განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100119003108230
#1/194-19 (№0-----------)
თე-–---ს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი 2019 წელი თე-–---
თე-–---ს რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზვიად შარაძემ
თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნა---------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თე-----------–---–ი - დაბადებული 1--- წლის 2-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თე-–----------------------------------ი.
ადვოკატი - მუ------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 25 ივნისს, საღამოს, დაახლოებით 20:30 საათზე, თე-–---ს რაიონის სოფელ ვა-----------–ი, მა---------------–-–---–-ს საცხოვრებელი სახლის წინ, საუბნო გზაზე მყოფ ეკ-----------------–---–ს თე-----------–---–მა თავის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად გაუფრთხილებლობით მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, კერძოდ ეკ-----------------–---–მა მარცხენა ბეჭის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა, შემავალი გულმკერდის ღრუში.
2019 წლის გაზაფხულზე თე-----------–---–მა თე-–---ს რაიონის სოფელ ვა-----------–ი მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, უკანონოდ დათესა, მოიყვანა, უვლიდა და ახდენდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებას. 2019 წლის 26 ივნისს ჩატარებული თე-----------–---–ის საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკისას ამოღებული იქნა 1 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება კანაფის მცენარეს, საერთო წონით 44,13 გრამი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთები, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიური ესპერტიზის დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ჩხრეკის ოქმი და სხვ.) ერთობლიობა თე-----------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თე-----------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თე-----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ თე-----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თე-----------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
თე-----------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:
საქართველოს სსკ-ის 124 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 2150 (ორიათას ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით თე-----------–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების ჯარიმა 2150 (ორიათას ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თე-----------–---–ს 2019 წლის 26 ივნისიდან 2019 წლის 28 ივნისის პერიოდში პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 150 (ასორმოცდაათი) ლარით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
თე-----------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
საქმეზე ამოღებული ტანსაცმელი, ორლულიანი სანადირო თოფი, ერთლულიანი სანადირო თოფი, რკინის მჭიდი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, მასრები და ტყვიები გადაეცეს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს, ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში და ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად მოხდეს თე-----------–---–ის (პ/ნ2----------) სახელზე რეგისტრირებული C----- მოდელის NB------ იარაღის საპროცესო კონფისკაცია.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თე-–---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ზვიად შარაძე