გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2----17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ტოგონიძე
სხდომის მდივანი თეა აფციაური
მოსარჩელე: სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი: ნ-----–-------–-----ი
მოპასუხეები: ი/მ ლ----------------
წარმომადგენელი: გიორგი ღუნაშვილი
მოპასუხეები: შპს ,,ნ----’’, ნ----------ე, დ--–--------–---–ი
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ი/მ ლ---------------- (ს/ნ 0----------), შპს ,,ნ----” (ს/კ 4--------), ნ----------ე (პ/ნ 0----------) და დ--–--------–---–ი (პ/ნ 0----------) აღიარებულ იქნენ ერთმანეთს ცრუმაგიერ პირებად.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. ი/მ ლ---------------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2.2. შპს ,,ნ----ს’’, ნ----------ეს, დ--–--------–---–ს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ინდივიდუალური მეწარმე ლ---------------- (ს/კ 0----------) რეგისტრირებულია თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2----–-–------------–ს. იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, გ-–------ნ----–------ს რაიონი, გ-–----- მ--- მ/რ, კორპუსი N-, ბ------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს/ფ 20-21)
3.2. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 01.03.2010 წელი) დგინდება, რომ ლ----------------ს (პ/ნ 0----------) საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, გ-–----- მ--- მ/რ, კორპუსი N-, შენობა N- არასაცხოვრებელი 25.58 კვ.მ. ფართი. ს/კ 0----------------------. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ი-----ს’’ კრების ოქმი N------------, დამოწმების თარიღი: 24.02.2010 წელი.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 20.06.2008 წელი) დასტურდება, რომ ლ----------------ს (პ/ნ 0----------) საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, გ-–----- მ--- მ/რ, კორპუსი N-, ბინა N--, 56,70 კვ.მ. ს/კ 0---------------------. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია პრივატიზაციის ხელშეკრულება N------, დამოწმების თარიღი: 17.11.1994 წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 22-23)
3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 2--------რის N----- ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ლ----------------ს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზება. ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 2--------რიდან 2014 წლის 2-----------ის ჩათვლით. აღნიშნული ბრძანება ი/მ ლ----------------სათვის ცნობილი გახდა 2014 წლის 2--------ერს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 2-----------ის N----- ბრძანების თანახმად, შეტანილი იქნა ცვლილება სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 2--------რის N----- ბრძანებაში და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ვადა გაგრძელდა 2015 წლის 2--------ის ჩათვლით, რაც ი/მ ლ----------------სათვის ცნობილი გახდა 2015 წლის 1---------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 2--------რის N----- ბრძანება (ს/ფ 34)
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 2-----------ის N----- ბრძანება (ს/ფ 35)
- ხელწერილი (ს/ფ 36)
3.4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შპს ,,ნ----’’ (ს/კ 4--------) რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 1--------–ს. იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, გ-–------ნ----–------, გ-–-----ს მ--- მ/რ, კორპ. N-, შენობა N-. 100% წილის მფლობელი და ამასთან ერთად დირექტორია ნ----------ე (პ/ნ 0----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს/ფ 143-144)
3.5. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 30.12.2014 წელი) დასტურდება, რომ დ--–--------–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე, ქალაქი თბილისი, გ-–----- მ--- მ/რ, კორპუსი N-, ბინა N-- 56.70 კვ.მ. ს/კ 0----------------------, ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------; უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული 2014 წლის 2------------ს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
2014 წლის 2-----------ის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, დ--–--------–---–მა იყიდა, ხოლო ლ---------------მა გაყიდა 56,70 კვ.მ უძრავი ქონება(ბინა), მდებარე ქ.თბილისში, გ-–-----ს მ--- მ/რ, კ-------, ბ------, საკადასტრო კოდით 0----------------------.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 05.12.2014 წელი) დგინდება, რომ ნ----------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, გ-–----- მ--- მ/რ, კორპუსი N-, შენობა N-, არასაცხოვრებელი 29.48 კვ.მ ფართი. ს/კ 0----------------------, ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------. უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 0------------ს.
2014 წლის 0-----------ის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ნ----------ემ იყიდა, ხოლო ლ---------------მა გაყიდა 29,48 კვ.მ უძრავი ქონება(არასაცხოვრებელი ფართი), მდებარე ქ.თბილისში, გ-–-----ს მ--- მ/რ, კ-------, შენობა N-, საკადასტრო კოდით 0----------------------.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 05.12.2014 წელი) ნ----------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, გ-–----- მ--- მ/რ, კორპუსი N-, შენობა N-, არასაცხოვრებელი 25.58 კვ.მ ფართი. ს/კ 0----------------------, ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული 2014 წლის 1-----------ს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 146-148)
- სარეგისტრაციო მასალები (ს/ფ 273-287)
3.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის სამმართველოს ოფიცრის მიერ, 2015 წლის 1---------ს მომზადებული N2--------- მოხსენებითი ბარათის, რომლის მიხედვითაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 2--------რის N----- ბრძანებით დაევალათ ი/მ ლ----------------ს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარება.
ი/მ ლ----------------ს სამეწარმეო საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სურსათისა და სხვა შერეული საქონლის საცალო ვაჭრობა. საინვენტარიზაციო კომისიამ წარადგინა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ბუღალტრული თანხობრივი ნაშთი 2014 წლის 2--------რის მდგომარეობით, თვითღირებულებით 278878,09 ლარის ოდენობით. საქონლის ფაქტიური აღწერის შემდეგ მონაცემები შეტანილი იქნა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N-94 ბრძანებით დამტკიცებულ დანართ N16.
ი/მ ლ----------------ს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვაზე პასუხისმგებელ პირს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ ფასეულობებს ღებულობს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად.
2015 წლის 1---------ს ი/მ ლ---------------- გაეცნო მიმდინარე კონტროლის განხორციელებისას და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგების გადაწყვეტილების პროექტს. გადამხდელმა აღნიშნულ შეტყობინების პასუხად 2015 წლის 1---------ს წარადგინა განცხადება, რომ პროექტს ეთანხმებოდა სრულად და პრეტენზია არ გააჩნდა.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა: სასაქონლო -მატერიალური ფასეულობების დანაკლისი 392270,9 ლარის ოდენობით საბაზრო ფასებით, რაც საქართველო საგადასახო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ექვემდებარება დაჯარიმებას საბაზრო ღირებულების 50%-ის ოდენობით 196135,45 ლარით, ხოლო აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 4454,85 ლარის ოდენობით საბაზრო ფასებით, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ექვემდებარებოდა დაჯარიმებას საბაზრო ღირებულებით 4454,85 ლარით.
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შესახებ 2015 წლის 1---------ს ოქმის მიხედვით, კომისიის წევრების მიერ აღწერილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ფაქტობრივ ნაშთსა და მიწოდებულ ბუღალტრულ ნაშთს შორის გამოვლინდა შემდეგი სხვაობები: აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (ზედმეტობა) საბაზრო ფასებით - 4454,85 ლარი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ექვემდებარებოდა დაჯარიმებას საბაზრო ღირებულების 4454,85 ლარით. სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი საბაზრო ფასებით 392270,9 ლარი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ექვემდებარებოდა დაჯარიმებას გამოვლენილი დანაკლისის 50% ოდენობით 196135,45 ლარით.
გამოვლენილ სხვაობებზე შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები: N------, N------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოხსენებითი ბარათი (ს/ფ 27-28)
- გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შესახებ ოქმი (ს/ფ 29-30)
3.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის სამმართველოს ოფიცრის მიერ, 2015 წლის 1---------ს, შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N------, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ზედმეტობა) არსებობისათვის და გადამხდელი დაჯარიმდა საბაზრო ღირებულების 4454,85 ლარით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის სამმართველოს ოფიცრის მიერ, 2015 წლის 1---------ს, შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N------, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის არსებობისათვის და გადამხდელი დაჯარიმდა გამოვლენილი დანაკლისის 50% ოდენობით 196135,45 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები N------, N------ (ს/ფ 31-32)
3.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 0------------------- ბრძანების საფუძველზე ლ----------------ს ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს) დაედო ყადაღა. აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2015 წლის 1--------ს.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ლ----------------ს ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა, ხოლო მის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი იქნა საინკასო დავალება, რასაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად.
2019 წლის 2---------ს მდგომარეობით, ი/მ ლ----------------ს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 177859,21 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 0------------------- ბრძანება (ს/ფ 24)
- ამონარიდი ელექტრონული პროგრამიდან (ს/ფ 342-343)
3.9. სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, 2013 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელის ობიექტში, ე-–----------–---------ს (პ/ნ 0----------) ხელფასის სახით მიღებული აქვს 225 ლარი;, დ----------------–---–ს (პ/ნ 0----------) ხელფასის სახით მიღებული აქვს 225 ლარი,. მ------------–---–ს (პ/ნ 1----------) ხელფასის სახით მიღებული აქვს 225 ლარი, ნ----------ს (პ/ნ 2----------) ხელფასის სახით მიღებული აქვს 225 ლარი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, 2015 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის თანახმად, შპს ,,ნ----ში“ ე-–----------–---------ს (პ/ნ 0----------) ხელფასის სახით მიღებული აქვს 225 ლარი, ნ----------ეს (პ/ნ 0----------) ხელფასის სახით მიღებული აქვს 350 ლარი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, 2017 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის თანახმად, შპს ,,ნ----ში“ მ------------–---–ს (პ/ნ 1----------) ხელფასის სახით მიღებული აქვს 350 ლარი, ნ----------ეს (პ/ნ 0----------) ხელფასის სახით მიღებული აქვს 350 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან ამონაწერი (ს/ფ 26, 156-157)
3.10. სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2017 წლის 2----------------------- საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ი/მ ლ----------------ს (ს/ნ 0----------) საქმიანობას წარმოადგენდა სურსათის რეალიზაცია. 2014 წლის 2--------ერს ლ---------------ს (ს/ნ 0----------) ჩაბარდა „საგადახადო მონიტორინგის დეპარტამენტის #48670 ბრძანება, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (სმფ) ინვენტარიზაციისა და საკონტროლო უყიდვა/შეთავაზების ჩატარების შესახებ. ინვენტარიზაციის დაწყებამდე ი/მ ლ----------------ს (ს/ნ 0----------) საკუთრებაში ირიცხებოდა კომერციული ფართი მდებარე ქ. თბილისი გ-–-----, მ-----, კ--------, მიმდ. შენობა #- (29.48კვ.მ) საკადასტრო კოდი 0----------------------, რომელიც 2014 წლის 1-----------ს გადაუფორმა თავის დის, ო-–------------ს შვილიშვილს, ნ----------ეს (პ/ნ 0----------), ლ---------------ს (ს/ნ 0----------) ასევე ერიცხებოდა საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ.თბილისი გ-–-----ს მ--- მ/რ კ------- ბ---, საკადასტრო კოდი 0---------------.01.013, რომელიც 2014 წლის 2------------ს გადაუფორმა დის შვილიშვილის, ნ----------ის დედას დ--–--------–---–ს (პ/ნ 0---------2). ქონებების გადაფორმებები განხორციელდა მაშინ, როდესაც ი/მ ლ---------------ს (ს/ნ 0----------) ჩაბარებული ჰქონდა ზემოაღნიშნული ბრძანება და მიმდინარეობდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია/შედეგების გამოყვანა, ინვენტარიზაციის შედეგად მეწარმის ობიექტში გამოვლინდა 392 270,9 ლარის სმფ-ს დანაკლისი და 4 454,85 ლარის ღირებულების აღურიცხველი სასაქონლო მატერიალური ფასეულობა, რაზეც 2015 წლის 1---------ს შეუდგინეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები N------, N------, ჯარიმების რაოდენობამ ჯამში შეადგინა 200590,3 ლარი. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმები ი/მ ლ---------------ს არ გაუსაჩივრებია. ასევე 2015 წლის წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე ლ---------------მა ამოყიდა საქონლის ნაშთი, სალაროში შესულმა თანხამ შეადგინა 81 019 ლარი, რაც არ იქნა მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საინფორმაციო ბარათი (ს/ფ 17-18)
3.11. საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით( წარდგენის თარიღი 31.03.2017), ი/მ ლ------ გიგაურმა საქმიანობა შეწყვიტა 2016 წლის 2---------ს. 2016 წლის 2---------ს, განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს ლ---------------მა და აცნობა, რომ 2016 წლის 2---------დან წყვეტდა ეკონომიკურ საქმიანობას.
2015 წლის 1--------–ს, 0---- საათზე, ლ---------------მა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს მის საკუთრებაში არსებული D--------- საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით.
2015 წლის 1--------–ს, 0---- საათზე, შპს ,,ნ----ს“ სახელით, ნ----------ემ განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს D--------- საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია (ს/ფ 329)
- განცხადებები (ს/ფ 337-339)
3.12.სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 0-------------------- წერილის მიხედვით დ--–--------–---–ის (პ/ნ 0--------82) მშობლები არიან: მამა - გ-------------–---–ი, დედა - ო-–------------, გ-------------–---–ი (პირადი ნომერი 0----------) გარდაცვლილია. ო-–------------ს სახელზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ ფიქსირდება ინფორმაცია ლ----------------ს (0----------) და-ძმების შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ბაზიდან ამონარიდის მიხედვით, დ--–--------–---–ი ქორწინებაში იმყოფება მელსი კენჭაძესთან. ასევე ნ----------ის მამა არის მელსი კენჭაძე.
დ--–--------–---–ი და ნ----------ე ცხოვრობენ ერთ მისამართზე: თბილისი, გ-–-----ს მე-5 მ/რ, კ.8, ბინა 26
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 0-------------------- წერილი (ს/ფ 145)
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ბაზიდან ამონარიდი (ს/ფ 161, 142
- დ--–--------–---–ის შესახებ ინფორმაცია (ს/ფ 275)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების მოვალეობაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის უმთავრეს ფუნქციას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 2--------რის N----- ბრძანებით ჩატარდა ი/მ ლ----------------ს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზება. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა: სასაქონლო -მატერიალური ფასეულობების დანაკლისი 392270,9 ლარის ოდენობით საბაზრო ფასებით, ასევე აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 4454,85 ლარის ოდენობით საბაზრო ფასებით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის სამმართველოს ოფიცრის მიერ, 2015 წლის 1---------ს, შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N------ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ზედმეტობა) არსებობისათვის და დაჯარიმდა საბაზრო ღირებულების 4454,85 ლარით. ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის სამმართველოს ოფიცრის მიერ, 2015 წლის 1---------ს, შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N------, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისისათვის და დაჯარიმდა გამოვლენილი დანაკლისის 50% ოდენობით- 196135,45 ლარით.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 0------------------- ბრძანების საფუძველზე ლ----------------ს ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს) დაედო ყადაღა. აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2015 წლის 1--------ს. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ლ----------------ს ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა, ხოლო მის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი იქნა საინკასო დავალება, რასაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად.
მიუხედავად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებისა, 2019 წლის 2---------ს მდგომარეობით, ლ----------------ს ისევ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 177859,21 ლარის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენებას, რათა აღსრულდეს კანონით დადგენილი ვალდებულება. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
„საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-103-96(კ-13)). „ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.“ ((საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1546-1476 (კ-09)).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამასთან, „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-167-165(კ-17)).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზნის - უზრუნველყოფილ იქნას აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება გათვალისწინებით უნდა დაადგინოს და საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობასა და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნასა თუ გამოყენებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, თუმცაღა განსხვავების შეუძლებლობა გაგებულ უნდა იქნას არა ფორმალურად, რადგან სახეზეა ორი ან მეტი სხვადასხვა სუბიექტი, რომელთა ფორმალური ნიშნით განსხვავება ყოველთვის შესაძლებელი იქნება, არამედ შინაარსობრივად, კერძოდ, განმსაზღვრელია აღნიშნულ სუბიექტებს შორის არსებული კავშირისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მიზნის დადგენა, რამეთუ ცრუმაგიერი პირები ერთსა და იმავე პირებს წარმოადგენენ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების თვალსაზრისით და მათი ეკონომიკური ინტერესები ერთი და იგივეა. ამასთან, ვინაიდან ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, აღნიშნული გარემოება დადგინდეს კანონით განსაზღვრული ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. ამასთან, მოსარჩელე აპელირებს როგორც მოპასუხეთა განსაკუთრებულ ურთიერთკავშირზე, ისე საგადასახადო ვალდებულების წარმოშობისა და ინვენტარიზაციის ბრძანების ჩაბარების შემდეგ ი/მ ლ----------------ს მიერ შპს ,,ნ----”-სათვის, ნ----------ესათვის და დ--–--------–---–ისათვის მატერიალური აქტივის მიწოდებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე; განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირი საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან. მოსარჩელის (აპელანტის) მითითებით, მოპასუხეები არიან ურთიერთდამოკიდებული პირები ამ მუხლის ,,ე” (ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს) და ,,თ” (პირები ნათესავები არიან) ქვეპუნქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას, ხოლო მე-6 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოცემულ შემთხვევაში დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხეებს შორის იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ოპერაციის შეფასებისას, უნდა დადგინდეს მოპასუხეთა საერთო მიზნის განსახორციელებლად მოქმედება - გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდება, ამასთან, მნიშვნელოვანია თავად ქონების გადაცემის სამართლებრივი და ეკონომიკური წინაპირობებისა და შედეგების განხილვა. სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა პირისათვის, მათ შორის, ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ქონების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ გადაცემა განხორციელებულია ფორმალურად და რეალურად მიზნად არ ისახავს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რომელსაც ითვალისწინებს შესაბამისი გარიგების ფორმა. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლებას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, თუმცაღა იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს ქმნის მხოლოდ სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში.
სასამართლო მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა პირისათვის ქონების გადაცემის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის ჭრილში განხილვისას, არსებითია, დადგინდეს მხარეთა რეალური ნება, გარიგების დადების მიზანი, რამდენად მოხდა ქონების გადაცემა შესაბამისი გონივრული შემხვედრი დაკმაყოფილებით, მხარეთა ურთიერთკავშირი, უნდა განისაზღვროს გადაცემის მომენტი, რამდენად ქმნის იგი გონივრულ ეჭვს, რომ გადაცემა მოხდა სამომავლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან თავის არიდების მიზნით. ამრიგად, გამოკვლეული უნდა იქნას როგორც გადასახადის გადამხდელისა და სავარაუდო ცრუმაგიერი პირის ურთიერთობა, ისე კონკრეტული ოპერაციის განხორციელების საფუძვლები, წინაპირობები და შედეგები.
მოსარჩელე განმარტავს, რომ დ--–--------–---–ი არის ლ----------------ს დისშვილი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში კი არ ფიქსირდება ინფორმაცია ლ----------------ს (0----------) და-ძმების შესახებ. თუმცა, სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 0-------------------- წერილის მიხედვით დ--–--------–---–ის (პ/ნ 01002028882) მშობლები არიან: მამა - გ-------------–---–ი, დედა - ო-–------------, გ-------------–---–ი (პირადი ნომერი 0----------) გარდაცვლილია. ო-–------------ს სახელზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.
დ--–--------–---–ი და ნ----------ე არიან დედა-შვილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ბაზიდან ამონარიდის მიხედვით, დ--–--------–---–ი ქორწინებაში იმყოფება მელსი კენჭაძესთან. ასევე ნ----------ის მამა არის მელსი კენჭაძე. დ--–--------–---–ი და ნ----------ე ცხოვრობენ ერთ მისამართზე: თბილისი, გ-–-----ს მე-5 მ/რ, კ.8, ბინა 26(ნ----------ისათვის სასამართლოს მიერ გაგზავნილ დოკუმენტებს იბარებს დ--–--------–---–ი, როგორც ნ----------ის დედა).
საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით ინდივიდუალური მეწარმე ლ---------------- (ს/კ 0----------) რეგისტრირებულია თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2----–-–------------–ს. იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, გ-–------ნ----–------ს რაიონი, გ-–----- მ--- მ/რ, კორპუსი N-, ბ------.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 2--------რის N----- ბრძანებით ჩატარდა ი/მ მაყვალა გიგაურის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზება. ბრძანება ი/მ ლ----------------სათვის ცნობილი გახდა 2014 წლის 2--------ერს.
ინვენტარიზაციის დაწყებამდე ლ----------------ს (ს/ნ 0----------) საკუთრებაში ირიცხებოდა კომერციული ფართი მდებარე ქ. თბილისი გ-–----- მ----- კ-------- მიმდ შენობა #- (29.48კვ.მ) საკადასტრო კოდი 0----------------------, რომელიც 2014 წლის 1-----------ს გადაუფორმა ნ----------ეს (პ/ნ 0----------), ლ---------------ს (ს/ნ 0----------) ასევე ერიცხებოდა საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ.თბილისი გ-–-----ს მ--- მ/რ კ------- ბ---, საკადასტრო კოდი 0---------------.01.013, რომელიც 2014 წლის 2------------ს გადაუფორმა ნ----------ის დედას დ--–--------–---–ს (პ.ნ 01002028882). ქონებების გადაფორმებები განხორციელდა მაშინ, როდესაც ი/მ ლ---------------ს (ს/ნ 0----------) ჩაბარებული ჰქონდა ინვენტარიზაციის ბრძანება და მიმდინარეობდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია/შედეგების გამოყვანა. ინვენტარიზაციის შედეგად მეწარმის ობიექტში გამოვლინდა 392 270,9 ლარის სმფ-ს დანაკლისი და 4 454,85 ლარის ღირებულების აღურიცხველი სასაქონლო მატერიალური ფასეულობა, რაზეც 2015 წლის 1---------ს შეუდგინეს მას საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები N------, N------. სამართალდარღვევის ოქმები ი/მ ლ---------------ს არ გაუსაჩივრებია. ასევე 2015 წლის წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე ლ---------------მა ამოყიდა საქონლის ნაშთი, სალაროში შესულმა თანხამ შეადგინა 81 019 ლარი, რაც არ იქნა მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარად.
საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით შპს ,,ნ----’’ (ს/კ 4--------) რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 1--------–ს. იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, გ-–------ნ----–------, გ-–-----ს მ--- მ/რ, კორპ. N-, შენობა N-. 100% წილის მფლობელია და ამასთან ერთად დირექტორი ნ----------ე (პ/ნ 0----------).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე ცხადია, რომ „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 2--------რის №48670 ბრძანების ი.მ „ლ----------------სთვის“ ჩაბარებისას - 2014 წლის 2--------ერს, მისთვის ცნობილი გახდა სავარაუდო საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, რის შემდეგ მან ეტაპობრივად შესაძლო მოთხოვნებისგან თავის არიდების მიზნით, მის სახელზე არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია განახორციელა სხვა პირებზე, კერძოდ, გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება დ--–--------–---–თან და ნ----------ესთან. აღნიშნულის შემდგომ, 2015 წლის 1--------–ს წლის 18 თებერვალს შეიქმნა კომპანია ნ----------ის მიერ (შპს „ნ----ს“) რომელიც საქმიანობს იგივე მისამართზე, სადაც საქმიანობდა ი/მ ლ---------------- (ქ. თბილისი, გ-–-----ს მ--- მ/რ, მე-9 მიმდ შენობა N-), დასაქმებული ჰყავს იგივე თანამშრომლები: მ------------–---–ი და ე-–----------–---------. ი/მ ლ---------------მა საქმიანობა შეწყვიტა. ინდივიდუალური მეწარმის სახელზე რეგიტრირებული D--------- საკონტროლო-სალარო აპარატი მოიხსნა რეგისტრაციიდან 2015 წლის 1--------–ს, 0---- საათზე, ხოლო იმავ დღეს 0---- საათზე, შპს ,,ნ----ს“ სახელით, ნ----------ემ განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს D--------- საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის მოთხოვნით.
მოცემულ შემთხვევაში, ი/მ „ლ----------------სათვის“ 2014 წლის 2--------ერს ცნობილი გახდა მის მიერ საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების შესრულების კონტროლის ღონისძიებების დაწყების შესახებ და გადასახადის გადამხდელს გააჩნდა მოლოდინი შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების დაკისრების თაობაზე, რის შემდეგაც ეტაპობრივად განახორციელა მის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა.
სასამართლო მიუთითებს, რომ პირი უფლებამოსილია, რომ მოახდინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამისი გარიგების დადება, თუმცაღა ცრუმაგიერ პირებად დადგენისათვის მნიშვნელოვანია სწორედ ის ფაქტი, რომ ქონების გასხვისება ხდება არა იმ მიზნებით, რასაც სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს, არამედ საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან თავის აცილებისათვის ქონების გარიდების მიზნით, რაც საბოლოოდ საგადასახადო ვალდებულების შესრულებას აღუსრულებელს ხდის.
საგულისხმოა ის გარემოება, რომ მიუხედავად საცხოვრებელ ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა, ლ---------------- ცხოვრობს ისევ ქ. თბილისი, გ-–-----ს მ--- მ/რ კ------- ბ----ში(შესაგებელში უთითებს იგივე მისამართს), სასამართლოს მიერ გაგზავნილი კორესპონდენციებს იბარებს აღნიშნულ მისამართზე. ამასთან, სასამართლოს მიერ შპს ,,ნ----სათვის“ გაგზავნილ გზავნილებს იბარებს ასევე ლ----------------, როგორც შპს ,,ნ----ს“ წარმომადგენელი, დირექტორი, მფლობელი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ი/მ ლ----------------ს წარმომადგენლის განმარტებას, რომ მისმა მარწმუნებელმა ქონება გაყიდა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ესაჭიროებოდა ფულადი სახსრები. აღნიშნულთან დაკავშირებით, წარმომადგენელს მიეცა საშუალება წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები(ხარჯთაღრიცხვა), თუმცაღა მის მიერ წარმოდგენილი ცნობებით აღნიშნული გარემოებები არ დასტურდება. წარმოდგენილია კლინიკა ,,ო------–-------ან“ ცნობა, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 28 ოქტომბრამდე გაღებული თანხა ჯამში 480 ლარს, ხოლო 2019 წლის 19 აპრილისთვის - 35 ლარს, ასევე წარმოდგენილია კვლევებისათვის გაღებული 118 ლარის დამადასტურებელი ქვითარი. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, დოკუმენტაციის ხანდაზმულობის გამო ეს დოკუმენტები კლინიკებში აღარ ინახება. საქმის მასალებს ერთვის 1997 წლის ავადმყოფობის ისტორია, რომლის მიხედვითაც მას ამ პერიოდისათვის უკვე განსაზღვრული ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა: 1. მოპასუხეთა შორის არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობები; 2. ქონებები გასხვისდა მას შემდეგ, რაც ი/ნ ლ----------------სათვის ცნობილი გახდა ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ ბრძანება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები, მათ შორის, პირველ ყოვლისა, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროის, უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თარიღებისა და სადავო ოპერაციის განხორციელების თარიღის ურთიერთმიმართება, ცალსახად მიუთითებს, რომ ქონების გასხვისება მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდებას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. კერძოდ, ი/მ ლ---------------- (პ/ნ 0----------), შპს ,,ნ----” (ს/კ 4--------), ნ----------ე (პ/ნ 0----------) და დ--–--------–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილ უნდა იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელებზე გადასახადების, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხე - ლ---------------- არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და იგი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამდენად, მოსარჩელე, ასევე ლ---------------- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად შპს ,,ნ----ს”, ნ----------ესა და დ--–--------–---–ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ი/მ ლ----------------, შპს ,,ნ----”, ნ----------ე და დ--–--------–---–ი აღიარებულ იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად;
3. შპს ,,ნ----ს”, ნ----------ესა და დ--–--------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
მოსამართლე ნათია ტოგონიძე