განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
140100119003201330
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100119003201330

საქმე #1/463-19 (011080819004)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ია მ-------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ზ------ კ----------–---–- (დაბადებული 1----–-–--------------, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: გ-------–-----------------–--–---------)

 

ადვოკატი - ქ------- გ-------

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი და 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილები

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 8 აგვისტოს, შუადღით, ზ------ კ----------–---–მა გორში, გორის რაიონის სოფელ ხელთუბანსა და ქარელის რაიონის სოფელ რუისში იმგზავრა ა---------– ა------–---–ის კუთვნილი ტაქსით, რის შემდეგაც არ გადაიხადა მგზავრობის საფასური. საფასურის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ზ------ კ----------–---–- გორში, სტალინის გამზირზე, ხმოვანი პისტოლეტის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა---------– ა------–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამასთან, დაზარალებულს მიადგა 40 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელბის საფუძვლიანი შიში, აგრეთვე - ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობის) ნიშნები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ზ------ კ----------–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ა---------– ა------–---–ის, ლ-–- გ-----–---–ის, ბ---- გ------–---–ის, გ------- კ----------–---–-ს გამოკითხვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ჩხრეკის, ამოცნობის ოქმებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ზ------ კ----------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო ბრალდების ნაწილში პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მუქარა იარაღის გამოყენებით;

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 და 531-ე მუხლის მე-2 ნაწილების შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ზ------ კ----------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებასა და მტკიცებულებების უდავოდ ცნობას. ბრალდებულმა დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი და მას პრეტენზია არ გააჩნია. არის სოციალურად დაუცველი. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალად შერაცხული ქმედებების გარემოებებს - ზ------ კ----------–---–მა ჩაიდინა თვისობრივად სხვადასხვა დანაშაულთა ერთობლიობა და მუქარის დროს გამოიყენა სასტარტო იარაღი, რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა;

 

5.2 ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის აუცილებელი ზ------ კ----------–---–-ს საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ აუცილებელია მის ქცევაზე გარკვეული ვადით შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ------ კ----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს:

 

- სსკ-ის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

- სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის შედეგად ზ------ კ----------–---–ს საბოლოოდ განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2019 წლის 8 აგვისტოდან 1 ოქტომბრის ჩათვლით;

 

მსჯავრდებულ ზ------ კ----------–---–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს;

 

ნივთიერი მტკიცებულება - ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, მიკრონაწილაკები, სუნისა და ანაწმენდის ნიმუშები - განადგურდეს, ხოლო - ხმოვანი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნა - გადაეცეს შსს-ს შეიარაღების შესაბამის სამსახურს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით..

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი