გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.10.2019
საქმის ნომერი
040315219003173082
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 040315219003173082

№3/19-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ცაგერი

ც------- რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი ნანა ყვირილიანი

განმცხადებელი - სს „საქართველოს ს----–-–----- ელექტროსისტემა“

წარმომადგენელი - ი--- ფ---------

დაინტერესებული მხარე : გ------- ჯ-----

ლ--- ჯ-----

ტ------– ჯ-----

მ--- ბ--------–----

დავის საგანი - ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება

აღწერილობითი ნაწილი:

1. განმცხადებელი მხარის მოთხოვნა

1.1. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება სს „საქართველოს ს----–-–----- ელექტროსისტემას“ ქვესადრუგი „-–---------- -5--“-ის განთავსების არეალში მოხვედრილ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

 

უძრავი ქონების საკადასტრო კოდი- 8-.1-.2-.1----აექსპროპრიაციო უძრავი ქონება-მიწის ნაკვეთი-1507კვ.მ, მესაკუთრეები: გ------- ჯ----- (პ/ნ-----------), ლ--- ჯ----- (პ/ნ 4----------), მ--- ბ--------–---- ( პ/ნ 4----------) და ტ------– ჯ----- (პ/მ 4----------)

ამასთან „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად

 

1.2. თავის მოთხოვნას განმცხადებელი მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, სა---------–---------------------------------------------------------------------------------------------------------------–-----------------------------------------------------------აქართველოს ს----–-–----- ე---------------“ ახორციელებს 5-- კვ ქვესადგურის „-–---------- 5--“-ის მშენებლობას, აღნიშნული ქვესადგურის მშენებლობა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 08 დეკემბრის N---- განკარგულებით და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის N---1/5-- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან განვითარების გეგმის“ შემადგენელ ნაწილს .

 

განმცხადებელი აღნიშნავს , რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება აუცილებელია რ----ლ--------- და ქ----- ს-------- რეგიონში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოტანისა და შესაბამისად ელექტრონულ ქსელში მათი ინტეგრაციისათვის. ზემოთხსენებული ქვესადგურის მშენებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის ელექტრომომარაგების სტაბილურობას, უსაფრთხოებას და აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას. ამდენად ქვესადგური „-–---------- 5--„ წარმოადგენს სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვის მქონე ენერგეტიკულ ობიექტს, რომლის წარმატებით განხორციელებაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის.

 

ტერიტორიაზე, რომელზეც უნდა განთავსდეს ქვესადგური „-–---------- 5--“ ხვდება ცალკეული მოქალაქეების საკუთრებაში (თანასაკუთრებაში) არსებული მიწის ნაკვეთი .

 

აღნიშნულიდან გამომდინარე პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი გახდა ც------- მუნიციპალიტეტის სოფელ ა-–----–- მდებარე გ------- ჯ------ (პ/ნ-----------), ლ--- ჯ------ (პ/ნ 4----------), მ--- ბ--------–----ს ( პ/ნ 4----------) და ტ------– ჯ------ (პ/მ 4----------) თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი- 8-.1-.2-.1----აექსპროპრიაციო უძრავი ქონება- მიწის ნაკვეთი -1507კვ.მ) და მასზე განთავსებული ნარგავების გამოსყიდვა საკომპენსაციო ღირებულების სანაცვლოდ, რომელიც სსიპ „ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–------------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად განისაზღვრა 3 315 (სამი ათას სამას თხუთმეტი) ლარით .

 

ზემოთ აღნიშნული საჭიროებიდან გამომდინარე, სს „საქართველოს ს----–-–----- ე----------------“ მიერ თანამესაკუთრეების მიმართ გატარებულ იქნა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული ყველა ღონისძიება, კერძოდ სს ,,საქართველოს ს----–-–----- ე-–-----------------" ხარჯებით სსიპ „ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–-----------“ მიერ შეფასდა უძრავი ქონება, რის შემდეგადაც გაიმართა მოლაპარაკება უძრავი ქონების თანამესაკუთრეებთან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

 

თანამესაკუთრეებს წერილობით მიეცათ წინადადება, სადაც განმარტებული იყო როგორც კომპენსაციის ოდენობა, ასევე ქონების შეძენისა და კომპენსაციის გაცემის წესი. თანამესაკუთრეების მიერ უძრავი ქონების გამოსყიდვაზე არ იქნა გაცხადებული თანხმობა, რის გამოც საქართველოს ს----–-–----- ელექტროსისტემამ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში არსებული საფუძვლით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ზემოთ ხსენებული მესაკუთრეების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სს „საქართველოს ს----–-–----- ე----------------თვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე .

 

აღნიშნულია ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საკითხის გამოკვლევის შედეგად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცემულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 12 აგვისტოს N1--------რძანება, რომლითაც ქვესადგური „-–---------- 5--“-ის მშენებლობისათვის განისაზღვრა ექსპროპრიაციის გარდაუვალობის საკითხი და ექსპროპრიაციის განმახორციელებელ სუბიექტად ცნობილი იქნა - სს “საქართველოს ს----–-–----- ელექტროსისტემა“ .

 

ზემოთაღნიშნული ბრძანების გამოქვეყნების შემდგომ - „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ექსპროპრიატორის (სსე) მიერ უზრუნველყოფილი იქნა თანამესაკუთრეების ინფორმირება პრესაში შესაბამისი განცხადების გამოქვეყნების გზით.

 

განმცხადებლის განმარტებით ვინაიდან ზემოთაღნიშნული ბრძანებით დადგენილი იქნა ხსენებული ქვესადგურის მშენებლობის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება და ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება, განმცხადებელმა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების მიღების მიზნით მომართა სასამართლოს და ითხოვა

ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება სს “საქართველოს ს----–-–----- ელექტროსისტემას“ ქვესადგურ „-–---------- -5--“-ის განთავსების არეალში მოხვედრილ შემდეგ უძრავ ქონებაზე : უძრავი ქონების საკადასტრო კოდი- 8-.1-.2-.1----აექსპროპრიაციო უძრავი ქონება- მიწის ნაკვეთი -1507კვ.მ, მესაკუთრეები: გ------- ჯ----- (პ/ნ-----------), ლ--- ჯ----- (პ/ნ 4----------), მ--- ბ--------–---- ( პ/ნ 4----------) და ტ------– ჯ----- (პ/მ 4----------), ამასთან „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ითხოვა გადაწყვეტილების მიქცევა დაუყონებლივ აღსასრულებლად .

 

2.დაინტერესებული პირის პოზიცია

 

2.1.დაინტერესებული პირის, ტ------– ჯ------ განმარტებით ის და მისი ოჯახი ირიცხებიან სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან მონაცემთა ბაზაში, მათ საკუთრებას წარმოადგენს მხოლოდ ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთი და რომ სხვა ალტერნატიული მიწის ნაკვეთი მათ არ გააჩნიათ. დაინტერესებულმა მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებაზე არ ცნეს, ამასთან სასამართლო სხდომაზე აღნიშნეს, რომ აცნობიერებენ ს----–-–-----ებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხს, მაგრამ მათთვის მიუღებელია ის შეთავაზება, რაც ჩამოსართმევი ქონების კომპენსაციის ოდენობას უკავშირდება.

 

მიაჩნიათ, რომ სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–-----------------“ მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით სარწმუნოდ არ დასტურდება მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულება, ფიქრობენ რომ ექსპერტის მიერ სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი ნაკვეთისა და მასზე არსებული ხე-მცენარეების (ნარგავების) რაოდენობა და მდგომარეობა, რამაც განაპირობა შეუსაბამოდ დაბალი საბაზრო ღირებულების დადგენა.

 

დაინტერესებულმა მხარემ აგრეთვე წარმოადგინა შ---------------------–--------- მიერ 2019 წლის 24 სექტემბერს გაცემული N------ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა რაზე დაყრდნობითაც ის ამყარებს თავის პოზიციას .

 

რაც შეეხება განმცხადებლის ინიციატივით ჩატარებულ აუდიტის დასკვნას, რომლითაც განხორციელდა მოპასუხის საკუთრების შეფასება, დაინტერესებული მხარის განმარტებით ის არ შესაბამისი ქონების რეალურ ღირებულებას, რის გამოც ტ------– ჯ----- ფიქრობს სარჩელის აღძვრას, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით .

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, სა---------–---------------------------------------------------------------------------------------------------------------–-----------------------------------------------------------აქართველოს ს----–-–----- ე---------------“ (შემდგომში „სსე“) ახორციელებს 5-- კვ ქვესადგურის „-–---------- 5--“-ის მშენებლობას, აღნიშნული ქვესადგურის მშენებლობა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 08 დეკემბრის N---- განკარგულებით და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის N---1/5-- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან განვითარების გეგმის“ შემადგენელ ნაწილს .

 

აღნიშნული პროექტის განხორციელება აუცილებელია რ----ლ--------- და ქ----- ს-------- რეგიონში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოტანისა და შესაბამისად ელექტრონულ ქსელში მათი ინტეგრაციისათვის. ზემოთხსენებული ქვესადგურის მშენებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის ელექტრომომარაგების სტაბილურობას, უსაფრთხოებას და აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას. ამდენად ქვესადგური „-–---------- 5-- „ წარმოადგენს ს----–-–-----ებრივი და სოციალური დატვირთვის მქონე ენერგეტიკულ ობიექტს, რომლის წარმატებით განხორციელებაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საქართველოს ე---------------- პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 12.08.2019 წ. N1--------რძანება

– ქ/ს „-–---------- 5--“ სიტუაციური გეგმა , ცალხაზოვანი სქემა , ორთოფოტო

– მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. სს „საქართველოს ს----–-–----- ე----------------“ მიერ თანამესაკუთრეების მიმართ გატარებულ იქნა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული ყველა ღონისძიება, კერძოდ სს საქართველოს ს----–-–----- ე-–----------------- ხარჯებით სსიპ „ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–-----------“ მიერ შეფასდა უძრავი ქონება, რის შემდეგადაც გაიმართა მოლაპარაკება უძრავი ქონების თანამესაკუთრეებთან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

თანამესაკუთრეებს წერილობით მიეცათ წინადადება, სადაც განმარტებული იყო როგორც კომპენსაციის ოდენობა, ასევე ქონების შეძენისა და კომპენსაციის გაცემის წესი. თანამესაკუთრეების მიერ უძრავი ქონების გამოსყიდვაზე არ იქნა გაცხადებული თანხმობა, რის გამოც საქართველოს ს----–-–----- ელექტროსისტემამ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში არსებული საფუძვლით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ზემოთ ხსენებული მესაკუთრეების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სს „საქართველოს ს----–-–----- ე----------------თვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– სსიპ „ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–-----------“ სასაქონლო ექსპერტიზის N--------- დასკვნა

– სს ,,საქართველოს ს----–-–----- ე-–-----------------“ წერილი N-------

_ ქონების მესაკუთრეებთან 2019 წლის 11 აპრილის მოლაპარაკების ოქმი

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. საქმის მასალებში წარმოდგენილი, საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დასტურდება, რომ ქვესადგური „-–---------- 5--“-ის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული უძრავი ქონების ( საკადასტრო კოდი- 8-.1-.2-.1----აექსპროპრიაციო უძრავი ქონება- მიწის ნაკვეთი -1507კვ.მ ) მესაკუთრეები არიან : გ------- ჯ----- (პ/ნ-----------), ლ--- ჯ----- (პ/ნ 4----------), მ--- ბ--------–---- ( პ/ნ 4----------) და ტ------– ჯ----- (პ/მ 4----------),სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– 2019 წლის 21 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერი;

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. 2019 წლის 04 სექტემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,საქართველოს ს----–-–----- ელექტროსისტემამ“ და მოითხოვა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება, ქვესადგური „-–---------- 5--“-ის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ, ც------- მუნიციპალიტეტის სოფელ ა-–----–- მდებარე ს/კ 8-.1-.2-.1-- მიწის ნაკვეთზე , ასევე ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების მიქცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– სს ,,საქართველოს ს----–-–----- ე-–-----------------“ განცხადება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებელმა მხარემ დაადასტურა განცხადების საფუძვლიანობა და ის უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც განცხადება შეესაბამება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონს და საქართველოს კონსტიტუციას, წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

-ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 04 ნოემბრის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი.

-საქართველოს კონსტიტუცია.

-საქართველოს კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1.სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.

 

საკუთრების როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას ს----–-–-----ს გაუმართლებელი ჩარევისაგან. თუმცა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიც ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაზღვრულია, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.

 

საკუთრებითი წესრიგის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესები კონსტიტუციამ იმგვარად დააბალანსა, რომ ინტერესთა კონფლიქტის ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება და უკიდურეს შემთხვევაში, მესაკუთრემ საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა ითმინოს. თუმცა ხაზგასასმელია, რომ კონსტიტუციამ ამ კონფლიქტის გადაწყვეტა კანონმდებელს კი არ მიანდო, არამედ თავად გადაწყვიტა 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, რომელთა თანახმად, საკუთრებაში ს----–-–-----ს ჩარევა შეზღუდვის ან ჩამორთმევის სახით შეიძლება მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დასაშვებია: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით და სათანადო ანაზღაურებით; 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა და მე-3 პუნქტით დაშვებული საკუთრების ჩამორთმევა წარმოადგენენ პირველი პუნქტით დადგენილ საკუთრების გარანტიაში ჩარევას, მაგრამ ისინი თავისი შინაარსით პრინციპულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. უმნიშვნელოვანესი სხვაობა ჩარევის ამ ორ ფორმას შორის არის ის, რომ არსებობს განსხვავებული მოთხოვნები მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებისათვის.

 

მაშასადამე, საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაბუთების ფორმალურ-იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს: ა) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევების კანონით გათვალისწინება; ბ) შეზღუდვის წესის კანონით დადგენა.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების კონკრეტული რეგლამენტაციის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ კანონმდებელს.

სწორედ მისი გადასაწყვეტია, თუ რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ის შესაბამის დასკვნებს აკეთებს ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებებისა და მიზნების საფუძველზე.

 

საკუთრების უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის მიერ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების განსაზღვრის დიაპაზონი გაცილებით ფართოა. ამ დროს კანონმდებლის მიერ, პირველ რიგში, მხედველობაში მიიღება საკუთრების მიერ შესასრულებელი ფუნქცია. რაც უფრო მეტად არის საზოგადოება, მისი ნორმალური არსებობა და განვითარება სხვის საკუთრებაზე დამოკიდებული, კანონმდებელს მით მეტი უფლებამოსილება აქვს საკუთრების უფლების შეზღუდვის სფეროში.

 

6.3. საკუთრების ჩამორთმევისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში.

ექსპროპრიაციად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჩამორთმევა, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულად დააკმაყოფილებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

საკუთრების ჩამორთმევისას, კანონმდებელი პირის საკუთრების მიმართ მოქმედებს ინდივიდუალურად, მიზანმიმართულად, ანუ განსაზღვრული საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კონკრეტული პირის (პირების) საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპროპიაციის უფლება შეიძლება შეეხოს, როგორც პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მთლიანად ასევე მის ნაწილს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი უცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.

 

6.4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჩამორთმევისას აუცილებელი პირობაა შესაბამისი ანაზღაურება. მართალია, საზოგადოებრივი საჭიროების გამო, მესაკუთრის შეზღუდვა გამართლებულია, მაგრამ ეს შეზღუდვა ზომაზე მეტად იწვევს პირის საკუთრების უფლებაში ჩარევას. ასეთ დროს შეზღუდვის გაწონასწორების მიზნით, სახელმწიფოსთვის ფულადი ვალდებულების დაკისრება ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა.

 

დასახელებული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი აღიარებს რა ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაზე, იმავდროულად, ითვალისწინებს საკუთრებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობასაც. კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ „წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად“.

 

ევროპული სასამართლოც, თავის გადაწყვეტილებებში ითვალისწინებს რა თითოეული სახელმწიფოს ასეთ შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ფართო მიხედულების ზღვრით უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, პატივს სცემს კანონმდებლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო ინტერესით არის განპირობებული და აშკარა, გონივრულ საფუძველს არ არის მოკლებული.

 

6.5. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განმარტებულია ექსპროპრიაციის დეფინიცია, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერად უფლებას სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით. ამასთან, განსაზღვრულია, რომ ექსპროპრიაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევას, ჩამორთმეული ქონების კომპენსაციით, ხოლო კომპენსაცია განმარტებულია, როგორც მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სათანადო საკომპენსაციო თანხის გადახდა ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემა.

 

აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს - განისაზღვროს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. რაც შესაბამისად ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე კანონის მეორე მუხლით დადგენილია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება იმ სამუშაოების წარმოების მიზნით როგორიცაა ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობა, რაც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული კანონის თანახმად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს.

 

6.6. უდავოდ დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, სა---------–---------------------------------------------------------------------------------------------------------------–-----------------------------------------------------------აქართველოს ს----–-–----- ე---------------“ ახორციელებს 5-- კვ ქვესადგურის „-–---------- 5--“-ის მშენებლობას, აღნიშნული ქვესადგურის მშენებლობა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 08 დეკემბრის N---- განკარგულებით და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის N---1/5-- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან განვითარების გეგმის“ შემადგენელ ნაწილს .

 

პროექტის განხორციელება აუცილებელია რ----ლ--------- და ქ----- ს-------- რეგიონში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოტანისა და შესაბამისად ელექტრონულ ქსელში მათი ინტეგრაციისათვის. ზემოთხსენებული ქვესადგურის მშენებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის ელექტრომომარაგების სტაბილურობას, უსაფრთხოებას და აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას. ამდენად ქვესადგური „-–---------- 5--„ წარმოადგენს ს----–-–-----ებრივი და სოციალური დატვირთვის მქონე ენერგეტიკულ ობიექტს, რომლის წარმატებით განხორციელებაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საქართველოს ე---------------- პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის.

 

სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–-----------------“ მიერ დამუშავდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომლითაც გათვალისწინებული იქნა ქვესადგური „-–---------- 5--“ მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი უძრავი ქონების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. აუდიტ-ექსპერტის მიერ შედგენილი შეფასებითი დოკუმენტაციის საფუძველზე დადგინდა მესაკუთრეების მიმართ შესაბამისი საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება.

 

პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი გახდა ც------- მუნიციპალიტეტის სოფელ ა-–----–- მდებარე გ------- ჯ------ (პ/ნ-----------), ლ--- ჯ------ (პ/ნ 4----------), მ--- ბ--------–----ს ( პ/ნ 4----------) და ტ------– ჯ------ (პ/მ 4----------) თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი- 8-.1-.2-.1----აექსპროპრიაციო უძრავი ქონება- მიწის ნაკვეთი -1507კვ.მ) გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რასთან დაკავშირებითაც გადაწყდა, ქონების მესაკუთრესთან შეთანხმება, ამ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, თუმცა საკუთრების გამოსყიდვის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

 

სასამართლო იზიარებს განმცხადებელი მხარის მოსაზრებას, რომ პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მის წარმატებით განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის, ასევე, პროექტის პარალელურად მიმდინარე ჰესების მშენებლობის პროექტების სრულყოფილი შესრულებისა და სადგურების ქსელთან მიერთების კუთხით, იგი მნიშვნელოვანი და მასშტაბურია, რაც ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას და რაც შესაბამისი კანონით არის დადგენილი და უზრუნველყოფილი.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად სასამართლოს მიიჩნია, რომ განცხადება ექსპროპრიაციის მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით, ამდენად, სს ,,საქართველოს ს----–-–----- ელექტროსისტემას“ უნდა მიენიჭოს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება, ც------- მუნიციპალიტეტის სოფელ ა-–----–- გ------- ჯ------ (პ/ნ-----------), ლ--- ჯ------ (პ/ნ 4----------), მ--- ბ--------–----ს ( პ/ნ 4----------) და ტ------– ჯ------ (პ/მ 4----------) თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი- 8-.1-.2-.1-- საექსპროპრიაციო უძრავი ქონება- მიწის ნაკვეთი -1507კვ.მ)

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია, ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები. კერძოდ, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით.

 

მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო განმარტავს, რომ სათანადო კომპენსაციის გადახდა წარმოადგენს არა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდგომ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მითითებული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ქონების მესაკუთრესთან საკომპენსაციო თანხის და გადახდის წესის შესახებ წინასწარ შეთანხმებას ახორციელებს ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება.

 

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულების და კომპენსაციის შესახებ დავის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქონების საბაზრო ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ სარჩელით მიმართონ სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში სარჩელს თან უნდა დაერთოს სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიჩნევს, რომ სს ,,საქართველოს ს----–-–----- ე-–-----------------“ განცხადება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილია, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლის აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

 

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები. განმცხადებლის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი. შესაბამისად განმცხადებლის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 242-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე, 416-ე, 417-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.სს „საქართველოს ს----–-–----- ე-–-----------------“ განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

 

2.სს ,,საქართველოს ს----–-–----- ელექტროსისტემას“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, უფლება, ც------- მუნიციპალიტეტის სოფელ ა-–----–- გ------- ჯ------ (პ/ნ-----------), ლ--- ჯ------ (პ/ნ 4----------), მ--- ბ--------–----ს ( პ/ნ 4----------) და ტ------– ჯ------ (პ/მ 4----------) თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი- 8-.1-.2-.1-- საექსპროპრიაციო უძრავი ქონება- მიწის ნაკვეთი -1507კვ.მ)

 

3.მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

 

4.გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

5.დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის გადაცემიდან, 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით/მისამართი: ქ. ცაგერი, ლ. ასათიანის N14

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ცაგერი, ლ. ასათიანის N14

 

მოსამართლე: ნანა ჯანხოთელი