განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2019
საქმის ნომერი
330100119002850726
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/622-19

(-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორები - დ-------------–---–---------------–-----–---–---–-----------------------–---------

დაცვის მხარე:

1. ბრალდებული გ-----------------------------------------------------–-------–-–------------–--------------–---------------- რეგისტრირებული: ქ------–-----------------–---–----------–-- ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–------------–-–---–--------------------------------------

 

ადვოკატი - ნ---------------------–---------------–---–--

 

2. ბრალდებული გ---------------–---–---------------------------------–-------–-–----------------–--------------–---------------- რეგისტრირებული: ქ------–--------–----------–---------------------------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თ---–-------------–---–--------------------

ადვოკატი - ფ--------------------–-------------–---–--

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი - ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად;

სხდომის სახე: ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 19:40 საათზე, თბილისი, ბ--------- ქ. N8-ში მდებარე ბინა N21-თან, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დანით შეიარაღებული გ---------------–---–- და პისტოლეტისმაგვარი საგნით შეიარაღებული გ--------------------- თავს დაესხნენ დ--------------–---, რომელსაც მართლსაწინააღმდეგო მიისაკუთრების მიზნით, გასტაცეს პოლიეთილენის პარკი, პროდუქტებით და ხელჩანთა, მასში არსებული ლეპტოპითა და სხვა ნივთებით. ჩადენილი ქმედებით დაზარალებულს მიადგა 5 000 ლარის მატერიალური ზიანი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულმა დ--------------–--- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 27 ნოემბერს, საღამოს, სამსახურიდან ავტომობილით დაბრუნდა ბ--------- ქუჩაზე მდებარე მის საცხოვრებელ კორპუსთან. ავტომანქანა ავტოსადგომზე გააჩერა, აიღო გზად, ჰიპერმარკეტ „---------–-- ნაყიდი პროდუქტებით სავსე პარკი, ასევე - ხელჩანთა, მასში არსებული ლეპტოპითა და სხვა ნივთებით და წავიდა სადარბაზოს მიმართულებით. სადარბაზოს კართან ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ბრალდებულები შენიშნა. რამდენადაც ახსოვს, ორივე მათგანს ე.წ. „კაპიშონი“ ჰქონდა წამოფარებული თავზე. ერთმანეთს თვალი გაუსწორეს და, რატომღაც, მათ დანახვაზე უსიამოვნო განცდა დაეუფლა. ბრალდებულებმა სადარბაზოს კარი გააღეს და შევიდნენ. ისიც მათ მიჰყვა უკან. ბრალდებულები კიბეებისკენ გაემართნენ, თავად კი ლიფტით ავიდა მეხუთე სართულზე. ვინაიდან ზემოთ ხსენებულმა პირებმა მისი ყურადღება მიიქციეს, ბინის კართან მისვლამდე, კიბის უჯრედიდან გადახედა ქვედა სართულებს და დაინახა ბრალდებულები, რომელბიც მეოთხე და მეხუთე სართულებს შორის იდგნენ. არ ეგონა მას თუ ელოდებოდნენ, ამიტომ კარისკენ მიბრუნდა და გასაღებით მისი გახსნა დაიწყო. კარის გაღების პროცესში, კიბის უჯრედის მხრიდან მოესმა ფეხის ხმა, რის გამოც კარიდან ავტომატურად გამოაძრო გასაღები და შებრუნდა. გ---------------------- იარაღის მსგავსი საგანი მიადო შუბლზე და „კარები გააღე, სერიოზული საბაზროაო“ უთხრა. როცა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია - „თავი არ დამაბრედინოო“ დაემუქრა. ამ დროს გ---------------–---–-– მოვიდა, რომელსაც ხელში დანა ეჭირა. მიხვდა, რომ ბინაში შესვლას და მის დაყაჩაღებას აპირებდნენ, ამიტომ მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა და ყვირილითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით საკუთარი ბინის კარიდან მათ მოშორებას ცდილობდა. ჯაჯგურში მეზობლის კარამდეც მივიდნენ. გ---------------------- ხელიდან გამოსტაცა პარკი, რომელშიც ნაყიდი პროდუქტები იყო მოთავსებული და გაიქცა. გ---------------–---–თან ძიძგილაობა კი მანამ გაგრძელდა, სანამ მანაც არ გამოგლიჯა ლეპტოპის ჩანთა, რომელშიც ლეპტოპთან ერთად ბლოკნოტი, კალმები, სათვალე, წამლებიანი პატარა ჩანთა და სამსახურიდან წამოღებული დოკუმენტაცია ჰქონდა. გ---------------–---–-– კიბეებზე დაეშვა. სახლში შესვლისთანავე ფანჯრიდან გადაიხედა და მის კორპუსთან მიმავალი გ---------------–---–- დაინახა. დარეკა „112“-ში და პოლიციის დახმარება ითხოვა. დაზარალებულმა დ--------------–--- განმარტა, რომ ორივე თავდამსხმელს სახე ჰქონდა დაფარული, გ--------------------- - კაშნე, გ---------------–---–- კი - სამედიცინო პირბადე ეკეთა. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულებს ფული და ძვირფასეულობა არ მოუთხოვიათ, ინციდენტისას მისი შვილი, რაღაც ფორმით, ახსენეს, მაგრამ, მათი ქცევიდან გამომდინარე, შვილზე სალაპარაკოდ მისულ ადამიანებს არ ჰგავდნენ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 27 ნოემბერს, 21:05-23:10 სთ., შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების გამომძიებელ გ----------------–---–-- მიერ, ექსპერტების მონაწილეობით, დ--------------–--- თანდასწრებით, დათვალიერდა თბილისი, ბ--------- ქ. №8 კორპუსის მ--- სართულის კიბის უჯრედი, - სადაც, დაზარალებულის განმარტებით, მას თავს დაესხა დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ორი პირი, რომელთაც გასტაცეს ხელჩანთა ლეპტოპით და „------------ პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული სურსათით; ასევე დათვალიერდა მე-3 სართულის კიბის უჯრედი, რომლის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა „------------ პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული სურსათით და სუნის კვალის ნიმუში. ბ--------- ქ. №8 კორპუსის სიახლოვეს, ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე, ნანახი და ამოღებული იქნა თეთრი ფერის პირბადე.

 

ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს, 15:55-17:10 სთ. პერიოდში, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების გამომძიებელ გ-------------- მიერ, ექსპერტების მონაწილეობით, დათვალიერდა თბილისი, კ------------ №33/40-ის მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც იქვე მდებარე ბარაკული ტიპის სახლის გვერდით არსებულ სამშენებლო მონაკვეთზე ნანახი და ამოღებული იქნა ძირს დაყრილი ნივთები, - პოლიეთილენის ე.წ. „ფაილებში“ მოთავსებული დოკუმენტები, კონვერტი, მეტალის მრგვალი კონტეინერი, წიგნაკი, პატარა, მოლურჯო ელვაშესაკრავიანი ჩანთა და მედიკამენტები. ერთ-ერთ დოკუმენტზე იკითხება „----------------–----

 

ქ.თბილისი, კ----–------- №21-ში მდებარე შ----------------------–------------ მაღაზია „------------ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების 2018 წლის 27 ნოემბრის ჩანაწერში, 17:51:30-17:51:41 სთ. დროის მონაკვეთში დაფიქსირებულია საშუალო აღნაგობის პირი, რომელსაც ტანთ აცვია მუქი ფერის შარვალი, გვერდით მთელს სიგრძეზე მოთეთრო ზოლით ან ზოლებით; მუქი ფერის ფეხსაცმელი და მუქი ფერის ქურთუკი; თავზე, სავარაუდოდ, აფარია მუქი ფერის ქუდი.

 

ქ.თბილისი, კ----–------- №16-ში მდებარე შ------------------- გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების 2018 წლის 27 ნოემბრის ჩანაწერში, 17:52:43-17:52:55 სთ. დროის მონაკვეთში, დაფიქსირებულია საშუალო აღნაგობის პირი, რომელსაც ტანთ აცვია მუქი ფერის შარვალი, გვერდით, მთელს სიგრძეზე მოთეთრო ზოლით ან ზოლებით; მუქი ფერის ფეხსაცმელი და მუქი ფერის ქურთუკი; თავზე აფარია მოშავო, სავარაუდოდ, ნაქსოვი ქუდი, სახეზე კი აფარებული აქვს მოშავო, სავარაუდოდ, ნაქსოვი კაშნე.

 

ქ.თბილისი, კ------------ №168-ში მდებარე ს---------–----------–----------------- ბენზინგასამართი სადგურის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების 2018 წლის 27 ნოემბრის ჩანაწერში, 18:04:33-18:04:45 სთ. დროის მონაკვეთში, დაფიქსირებულია საშუალო აღნაგობის პირი, რომელსაც ტანთ აცვია მუქი ფერის შარვალი, ორივე გვერდზე, მთელს სიგრძეზე მოთეთრო სამი ზოლით, მარცხენა მხარეს კი მწარმოებლის, „ადიდასის“ მსგავსი, მოთეთრო ლოგოთი; მუქი ფერის ფეხსაცმელი, მოთეთრო ძირით და მუქი ფერის ქურთუკი. თავზე აფარია მოშავო, სავარაუდოდ, ნაქსოვი ქუდი, სახეზე აფარებული აქვს მოშავო, სავარაუდოდ, ნაქსოვი კაშნე.

 

ქ.თბილისი, პ------------- №3-ში მდებარე შ------------- გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების 2018 წლის 27 ნოემბრის ჩანაწერში, 18:00-18:01 სთ. დროის მონაკვეთში, ზურგის მხრიდან, დაფიქსირებულია საშუალო აღნაგობის პირი, რომელსაც ტანთ აცვია მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის ფეხსაცმელი და მუქი ფერის ქურთუკი, თავზე აფარია მოშავო ქუდი.

 

ქ.თბილისი, 2-------- მოედანი №-------------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შ---------- გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების 2018 წლის 27 ნოემბრის ჩანაწერებში, 18:10 სთ.-ზე დაფიქსირებულია პირი, რომელსაც ტანთ აცვია მონაცრისფრო სპორტული ზედატანი და თავზე წამოფარებული აქვს ე.წ. „კაპიშონი“, ასევე - შედარებით მუქი, მონაცრისფრო შარვალი; 18:12 სთ-ზე კი კადრში ჩანს საშუალო აღნაგობის პირი, რომელსაც ტანთ აცვია მუქი ფერის შარვალი, თეთრი ზოლებით და მუქი ფერის ქურთუკი. თავზე, სავარაუდოდ, აფარია მუქი ფერის ქუდი.

 

ქ.თბილისი, მ-------------- №10-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი „------------- გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების 2018 წლის 27 ნოემბრის ჩანაწერებში 18:22:05-18:22:33 სთ. დროის მონაკვეთში დაფიქსირებულია სრული აღნაგობის პირი, რომელსაც ტანთ აცვია ღია ფერის სპორტული ქურთუკი, რომლის ე.წ „კაპიშონი“ თავზე აქვს წაფარებული, ასევე - შედარებით მუქი შარვალი და მოშავო ფეხსაცმელი. 18:24:25-18:24:46 სთ. დროის მონაკვეთში კი კადრში ზურგით ჩანს სუსტი აღნაგობის პირი, რომელსაც ტანთ აცვია მუქი ფერის ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის ფეხსაცმელი და თავზე აფარია მუქი ფერის ქუდი.

 

ქ.თბილისი, კ------------ პირველი შესახვევი №6-ში მდებარე შ--------–---- გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების 2018 წლის 27 ნოემბრის ჩანაწერებში, 18:13:25-18:13:52 სთ. დროის მონაკვეთში, ზურგის მხრიდან, დაფიქსირებულია საშუალო აღნაგობის პირი, რომელსაც ტანთ აცვია მუქი ფერის შარვალი, გვერდით მოთეთრო ზოლებით; მუქი ფერის ფეხსაცმელი, ღია ფერის ძირით და მუქი ფერის ქურთუკი; თავზე აფარია მუქი ფერის ქუდი და უკეთია მუქი ფერის კაშნე. 18:13:45-18:14:15 სთ. დროის მონაკვეთში კი კადრში ჩანს იმავე მიმართულებით მიმავალი სრული აღნაგობის პირი, რომელსაც ტანთ აცვია მუქი მონაცრისფერო შარვალი, მუქი ფერის ფეხსაცმელი, შედარებით ღია მონაცრისფრო სპორტიული ზედატანი, რომლის ე.წ „კაპიშონი“ აფარია თავზე. 19:39:47-19:40:08 სთ. ჩანაწერში კი კადრში ჩანს საშუალო აღნაგობის პირი, რომელსაც ტანთ აცვია „ადიდასის“ მსგავსი ლოგოს მქონე შარვალი, ქურთუკი, აფარია ქუდი და უკეთია კაშნე.

 

ქ.თბილისი, ბ--------- ქუჩა №8-ში მდებარე შ------–-----–----------- 2018 წლის 27 ნოემბრის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერში, 19:43:58-19:44:07 სთ. დროის მონაკვეთში, დაფიქსირებულია საშუალო აღნაგობის პირი, რომელიც გარბის ა-------- ქუჩის მიმართულებით, მას ტანთ აცვია მუქი ფერის შარვალი, გვერდით, მთელს სიგრძეზე მოთეთრო სამი ზოლით; მუქი ფერის ფეხსაცმელი და მუქი ფერის ქურთუკი, თავზე აფარია მუქი ფერის ქუდი, უკეთია შავი ხელთათმანები. 19:44:12-19:44:17 სთ. დროის მონაკვეთში კი კადრში ჩანს სრული აღნაგობის პირი, რომელსაც ტანთ აცვია მუქი მონაცრისფერი შარვალი, შედარებით ღია მონაცრისფრო სპორტიული ზედატანი, რომლის ე.წ „კაპიშონი“ აფარია თავზე, ხელებზე უკეთია შავი ხელთათმანები, მარჯვენა ხელში უჭირავს მუქი ფერის ხელჩანთა. იგი ბ--------- ქუჩა N8 კორპუსის კუთხეში აგდებს სამედიცინო პირბადის მსგავს ნივთს და სწრაფი ნაბიჯებით მიდის ა-------- ქუჩის მიმართულებით.

 

ქ. თბილისი, ა-------- ქუჩა №12-ში მდებარე შ------------------ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული 2018 წლის 27 ნოემბრის ვიდეოკამერების ჩანაწერებში, 18:30:55-18:31:13 სთ. დროის მონაკვეთში, დაფიქსირებულია საშუალო აღნაგობის პირი, რომელიც გადაადგილდება ა-------- ქუჩიდან ბ--------- ქუჩის მიმართულებით. მას ტანთ აცვია მუქი ფერის შარვალი, გვერდით, მთელს სიგრძეზე მოთეთრო სამი ზოლით და მუქი ფერის ქურთუკი; თავზე აფარია მოშავო, სავარაუდოდ, ნაქსოვი ქუდი; სახეზე აფარებული აქვს მოშავო, სავარაუდოდ, ნაქსოვი კაშნე. 18:31:29-18:32:07 და 18:33:03–18:33:16 სთ. დროის მონაკვეთებში კადრში ჩანს სრული აღნაგობის პირი, რომელსაც ტანთ აცვია ღია ფერის სპორტული ქურთუკი, რომლის ე.წ „კაპიშონი“ გადაფარებული აქვს თავზე; ასევე აცვია შედარებით მუქი შარვალი და მოშავო ფეხსაცმელი. იგი კადრში ყოფნის მანძილზე საუბრობს მობილურ ტელეფონზე და გადაადგილდება ა-------- ქუჩიდან ბ--------- ქუჩის მიმართულებით, ბრუნდება უკან და გადის კამერის თვალთახედვის არედან. მალევე ისევ ჩანს კადრში და მობილურ ტელეფონზე საუბრით კვლავ გადაადგილდება ბ--------- ქუჩის მიმართულებით. 19:51:59-19:52:10 სთ. დროის პერიოდში კადრში ჩანს ზემოხსენებული საშუალო აღნაგობის, შავებში ჩაცმული პირი, რომელიც სირბილით გადაადგილდება ბ--------- ქუჩიდან ა-------- ქუჩის მიმართულებით. 19:52:11-19:52:26 სთ.-ზე კი კადრში ჩანს ზემოხსენებული, სრული აღნაგობის პირი, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით გადაადგილდება ბ--------- ქუჩიდან ა-------- ქუჩის მიმართულებით, რა დროსაც ხელში უჭირავს მუქი ფერის ხელჩანთა.

ქ.თბილისი, ბ--------–---–----- №1-ში მდებარე ბინა №29-ში მცხოვრებ შ-------------–-- საცხოვრებელი კორპუსის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების 2018 წლის 27 ნოემბრის ჩანაწერში, 19:53:16-19:53:56 სთ. დროის მონაკვეთში, დაფიქსირებულია სრული აღნაგობის პირი, რომელსაც ტანთ აცვია ღია ფერის სპორტული ქურთუკი, რომლის ე.წ „კაპიშონი“ თავზე აქვს წაფარებული, ასევე აცვია შედარებით მუქი შარვალი და მოშავო ფეხსაცმელი, ორივე ხელზე უკეთია მუქი ფერის ხელთათმანები, გადაადგილდება ბ--------–---–-- ქუჩა №1-ის მიმდებარედ და გადაადგილებისას ორივე ხელში უჭირავს მუქი ფერის ხელჩანთა, გახსნილ მდგომარეობაში, საიდანაც გზადაგზა ძირს აგდებს ნივთებს.

