განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2019
საქმის ნომერი
040100119003205489
დავის ტიპი
126 (1) 1 , 187 1
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 040100119003205489

საქმე N1/47 - 19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 ოქტომბერი, 2019 წელი ცაგერი

 

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი - ნანა ყვირილიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ზ----- შ--–---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული შ----- ზ--------

მამის სახელი: გ------;

დაბადებული: 2-.0-.1--- წელი;

დაბადების ადგილი: ს----------–--,პირადი ნომერი: 0----------;

მოქალაქეობა: ს----------–--;

განათლება: უმაღლესი;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებელი;

რეგისტრაციის მისამართი: ქვეყანა- ს----------–--, ქალაქი-თ---–---; ქუჩა/მასივი- ჭ---------; სახლის/კორპუსის N--, ბ-----;

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა- ს----------–--, ქალაქი-თ---–---; ნ--–------- ფ--------- , მ-------------------, კორპუსი - 1-, ბინა N-;

ადვოკატი - რ---–---- თ-------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, 111–187–ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

 

ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. შ----- ზ--------მ, 2019 წლის 01 აგვისტოს, დაახლოებით 12:30 საათზე, ა-------–------- რაიონის სოფელ ა-----–- მდებარე ნაქირავებ ხის კოტეჯში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელისა და ფეხის დარტყმის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს - ე--–- გ------–---------, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. 2019 წლის 01 აგვისტოს, დაახლოებით 12:30 საათზე, ა-------–------- რაიონის სოფელ ა-----–- მდებარე ნაქირავებ ხის კოტეჯში, უმიზეზოდ განაწყენებულმა შ----- ზ--------მ, მეუღლეზე ძალადობის განხორციელებისას მაგიდაზე და კედელზე დარტყმით, დააზიანა ე--–- გ------–--------- კუთვნილი ,, ს--------- ‘’ მოდელის მობილური ტელეფონი და ,,h- ‘’ მოდელის ნოუთბუქი, რამაც 5000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.(სსკ 1261-ემუხლის პირველი ნაწილი)

 

ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. (სსკ-ის 11 1-187-ე მუხლის პირველი ნაწილი)

 

3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2019 წლის 19 სექტემბრის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.186–190).

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

5.სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 აგვისტოს №--------- დასკვნით, ჩატარებული პირადი გასინჯვით, მოქალაქე ე--–- გ------–--------- სხეულზე გარეგნულად რაიმე მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება(ს.ფ.141 -144);

 

6.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-------–------- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის, გ------- ქ----–------ მიერ, 2019 წლის 2 აგვისტოს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულ შ----- ზ--------ს მიერ, ე--–- გ------–--------- მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფის გამო, მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, იმ ადგილებტან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით(ს.ფ, 81-87);

 

7.დაზარალებულ ე--–- გ------–--------- მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ შ----- ზ--------მ, 2019 წლის 01 აგვისტოს ა-------–------- რაიონის სოფელ ა-----–- მდებარე ნაქირავებ ხის კოტეჯში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, ასევე დაუზიანა მისი კუთვნილი კუთვნილი ,, ს--------- ‘’ მოდელის მობილური ტელეფონი და ნოუთბუქი, რამაც 5000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.(ს.ფ.40–42);

 

8..2019 წლის 3 აგვისტოს დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ შ----- ზ--------მ დანაშაული ჩაიდინა 2019 წლის 01 აგვისტოს დაახლოებით 12:30 საათზე(ს.ფ. 89-92);

 

11.შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, 2019 წლის 01 აგვისტოს დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 1-2 –საგან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია მიეწოდა შეტყობინების გზით, ა-------–------- რაიონში, სოფელ ა-----–- მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რის გამოც, 2019 წლის 01 აგვისტოს, 16:15 საათზე, დაკავებული იქნა შ----- ზ-------- ე(ს.ფ.1; ს.ფ.14–18);

 

12.შ----- ზ--------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმე მ----- ვ------------ გამოკითხვის ოქმით, თარჯიმნისათვის უფლებების განმარტების ოქმით, ამოღების ოქმით, ოქმით სამედიცინო შემოწმებაზე და ადვოკატის მომსახურებაზე უარის თქმის შესახებ, ოქმით ალკოტესტით შემოწმების შესახებ თანდართული ამონაწერით, ოქმით დაკავებულის ნათესავთან სატელეფონო გასაუბრების შესახებ, თვით შ----- ზ--------ს გამოკითხვის ოქმით არასრულწლოვანი მოწმის საპროცესო წარმომადგენლისათვის უფლებების განმარტების ოქმით, დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმით,, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თანდართული ფოტოცხრილით, ბრალდებულ შ----- ზ--------სთან მტკიცებულებების გაცვლის ოქმით, ოქმით ბრალდებულის გამოცხადებისა და შეხვედრის დროების განსაზღვრის შესახებ, ოქმებით ბრალდებულთან შეხვედრისა და მასთან გასაუბრების შესახებ, დადგენილებით სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ე--–- გ-------–--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულისაგან ამოღებული, დაზიანებული მობილური ტელეფონით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დაზიანებული ნოუთბუქის ტიპის კომპიუტერით, შ----- ზ--------ს ნასამართლობის ცნობით, შ----- ზ--------ს ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით, ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ და სააქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.

 

13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

ამავე მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

14.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXV თავი, რომელშიც სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულიც შედის, აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის. ამ თავის 177–ე მუხლის შენიშვნის მესამე ნაწილით, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. დადგენილია, რომ ბრალდებულისაგან დაზიანებული, დაზარალებულ ე--–- გ-------–--------- ნივთების ღირებულება აღემატებოდა 150 ლარს, რის გამოც განიცადა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

15.ბრალდებულმა შ----- ზ--------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ, მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა შ----- ზ--------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

 

ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

15. სასამართლოს მიაჩნია, რომ, შ----- ზ--------მ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მისივე ოჯახის წევრის მიმართ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 187–ე მუხლის პირველი ნაწილით

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

14.შ----- ზ--------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

15.შ----- ზ--------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა შეუბღალავი წარსული (არ არის ნასამართლები და ადმინისტრაციულსახდელდადებული) ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. არის მცირეწლოვანი შვილის მამა, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

16. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ შ----- ზ--------ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს .შ----- ზ--------ს მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირის დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ფასეულობის ,,ადამიანის თავისუფლების” აღკვეთა ბევრი სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის წინაპირობას წარმოადგენს.

 

ფიზიკური პირის თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა-თავისუფლების აღკვეთა, აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებების და თავისუფლებების რეალიზაციას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: გულწრფელი აღიარება და მონანიება, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებების მე-8 მუხლთან შესაბამისობის საკითხის გადახედვის მიზნით, სასამართლო მიმართავს პროპორციულობის ტესტს და მისი როლი მდგომარეობს შემდეგში: მთლიანად საქმის გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს გააჩნდათ თუ არა „შესაბამისი და საკმარისი მიზეზები“ სადავო ღონისძიებების გამოსაყენებლად (Olsson v. Sweden).

 

იმის დადგენა, რამდენად იყო ჩარევა პროპორციული, მოიცავს შემდეგ ფაქტორებზე მსჯელობას: ა) ინტერესი, რომელიც დაცული უნდა იქნეს შეზღუდვისგან, ბ) შეზღუდვის სიმკაცრე და გ) მწვავე სოციალური საჭიროება, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით შ----- ზ--------ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული შ----- ზ-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-187–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100(ასი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ შ----- ზ--------ს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

 

2.მსჯავრდებულ შ----- ზ--------ს სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 01 აგვისტოს 16 საათისა და 15 წუთიდან, 2019 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით.

 

3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ შ----- ზ--------ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4.გაუქმდეს ბრალდებულ შ----- ზ--------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით, სს ,,ს----------–--- ბანკში“, 2019 წლის 5 აგვისტოს შეტანილი თანხა - 3 000(სამი ათასი) ლარი, დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.

 

5.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი დაზარალებულისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დაზიანებული ნოუთბუქის ტიპის კომპიუტერი, რომელიც ინახება ს----------–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-------–------- რაიონულ სამმართველოში, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ ე--–- გ-------–---------.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი