განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-34-19
(№012031218002)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: ანი ხუბეჯაშვილი,დაცვის მხარე:
ბრალდებული: თ---------------–---–ი, დაბადებული 1----–-–--------------ს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.რუსთავი, თ---------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ.რუსთავი, ტ------------;
ადვოკატი: კახაბერ შინჯიაშვილი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
რუსათავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 მაისის განაჩენით თ---------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტზე.
თ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
- საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ თ---------------–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით და ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით. თ---------------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2012 წლის 02 დეკემბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით ცვლილება შევიდა რუსათავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 მაისის განაჩენში და თ---------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტზე.
თ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
- საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნულმა სასჯელმა 5 წელი თ/აღკვეთა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი ჯარიმა - 1500 ლარის ოდენობით და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ თ---------------–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
თ---------------–---–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 1 დეკემბერს.
2018 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ.რუსთავში, თ----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თ---------------–---–მა მიაკითხა დ-------–-------–---–ს, გაიყვანა კორპუსის ეზოში, სადაც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მუშტი დაარტყა სახის არეში, წააქცია და ფეხები რამოდენიმეჯერ დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას. თ---------------–---–ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად დ-------–-------–---–მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია:
ბრალდებულმა თ---------------–--–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 2 დეკემბერს დაურეკა ს-------------ემ და სთხოვა თ-----------------–--------- ბინაში მისვლა. სახლში იმყოფებოდნენ სამი გოგო და სამი ბიჭი, მათ სუფრა ჰქონდათ გაშლილი და ბიჭებს მისი იქ მისვლა არ ესიამოვნათ. მას კითხეს ვინაობა, ვინ დაურეკა, რატომ არ იცოდნენ თუ მათთან მისვლას აპირებდა, სახლში მყოფები ნასვამები იყვნენ, სამი ბიჭი და სამი გოგო და ალბათ ის ზედმეტი იყო. შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს მისთვის დაერეკათ და მაშინ ესაუბრათ ამაზე, რის შემდეგაც გააგრძელეს დალევა. ერთი-ორი ჭიქის შემდეგ მას უთხრეს, რომ დაბლა ჩასულიყვნენ სადარბაზოში, სადაც დ-----მ უთხრა : „ შენ რამდენჯერ გითხარი ჩვენთვის უნდა გეთქვაო“, შეაგინა და დაარტყა ხელი. ხელის დარტყმის შემდეგ დ-----ს უთხრა, რომ მისთვის ხელი აღარ დაერტყა და სადარბაზოდან გავიდა რადგან გვიანი იყო და ბიჭები ნასვამები ჩანდნენ. ამ დროს გოგოებიც ჩამოვიდნენ, დ-----ს ეუბნებოდნენ, რომ გაჩერებულიყო. სადარბაზოდან გასულს უკან გამოყვა დ----- რაზეც მან უთხრა, რომ : „წადი ბიჭო თავს ნუ გამალახინებ, ხვალ ვილაპარაკოთ“ და კრა ხელი. იქ სხვა რამ არ მომხდარა, იგი სახლში წავიდა. სადარბაზოში დ-----მ რომ დაარტყა, მათ გარდა იმყოფებოდა ს-------------ე და მათი ორი ძმაკაცი. მასაც შეეძლო დ-----სთვის შეურაცხყოფის მიყენება და ხელის დარტყმა, თუმცა ეს არ გააკეთა. სადარბაზოდან გასვლის შემდეგ საუბარი არ გაგრძელებულა. ის სახლისკენ წავიდა და დ----- მას უკან გაყვა, ამ დროს უთხრა, რომ თავი დაენებებინა მისთვის და ხელი კრა, სხვა რა ექნა, კიდევ ხომ არ დაარტყმევინებდა ხელს, დ-----ს ცემა რომ სდომოდა სადარბაზოში კი არა სახლშივე დაარტყამდა ხელს. სადარბაზოდან გარეთ გასულს არავინ დაუნახავს, თუმცა გოგოები ამბობენ, რომ ისინი იყვნენ იქ. თავად ვინ უყურებდათ არ იცის, შეიძლება იყო კიდეც ვინმე. ზემოაღნიშნულის გარდა მას დ-----სთან სხვა შეხება არ ჰქონია. დ-----მ როგორ მიიღო ხელის კვრით ის დაზიანებები, არ იცის, არ დაუნახავს როგორ დაეცა და რა დაიზიანა.
დაზარალებულმა დ-------–-------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას ბრალდებულთან შემთხვევის დღეს კონფლიქტის გარდა არანაირი კავშირი არ ჰქონია და არც საერთო ნაცნობი არ ჰყავთ. 2018 წლის 2 დეკემბერს იმყოფებოდა შ---------------–-–---–ის სახლში მეგობრებთან ერთად, თ-----------------–--------- ბინაში. ქეიფი დაიწყე საღამოს 8-9 საათზე და დილამდე იქ იყვნენ. მასთან ერთად სახლში იმყოფებოდნენ ნ---------------ე, შ---------------–-–---–ი და გ------–-------–---–ი, ასევე ვიღაც გოგო, რომლის სახელიც არ ახსოვს. გვიან, ღამით კარებზე კაკუნი იყო და მათთან თ---------------–---–ი მივიდა რაღაც საქმეზე. ამის შესახებ გ----- იცოდა, თუმცა თავად არა. თ-------ე მალე წავიდა, თუმცა სახლში ყოფნისას გოგოებთან საუბრობდა აგრესიულად რაც მას არ მოეწონა. თ-------ე უკან მალე დაბრუნდა, რის შემდეგაც თავადაც გაყვა. ისინი იმყოფებოდნენ მე-4 სართულზე და პირველზე რომ ჩავიდნენ იქ შეაჩერა მან თ-------ე და მოხდა მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება იმის თაობაზე, თუ რატომ ესაუბრა თ-------ე გოგოებს აგრესიულად. სიტყვა-სიტყვით შელაპარაკება არ ახსოვს, რადგან ძალიან ნასვამი იყო და კონფლიქტის დღიდანაც დიდი დროა გასული. მან თ-------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაარტყა ხელი. თ-------ესთან ერთად იმყოფებოდნენ ბიჭები, რომლებმაც ისინი შეაჩერეს და კვლავ განაგრძეს საუბარი. საუბრისას სადარბაზოდან ეზოში გავიდნენ სათამაშოებთან, რა დოსაც მისი მხრიდან კვლავ განხორციელდა თ-------ეს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც თ-------ემ უკვე ხელის დარტყმით უპასუხა, სახეში დაარტყა, იგი დაეცა და ამის შემდეგ აღარაფერი ახსოვს, გონება დაკარგა. გონება რომ დაკარგა, იმის მერე ფიზიკურად ვერ დაინახავდა ვინ იწევდა მისკენ დასარტყმელად. ძალიან მთვრალი იყო და ძირს დაეცა და ძირს დაცემისას დაარტყა რამე თუ იქამდე, არ იცის. გონზე რომ მოვიდა სასწრაფო იყო მოსული და გადაიყვანეს საავადმყოფოში სადაც ნიკაპზე 4 ნაკერი დაადეს. ბიჭებს რომლებიც იქ იყვნენ, არ იცნობს, არც ის იცის თ-------ეს ახლდნენ თან თუ არა. ისინი უბრალოდ შევიდნენ სადარბაზოში და გააშველეს. საავადმყოფოდან პოლიციელებმა განყოფილებაში გადაიყვანეს ნინოსთან და შორენასთან ერთად. განყოფილებაში იგი თავს ცუდად გრძნობდა, დაკითხვისას მაგიდაზეც კი დაეძინა და შორენამ გააღვიძა, ბევრი არაფერი არ ახსოვს. ერთი დარტმის გარდა მათ შორის არაფერი მომხდარა, დაზიანებაც მხოლოდ სახეზე ჰქონდა და მას ჩვენებაში არ მიუთითებია, რომ სხვადასხვა დაზიანებები ჰქონდა სახეზე. ჩვენების პატარა ტექსტს გაეცნო მხოლოდ სადაც ეწერა, რომ თ---------------–---–მა მიაკითხა მას, ეს ასე არ იყო, არ ეთანხმებოდა ჩვენებას, მაგრამ ბოლოს ხელი მაინც მოაწერა. პირველი ჩვენება გოგოებმა მისცეს, შემდეგ ის დაკითხეს, თუმცა მას არც კითხვები ახსოვს და არც პასუხები. კონფლიქტი რაც ახსოვს სრულად მოყვა. პირველი კონფლიქტიდან მეორე კონფლიქტამდე დაახლოებით 6-7 წუთი იყო გასული. ეზოში ლამპიონები არის თუმცა ხეებია და ცუდად ანათებს. არ იცის იმ ბიჭების არც სახელი და არც გვარები, არც ახსოვს ვინ იყვნენ. გონზე რომ მოვიდა მარტო შორენა და ნინო დაინახა. პირველი შეურაცხყოფა და ჩხუბი მან დაიწყო. ახსოვს, რომ შეურაცხყოფას აყენებდა. კორპუსიდან იმ ადგილამდე სადაც მოხდა კონფლიქტი დაახლოებით 40-50 მეტრია. იმ დღისით არ იცის, არ ახსოვს კონფლიქტზე ვინმეს რამე თუ უთხრა, ბევრი არ ულაპარაკია. ნინო და შორენა კონფლიქტის დროს სახლში დარჩნენ და ისინი ნახა მაშინ როდესაც სასწრაფოს მანქანაში ავიდა. იმის შემდეგ რაც შორენასთან და ნინოსთან გაიარა ეს საკითხი გაუჩნდა სურვილი შეხვედროდა ადვოკატს და გაერკვია ეს საკითხი და ეთქვა სიმართლე. ამ საქმესთან დაკავშირებით არავისთან არანაირი შეხება არ ჰქონია. პოლიციის შენობაში მას არავინ არ დამუქრებია, ჩვენება ბოლომდე არ წაუკითხვას, ფიზიკურად ვერ წაიკითხავდა იმდენი იყო, რაც მიაწოდეს ის წაიკითხა და თქვა, რომ არ ეთანხმებოდა, ხელი მაინც მოაწერა და არც უფიქრია, რომ საქმე აქამდე მივიდოდა. იგი ადასტურებ, რომ იმ ერთი დარტყმის გარდა მასსა და ბრალდებულს შორის სხვა რამ არ მომხდარა.
მას ბრალდებულთან არანაირი პრობლემა არ გააჩნია, პირიქით შემრიგებლური პოზიცია აქვს.
მოწმე შ---------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 2 დეკემბერს საღამოს 9 საათზე მასთან მივიდა მისი მეგობარი დ-----, ს------ და მისი მამიდაშვილი ნ---------------ე. ღამის 4 საათზე გაიგონა კაკუნი და კარი რომ გახსნა, დაინახა თ---------------–---–ი და კიდევ ორი, რომლებსაც არ იცნობს. თ---------------–---–საც არ იცნობდა, თუმცა გაიგო ს-------------ისგან რომელმაც დაურეკა და უთხრა მისულიყო. სამივე შევიდა სახლში, ს------ს დაელაპარაკნენ და შემდეგ გავიდნენ, ცოტახანში ისევ დაბრუნდნენ სახლში და ს------სთან ერთად გავიდნენ, მათ გაყვა დ-----ც. მის სახლში რაზე ისაუბრეს ამას არ შესწრებია, არაფერი არ გაუგია. ს-------------ეს მისთვის არ უთქვამს არაფერი, მასთან არ იყო შეთანხმებული, რომ ეს ადამიანები მივიდოდნენ სახლში. თ---------------–---–ის თანმხლებ პირებს არ იცნობს. ამის შემდეგ დაბლა ჩავიდნენ და ჩხუბის ხმა რომ გაიგო გადაიხედა სადარბაზოს ფანჯრიდან და დაინახა თუ როგორ დაარტყა თ---------------–---–მა დ-----ს სახის არეში და დ----- წაიქცა. ეს მოხდა ღამის საათებში. მისი სახლის ფანჯრები არ იყურება ეზოს წინა მხრეს და ამიტომ გადაიხედა სადარბაზოს ფანჯრიდან. ის სადარბაზოში იდგა ნინოსთან ერთად, ხმაურზე გადაიხედა და დაინახა თ---------------–---–მა რომ დაარტყა დ-----ს სახის არეში და დ-----ც წაიქცა, მანამდეც ესმოდა ხმაური, მაგრამ არ იცის რა ხდებოდა. სიტყვები არ გაუგია, მხოლოდ ხმაურზე გაიხადეს, შემდეგ ის და ნინი შებრუნდნენ სახლში, მობილური აიღეს და ჩავიდნენ დაბლა. ნინომ მისი საკონტაქტო ნომრიდან დარეკა 112-ში. ეს ყველაფერი მოხდა მისი სახლის ეზოში, სიბნელე იყო, ისეთი სიბნელე არაა რომ ვერ გაერჩია და იცნო თ-------ე. მან მესამე სართულიდან გადაიხედა. როდესაც თ-------ემ ხელი დაარტყა დ-----ს იმ დროს ს------ არ იყო. მან მარტო თ-------ე დაინახა, თანმხლები პირები იქვე იყო. კორპუსის მხარეს იდგა დ----- ზურგით და წინ ედგა სამივე პირი, მათ შორის ჭოტაშვილი, იმ მომენტში გადაიხედა, როდესაც ჭოტაშვილმა დაარტყა დ-----ს, მანდამდე რა ხდებოდა და როგორ იყო არ იცის, თუმცა იცის რომ მანამდე დ-----მ დაარტყა თ-------ეს. ეს იცის დ-----სგან. მანძილი სადარბაზოსა და იმ ადგილს შორის სადაც მოხდა ინციდენტი, დაახლოებით 100 მეტრია. ჩხუბს გვერდულად უყურებდა და თ-------ე აღნაგობით იცნო, შეიძლება ეშლება. მან როგორც იცის დ-----მ დაარტყა ხელი თ---------------–---–ს, თუმცა მან დაინახა როგორ დაარტყა დ-----ს თ-------ემ. იგი იმავე დღეს იქნა დაკითხული. მხოლოდ რამდენიმე ჭიქა ჰქონდა დალეული და ნასვამი არ ყოფილა, თ-------ე აღნაგობით იცნო. ის რომ დ-----მ პირველი დაარტყა თ-------ეს ამის შესახებ მოისმინა დაკითხვისას, უშუალოდ დ-----ს არ უთქვამს მისთვის. ის უკვე დაკითხული იყო როდესაც გაიგო ეს ამბავი. დაკითხვისას დ-----ს არ კარნახობდა. დაკითხვის შემდეგ დ-----მ ეს ამბავი ისევ დაადასტურა.
მოწმე ნ---------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შ---------------––---–ი მისი ბიძაშვილია, ხოლო დაზარალებული დ----- ლ-------–---–ი მისი მეგობარი და ნაცნობი. იგი ახალი ჩამოსული იყო საქართველოში, მას დაურეკეს და უთხრეს, რომ შეკრებას აპირებდნენ და მხოლოდ მეგობრები იქნებოდნენ. სახლში რომ ავიდა დახვდა დ----- ლ-------–---–ი, მისი ბიძაშვილი და ვინმე ს------, მას არ ესიამოვნა ს------ს ქცევები, ის ძალიან გამომწვევად იქცეოდა აგრძნობინა კიდეც, ს------ს ეწყინა და წამოხტა, აქ არ გავჩერდებიო, შორენას მოერიდა და მოაბრუნა. მობრუნებიდან სადღაც 10 წუთში კარზე კაკუნი გაიგეს. კარი მისმა ბიძაშვილმა გააღო. შევიდა ვიღაც 3 ბიჭი და მათ დანახვაზე ანერვიულდა, ისევ არ მოეწონა სიტუაცია. ეს ბიჭები ს------ს იცნობდნენ და ალბათ იმიტომ მოვიდნენ. მოსულებმა ს------ს კითხეს, შენ აქ რას აკეთებო და ერთად გავიდნენ. იგი მათ კიბეებზე ჩაყვა. რადგან ეს გოგო გაიყვანეს მას შეეშინდა და ჩაყვა. ისინი მესამე სართულზე იყვნენ. მერე რომ გადაიხედა დაინახა, რომ ისევ ამოვიდნენ და ცოტახანში ისევ დააკაკუნეს კარზე. იგი დ-----ს ეუბნებოდა, რომ არ გასულიყო. კაკუნისას დ-----ს სახელს იძახდნენ და დ-----ც გავიდა. თვითონ არ იცის ვინ დაუძახა დ-----ს, შორენამ უთხრა, რომ თ-------ე იყო რომელიც იქვე ცხოვრობდა. იგი შორენასთან ერთად ჩავიდა დაბლა, მეორე სართულიდან გადაიხედეს. მან დაინახა როგორ გავიდნენ ბიჭები სადარბაზოდან. არ ახსოვს რამდენი ადამიანი იდგა, თუმცა ახსოვს, რომ დ----- იდგა მისგან ზურგით. წინ ედგა იმ სამიდან ყველაზე მაღალი, მათი ლაპარაკი არ ესმოდა თუმცა მერე ხმას აუწიეს და თ---------------–---–მა დაარტყა ხელი. ის არ იცნობს არავის და ზუსტად არ იცის ვინ იდგა დ-----ს პირისპირ მაგრამ სახელი გაიგო, რომ ეს იყო თ---------------–---–ი, ერთ-ერთი ვინც მაშინ სახლში ამოვიდა იმ სამიდან. როცა მან და შორენამ დაინახეს რომ ხელი დაარტყეს, დასახმრებლად ჩავიდნენ დაბლა და მან დარეკა 112-ში, რადგან დაინახა, რომ დ-----ს სისხლი სდიოდა. დაბლა ჩასვლისას ბევრი ხალხი დახვდათ, შეიძლება მეზობლები გამოვიდნენ არ ახსოვს, მას შეშინდა და ხმამაღლა ყვიროდა რომ დახმარებოდნენ, რომ პოლიციაში რეკავდა. როდესაც დარეკა მხოლოდ ის დაინახა რომ ყველა წავიდა და დ----- ძირს ეგდო. შემდგომ მოვიდა სასწრაფო და პატრულიც. დ----- იმ მომენტში ძირს ეგდო, ეძახდა, თუმცა ხმას არ აგონებდა. იგი ძალიან შეშინებული იყო. დ-----ს და შორენას გარდა არავის არ იცნობს. მან იცის, რომ სახლში მისული კაცებიდან ერთ-ერთი იყო თ---------------–---–ი, ასე უთხრა შორენამ, მაგრამ კონკრეტულად მან დაარტყა თუ არა ხელი არ იცის. მართალია ბნელოდა, სახეებს ვერ არჩევდა, თუმცა აღნაგობას კი, მას არ დაუნახავს ვინ დაარტყა დ-----ს, დაინახა რომ იმ სამი ბიჭიდან მაღალმა დაარტყა. ჩხუბის შემდეგ შორენასთან და დ-----სთან არ ჰქონია შეხება, არ ულაპარაკია. შეიძლება პირველად დ-----მ დაარტყა ხელი, მაგრამ მან დაინახა, რომ ბრალდებული არტყავდა დ-----ს. დაბლა ჩამოსულს არ ახსოვს რამდენი ადამინი იყო ქვემოთ, შეიძლება მეზობლებიც იყვნენ, არავის არ იცნობს იქ და ბრალდებულსაც რომ უყურებს არ შეუძლია თქვას ის თუ ვინ დაარტყა დ-----ს ხელი. დაბლა ჩასული იგი ბრალდებულს აღარ უყურებდა, მან ზევიდან დაინახა დარტყმის ფაქტი. სადარბაზოდან რომ გავიდა იმ დროისთვის ჩხუბი აღარ იყო, დაინახა რომ დ----- ძირს ეგდო.
ჩატარებული საგამოძიებო/ საპროცესო მოქმედებების ირგვლივ დაიკითხნენ გამომძიებლები გ------–--–--–---–ი და გ-----------------ე.
მოწმე გ------–--–--–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე გამოკითხა ერთი მოწმე, კერძოდ ნ---------------ე. შემთხვევის დღეს განყოფილებაში იმყოფებოდნენ შ---------------–-–---–ი და ნ---------------ე, ისინი დაიკითხნენ ცალ-ცალკე. შ---------------–-–---–ს იცნობს საქმიდან გამომდინარე.
მოწმე გ-----------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს შსს რუსთვის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში, 2018 წლის 2 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში როდესაც შევიდა შეტყობინება, რომლის ინიციატორი იყო ნ---------------ე. ასევე შევიდა მათთან სამსახურში განცხადება შ---------------–-–---–ის სახელით, რომ მასთან, მის სახლში, მისი სურვილის საწინაარმდეგოდ შევიდა 3 პიროვნება რომლებმაც მის მეგობარს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა ეზოში, თავად დაზარალებული კი გადაყვანილი იქნა ცენტრალურ საავადმყოფოში. ამის შემდეგ მის მიერ მოცემულ საქმეზე დაკითხული იქნა მოწმეები: შ---------------–-–---–ი, დ----- ლ-------–---–ი, გ---------–-------–---–ი, დანიშნა ექსპერტიზა. როგორც მას ახსოვს, ს--------------ემ უარი თქვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე. დაზარალებული იმავე დღეს გამოკითხეს როდესაც საავადმყოფოდან გამოწერეს. გამოკითხვისას დაზარალებულს არ უთხვამს რომ რამე პრობლემა ჰქონდა და გამოკითხვას ვერ შეძლებდა. დაკითხულ პირებს გააცნო ოქმები და მათაც პრეტენზიები არ ჰქონიათ. საავადმყოფოდან მიიღეს შეტყობინება, რომ დ-----ს ჰქონდა სახის დაზიანება. დ-----ის ისტორია თავად გამოითხოვეს საავადმყოფოდან. შემთხვევა დაახლოებით 4 საათზე მოხდა. განათება არსებულ ეზოში სრულყოფილია. იმ ადგილსა და კორპუსს შორის სადაც შემთხვევა მოხდა მისი აზრით დაახლოებით იქნება 4-5 მეტრი. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბრალდებული დაკითხულია შემთხვევის თარიღიდან დიდი ინტერვალით, კერძოდ 20 დეკემბერს, გამოწვეული იყო იმით, რომ ბრალდებული გამოკითხვაზე არ მიდიოდა.
2018 წლის 7 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: „ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით, მოქალაქე დ-------–-------–---–ი მკურნალობდა სტაციონალურად 03.12.18 წელს დიაგნოზით: დაჟეჟილი ჭრილობა ქვედა ტუჩზე, ჰემატომები სახეზე, რაც მიყენებულია რაიმე ბლაგვი საგვის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ბ--------------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ მასთან წარმოდგენილი იყო დაზარალებულის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ჩატარდა ექპერტიზა, სრულად იხელმძღვანელა სამედიცინო დოკუმენტაციით, შესამოწმებელი პირი მასთან არ ყოფილა. ექსპერტიზის დანიშვნისთანავე მას სამედიცინო დოკუმენტაცია წარმოუდგინეს, რაც საკმარისი იყო ექსპერტიზის დასკვნის გაცემისათვის. ამ დოკუმენტაციით გაეცა პასუხი დადგენილებაში მითითებულ კითხვებს სრულად. ბლაგვი საგანი შესაძლებელია იყოს მუშტი...დაზიანებები არის იმ ტიპის, რომ შეუძლებელია გარკვეული იქნას ისინი მიყენებულია ერთი, თუ რამდენიმე დარტყმით. ასევე ექსპერტმა კითხვაზე შესაძლებელია თუ არა, რომ პირმა მსგავსი ტიპის დაზიანება მიიღოს წაქცევის შედეგად, განმარტა, რომ მსგავსი ტიპის დაზიანების ხარისხის დადგენა შეუძლია ექსპერტიზას და ის რომ წაქცევით მოხდა ეს, მუშტის დარტყმით თუ ასე შემდეგ - არა. დასკვნაში ასახა ის გარემოებები, რომელიც გამომდინარეობდა დადგენილებიდან და შესამოწმებელი პირის განმარტებიდან. დაზიანებები დასურათებული არ არის.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. იგი სუბიექტურად შესაძლებელია ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ.
მოცემულ შემთხვევაში, თ---------------–---–ის მოქმედება გამოიხატა აქტიურ ქმედებაში, კერძოდ მან განზრახ მიაყენა დაზიანება დაზარალებულს, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. თ---------------–---–ის განზრახვას დ-------–-------–---–ის ჯანმრთელობის დაზიანებასთან მიმართებაში ადასტურებს თავად დაზარალებულის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. გამოკითხვის ოქმების თანახმად, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მოხდა სიტყვიერო კონფლიქტი, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დ-------–-------–---–ს აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობა ქვედა ტუჩზე, ჰემატომები სახეზე, რაც მიყენებულია რაიმე ბლაგვი საგვის მოქმედებით. მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ ბრალდებულმა დ-------–-------–---–ს კონფლიქტის დროს დაარტა ხელი, რა დროსაც იგი დაეცა. შესაბამისად აშკარაა მისი განზრახვა ამ ქმედების ჩადენისას მიმართული შედეგისაკენ. (დააზიანოს მოწინააღმდეგე).
სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
თ---------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი ნაწილობრივი აღიარება, ხოლო ისეთი ხასიათის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში, თ---------------–---–ის ჯარიმის სახით სასჯელის დანიშვნა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ამდენად, თ---------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
თ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.
2. თ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე