განაჩენი

სისხლის სამართლის 18.10.2019
საქმის ნომერი
340100119003195039
დავის ტიპი
126 1
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003195039

№1/178-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის შალვა ნიკვაშვილის

ბრალდებულ - ზ---- დ---–----–---–ის

ადვოკატ - მ-----–- ღ---–--ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)

 

ბრალდებული: ზ---- დ---–----–---–ი

მამის სახელი: ი-----

დაბადებული: 1----–-–----------------

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: გ-----------------–----–----------------–------–---

ფაქტობრივად მცხოვრები: გ-----------------–----–----------------–------–---

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

კვალიფიკაცია: ზ---- დ---–----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ

1. ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით 17:40 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---–--ში, საუბნო გზაზე, ზ---- დ---–----–---–მა ურთიერთშელაპარაკებისას სახისა და ტანის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი ვ------- შ----------–-–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---–--ში, საუბნო გზაზე, ზ---- დ---–----–---–მა კონფლიქტის დროს, სხეულზე მუშტების მრავალჯერადი დარტყმით სცემა და ყელში ხელი მოუჭირა გ--------- ს-----–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ზ---- დ---–----–---–ს, 2019 წლის 15 აგვისტოს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

1. 2019 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით 17:40 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---–--ში, საუბნო გზაზე, ზ---- დ---–----–---–მა ურთიერთშელაპარაკებისას სახისა და ტანის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი ვ------- შ----------–-–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

2. 2019 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---–--ში, საუბნო გზაზე, ზ---- დ---–----–---–მა კონფლიქტის დროს, სხეულზე მუშტების მრავალჯერადი დარტყმით სცემა და ყელში ხელი მოუჭირა გ--------- ს-----–---–ს, ელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

1. ცემა ან ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

(ვ------- შ----------–-–---–ის ეპიზოდი)

 

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულის - ვ------- შ----------–-–---–ის, მოწმეების - ზ------ შ----–---–ის, გ--------- ს-----–---–ის, მ------ ს-----–---–ის, მ------ კ-------ის, მ------- დ---–----–---–ის, ბ----- ს-----–---–ის, ნ---- ს-----–---–ის, მ----- ჯ---–---–ის, თ------ ს-----–---–ის, ქ------- ს------–---–ის, ნ--- ჯ-------–---–ის, თავად ბრალდებულ ზ---- დ---–----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზ---- დ---–----–---–მა სახისა და ტანის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი ვ------- შ----------–-–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს.

 

სხვაგვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერადი ძალმომრეობის აქტში. როგორიც შეიძლება იყოს ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა.

 

მათ შორის შეგვიძლია განვიხილოთ ზ---- დ---–----–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება - მუშტის მრავალჯერადი დარტყმა სახისა და ტანის არეში.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზ---- დ---–----–---–მა ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. (ვ------- შ----------–-–---–ის ეპიზოდი)

 

2. ცემა ან ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

(გ--------- ს-----–---–ის ეპიზოდი)

 

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულის - გ--------- ს-----–---–ის, მოწმეების - ზ------ შ----–---–ის, ვ------- შ----------–-–---–ის, მ------ ს-----–---–ის, მ------ კ-------ის, მ------- დ---–----–---–ის, ბ----- ს-----–---–ის, ნ---- ს-----–---–ის, მ----- ჯ---–---–ის, თ------ ს-----–---–ის, ქ------- ს------–---–ის, ნ--- ჯ-------–---–ის, თავად ბრალდებულ ზ---- დ---–----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზ---- დ---–----–---–მა სხეულზე მუშტების მრავალჯერადი დარტყმით სცემა და ყელში ხელი მოუჭირა გ--------- ს-----–---–ს, ელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად

 

ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს.

 

სხვაგვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერადი ძალმომრეობის აქტში. როგორიც შეიძლება იყოს ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა.

 

მათ შორის შეგვიძლია განვიხილოთ ზ---- დ---–----–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება - მუშტის მრავალჯერადი დარტყმა სხეულის არეში, ყელში ხელის მოჭერა.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზ---- დ---–----–---–მა ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. (გ--------- ს-----–---–ის ეპიზოდი)

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---- დ---–----–---–მა ჩაიდინა:

1. ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ვ------- შ----------–-–---–ის ეპიზოდი)

2. ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (გ--------- ს-----–---–ის ეპიზოდი)

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ზ---- დ---–----–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ზ---- დ---–----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ზ---- დ---–----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

ზ---- დ---–----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ზ---- დ---–----–---–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჩადენილია ანალოგიური ხასიათის დანაშაულის ორი ეპიზოდი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---- დ---–----–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელის ეფექტური სახე.

 

გარდა ამისა, ზ---- დ---–----–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან. ზ---- დ---–----–---–ი ამ ეტაპისთვის ნასამართლევი არ არის არცერთი კატეგორიის დანაშაულისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ზ---- დ---–----–---–ის მიმართ სასჯელის სახედ გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვლება პირობით მსჯავრად.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ზ---- დ---–----–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო - 2000 (ორი ათასი) ლარი.

 

ამავე სასამართლოს 2019 წლის 23 აგვისტოს განჩინებით ზ---- დ---–----–---–ის (პირადი N1----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მ------- დ---–----–---–ის (პირადი N-----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონი, სოფელი კ---–--ი, საკადასტრო კოდი №------------ ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი 1058.00 კვ. მ, ნაკვეთის წინა ნომერი:-------------, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1, შენობა- ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 211.10 საბაზრო ღირებულება შეადგენს 7000 (შვიდი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.

 

საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია ავტომანქანა - ვაზ-21011, სახელმწიფო ნომრით T--------, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს შენობის ეზოში, რაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდე მესაკუთრეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ---- დ---–----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ვ-------ი შ----------–-–---–ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

ზ---- დ---–----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გ--------- ს-----–---–ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, ზ---- დ---–----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ზ---- დ---–----–---–ის (პირადი N1----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით მ------- დ---–----–---–ის (პირადი N-----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონი, სოფელი კ---–--ი, საკადასტრო კოდი №------------ ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი 1058.00 კვ. მ, ნაკვეთის წინა ნომერი:-------------, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1, შენობა- ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 211.10 საბაზრო ღირებულება შეადგენს 7000 (შვიდი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აგვისტოს განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა ვაზ-21011, სახელმწიფო ნომრით T--------, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს ეზოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი