განაჩენი

სისხლის სამართლის 23.09.2019
საქმის ნომერი
080100119003093648
დავის ტიპი
151
თარიღი
23.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/575-19 (№041270619007)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი

სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ--------------–--ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ზ-----------------------------ე - დაბადებული 1--- წლის 3- ა--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ბ---------, ს----. წ-----–----, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ქუთაისი, ბ---------------------------ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 26 და 27 ივნისს, საღამოს საათებში, ქუთაისში, ბ-----------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისთვის ნასამართლევი ზ------------------ე, სიცოცხლის მოპსობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ-------–-–---–ს. კერძოდ, 2019 წლის 26 ივნისს უთხრა, რომ ცემდა, ხოლო 27 ივნისს უთხრა, რომ მოკლავდა. ზ------------------ის ქმედებების შედეგად მ-------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულმა მ-------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ საქმის გამოძიებისას მიცემული ჩვენება და მიუთითა, რომ 2016 წელს დაოჯახდა ზ------------------ესთან. ერთად მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ თ--------–ი, შემდეგ ჩამოვიდნენ საქართველოში. უკან დაბრუნების შემდეგ დაეძაბათ ურთიერთობა, როდესაც ზ------------------ე სვამდა ალკოჰოლურ სასმელს, კამათობდნენ. 2019 წლის 9 მარტს, ზ------------------- დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ შერიგდნენ, რადგან პირობა დადო, რომ მისი მხრიდან მსგავსი ქმედება აღარ განმეორდებოდა. მოწმის განმარტებით, 2019 წლის 26 ივნისს ზ------------------ემ მის მიმართ კვლავ განახორციელა მუქარა, კერძოდ უთხრა, რომ ,,ტვინს გაასხმევინებდა“ და ,,სახლს თავზე დაანგრევდა“, რის გამოც შეშინებულმა, ღამე გაატარა მეზობელთან. მეორე დღეს, 27 ივნისს, მივიდა სახლში, ზ------------------ე როგორც ყოველთვის დახვდა აგრესიულად და მოუვიდათ კამათი. მოწმე მიუთითებს, რომ უთანხმოების მიზეზი იყო მისი სამსახურიდან წამოსვლის ფაქტი, კერძოდ მეუღლე მას აიძულებდა, რომ დაბრუნებულიყო იმავე სამსახურში და ემუშავა. მუქარის დროს ზ------------------ეს ხელში ეჭირა მაკრატელი და აფრთხილებდა, რომ ხმა არ ამოეღო. შეშინებულმა ჩაირბინა კიბეზე, სადაც შეხვდა უცნობი გოგო, რომლის მობილური ტელეფონის საშუალებით დარეკა პოლიციაში.

 

მოწმე გ--------------- ჩვენებით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია. გააჩნია პოლიციაში მუშაობის 19 წლიანი სტაჟი. 2019 წლის 27 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, მ-------–-–---–ი ითხოვდა დახმარებას, რადგან მეუღლე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით. მაშინვე მოხდა რეაგირება და შემთხვევის ადგილზე მისვლისას ადგილზე დახვდათ მ-------–-–---–ი, რომელიც ელოდებოდა პოლიციის თანამშრომლებს, დანახვისას გამოიქცა მათკენ და ითხოვდა შველას. მოწმის განმატებით, სამსახურიდან გამომდინარე, ვინდაიდან არის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და წინა ფაქტთან დაკავშირებითაც ანალოგიური ქმედებისთვის მის მიერ მოხდა ზ------------------ის დაკავება, იცნობს როგორც ბრალდებულ - ზ-----------------ს, ასევე დაზარალებულ - მ-------–-–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ კვლავ ემუქრებოდა მეუღლე სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით. შეკითხვაზე, თუ სად იმყოფებოდა ზ------------------ე, მან მიუთითა ბ-------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე, სადაც მივიდა მეწყვილესთან - ს---------------–--სთან ერთად. პოლიციელთა დანახვაზე ზ------------------ე გაღიზიანდა და დაიწყო ყვირილი მ-------–-–---–ის მისამართით, კერძოდ, იძახდა, რომ ,,გახლიჩავდა“, ასევე იგინებოდა, რის გამოც მოხდა მისი დაკავება.

 

მოწმე თ--------------------ის ჩვენებით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია. პოლიციაში მუშაობს 2001 წლიდან. 2019 წლის 27 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ მორიგეობდა ოპერატიულ ჯგუფში, რა დროსაც პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, მის მიერ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი მ-------–-–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შემაკავებელი ორდერის შედგენისას, მის მიერ გამოკითხულ იქნა მ-------–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მეუღლე - ზ------------------ე ხელში მაკრატლით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე აიძულებდა, რომ ემუშავა. შემაკავებელ ორდერზე ხელის მოწერაზე ზ------------------ემ განაცხადა უარი.

 

მოწმე ბ------------ის ჩვენებით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელია. 2019 წლის 27 ივნისს მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებიაში. მითითებულ დღეს პოლიციის განყოფილებაში შემოსული იქნა შეტყობინება, რომლითაც დგინდებოდა, რომ მ-------–-–---–ის მიმართ, მისი მეუღლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარის ფაქტს, რაზეც დაიწყო გამოძიება. მ-------–-–---–ს განემარტა მოწმის უფლება-მოვალეობები, რის შემდეგაც გამოკითხულ იქნა მოწმის სახით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, გამოკითხულ იქნა ზ------------------ის ბრალდებულის სახით დამკავებელი პირები - გ-------------- და ს---------------–--. დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ გაცნობილ იქნა მ-------–-–---–ისთვის. ასევე დადგენილება პირის ბრალდების შესახებ გაცნობილ იქნა ზ------------------ისთვის, რომელსაც გადაეცა აღნიშნული დადგენილების და საქმის მასალების ასლები. შსს საინფორმაციო ცენტრ 112-დან გამოთხოვილ იქნა აუდიო ჩანაწერი მ-------–-–---–ის შეტყობინების შესახებ. დათვალიერებულ იქნა საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელთა მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტომასალა და შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმი, რაც დაერთო სისხლის სამართლის საქმის მასალებს. როგორც მოწმის სახით გამოკითხვისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, მ-------–-–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 26 ივნისს, საცხოვრებელ სახლში მდებარე ბ----------------ე, ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს. მეორე დღეს, 27 ივნისს, მეუღლე - ზ------------------ე, რომელსაც ხელში ეჭირა მაკრატელი, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით. ექპერიმენტის მიმდინარეობისას, სახლში აღმოჩენილ იქნა მაკრატელი, რომელზეც მ-------–-–---–მა განმარტა, რომ აღნიშნული იყო სწორედ ის ნივთი, რომელითაც მისი მეუღლე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული ნივთიერი მკტიცებულება ამოღებულ იქნა და დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

მოწმე დ--------------ის ჩვენებით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელია. ზ------------------ის მიერ მ-------–-–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პოლიციის მე-5 განყოფილებაში დაიწყო 2019 წლის 27 ივნისს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულ ზ------------------ეს პოლიციის განყოფილებაში განუმარტა უფლება ადვოკატის და უფასო სამედიცინო მომსახურების შესახებ, რაზეც ბრალდებულმა განაცხადა, რომ არ საჭიროებდა, თუმცა ოქმის ხელმოწერაზე განაცხადა უარი. აღნიშნულის შემდეგ ზ------------------ის ბრალდებულის სახით დაკავების შესახებ აცნობა ოჯახის წევრს, კერძოდ მამას.

 

მოწმე ს---------------–--ს ჩვენებით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია. 2019 წლის 27 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შემოსული შეტყობინების საფუძველზე გავიდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მისვლისას, ქუჩაში დახვდათ მ-------–-–---–ი, რომელიც იყო შეშინებული და განმარტა, რომ ქმარი მაკრატლით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ასევე მიუთითა, რომ მისი მეუღლე იმყოფებოდა სახლში. ბინაში შესვლისას, ზ------------------ე დახვდათ აღელვებულ მდგომარეობაში, რომელიც იძახდა, რომ მოკლავდა მის მეუღლეს და არ უნდოდა მასთან ურთიერთობა. აღნიშნულის შემდეგ, მეწყვილემ გ--------------მ დააკავა ზ------------------ე.

 

მოწმე გ-----------------–---–-ს ჩვენებით, შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტია. 2019 წლის 27 ივნისს, თანამშრომელთან გ------------თან ერთად გავიდა შეტყობინების ადგილზე, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, სადაც ინსპექტორ გამომძიებელმა ბ------------ემ სთხოვა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო თვითონ, ასევე გამომძიებელმა ბ------------ემ, ექსპერტმა გ----------ამ და დაზარალებულმა მ-------–-–---–მა. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, დაზარალებულმა მიუთითა ოთახზე, სადაც მისი გადმოცემით დაემუქრა მეუღლე. ასევე მიუთითა მაგიდაზე, სადაც ჭიქაში ესხა სითხე და მასში იყო მაკრატელი, რომელითაც მეუღლე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მოწმე გ-----------------–---–-ს განმარტებით, აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება დასურათდა და ამოღებულ იქნა.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, 2019 წლის 27ივნისს, ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე #041270619007, 2019 წლის 27 ივნისს მ-------–-–---–ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზე.

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 27 ივნისს 19:50 საათზე, ზ------------------ე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. დაკავება მოხდა ზ------------------ის საცხოვრებელ მისამართზე, რა დროსაც იგი იგინებოდა და სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა მისი მეუღლის მ-------–-–---–ის მისამართით. ბრალდებულს დაკავების დროს რაიმე სახის წინააღმდეგობას, ან იძულებითი ღონისძიებების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.

 

27.06.2019 წ. შემაკავებელი ორდერის ოქმი №0------ის თანახმად, მ-------–-–---–ის გადმოცემით, ზ-----------------ს ხელში ეჭირა მაკრატელი და ემუქრებოდა, რომ მიაყენებდა ფიზიკურ ზიანს. 2019 წლის 27 ივნისს დაემუქრა სიტყვიერად და მაკრატლით, თუ მიმართავდა პოლიციას მიაყენებდა ფიზიკურ ზიანს.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მოწმე მ-------–-–---–ის გმოკითხვისას მოწოდებული ინფორმაციის ადგილზე შემოწმების მიზნით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. მ-------–-–---–ს მიეცა წინადადება მიეთებინა ადგილი, სადაც მის მიმართ ზ------------------ის მხრიდან 2019 წლის 26 და 27 ივნისს ადგილი ჰქონდა მუქარის ფაქტს. მ-------–-–---–მა ნებაყოფლობით თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე და მის საცხოვრებელ სახლში ექსპერიმენტის ჩატარებაზე, რაც დაადასტურდა ხელმოწერით. ოქმის თანახმად, საგამოძიები ექსპერიმენტში მონაწილეობას ასევე იღებდნენ იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტები გ----------ა და გ-----------------–---–-. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ქუთაისში, მ- ბ-------------------ში. სასტუმრო ოთახში მარცხენა მხარეს კედელთდან დგას რბილი ავეჯი, მის წინ განთავსებულია ხის მაგიდა, სხვადასხვა სახის ნივთებით. მაგიდაზე დევს მინის ჭიქა, რაშიც ასხია მკვეთრი სუნის მქონე ნივთიერება, სითხე, გამჭვირვალე ფერით. მასშიდ დევს მოვერცხლისფერო ფერის ლითონის, მცირე ზომის მაკრატელი. მ-------–-–---–ის განმარტებით, აღნიშნული სითხე არის სპირტი, ხოლო მასში ჩადებული მაკრატელი არის სწორედ ის ნივთი, რითაც 2019 წლის 27 ივნისს, ზ------------------ე ამავე ოთახში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით. აღნიშნული მაკრატელი ამოღებულ იქნა და დაილუქა საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის #15 პაკეტში ,,FCD1315593“ ლუქის ნომრით, რაზეც გაკეთდა ხელმოწერა. აღნიშნულ ოთახში განთავსებული ავეჯი მოწესრიგებულ მდგომარეობაშია. მ-------–-–---–ის განმარტებით, სწორედ აღნიშნულ ოთახში 2019 წლის 26 ივნისს და 27 ივნისს მისმა მეუღლემ ზ------------------ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, კერძოდ, 26 ივნისს უთხრა, რომ ცემდა, ხოლო 27 ივნისს დაემუქრა მოკვლით.

 

შსს-ს საინფორმაციო ცენტრ 112-დან მიღებული აუდიო ჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში დათვალიერების ობიექტს წარმოადგენდა, 2019 წლის 9 ივლისს საქართველოს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – "112" ოპერატიული მართვის სამმართველოდან შემოსული N1------ წერილი.

 

წერილის სახით გამოგზავნილ იქნა 2019 წლის 27 ივნისს

მოქალაქე მ-------–-–---–ის (სატელეფონო ნომრიდან 5--------) მიერ

დაფიქსირებული N1------ შეტყობინების აუდიო ჩანაწერი.

წერილზე მიბმული ფაილის სახით დართული არის 1 ცალი MP3 ფორმატის აუდიო ჩანაწერი. ჩამოიტვირთა ფაილი "5-------- 19.24 სთ..mp3" რომელშიც

ფიქსირდება 112-ის ოპერატორთან ქალის საუბრის ხმა, რომელიც ამბობს, რომ

მისი სახელია მ-------–-–---–ი და ითხოვს პოლიციის დახმარებას ქუთაისი,მ-----–------------------------ში არსებულ საცხოვრებელ მისამართზე, მისი

ქმრის მხრიდან განხორციელებული მუქარის ფაქტზე, რომელიც აიძულებს მუშაობას და ასევე მისთვის არის საფრთხის შემცველი. ჩანაწერი გრძელდება 2 წუთი და 3- წამი.

 

აუდიო ფაილი ჩამოტვირთულ იქნა და აიტვირთა ელექტრონული გამოძიების

ფაილებში, ასევე ჩაწერილ იქნა "DVD-R" დისკზე და დაილუქა N1 პაკეტად

N3------- ლუქის ბეჭდით, რაც დაერთო სისხლის სამართლის N041270619007

საქმეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ მ-------–-–---–ის ჩვენებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 26 და 27 ივნისს, საღამოს საათებში, ქუთაისში, ბ----------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისთვის ნასამართლევი ზ------------------ე, სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ-------–-–---–ს. კერძოდ, 2019 წლის 26 ივნისს უთხრა, რომ ცემდა, ხოლო 27 ივნისს უთხრა, რომ მოკლავდა. ზ------------------ის ქმედებების შედეგად მ-------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის ჩვენება 2019 წლის 26-27 ივნისს განვითარებული მოვლენების თაობაზე გულწრფელი, ურთიერშესაბამისი და თანმიმდევრულია, დაზარალებულის დაკითხვისას არ გამოვლენილა ისეთი გარემოება, რაც მისი ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

მუქარის რეალურობისა და საფუძვლიანობის შეფასებისას, გარდა დაზარალებულის პოზიციისა, რომ მან მუქარა რეალურად აღიქვა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე მუქარის განმახორციელებელი პირის - ბრალდებულის პიროვნებას და მის წარსულს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ზ------------------- წარსულში გასამართლებულია ცემის ფაქტზე, ასევე ნასამართლევია ოჯახის წევრის (მეუღლის მ-------–-–---–ის) მიმართ განხორციელებული სისცოცხლის მოსპოსბის მუქარის ფაქტზე კერძოდ:

 

· ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით, ზ------------------ე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით. ხსენებული განაჩენით დადგენილია, რომ ზ------------------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ-------–-–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ ეუბნებოდა, ყელს გამოჭრიდა დანით. მ-------–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-111 მუხლისა და მისი შენიშვნის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 133 2, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებული მ-------–-–---–ი არის ბრალდებულის დედა მეუღლე, რომელთან ერთადაც ცხოვრობს ერთ სახლში და ერთად ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, შესაბამისად, ზ------------------ის მიერ მ-------–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შეფასება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სწორია.

 

რაც შეეხება ბრალდებულის ვერსიას უდანაშაულობასთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან წინააღმდეგობაშია სს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ------------------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა: ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთგზის - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ზ------------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

4.2. ზ------------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა საქართველოს სსკ-ი-ს 531-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად:

1. დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

2. დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

4. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი.

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

სასამართლო სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით ყურადღებას მიაქცევს რამდენიმე გარემოებას, კერძოდ:

ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები (მაგ: ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ეს შეიძება გამოწვეული იყოს გარკვეულ გარემოებებში), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია. ინფორმირებულობის ასამაღლებლად განხორციელებული ინტერვენციები თანდათან იწვევს ქცევის ცვლილებას, თუმცა ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად მაინც რჩება.

ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმადფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.

პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.

სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება ზ------------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთის პირობებში, ვინაიდან ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნა, არააადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი. ამასთან, სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია, როგორც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან, ისე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებასთან და ხსენებულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ რეკომენდაციებთან (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირების განუხორციელებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ ზ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 ივნისიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- საგამოძიებო ექსპერტიმენტის დროს ამოღებული მაკრატელი, რომელიც ინახება გამოძიების მწარმოებელ ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

- შსს-ს საინფორმაციო ცენტრ 112-დან მიღებული აუდიო ჩანაწერი 1 (ერთი) ცალ დისკად და საგამოძიებო ექსპერტიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ დისკად (რომლებიც ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნიკოლოზ მარგველაშვილი