განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/923-19
(0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------–--------ა
დაცვის მხარე:
ადვოკატები - ნ-------–----–---–ი, შ--–-----------–---–ი
ბრალდებული: გ------- ს-----ე, დაბადებული 1----–-–------------ერს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, მ------------------------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირისა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2----–-–-----------–-–--დე, გ------- ს-----ე თანაცხოვრების პერიოდში, ქორწინებაში მყოფ მეუღლე მ----–----ეს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. აღნიშნულის გამო ისინი განქორწინდნენ. სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, გ------- ს-----ეს განესაზღვრა შვილების: 7 (შვიდი) წლის ნ--–- ს-----ისა და 5 (ხუთი) წლის გ---–- ს-----ის ნახვის დღეები და საათები. გ------- ს-----ეს ბავშვების ნახვასა და წაყვანასთან დაკავშირებით ყოფილ მეუღლესთან მ----–----ესთან და ამ უკანასკნელის დედასთან ვ------ ე-–------ესთან ჰქონდა უთანხმოება, რის გამოც მათი მკვლელობა განიზრახა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ------- ს-----ემ, 2----–-–-------------ერს, თავის საცხოვრებელ ბინაში წაიყვანა შვილები: ნ--–- და გ---–- ს-----ეები. იმავე დღეს, საღამოს საათებში, გ------- ს-----ეს გადაწყვეტილი ჰქონდა რა ყოფილი მეუღლის მ----–----ის და მეუღლის დედის - ვ------ ე-–------ის მკვლელობა, მივიდა მათ საცხოვრებელ ბინასთან, მდებარე: ქ. თბილისი, გ-–-------------------------------------------თან. იგი დარწმუნებული იყო, რომ მ----–----ე და ვ------ ე-–------ე იმყოფებოდნენ ხსენებულ ბინაში და მათ დაძინებას დაელოდა. გ------- ს-----ე დარწმუნდა, რომ მ----–----ემ და ვ------ ე-–------ემ დაიძინეს. ამის შემდეგ ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, წინასწარ მომარჯვებული მისივე დანით გადაჭრა ზემოხსენებული საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელ კართან არსებული ბუნებრივი აირის ცენტრალური მილი, რომელზედაც დააერთა დანაშაულის ჩასადენად წინასწარ მოძიებული რეზინის მილი. მილის მეორე ბოლო მიამაგრა საცხოვრებელი ბინის შესასვლელ კარში, რის საშუალებითაც მოახდინა ბინაში ბუნებრივი აირის დიდი ოდენობით შეშვება, რაც გაგრძელდა რამოდენიმე ხნის განმავლობაში. გ------- ს-----ემ მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვერ განახორციელა თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა, ვინაიდან ვ------ ე-–------ეს გამოეღვიძა. ამ უკანასკნელმა იგრძნო რა გაზის სუნი, შეატყობინა მ----–----ეს და მათ დახმარების მიზნით გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რითაც აღკვეთილ იქნა გ------- ს-----ის ქმედება.
2. სასამართლომ დაადგინა:
გ------- ს-----ეს ბავშვების ნახვასა და წაყვანასთან დაკავშირებით ყოფილ მეუღლესთან მ----–----ესთან და ამ უკანასკნელის დედასთან ვ------ ე-–------ესთან ჰქონდა უთანხმოება, რის გამოც მათი მკვლელობა განიზრახა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ------- ს-----ემ, 2----–-–-------------ერს, თავის საცხოვრებელ ბინაში წაიყვანა შვილები: ნ--–- და გ---–- ს-----ეები. იმავე დღეს, საღამოს საათებში, გ------- ს-----ეს გადაწყვეტილი ჰქონდა რა ყოფილი მეუღლის მ----–----ის და მეუღლის დედის - ვ------ ე-–------ის მკვლელობა, მივიდა მათ საცხოვრებელ ბინასთან, მდებარე: ქ. თბილისი, გ-–-------------------------------------------თან. იგი დარწმუნებული იყო, რომ მ----–----ე და ვ------ ე-–------ე იმყოფებოდნენ ხსენებულ ბინაში და მათ დაძინებას დაელოდა. გ------- ს-----ე დარწმუნდა, რომ მ----–----ემ და ვ------ ე-–------ემ დაიძინეს. ამის შემდეგ ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, წინასწარ მომარჯვებული მისივე დანით გადაჭრა ზემოხსენებული საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელ კართან არსებული ბუნებრივი აირის ცენტრალური მილი, რომელზედაც დააერთა დანაშაულის ჩასადენად წინასწარ მოძიებული რეზინის მილი. მილის მეორე ბოლო მიამაგრა საცხოვრებელი ბინის შესასვლელ კარში, რის საშუალებითაც მოახდინა ბინაში ბუნებრივი აირის დიდი ოდენობით შეშვება, რაც გაგრძელდა რამოდენიმე ხნის განმავლობაში. გ------- ს-----ემ მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვერ განახორციელა თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა, ვინაიდან ვ------ ე-–------ეს გამოეღვიძა. ამ უკანასკნელმა იგრძნო რა გაზის სუნი, შეატყობინა მ----–----ეს და მათ დახმარების მიზნით გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რითაც აღკვეთილ იქნა გ------- ს-----ის ქმედება.
3.1. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ბრალდებასთან მიმართებით, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
ბრალდების მხარემ გ------- ს-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად სასამართლოს წარმოუდგინა შემდეგი მტკიცებულებები:
3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მ----–----ემ განმარტა, რომ გ------- ს-----ე არის მისი ყოფილი მეუღლე. ამჟამად ცხოვრობს გ-–----ში დედასთან - ვ------ ე-–------ესა და ორ შვილთან ერთად. 2----–-–-------------ერს, სახლში დედასთან ერთად იყო. ღამე ხმაურმა გააღვიძა. გაღვიძებისას იგრძნო ძლიერი გაზის სუნი, გავიდა სამზარეულოში შესამოწმებლად, თუმცა მიზეზი იქ ვერ აღმოაჩინა. ვინაიდან გაზის სუნი სადარბაზოდან შემოდიოდა, მივიდა კართან, აანთო შუქი, რა დროსაც კარის სათვალთვალოდან დაინახა ადამიანი, რომელმაც წამოიხურა ე.წ. ,,კაპიშონი’’ და გაიქცა კიბეებისკენ. სუნის გასანეიტრალებლად გააღო ფანჯრები. ცოტა ხანი დაელოდა კართან და როცა დარწმუნდა, რომ აღნიშნული პირი ისევ სადარბაზოში იყო, დარეკა საპატრულო პოლიციაში. მიხვდა, რომ აღნიშნული პირი მისი ყოფილი მეუღლე გ------- ს-----ე იყო. საპატრულო პოლიციის მოსვლის შემდეგ, გავიდა სადარბაზოში, სადაც მისი ყოფილი მეუღლე გ------- ს-----ე დახვდა. მოწმის განმარტებით, სადარბაზოში არსებული გაზის მილი იყო გადაჭრილი და რკინებით დამაგრებული. გაზის სუნი იგრძნობოდა, როგორც სახლში, ასევე სადარბაზოშიც. დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ გ------- ს-----ესთან აქვს დაძაბული ურთიერთობა, ვინაიდან მის ყოფილ მეუღლეს არაერთხელ გამოუძახებია საპატრულო პოლიცია, თითქოს მას ხელი ეშლებოდა ბავშვების ნახვაში.
3.4. დაზარალებულმა ვ------ ე-–------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს შვილთან მ----–----ესა და შვილიშვილებთან ერთად. 2----–-–-------------ერს, სახლში, შვილთან - მ----–----ესთან ერთად იმყოფებოდა, ბავშვები კი მამამ, გ------- ს-----ემ წაიყვანა. ღამით, დაახლოებით 0---- საათზე გაეღვიძა და სახლში გაზის სუნი იგრძნო. ხმაურზე გაეღვიძა მ----–----ესაც, რომელმაც ასევე იგრძნო გაზის სუნი. მათ გააღეს ფანჯრები და სახლში შეამოწმეს ყველაფერი, თუმცა ვერ გაიგეს საიდან შეიძლებოდა ყოფილიყო გაზის სუნი. მოგვიანებით სადარბაზოდან გაიგეს ხმაური, რის გამოც მისმა შვილმა მ----–----ემ დარეკა პოლიციაში. მაკამ ასევე გაიხედა კარის სათვალთვალოდან და დაინახა ადამიანი, რომელმაც წამოიხურა ე.წ. ,,კაპიშონი’’. მათ კარი მხოლოდ საპატრულო პოლიციის მოსვლის შემდგომ გააღეს და გ------- ს-----ე დაინახეს, რომელსაც ეცვა ე.წ. ,,კაპიშონიანი’’ ქურთუკი. რაც შეეხება გაზის მილს, იგი იყო გადაჭრილი. ვ------ ე-–------ის განმარტებით, გაზის მილი მანამდე იყო მთლიანი.
3.5. მოწმე ზ------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მ---------------------–--ს გ-–----ი-ნ----–-----ის მ----------------–--–----–----–------------ის თანამდებობაზე. 2----–-–-------------ერს, ღამის საათებში, საპატრულო პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ გ-–----ის მ-------------------------- სართულზე არსებულ ბინაში იყო გაზის სუნი, შესაბამისად მან აღნიშნულ მისამართზე გაუშვა ეკიპაჟი, კერძოდ ბ----------–---–ი და ლ-–---------ე. მოგვიანებით, კვლავ დაუკავშირდა მას ,,112-ის’’ ოპერატორი და შეატყობინა, რომ იგივე მისამართიდან კვლავ იყო შეტყობინება, ძლიერი გაზის სუნისა და სადარბაზოში უცხო მამაკაცის მოძრაობასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდეგ, იგი თავად დაუკავშირდა დაზარალებულს, რათა უკეთ გაერკვია თუ რა ხდებოდა და დაეზუსტებინა მისამართი. დაზარალებულისაგან შეიტყო, რომ სადარბაზოში იყო მამაკაცი, რომელსაც კარგად ვერ ხედავდა, თუმცა იგი სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო მისი ყოფილი მეუღლე, რომელიც სადარბაზოში რაღაცას აკეთებდა, ასევე აღნიშნა, რომ მამაკაცს ეცვა ე.წ. ,,კაპიშონიანი’’ ქურთუკი. ზემოაღნიშნულ მისამართზე, მისი, ბ----------–---–ისა და ლ-–---------ის ეკიპაჟი თითქმის ერთად მივიდა, სადარბაზოში დახვდათ გ------- ს-----ე, რომელსაც ხელში ეჭირა რეზინის მილი. მათი მისვლის შემდეგ სახლიდან გამოვიდა დაზარალებული მ----–----ე, თუმცა მათ შორის კამათის თავიდან აცილების მიზნით დაზარალებულს მოსთხოვეს შესულიყო სახლში. ამ პერიოდში გ------- ს-----ემ სწრაფი ნაბიჯებით დაიწყო კიბეებზე ჩასვლა, თან ჩაილაპარაკა, რომ ,,სისულელე გააკეთა’’. იგი შეაჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. გ------- ს-----ე ძალიან ნერვიულობდა და იმეორებდა, რომ ასეთ შეცდომას აღარ გაიმეორებდა, მათ კითხვაზე თუ რა გააკეთა, გ------- ს-----ემ განმარტა, რომ უნდოდა შეეშინებინა მეუღლე და სიდედრი, რის გამოც მათ საცხოვრებელ სახლში დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში შეუშვა გაზი. აღნიშნულის მიზეზად იგი ასახელებდა იმას, რომ მათ მთელი ცხოვრება გაამწარეს. ზ------------–---–ის განმარტებით, ის და ჯ----–---------ე შემთხვევის ადგილზე პირველები მივიდნენ. მთელ სადარბაზოში გაზის სუნი იგრძნობოდა, შესაბამისად მათ გამოიძახეს სპეციალური სამსახური.
3.6. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპეტქორებმა - ჯ----–---------ემ, ბ----------–---–მა და ლ-–---------ემ. ბ----------–---–მა დამატებით დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ გ------- ს-----ისგან ამოღებულ იქნა ორი ქანჩი, პურის საჭრელი დანა და ონკანი, მასზე მოთავსებული გადამყვანით.
3.7. მოწმე ირ---–-----–----ემ განმარტა, რომ იგი არის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მ---------------------–--ს უფროსი გამომძიებელი. გ------- ს-----ის ბრალდებასთან დაკავშირებით არსებული საგამოძიებო საქმე გადაეწერა ვ-–-----------------გან, რის შემდეგაც მან განაგრძო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. მის მიერ ჩატარებულ იქნა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ გამოკითხულ იქნენ შემთხვევის ადგილზე მყოფი პატრულ-ინსპექტორები, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა კამერების ჩანაწერები, რომელიც დათვალიერდა, ასევე, გამოკითხულ იქნენ არასრულწლოვნები: ნ--–- ს-----ე, გ---–- ს-----ე და სხვა.
3.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - ა-–---------------–---–მა, შ------------–---–მა და ვ-–---------------ემ დაასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.
3.9. 2----–-–-------------ერს, ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, გ-–----ის მ----------------------------------------------- სართული, ბინა №---ის მიმდებარედ, იმავე სართულზე ასასვლელი კიბის ზემო ნაწილში, კერძოდ მ------------ სართულებს შორის არსებული კიბის მარჯვენა კედელზე, ორი მეტრის სიმაღლეზე, კედელზე დამაგრებულია მოყვითალო ფერის ბუნებრივი აირის მილი, რომელსაც აღენიშნება კუსტარული გადაბმის კვალი. კერძოდ, მილის ორი ბოლო ერთმანეთთან დაკავშირებული და დამაგრებულია ვერცხლისფერი მეტალის დეტალით. აღნიშნული გადაბმის ვერცხლისფერი დეტალიდან №---ე ბინის შესასვლელი კარის სახელურამდე არსებული მანძილი არის 181 სმ.
3.10. 2----–-–-------------ერს, გ------- ს-----ის პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის №0-------- ოქმის თანახმად, გ------- ს-----ის პირადი გასინჯვისას, მისი შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა თეთრი, მეტალი ტარიანი ნივთი, სავარაუდოდ ცივი იარაღი, იმავე ჯიბიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი რკინის ქანჩი და ერთი ცალი გაზის ჩამკეტი ონკანი, რომლის ჩამკეტზეც დამაგრებული იყო მილის გადამყვანი.
3.11. 2----–-–-------------ერს გ------- ს-----ის მონაწილეობით, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, ქ. თბილისი, პ--------------–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე განთავსებული ნაგვის ურნიდან, გ------- ს-----ის მითითებით ამოღებულ იქნა გამჭვირვალე, დრეკადი, პლასტმასის მილი.
3.12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №-------------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი:
· თეთრტანიანი დანის მეტალი და ქანჩის გასაღებები წარმოადგენს რკინის შენადნობს;
· გამოსაკვლევი მილების გადაჭრის ადგილებიდან მომზადებულ ხსნარებში დაფიქსირდა რკინის არსებობა;
· ერთი დ აიგივე მეტალის იდენტურობის დადგენა შეუძლებელია მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის გამო;
· თეთრტანიანი დანის მუშა ზედაპირზე პოლიმერული მასალის კვალი არ აღინიშნება;
· ორი ცალი ქანჩის გასაღების ზედაპირზე პოლიმერული მასალის კვალი არ აღინიშნება.
3.13. ექსპერტებმა ე----------------------–---–მა და მ-------–---–-----მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას სრულად დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე.
3.14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №--------------–- დასკვნის თანახმად:
· ექსპერტიზაზე წარდგენილი გ------- ს-----ის კუთვნილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
· ექსპერტიზაზე წარდგენილ გაზის ონკანზე არსებული პოლიმერული მასალის მილი განცალკევებამდე წარმოადგენდნენ ერთ მთლიან მილს, რომელთა განცალკევება წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე ბასრი თვისებების მქონე საგანთან კონტაქტის შედეგად, როგორიც შესაძლებელია იყოს ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა.
3.15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - დ--------------ემ სრულად დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
3.16. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2----–-–---------------–ის №---------- და 2----–-–---------------–ის №---------- ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, მ----–----ემ და ვ------ ე-–------ემ, ყოფილი მეუღლის/ყოფილი სიძის - გ------- ს-----ის მხრიდან მათზე განხორციელებული ქმედებების გამო, განიცადეს ფსიქოლოგიური (მორალური) დამცირება და ტანჯვა.
3.17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - თ-------------ემ სრულად დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.
3.18. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2----–-–---------–--ის №---------- დასკვნის თანახმად, ვინაიდან არ იყო წარდგენილი მ----–----ისა (ც--–--ეს) და ვ------ ე-–------ის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია (გამოძიების მიერ წარდგენილი N0---------, წერილის თანახმად: დაზარალებულებს მ----–----ეს და ვ------ ე-–------ეს, 2----–-–-------------ერს მომხდარი ინციდენტის დროს და არც მას შემდგომ, სამედიცინო დახმარებისათვის არ მიუმართავთ რომელიმე კლინიკისათვის სტაციონარული თუ ამბულატორიული მკურნალობისათვის) მათი ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის და ხანდაზმულობის შეფასებისათვის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას საფუძველი არ გააჩნია. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილ ვ------ ე-–------ის სისხლის ნიმუშში აღმოჩნდა კარბოქსიჰემოგლობინი 0,67%-ის რაოდენობით, მ----–----ის სისხლის ნიმუშში აღმოჩნდა კარბოქსიჰემოგლობინი 1,74%-ის რაოდენობით.
3.19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - თ---------–-----მა და კ--------------–-----–---–მა სრულად დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
3.20. 2----–-–---------------–ის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა საქართველოს შსს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) ტექნიკური მხარდაჭერისა და ტექნოლოგიური განვითარების სამმართველოს, ტექნიკური დახმარების განყოფილებაში (მდებარე: ქ. თბილისი, გ---–--------------) დაარქივებული 2----–-–-------------რის №---- სამხრე კამერის 0-----დან 0-----მდე ვიდეოჩანაწერი და №0--- სამხრე კამერის 0-----დან 0-----მდე ვიდეოჩანაწერი, საიდანაც დგინდება, რომ გ-–----ი-ნ----–-----ის ოცეულის მეთაური ზ------------–---–ი, პატრულ-ინსპექტორები: ლ-–---------ე, ჯ----–---------ე, ბ----------–---–ი და ბრალდებული გ------- ს-----ე ერთად დგანან კორპუსის ერთ-ერთი სართულის კიბის უჯრედზე, ხოლო გ------- ს-----ეს ხელში უჭირავს გამჭვირვალე პლსტმასის მილი, პატრულ-ინსპექტორი ბ---------–---–ი გ------- ს-----ეს უტარებს პირად გასინჯვას, რის შედეგად მისი შარვლის ჯიბიდან იღებს: მეტალის თეთრტარიან დანას, ორ ცალ რკინის ქანჩს, ერთ ცალ გაზის ჩამკეტ ონკანს, რომლის თავზე დამაგრებული არის მილის გადამყვანი. ამ დროის მონაკვეთში გ------- ს-----ესა და პატრულ-ინსპექტორებს შორის მიმდინარეობს საუბარი, რომელიც შეეხება გაზის მილს, კერძოდ პატრულ-ინსპექტორები გ------- ს-----ეს რამოდენიმეჯერ უმეორებენ კითხვას: ,,სად მოჭერი გაზის მილი, გვანახე’’, გ------- ს-----ე პატრულ-ინსპექტორების დასმულ კითხვებს არ პასუხობს. ვიდეო-ჩანაწერის ნახვისას 0-------- წუთზე გ------- ს-----ე მარჯვენა ხელის მითითებით პატრულ-ინსპექტორებს კიბის უჯრედიდან მათ პირდაპირ კიბეზე ასასვლელ უჯრედზე მიუთითებს, თუ სად მოხდა ხსენებული ფაქტი. ვიდეო ჩანაწერის მსვლელობისას 0---------–----ზე, გ------- ს-----ე კიბეზე ასვლისას ბოლო საფეხურზე ჩერდება, სადაც ამავე დროს კედლის გასწვრივ, სიმაღლეზე ხედავს მოყვითალო ფერის მილს, რა დროსაც ინსპექტორი ამბობს: ,,აი აქ არის’’. პატრულ-ინსპექტორი გ------- ს-----ეს ეკითხება: ,,ეს ყველაფერი რომ მოჭერი რატომ გადააბი?’’, „რათ გინოდა ეს ყველაფერი’’. გ------- ს-----ე: „მისი გაბრაზება მინდოდა, ისეთი არაფერი’’. პატრულ-ინსპექტორი 0-------- წუთზე ხელს ადებს კედლის გასწვრივ სიმაღლეზე ზოლად გაყოლებულ მოყვითალო ფერის მილს, რომელსაც შუაში გააჩნია გასაყოფი-გადამკეტი ადგილი, სადაც ის ადებს ხელს და ეუბნება გ------- ს-----ეს: ,,შენ ხომ აქ გადაჭერი, მითხარი მიზანი რა იყო?’’. გოგოტა ს-----ე: „გაბრაზება მინდოდა’’. მოგვიანებით პატრულ-ინსპექტორი ეკითხება გ------- ს-----ეს: ,,ეგ უნდა შეგეყო და სუნი გაეგოთ რომ შეშინებოდათ?’’. გ------- ს-----ე: ,,ხო აი ეგ მინდოდა რა’’. პატრულ ინსპექტორი: ,,მერე ეგ სად უნდა შეგეყო? მერე ეგ კარებში შეეტეოდა?’’. გ------- ს-----ე: ,,აი გასაღების იმაში’’. პატრულ-ინსპექტორი: ,,ბევრი შეუშვი? სუნი დგას ძალიან, დიდხანს გქონდა შეშვებული?’’. გ------- ს-----ე: ,,7 წუთი’’. გ------- ს-----ე მობილური ტელეფონის საშუალებით ესაუბრება პოლიციის თანამშრომელს და განმარტავს, რომ გაზის მილი კარებს დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში მიადო და მერე გამორთო. აღნიშნულის შემდეგ, გ------- ს-----ე საუბარს აგრძელებს პატრულ-ინსპექტორებთან მისი შვილების ნახვაზე და ამბობს: ,,ის კიდე დღეებს მართმევს, რატომ უნდა მაიძულოს, ასეთი რაღაცის გაკეთება, დავიღალე მაგისი საქციელის გამო, დავიღალე ბავშვების ტირილით, ნერვები აღარ მყოფნის, შეეშვას ჩემს დღეებს რა, ნუ მართმევს ჩემს დღეებს.’’
3.21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მიერ უდავოდ იქნა ცნობილი, არასრულწლოვანი მოწმეების ნ--–- და გ---–- ს-----ეების გამოკითხვის ოქმები. არასრულწლოვანი მოწმეები - ნ--–- და გ---–- ს-----ეები გამოკითხვის ოქმებში განმარტავენ, რომ ცხოვრობენ დედასთან ერთად. 2----–-–-------------ერს მამამ წაიყვანა თავისთან სახლში, ხოლო იმავე წლის 2---------ერს დედასთან დააბრუნა გ------- ს-----ის ნათესავმა. არასრულწლოვანი მოწმეები ასევე ადასტურებენ, მ----–----ესა და გ------- ს-----ეს შორის არსებულ კონფლიქტურ სიტუაციას.
დაცვის მხარის მტკიცებულებები:
3.22. ბრალდებულმა გ------- ს-----ემ განმარტა, რომ 2----–-–-------------ერს შვილები - ნ--–- და გ---–- თავისთან წაიყვანა სახლში. მისთვის ცნობილია, რომ მ----–----ე ცხოვრობს დედასთან ერთად. იგი მ----–----ის სახლთან მივიდა ღამით, ჩახსნა გაზის მილი, რომელიც განთავსებულია სადარბაზოში კიბეებთან, აღნიშნულ მილზე დაამაგრა ,,ონკანი’’, მის მიერ მიტანილი რეზინის მილი და დადგა დაახლოებით ორი წუთი კართან. ,,ონკანი’’ოდნავ ჰქონდა მოშვებული, რომ ბევრი გაზი არ გამოსულიყო, რამე არ მომხდარიყო და ცუდად არ გამხდარიყვნენ. მან აღნიშნული გააკეთა შეშინების მიზნით. გაზის გაშვების შემდეგ კი მიხვდა, რომ არასწორად იქცეოდა და შეწყვიტა ქმედების განხორციელება. თავდაპირველად, როდესაც მან გაზის მილი გადაჭრა, გაზის სუნი არ გამოსულა, ვინაიდან მასზე ჩამკეტი ჰქონდა დამაგრებული, ხოლო შემდეგ როდესაც მას მილი შეუერთა, ,,ონკანი’’ ოდნავ მოუშვა. ცოტა ხნის შემდეგ მიხვდა, რომ აღნიშნული საშუალება უფრო საშიში იყო და შესაძლოა მის ქმედებას ზიანი გამოეწვია. სადარბაზოში გაზის სუნი იგრძნო, იფიქრა რომ ზედმეტი მოუვიდა, სწრაფად მოჭრა დანით მიერთებული მილი, დააგდო დაბლა, დანა შეინახა და დაიწყო გადაჭრილი გაზის მილების გადაბმა. აღნიშნულის შემდეგ ჩავიდა კიბეებზე, თუმცა გაახსენდა, რომ იქ დარჩა მილი და უკან დაბრუნდა მის ასაღებად. უკან დაბრუნების შემდეგ დაინახა, რომ გაზის მილი, რომელიც დამაგრებულია კედელზე სამაგრებით, ჩამოვარდნილი იყო და დაიწყო მისი დამაგრება. როგორც კი დაამაგრა დაინახა, რომ სადარბაზოში შუქი აინთო, რის გამოც იგი ჩავიდა კიბეზე, თუმცა კვლავ გაახსენდა, რომ მილი ისევ იქ დატოვა და დაბრუნდა უკან, აიღო რეზინის მილი და როგორც კი კიბესთან მივიდა, ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. გ------- ს-----ის თქმით, გაზის ის რაოდენობა, რომელიც მან გაუშვა, იმ სუნის მიხედვით, რაც სადარბაზოში იყო, არ იქნებოდა საკმარისი რომ რაიმე ზიანი გამოეწვია. ბრალდებულის ჩვენებით, შუქი სადარბაზოში მხოლოდ მაშინ აინთო, როცა ის მილის წამოსაღებად დაბრუნდა. ზემოაღნიშნული ქმედება კი იმიტომ განახორციელა, რომ მ----–----ე კიდევ აპირებდა ბავშვების ნახვის დღეების წართმევას. ბრალდებულის განმარტებით, მხოლოდ შეშინების მიზანი ჰქონდა და არა მოკვლის.
3.23. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება გ------- ს-----ის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირისა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
3.34. დაზარალებულებმა - მ----–----ემ და ვ------ ე-–------ემ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაადასტურეს ის ფაქტი, რომ 2----–-–-------------ერს, ისინი იმყოფებოდნენ ერთად სახლში, მდებარე: ქ. თბილისი, გ-–----ის მ---------------------, ბინა №---ში. ღამე მათ აღმოაჩინეს, რომ სახლში იყო მძაფრი გაზის სუნი. მოგვიანებით, როდესაც მიხვდნენ, რომ გაზის სუნი სადარბაზოდან შედიოდა სახლში, მ----–----ემ გაიხედა კარის სათვალთვალოდან და დაინახა ადამიანი, რომელმაც წამოიხურა ე.წ. ,,კაპიშონი’’ და გაიქცა კიბეებისკენ. მ----–----ის მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია, რომელთაც სადარბაზოში პარკით ხელში დახვდათ გ------- ს-----ე.
3.25. 2----–-–-------------ერს, ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დასტურდება, რომ, ქ. თბილისში, გ-–----ის მ---------------------, ბინა №---ის მიმდებარე ტერიტორია, დგინდება, რომ მ--- სართულზე ასასვლელი კიბის ზემო ნაწილში, კერძოდ მ------------ სართულებს შორის არსებული კიბის მარჯვენა კედელზე, ორი მეტრის სიმაღლეზე კედელზე დამაგრებულ მოყვითალო ფერის ბუნებრივი აირის მილს აღენიშნებოდა კუსტარული გადაბმის კვალი. კერძოდ, მილის ორი ბოლო ერთმანეთთან დაკავშირებული და დამაგრებული იყო ვერცხლისფერი მეტალის დეტალით. 2----–-–-------------ერს, გ------- ს-----ის პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის თანახმად, გ------- ს-----ეს თან ჰქონდა მეტალის თეთრტარიანი ნივთი, სავარაუდოდ ცივი იარაღი, ორი ცალი რკინის ქანჩი და ერთი ცალი გაზის ჩამკეტი ონკანი.
3.26. მოწმეებმა - ზ------------–---–მა, ირ---–-----–----ემ, ჯ----–----------ემ, ბ----------–---–მა და ლ-–---------ემ, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გამოძახებიდან უმალვე, დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე დახვდათ ბრალდებული გ------- ს-----ე, რომელსაც ხელში ეჭირა გამჭვირვალე სილიკონის მილი და რომელმაც განაცხადა, რომ ,,სისულელე გააკეთა’’. მათ ასევე დაადასტურეს, რომ სადარბაზოში და დაზარალებულების სახლში იდგა გაზის სუნი, ხოლო სადარბაზოში არსებული ბუნებრივი გაზის მილი იყო გადაჭრილი და დამაგრებული კუსტარულად ე.წ. რკინის გადამყვანით. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დასტურდება, რომ ბრალდებული ნერვიულობდა და ცდილობდა დაეტოვებინა სადარბაზო, მოგვიანებით კი განმარტა, რომ გადაჭრა სადარბაზოში არსებული ბუნებრივი გაზის მილი, მასზე შეაერთა მის მიერ მიტანილი რეზინის მილი და თავისი ყოფილი მეუღლის საცხოვრებელი ბინის, კარის გასაღების ჭრილში შეუშვა გაზი.
3.27. 2----–-–---------------–ის დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმად, დათვალიერებულ იქნა საქართველოს შსს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) ტექნიკური მხარდაჭერისა და ტექნოლოგიური განვითარების სამმართველოს, ტექნიკური დახმარების განყოფილებაში დაარქივებული 2----–-–-------------რის №---- სამხრე კამერის 0-----დან 0-----მდე ვიდეოჩანაწერი და №0--- სამხრე კამერის 0-----დან 0-----მდე ვიდეოჩანაწერი. არNიშნულით დასტურდება, რომ გ-–----ი-ნ----–-----ის ოცეულის მეთაური ზ------------–---–ი, პატრულ-ინსპექტორები: ლ-–---------ე, ჯ----–---------ე, ბ----------–---–ი და ბრალდებული გ------- ს-----ე ერთად დგანან კორპუსის ერთ-ერთი სართულის კიბის უჯრედზე, გ------- ს-----ეს ხელში უჭირავს გამჭვირვალე პლასტმასის მილი. პატრულ-ინსპექტორმა ბ----------–---–მა გ------- ს-----ეს ჩაუტარა პირადი გასინჯვა, რის შედეგად მისი შარვლის ჯიბიდან ამოღებულ იქნა მეტალის თეთრტარიანი დანა, ორი ცალი რკინის ქანჩი, ერთი ცალი გაზის ჩამკეტი ონკანი, რომელსაც თავზე დამაგრებული ჰქონდა მილის გადამყვანი. გ------- ს-----ემ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიუთითა თუ სად გადაჭრა გაზის მილი. განმარტა, რომ ,,შეცდომა დაუშვა’’. გ------- ს-----ის თქმით, მას მხოლოდ ყოფილი მეუღლის გაბრაზება უნდოდა. ზემოაღნიშნული დათვალიერების ოქმის თანახმად, გ------- ს-----ე ვიდეოჩანაწერებში ასევე განმარტავს, რომ მას გაზის მილი 7 წუთის განმავლობაში ჰქონდა კარის გასაღების ჭრილთან მიტანილი, ხოლო შემდეგ გადაკეტა გაზი. აღნიშნულის მიზეზად იგი ასახელებდა იმ გარემოებას, რომ მას ხელს უშლიდნენ ბავშვებთან ურთიერთობაში.
3.28. ამდენად, სასამართლო მოწმეების - მ----–----ისა და ვ------ ე-–------ის ჩვენებებს აფასებს მათი სანდოობის თვალსაზრისით და აღნიშნავს, რომ მათი ჩვენებები შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია, როგორც ერთმანეთთან, ასევე ექსპერტიზის დასკვნებთან, სასამართლოში წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებთან და, შესაბამისად, მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
3.29. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოწმეების ჩვენებები არ შეიცავს საეჭვო განმარტებებს, რაც კითხვის ნიშნებს გააჩენდა მათ სანდოობასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე არ იკვეთება რაიმე საეჭვო გარემოებები, რაც მიანიშნებდა მოწმეების მ----–----ისა და ვ------ ე-–------ის მიკერძოებაზე და პირად დაინტერესებაზე ბრალდებულ გ------- ს-----ის საწინააღმდეგოდ.
3.30. გარდა ზემოაღნიშნულისა, თავად ბრალდებულმა გ------- ს-----ემ აღიარა, რომ 2----–-–-------------ერს ნამდვილად იყო მისული, ყოფილი მეუღლის - მ----–----ის საცხოვრებელ სახლთან, სადაც გადაჭრა გაზის მილი, შეუერთა მას მილი, რომელიც მიიტანა დაზარალებულების საცხოვრებელ ბინასთან. იგი ასევე, არ უარყოფს გაზის გაშვების ფაქტს, თუმცა ამბობს, რომ მან მხოლოდ მცირე რაოდენობით გაუშვა გაზი, ხოლო შემდგომ გადაიფიქრა და შეწყვიტა აღნიშნული ქმედება.
3.31. სასამართლოს მიერ, ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გ------- ს-----ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში და მას მხოლოდ ყოფილი მეუღლის შეშინება სურდა, იმის გათვალისწინებით, რომ მან ,,შეშინებისათვის’’ გამოიყენა ისეთი საშუალება, რომელიც სახიფათოა სხვა ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და ბრალდებულის ჩვენებით დასტურდება, რომ გ------- ს-----ე, ღამის საათებში, მივიდა ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინასთან, გადაჭრა სადარბაზოში არსებული გაზის მილი, შეუერთა აღნიშნულ მილს, მის მიერ მიტანილი რეზინის მილი, რომლის საშუალებითაც გაზი შეუშვა მ----–----ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც იმყოფებოდნენ დაზარალებულები - მ----–----ე და ვ------ ე-–------ე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ გაზის სუნი იყო, როგორც დაზარალებულების საცხოვრებელ ბინაში, ასევე სადარბაზოში. გ------- ს-----ის ქმედების შეფასებისას, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მან ბრალად შერაცხული ქმედება განახორციელა ღამის საათებში, მაშინ როდესაც ნაკლებ სავარაუდო იყო, რომ სახლში მყოფი პირები, რომლებსაც ეძინათ, გაზის სუნს იგრძნობდნენ, გაიგებდნენ თუ ვისგან მომდინარეობდა ქმედება და მისი შეეშინდებოდათ, მაშინ როდესაც დაზარალებულებს ეძინათ, ასევე ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის არ ყოფილა რაიმე სახის კომუნიკაცია ,,შეშინების’’ მიზანთან დაკავშირებით, შესაბამისად ისინი მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას დაენახათ და გაეგოთ თუ ვინ, რა საშუალებით და რა მიზნით ცდილობდა მათ შეშინებას. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გ------- ს-----ემ სწორედ მაშინ განახორციელა განზრახული ქმედება, როდესაც მისი არასრულწლოვანი შვილები სახლში არ იმყოფებოდნენ. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გ------- ს-----ის ქმედების განხორციელების მიზანს, მხოლოდ დაზარალებულის შეშინება წარმოადგენდა, ვინაიდან თავად ქმედების შინაარსიდან გამომდინარე, იმ საშუალებით, რომელიც ბრალდებულის მიერ იქნა გამოყენებული, შეუძლებელია პირის შეშინება ისე, რომ მას სხვა მძიმე შედეგი არ გამოეწვია.
3.32. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და მის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა გ------- ს-----ის მიერ მ----–----ისა და ვ------ ე-–------ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი - დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირისა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
3.33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე უტყუარად დადასტურდა, რომ გ------- ს-----ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირისა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. სასამართლომ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.34. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე პროცესის მიმდინარეობისას არ უარყოფდა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს, სადავოს ხდიდა მხოლოდ სამართლებრივ კვალიფიკაციას. დაცვის მხარის ძირითადი არგუმენტები დასკვნით სიტყვაში შეეხებოდა დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებას ან/და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში ქმედების კვალიფიკაციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,21,120-ე მუხლით. ვინაიდან აღნიშნული საკითხი შეეხება ქმედების სამართლებრივ კვალიფიკაციას სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებით დაწვრილებით იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების ნაწილში.
4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.
5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში ასახულ არგუმენტებზე, რომლის თანახმადაც, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებას ან/და გ------- ს-----ის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში ქმედების გადაკვალიფიკაცირებას ითხოვდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,21,120-ე მუხლით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით სამართლებრივად მართებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. ბრალდებულის ადვოკატმა მიუთითა, რომ გ------- ს-----ემ დანაშაულზე ნებაყოფლობით აიღო ხელი, ვინაიდან ქმედების განხორციელების დროს გაანალიზა, რომ შეცდომას უშვებდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ბრალდებულს შესაძლოა ჩაედინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,21,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და არა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გ------- ს-----ემ ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის ჩადენაზე, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან შეწყვიტა გაზის გაშვება და აღადგინა გადაჭრილი გაზის მილი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებს არ მიუღიათ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, იგი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლის თანახმად, პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის დამთავრებაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება სხვა დანაშაულს წარმოადგენს.
5.4. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება ნიშნავს, თუ პირმა დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით (საკუთარი სურვილით) და საბოლოოდ აიღო ხელი, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ 2----–-–-------------ერს, გ------- ს-----ე ნამდვილად იყო მისული, ყოფილი მეუღლის - მ----–----ის საცხოვრებელ სახლთან, სადაც გადაჭრა გაზის მილი, მას შეუერთა მის მიერ მიტანილი მილი და შეუშვა გაზი მ----–----ის საცხოვრებელ ბინაში. დაზარალებულების ჩვენებებით დადგენილ იქნა, რომ მათ გაეღვიძათ, იგრძნეს გაზის სუნი, რომელიც ბინაში შესასვლელი კარიდან შედიოდა, შემდგომ კი მ----–----ემ აანთო შუქი და გამოიძახა საპატრულო პოლიცია. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გამო ვერ შეძლო გ------- ს-----ემ განზრახული ქმედების სისრულეში მოყვანა.
5.5. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ამგვარ განმარტებას, რადგან მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის შეწყვეტა გამოწვეულია არა ნებაყოფლობით, არამედ დაზარალებულების აქტიური მოქმედებებით (შუქის ანთებით, საპატრულო პოლიციის გამოძახებით და სხვა). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ქმედების ჩადენის ობიექტურ ხელის შემშლელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს დაზარალებულების მხრიდან აქტიური მოქმედება შუქის ანთება და საპატრულო პოლიციის გამოძახება, რამაც ხელი შეუშალა გ------- ს-----ეს თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანას.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,21,120-ე მუხლით კვალიფიკაციის თაობაზე და განმარტავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დამატებით იმსჯელოს გ------- ს-----ის პასუხისმგებლობაზე საქართველოს სსკ-ის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
5.6. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დამამძიმებელ გარემოებებში განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებებია - ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირისა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
5.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
5.8. მცდელობა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. დანაშაულის მცდელობა სახეზეა, როცა პირს თავისი ქმედებით, რომელიც ობიექტურად უშუალოდ მიმართული იყო ქმედების შემადგენლობით გათვალისწინებული შედეგისაკენ, სუბიექტურად სურდა სისხლის სამართლის კოდექსის ამა თუ იმ ნორმით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის განხორციელება ან ასეთი ქმედებით მინიმუმ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის განხორციელებას, მაგრამ ობიექტურად ვერ განახორციელა მის მიერ სუბიექტურად განზრახული ქმედების შემადგენლობა. ვინაიდან მკვლელობა შედეგიანი დელიქტია, მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია შედეგად ზიანის დადგომა. მაშასადამე, დანაშაულის მცდელობისას დასჯადობის წინაპირობას წარმოადგენს: 1. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; 2. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს უშუალო საფრთხე ემუქრება; 3. მოსალოდნელი შედეგის არარსებობა. ისეთი კატეგორიის დანაშაულთან მიმართებაში, როგორიცაა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებით აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის ჩადენის მოტივი.
5.9. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ მ----–----ესა და გ------- ს-----ეს შორის არსებობდა კონფლიქტი, ბავშვების ნახვის დღეების განაწილებასთან დაკავშირებით. ბრალდებულის განზრახვაზე ასევე მიუთითებს ის გარემოება რომ მას თან ჰქონდა იარაღები და რეზინის მილი, რომლის საშუალებითაც შეძლო, სადარბაზოში არსებული ბუნებრივი აირის მილის გადაჭრა, ასევე წინასწარ მომზადებული ე.წ. ,,ონკანის’’საშუალებით, მას შეუერთა რეზინის მილი, რომელიც მიწვდებოდა მ----–----ის საცხოვრებელი ბინის კარამდე. საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულის მიერ განხორციელდა ბუნებრივი აირის გაშვება. ამასთან, სასიკვდილო შედეგი არ დადგა იმ გარემოების გამო, რომ დაზარალებულებს გაეღვიძათ და მათი მოძრაობის, ასევე სადარბაზოში შუქის ანთების გამო გ------- ს-----ეს ხელი შეეშალა, რომ განზრახული ქმედება სისრულეში მოეყვანა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებულის ქცევა მიუთითებს მკვლელობის მცდელობის სავალდებულო სუბიექტურ და ობიექტურ ელემენტებზე, რაც აუცილებელია ქმედების 19,109-ე მუხლით პირის მსჯავრდებისათვის.
5.10. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მკვლელობის საშუალება, ანუ ისეთი საშუალება, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ასეთ საშუალებას იურიდიულ ლიტერატურაში ძნელად მართვად ანდა უმართავ საშუალებას უწოდებენ. ქმედების განხორციელებისას დამნაშავეს წინასწარ უნდა ჰქონდეს შეცნობილი, რომ იგი კლავს ადამიანს ისეთი ხერხითა და საშუალებით, რომელიც დაზარალებულის გარდა საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებებითა და თავად ბრალდებულის ჩვენებით დგინდება, რომ გ------- ს-----ემ ქმედების განხორციელების საშუალებად გამოიყენა ბუნებრივი აირი, კერძოდ სადარბაზოდან, მ----–----ის საცხოვრებელ ბინაში შეუშვა გაზი, რომლის გარკვეული რაოდენობით დაგროვებასაც შესაძლოა გამოეწვია, როგორც დაზარალებულების ისე კორპუსში მაცხოვრებელი პირების სიკვდილი. სადარბაზოში დაგროვებულ ბუნებრივ აირს შესაძლოა გამოეწვია მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის აფეთქება, ამდენად ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით უტყუარად დასტურდება, რომ გ------- ს-----ის მიერ გამოყენებული საშუალება ნამდვილად წარმოადგენდა საფრთხეს მთლიანად კორპუსში მაცხოვრებელ პირთა სიცოცხლისათვის.
5.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს განზრახ მკვლელობა, ოჯახის წევრის მიმართ.
5.12. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
5.13. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გ------- ს-----ე არის მ----–----ის ყოფილი მეუღლე. აღნიშნული საკითხი სადავო არ გამხდარა მხარეთა მიერ, ამდენად, სასამართლო ამ საკითხზე დამატებით არ იმსჯელებს. საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ბრალად წარდგენილი ქმედების მაკვალიფიცირებელი ნიშანი - ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
5.14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებების და თავად ბრალდებულ გ------- ს-----ის ჩვენების თანახმად, დასტურდება, რომ 2----–-–-------------ერს, იმ დროს როდესაც ბრალდებულმა განახორციელა ბრალად შერაცხული ქმედება, სახლში იმყოფებოდნენ მ----–----ე და ვ------ ე-–------ე, შესაბამისად, გ------- ს-----ის ქმედებას შესაძლოა გამოეწვია ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა.
5.15. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ს-----ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
6.2. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მიუთითებს, რომ გ------- ს-----ის პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადგენილა.
7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.
7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, რომლითაც გ------- ს-----ეს მსჯავრი უნდა დაედოს, სასჯელად ითვალისწინებს თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
7.5. ამდენად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს დაცვის მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ ინფორმაციას გ------- ს-----ის პიროვნებასთან დაკავშირებით, კერძოდ საქმეში ბრალდებულის პიროვნებასთან დაკავშირებით არსებულ დადებითი შინაარსის დახასიათებებს, ასევე დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, რაც ამყარებს სასამართლოს დასკვნას, ბრალდებულის პიროვნების თაობაზე და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გ------- ს-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
8. ნივთმტკიცებათა ბედის გადაწყვეტა:
8.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:
- გ------- ს-----ის პირადი გასინჯვისას ამოღებული 1 ცალი დანა, 1 ცალი გაზის ონკანი მილის გადამყვანით, 2 ცალი ქანჩი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად ამოღებული 1 ცალი პლასტმასის გამჭვირვალე მილი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- 2----–-–-------------ერს აღებული მ----–----ისა და ვ------ ე-–------ის სისხლის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 270-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- ს-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
გ------- ს-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–-------------რიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- გ------- ს-----ის პირადი გასინჯვისას ამოღებული 1 ცალი დანა, 1 ცალი გაზის ონკანი მილის გადამყვანით, 2 ცალი ქანჩი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად ამოღებული 1 ცალი პლასტმასის გამჭვირვალე მილი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- 2----–-–-------------ერს აღებული მ----–----ისა და ვ------ ე-–------ის სისხლის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე