განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
საქმის №1/219-19 30.09.2019 წელი ქ. ქუთაისი
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი გ------- გ-----------
დაცვის მხარე
ადვოკატი ნ-------- ნ----–-------
ბრალდებული: გ------- გ---–----- ძე კ----–-----
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული: წყალტუბოს რაიონი, სოფელი მ----–---
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. წყალტუბო, სანატორიუმი „-----------–---, რ---------–---------
სისხლის სამართლის საქმე: №069180219001
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გ------- კ----–-----ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 18 თებერვალს საღამოს საათებში, წყალტუბოში, რ---------–-------------ში მდებარე სანატორიუმ „-----------–--–--, გ------- კ----–-----მ იძალადა მეუღლეზე ნ------------–------ (მოქაჩა თმებში და ხელი მოუჭირა ყელის არეში). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
გ------- კ----–----- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა N1) თანახმად, 2019 წლის 18 თებერვალს დაიწყო გამოძიება ქ. წყალტუბოში, სანატორიუმ „-----------–--–-- გ------- კ----–------ მიერ მეუღლის ნ------------–----- მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
გ------- კ----–----- ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2019 წლის 18 თებერვალს 20:40 სთ-ზე ქ. წყალტუბოში, რ---------–----------ში მდებარე სანატორიუმ „-----------–---- მე-9 სართულის დერეფანში.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით ირკვევა, რომ 18.02.19წ. 22:24-22:37 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისასა მოქ. ნ------------–---- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
დასკვნის სისწორე სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა შ----- თ--------. მოწმის განმარტებით, ნ------------–----- მას განუმარტა, რომ 2019 წლის 18 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ. წყალტუბოში მდებარე სანატორიუმ „-----------–--–-- მეუღლესთან გ------- კ----–-----სთან მოუვიდა შელაპარაკება, რომელმაც მოქაჩა თმებში და კისერზე მოუჭირა ხელი. დაზიანების მიღების შემდეგ დაზარალებულს სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს. ნ------------–----- ასევე განუმარტა, რომ მიყენებული ფიზიკური ზემოქმედების შედეგად ის არ უჩიოდა ტკივილებს დაზიანებულ მიდამოებში.
მოწმის სახით დაკითხვისას თ---------- ლ----------- სასამართლოს უჩვენა, რომ 2019 წლის 18 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მუშაობდა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის პოზიციაზე. საღამოს საათებში დაახლოებით 20:00 საათისთვის მან მიიღო 112-დან შეტყობინება, რომ „სანატორიუმ“ ს----------–--–- ადგილი ჰქონდა მეუღლეებს შორის კონფლიქტს. აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რის შემდეგაც ადგილზე მივიდნენ ოპერატიული ჯგუფის მუშაკები, რომლებიც ჯერ გაესაუბრნენ დაზარალებულს და შემდეგ მოახდინეს ბრალდებულის დაკავება ადგილზევე. ამის შემდეგ მოხდა დაკავებულის გადაყვანა სამმართველოში. მოწმის განმარტებით, მის მიერ მოხდა გ------- კ----–------თვის ბრალდებულის უფლებების განმარტება, მანვე მისცა დავალება ოპერატიულ ჯგუფს ბრალდებულის იზოლატორში გადაყვანის შესახებ. თ---------- ლ----------- გამოკითხა დაზარალებული ნ------------–---- მოწმის სახით, რომელმაც განუმარტა, რომ მისმა მეუღლემ ყელში წაუჭირა ხელი და თმებში მოქაჩა, რის შედეგადაც დაზარალებულს ყელზე ხელის კვალი აღენიშნებოდა. აღნიშნული ჩვენების ფაქტზე თ---------- ლ----------- საჭიროდ ჩათვალა, რომ ჩატარებულიყო სამედიცინო ექსპერტიზა.
მოწმის სახით დაკითხვისას გ------- ა------- სასამართლოს უჩვენა, რომ ის მუშაობს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 18 თებერვალს შემოვლას აწარმოებდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ----- ნ------------ ერთად, რა დროსაც სამმართველოს მორიგემ აცნობა, რომ წყალტუბოში, სანატორიუმ „-----------–------- იყო შემოსული შეტყობინება ოჯახში ძალადობის შესახებ დავასთან დაკავშირებით, კერძოდ, მეუღლეებს შორის დავასთან დაკავშირებით. ზარი განახორციელა შვილმა ლ--- კ----–-----მ, რის შემდეგაც გავიდნენ გამოძახებაზე. გ------- კ----–------ მეუღლემ განაცხადა, რომ მათ შორის მოხდა შელაპარაკება და ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. კისერზე მას ემჩნეოდა პატარა ნაკაწრი, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება. გ------- კ----–-----ც აღიარებდა, რომ მას მოუვიდა მეუღლესთან კონფლიქტი, რის შემდეგაც ის იქნა დაკავებული და გადაყვანილი წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში.
მოწმის სახით დაკითხვისას დ----- ნ-------- სასამართლოს უჩვენა, რომ 2019 წლის თებერვლის თვეში 112-დან შემოვიდა შეტყობინება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. მორიგის მიერ გადაცემულ მისამართზე მივიდნენ ის და მისი კოლეგა გ------- ა------. აღნიშნულ მისამართზე მისვლისას გ------- კ----–----- დახვდათ ოთახში გამათბობელთან დამჯდარი, ხოლო მისი მეუღლე იმყოფებოდა გვერდით ოთახში. ნ------------–----- განმარტებით, ის იმყოფებოდა თბილისში და სახლში დაბრუნება შეაგვიანდა, რის გამოც მეუღლე სწვდა ყელში და ახრჩობდა მას, სწორედ ამის გამო დარეკა მისმა შვილმა 112-ში. მათი მისვლის დროს კონფლიქტი უკვე დასრულებული იყო.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა ნ------------–----- ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმე ნ--- კ----–-----მ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).
ბრალდებულმა გ------- კ----–-----მ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით, ასევე უარი განაცხადა სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი). ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ გ------- კ----–------ მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას ბრალდებულ გ------- კ----–------ უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მისთვის წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
კერძოდ, 2019 წლის 18 თებერვლის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არანაირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა წარდგენილ ბრალდებას. ხოლო თავის მხრივ, დაზარალებულმა ნ------------–----- უარი განაცხადა მისი მეუღლის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ ხსენებული დასკვნა იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნ------------–---- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მაგრამ ეს მტკიცებულება პირდაპირ ვერ ადასტურებს გ------- კ----–------ მიერ ნ------------–----- მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს, რომლის შედეგად ნ-----------–------ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მოცემულ შემთხვევაში ამ ეპიზოდთან დაკავშირებით შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ ვარაუდზე და არა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნულის საწინააღმდეგო, პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გ------- კ----–------ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა.
სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს გ------- კ----–------ ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2019 წლის 18 თებერვალს გ------- კ----–-----მ იძალადა თავის მეუღლეზე - ნ------------–------, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, პირდაპირ მტკიცებულებას გააჩნია მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული გ------- კ----–----- ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე და ვარაუდზე, რომ გ------- კ----–-----მ იძალადა მეუღლეზე და ამ ძალადობის შედეგად ნ------------–----- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ ზემოთ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებულია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გ------- კ----–-----მ იძალადა მეუღლეზე და ძალადობის შედეგად ნ------------–----- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ------- კ----–------ მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ გ------- კ----–------ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ გ------- კ----–------ ბრალეულობაში, რის გამოც, გ------- კ----–----- ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- კ----–----- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
გ------- კ----–------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, ხოლო ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტან პირებს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა ა------ კ----–------ (პ/ნ 5----------), გ---–--------–------ (პ/ნ 5----------), ე-–------ კ----–------ (5----------), ზ--- კ----–------ (პ/ნ 5----------) და ი-----–- კ----–------ (პ/ნ 6----------) თანასაკუთრებაში არსებულ 4001 მ2 მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდი: 2-----------, მდებარეს წყალტუბოს რაიონის სოფელ მ----–--–-.
განემარტოს გ------- კ----–-----ს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ციცინო მოსიძე