გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.10.2019
საქმის ნომერი
330310019003165689
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6758-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგი-

მოსამართლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედი-ნი

მოსარჩელე - გი- მე------–---–ი

წარმომადგენელი - შა-–-- ქუ------ე

მოპასუხე - სსიპ სოცი-ლური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - სი---- ბე------–---–ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოცი-ლური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 6 აგვისტოს №0------- წერილობითი მიმართვა გი- მე------–---–ისთვის, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრისთვის, დარჩენილი უფლებამოსილების ვადის შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოცი-ლური მომსახურების სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც გი- მე------–---–ს დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცი- 6 წლისა და 9 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 6000 ლარის ოდენობით;

 

2. მოპასუხის პოზიცი-

 

მოპასუხე - სსიპ სოცი-ლური მომსახურების სააგენტო წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის განმარტებით სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელე გი- მე------–---–ი 1996 წლის 07 ივნისიდან დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ხოლო 1999 წლის 22 სექტემბერს მას, პირადი განცხადების საფუძველზე, შეუწყდა უფლებამოსილება.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადამი-ნური რესურსების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 08 დეკემბრის ცნობა (ს.ფ. 23);

- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1996 წლის 7 ივნისის N- დადგენილება (ს.ფ. 57);

- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 1996 წლის 24 ივლისის ბრძანება (ს.ფ. 58);

- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რიგგარეშე 23-ე პლენუმის 1999 წლის 22 სექტემბრის დადგენილება (ს.ფ. 59);

- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 1999 წლის 04 ოქტომბრის N1-- ბრძანება (ს.ფ. 60);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.2. 2019 წლის 26 ივლისს, გი- მე------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოცი-ლური მომსახურების სააგენტოს, მისთვის, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრისთვის, დარჩენილი 6 წლისა და 9 თვის უფლებამოსილების ვადით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, რაზეც სსიპ სოცი-ლური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 06 აგვისტოს N0------- წერილით ეთქვა უარი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- გი- მე------–---–ის 2019 წლის 26 ივლისის განცხადება (ს.ფ. 18-21);

- სსიპ სოცი-ლური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო გსაცემლების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 06 აგვისტოს N0------- წერილობითი უარი (ს.ფ. 22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გი- მე------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცი-, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებული- თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება.

 

ადამი-ნის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლი-ნობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლი-ნი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ სოცი-ლური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 06 აგვისტოს N0------- წერილობით უარს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ, სადავოდ ქცეული წერილობითი უარი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა მოთხოვნით. ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე - გი- მე------–---–ის მოთხოვნა მისთვის კომპენსაციის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესებისა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე საკონსტიტუციო სამართალწარმოების და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმი-ნობის სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-183 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესებიდან არანაკლებ 3 წლის შემდეგ პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება, ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცი- საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შესაბამისი ხელფასის სრული ოდენობით, იმ ვადით, რომელშიც მას უნდა განეხორციელებინა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება. ეს კომპენსაცი- დანამატის შენარჩუნებით იცვლება საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი წევრის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ცვლილების შესაბამისად, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კომპენსაცი- გადაანგარიშდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის შესაბამისად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მითითებული ნორმა ცვლილების სახით იქნა შეტანილი 2018 წლის 21 ივლისს და ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ N3265-რს ორგანული კანონის მე-3 მუხლით დადგენილი- მითითებული კანონის ძალაში შესვლის დრო, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტს. შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცი დაიდო 2018 წლის 16 დეკემბერს, მითითებული ცვლილება ძალაში შევიდა სწორედ აღნიშნულ დღეს. ამასთან, მითითებული კანონით, განხორციელებულ ცვლილებებს უკუძალა არ მინიჭები-.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიული აქტი ადგენს კონკრეტული სახის სამართლებრივი ურთიერთობის ზოგად წესს, რომელიც პირთა განუსაზღვრელ წრეზე ვრცელდება და არაერთჯერადი, მუდმივი გამოყენების დანიშნულება აქვს. ამასთან, ნორმატიული აქტი, სამართალში აღი-რებული ზოგადი პრინციპის მიხედვით სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მისი მიღების შემდგომ წარმოშობილი ან მის ამოქმედებამდე წარმოშობილი, მაგრამ დენადი სამართლებრივ ურთიერთობების მიმართ და მას უკუქცევითი ძალა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გააჩნი-, რისი მიზანიც არის სამართლებრივ ურთიერთობათა სტაბილურობისა და სამართლებრივი სიცხადის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ნორმატიული აქტის მიღებამდე დასრულებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე ნორმის გავრცელება მხოლოდ იმ შემთხვევაში- შესაძლებელი, თუ შესაბამისი ნორმატიული აქტი მას უკუქცევით ძალას ანიჭებს. ამასთან, ნორმის მიღებამდე დასრულებული სამართლებრივი ურთიერთობა უნდა განსხვავდეს ნორმის მიღებამდე დაწყებული და დენადი სამართლებრივი ურთიერთობისაგან, რომელიც შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი ახალ ნორმასთან და ეს კანონის უკუძალად არ ჩაითვლება, განსხვავებით ნორმის მიღებამდე დასრულებული სამართლებრივი ურთიერთობისაგან, რომელზეც ახალი ნორმის შეფარდება მისთვის უკუძალის მინიჭებას გულისხმობს.

 

სასამართლო მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი- და მხარეებს სადავოდ არ გაუხდი-თ ის გარემოება, რომ მოსარჩელე გი- მე------–---–ი 1996 წლის 07 ივნისიდან დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ხოლო 1999 წლის 22 სექტემბერს მას, პირადი განცხადების საფუძველზე, შეუწყდა უფლებამოსილება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილი-, რომ 2019 წლის 26 ივლისს გი- მე------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოცი-ლური მომსახურების სააგენტოს, მისთვის, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრისთვის, დარჩენილი 6 წლისა და 9 თვის უფლებამოსილების ვადით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2018 წლის 21 ივლისის N3265-რს ორგანული კანონის საფუძველზე, რაზეც სსიპ სოცი-ლური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 06 აგვისტოს N0------- წერილით ეთქვა უარი.

 

ამრიგად, მოსარჩელე გი- მე------–---–ს, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე ეთქვა უარი იმ პირობებში, როდესაც მისი, როგორც მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები დასრულდა 1999 წლის 22 სექტემბერს, ხოლო ნორმა, რომლის საფუძველზეც მან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა მოითხოვა ამოქმედდა 2018 წლის 16 დეკემბერს და იმავე საკანონმდებლო აქტით მას უკუძალა არ მინიჭები-.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებული- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი-, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეული- მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზი-ნს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეული- მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზი-ნს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადგილი არა აქვს ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არსებითად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო გადაწყვეტილება, სასამართლო თვლის, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ და ,,უ” ქვეპუნქტების თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არი-ნ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებული- სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გი- მე------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები განთავისუფლებულნი არი-ნ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით წერეთელი