გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2981177-2/281-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
4 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
მოსარჩელე - სს ,,კ------------ი’’;
წარმომადგენელი - ზ---–----------ე;
მოპასუხე - ა-------------------ი;
წარმომადგენელი - ნ------------------–---–ი;
მოპასუხე - გ-----------------–---–ი;
წარმომადგენელი - ნ----------------ე;
მოპასუხე - ა-------------–---ი, ა-–--–------------, გ--------------- (დასწრების გარეშე)
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება;
აღწერილობითი ნაწილი :
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ა-------------------ს, გ-----------------–---–ს, ა-------------–---ს, ა-----–------------ს და გ---------------ს სს ,,კ------------ის’’ სასარგებლოდ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 8216.56 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 4652.29 ლარი, პროცენტი – 1583.22 ლარი, პირგასამტეხლო - 1678.55 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 302.5 ლარი.
1.2. ა-------------------ს და ა-–--–------------ს მოსარჩელის სასარგბელოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 599.58 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 267.62 ლარი, პროცენტი – 20.93 ლარი, პირგასამტეხლო - 311.03 ლარი.
1.3. ა-------------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 67 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 36 ლარი, პირგასამტეხლო 31 ლარი.
1.4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 7 მარტს მოსარჩელესა და ა-------------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაცემული იქნა სესხი 6000 ლარის ოდნეობით 32 თვის ვადით, წლიური სარგებელი 32.6%. სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა სიცოხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მტელ პრიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყო გამსესხებელი. მსესხებელმა აიღო ვალდებულება დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაშიგადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, 2018 წლის 7 მარტს მოპასუხეებთან გ-----------------–---–თან, ა-------------–---თან, ა-–--–------------თან და გ---------------თან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება. პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 9511 ლარით.
2018 წლის 21 მარტს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ--------" და ა-------------------ს შორის გაფრომდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაცემული იქნა სესხი 500 ლარის ოდნეობით 6 თვის ვადით, წლიური სარგებელი 55%. სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება შემდეგნაირად - ყოველვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირითადი თანხის 1% და ვადაგადაცილებული პროცენტის 1%, არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიური 150 პროცენტისა. აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად 2018 წლის 21 მარტს მოპასუხე ა-–--–------------თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდნება განისაზღვრა 550 ლარი.
სს ,,კ------------სა" და მიკროსაფინანსო ორგნიზაცია ,,ბ--------ს" შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,კ------------ი" მიკროსფინანსო ორგანიზაცია ,,ბ--------ს" ნაცვლად გახდა კრედიტორი, შესაბამისად აღნიშნულ მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირია სს ,,კ------------ი" და ვალდებულების შესრულება უნდა მოხდეს მის წინაშე.
2018 წლის 9 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხე ა-------------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 60 ლარი, 12 თვის ვადით. გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41 % ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.
მსესხებელი და თავდებები არ ახორციელებენ სესხების გრაფიკებით გათვალისწინებული გადასახდელების გადახდას. მსესხებლის და თავდებების მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. მოპასუხეები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული როგორც ზეპირი, ისე სატაელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარებით. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხეების მიერ არ განხორციელდა ვალდებულების შესრულება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ა-------------------მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ თანახმაა გადაიხადოს სესხის ძირი თანხა, რაც შეეხება პროცენტს და პირგასამტეხლოს მას არ ეთანხმება.
2.2. მოპასუხე გ-----------------–---–მა სარჩელი არ ცნო.
2.3. მოპასუხე ა-------------–---მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცახდებულა.
2.4. მოპასუხეებს ა-–--–------------ს და გ---------------ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 7 მარტს ს ,,კ------------ს’’ და ა-------------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 6000 ლარი, 32 თვის ვადით. საპროცენტო სარგებელი წლიური - 32.6%, პირგასამტეხლო - 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები; 07.03.2018წ. საკრედიტო ხელშეკრულება; სესხის დაფრავის გარფიკი; სესხის ამონაწერი;
3.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 7 მარტის სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის 7 მარტს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც გ-----------------–---–მა, ა-------------–---მა, ა-----–------------მა და გ---------------მა იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 9511 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
07.03.2018წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები;
07.03.2018წლის გ-----------------–---–ის, ა-------------–---ის, ა-–--–------------ის, გ---------------ის განცხადებები თავდებობის შესახებ;
3.1.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 7 მარტს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ--------ს’’ და ა-------------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 500 ლარი, 6 თვის ვადით. საპროცენტო სარგებელი წლიური - 55%, პირგასამტეხლო - ყოველვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირითადი თანხის 1% და ვადაგადაცილებული პროცენტის 1%, არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიური 150 პროცენტისა.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
21.03.2018წ. სესხის ხელშეკრულება;
სესხის დაფრავის გარფიკი;
3.1.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 21 მარტის სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის 21 მარტს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ა-----–------------მა იკისრა ვალდებულება შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ--------ს’’ წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 550 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
21.03.2018წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები;
ა-–--–------------ის 21.03.2018წ. განცხადება თავდებობის შესახებ;
3.1.5. დადგენილია, რომ 2018 წლის 9 მარტს ს ,,კ------------ს’’ და ა-------------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 60 ლარი, 12 თვის ვადით. პირგასამტეხლო - დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
09.03.2018წ. საკრედიტო ხელშეკრულება;
სესხის დაფარვის გრაფიკი;
3.1.6. მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებების სესხის დაფარვის გრაფიკი. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შეტყობინებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე; გზავნილები;
3.1.7. სს ,,კ------------სა’’ და შპს ,,მიკროსაფინანოს ორგანიზაცია ბ---------’' შორის გაფრომდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ--------ს'’ ნაცვლად კრედიტორს წარმოადგენს სს ,,კ------------ი’’;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება;
07.09.2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოპასუხეების ა-------------------ის, გ-----------------–---–ის, ა-–--–------------ის, ა-------------–---ის და გ---------------ის დავალიანება სს ,,კ------------ის’’ მიმართ 07.03.2018წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 8216.56 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4652.29 ლარი, პროცენტი - 1583.22 ლარი და პირგასამტეხლო 1678.55 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
07.03.2018წ. საკრედიტო ხელშეკრულება;
სესხის დაფარვის გარფიკი, სესხის ამონაწერი;
07.03.2018წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები;
07.03.2018 წლის გ-----------------–---–ის, ა-------------–---ის, ა-–--–------------ის, გ---------------ის განცხადებები თავდებობის შესახებ;
06.05.2019 ცნობა დავალიანების შესახებ;
3.2.2. მოპასუხეების ა-------------------ის და ა-–--–------------ის დავალიანება სს ,,კ------------ის’’ მიმართ 21.03.2018წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 599.58 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 267.62 ლარი, პროცენტი - 20.93 ლარი და პირგასამტეხლო 311.03 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
21.03.2018წ. სესხის ხელშეკრულება;
სესხის დაფრავის გარფიკი;
21.03.2018წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები;
ა-–--–------------ის 21.03.2018წ. განცხადება თავდებობის შესახებ;
06.05.2019 ცნობა დავალიანების შესახებ;
3.2.3. მოპასუხეის ა-------------------ის დავალიანება სს ,,კ------------ის’’ მიმართ 9.03.2018წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 67 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 36 ლარი და პირგასამტეხლო 31 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
09.03.2018წ. საკრედიტო ხელშეკრულება;
სესხის დაფარვის გრაფიკი;
06.05.2019 ცნობა დავალიანების შესახებ;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 868-ე, 417-418-ე, 420-ე, 891-892-ე, 895-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ალექსი სარალიძის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2018 წლის 7 მარტის, 2018 წლის 21 მარტის და 2018 წლის 9 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ა-------------------ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის 07.03.2018წ. გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს - 4652.29 ლარს, 21.03.2019წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 267.62 ლარს, ხოლო 09.03.2018წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 67 ლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც, კერძოდ 07.03.2018წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 449.8 ლარი, 21.03.2018წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 20.93 ლარი. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.
6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისიწნებული გადახდები ნაწილობრივ არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და 07.03.2018წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვროს 678.55 ლარით, 21.03.2018წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 111.3 ლარით და 09.03.2018წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 11 ლარით.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, სს ''კ------------ს'' და ა-------------------ს შორის 2018 წლის 7 მარტს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''კ------------სა'' და მეორეს მხრივ გ-----------------–---–ს, ა-------------–---ს, ა-–--–------------ს და გ---------------ს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - გ-----------------–---–მა, ა-------------–---მა, ა-–--–------------მა და გ---------------მა იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 9511 ლარით.
ასევე, 2018 წლის 21 მარტის სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის 21 მარტს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ა-----–------------მა იკისრა ვალდებულება შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ---------’’ წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 550 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების გადახდის ვალდებულება.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხისეთათვის სს ,,კ------------ის'' სასარგებლოდ 2018 წლის 7 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის გადახდას ხელშეკრულების ვადის ბოლომდე - 1133.42 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის 1133,42 ლარის გადახდა.
6.6. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრვ. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო. შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხეებს ა-------------------ს, გ-----------------–---–ს, ა-----–------------ს, ა-------------–---ს და გ---------------ს მოსარჩელე სს ,,კ------------ის" სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პრორპორციულად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 216.49 ლარის გადახდა, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის გადახდა. ასევე ა-------------------ს და ა-–--–------------ს მოსარჩელე სს კ------------ის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პრორპორციულად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 11.95 ლარის გადახდა.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,კ------------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ა-------------------ს, გ-----------------–---–ს, ა-------------–---ს, ა-–--–------------ს და გ---------------ს სს ,,კ------------ის" სასარგებლოდ 2018 წლის 7 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ - 7216.56 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4652.29 ლარი, პროცენტი – 449.8 ლარი, პირგასამტეხლო - 678.55 ლარი, ზიანი - 1133.42 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა 302,5 ლარი.
1.2. ა-------------------ს და ა-–--–------------ს სს ,,კ------------ის" სასარგებლოდ 2018 წლის 21 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ - 399.58 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 267.62 ლარი, პროცენტი – 20.93 ლარი, პირგასამტეხლო - 111.03 ლარი.
1.3. ა-------------------ს სს კ------------ის სასარგებლოდ 2018 წლის 9 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს - 47 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 36 ლარი, პირგასამტეხლო - 11 ლარი.
2. მოპასუხე ა-------------------ს, გ-----------------–---–ს, ა-----–------------ს, ა-------------–---ს და გ---------------ს მოსარჩელე სს ,,კ------------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს გაწეული სახელმწიფო ბაჟის - 216.49 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის გადახდა.
მოპასუხეებს ა-------------------ს და ა-–--–------------ს მოსარჩელე სს ,,კ------------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 11.95 ლარის გადახდა.
მოპასუხეს ა-------------------ს მოსარჩელე სს ,,კ------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 50 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი