0.61 ლარი და პირგასამტეხლო 142.01;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 13.0-.201-წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- სესხის დაფარვის გრაფიკი;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 17.0-.201-წ-17.12.201-წ.;
- 13.0-.201-წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- 13.0-.201-წ. ინფორმაცია სიცოცხლის დ---------ს შესახებ;
- 15.02.201-წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების მნიშვნელლოვანი პირობები;
- სესხის დაფარვის გრაფიკი;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 15.02.201-წ-19.11.201-წ.;
- 22.0-.2019 ცნობები დავალიანების შესახებ;
- შეტყობინებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;
- საფოსტო გზავნილები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 868-ე, 417-ე, 41--ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ამირან მურვანიძის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,თ----ი ბანკსა’’ და ე-–----ა შ---–--ეს) შორის გაფორმებული 201- წლის 1-----–-სის და 201- წლის 15 თებერვლის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ე-–----ა შ---–--ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას 13.0-.201-წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 3459.55 ლარი, 15.02.201-წ. საბანკო კრედიტის ხელშეკურლებიდან - 344.47 ლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. კერძოდ 13.0-.201-წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 721.86 ლარი, 15.02.201-წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 66.49 ლარი. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 41--ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები ნაწილობრივ არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 13.0-.201-წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 471.31 ლარი უნდა შემცირდეს და დარიცხული პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 20 ლარით, ხოლო 15.02.201-წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 142.01 ლარი უნდა შემცირდეს და დარიცხული პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 10 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის პრორპოციულად მოპასუხე ე-–----ა შ---–--ეს მოსარჩელე სს თ-----------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 138.9 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,თ-----------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ე-–----ა შ---–--ეს სს ,,თ----ი ს ბანკის’’ სასარგებლოდ N31------------4 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს დავალიანების - 420-.6 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3459.55 ლარი, პროცენტი - 721.86 ლარი, დაზღვევა - 6.19 ლარი, პირგასამტეხლო - 20 ლარი.
1.2. მოპასუხე ე-–----ა შ---–--ეს სს ,,თ----ი ს ბანკის’’ სასარგებლოდ N3-------------0 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს დავალიანების - 421.57 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 344.47 ლარი, პროცენტი - 66.49 ლარი, დაზღვევა - 0.61 ლარი, ჯარიმა 10 ლარი.
2. სს ,,თ----ი ბანკს’’ უარი ეთქვას საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 461.31 ლარის დაკისრების თაობაზე.
3. მოპასუხე ე-–----ა შ---–--ეს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 138.90 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გია ბერაია