 

ქ.თბილისი, ბ--------–---–----- №35-ში მდებარე გ-----–--------–---–-- საცხოვრებელი სახლის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების 2018 წლის 27 ნოემბრის ჩანაწერში, 19:56:41-19:57:03 სთ. დროის მონაკვეთში, დაფიქსირებულია სრული აღნაგობის პირი, რომელსაც ტანთ აცვია ღია ფერის სპორტული ქურთუკი, რომლის ე.წ „კაპიშონი“ თავზე აქვს წაფარებული, ასევე - შედარებით მუქი შარვალი, მოშავო ფეხსაცმელი; ორივე ხელზე უკეთია მუქი ფერის ხელთათმანები; მარჯვენა ხელში უჭირავს გაურკვეველი საგანი და გადაადგილდება ბ--------–---–-- ქუჩის გავლით, „--------–--- მიმართულებით.

 

ქ.თბილისი, კ------------ №77ა-ში მდებარე „--------–--- გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების 2018 წლის 27 ნოემბრის ჩანაწერებში, 20:01:42-20:02:04 სთ. დროის მონაკვეთში, ზურგის მხრიდან დაფიქსირებულია სრული აღნაგობის პირი, რომელსაც ტანთ აცვია მუქი მონაცრისფრო შარვალი, შედარებით ღია, მონაცრისფრო სპორტიული ზედატანი, რომლის ე.წ „კაპიშონი“ აფარია თავზე. 20:14:11-20:14:33 სთ. პერიოდში კი კადრში ზურგით ჩანს სრული აღნაგობის პირი, რომელსაც ტანთ აცვია მუქი მონაცრისფრო შარვალი, შედარებით ღია მონაცრისფრო სპორტიული ზედატანი, რომლის ე.წ კაპიშონი აფარია თავზე. იგი იხდის სპორტულ ზედატანს და ისე აგრძელებს გზას.

 

ქ.თბილისი, ბ------------ ქ. №11ა-ში მდებარე სახელმწიფო დ-–--------------------–---–----- სამსახურის ობიექტის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების 2018 წლის 27 ნოემბრის ჩანაწერებში, 20:07:09-20:07:15 სთ. დროის მონაკვეთში დაფიქსირებულია საშუალო აღნაგობის პირი, რომელიც გადაადგილდება ბ------------ ქუჩის მიმდებარედ და ტანთ აცვია მუქი ფერის შარვალი, გვერდით, მთელს სიგრძეზე მოთეთრო ზოლით ან ზოლებით; მუქი ფერის ფეხსაცმელი და მუქი ფერის ქურთუკი; თავზე, სავარაუდოდ, აფარია მუქი ფერის ქუდი. 20:13:20-20:14:43 სთ. დროის შუალედში კადრში ჩანს იგივე მამაკაცი, რომელსაც ამჯერად თავზე არ ახურავს ქუდი და აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯდება თეთრ ტაქსში.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 27 დეკემბერს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილების გამომძიებელ გ-------------- მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, გ---------------------- გამოძიებას მიუთითა ის ადგილები, სადაც, მისი განმარტებით, 2018 წლის ნოემბრის ბოლოს, მას და გ---------------–---–- კონფლიქტი მოუვიდათ დ--------------–-------, კერძოდ - ბ--------- ქ. N8 კორპუსის მე-3 სადარბაზოს კიბეები და ამავე სადარბაზოს მ--- სართული.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, „გენეტიკური კვლევითა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პაკეტში - წარწერით: „..1 (ერთი) თეთრი ფერის პირბადე, ამოღებული ბ--------- ქ. №8-ის მიმდ. ...საფეხმავლო ბილიკიდან, ქვემოთ მოპირკეთებული ზედაპირიდან...“, - მოთავსებულ პირბადეზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---------------–---–-.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, ქ. თბილისი, ბ--------- ქ. N8 კორპუსის მესამე სართულზე ნანახი პოლიეთილენის პაკეტის გარშემო, მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულებისგან - გ----------------------- და გ---------------–---–--გან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.

 

ბრალდებულმა გ---------------------- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა შემდეგი: გ---------------–---–- მისი ბავშვობის მეგობარია. 2018 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე შეხვდნენ ერთმანეთს სპორტის სასახლესთან და ისაუბრეს, რა დროსაც გ---------------–---–-- უთხრა, რომ მისი ახლობლის შვილს და მის მეგობრებს გ---------------------- მეზობლის, ვინმე დ--------------–--- შვილი უცემიათ და ამ უკანასკნელის მამა „ბავშვების“ დასჯით იმუქრებოდა. გ---------------------, სიტუაციის გამწვავების თავიდან ასაცილებლად, დ--------------–------- დალაპარაკება სურდა, რის გამოც თან გაყოლა სთხოვა. დ--------------–--- სახელი და გვარი არ ეცნო, თუმცა არ გამორიცხა, რომ იგი მისი ნაცნობი ყოფილიყო. ერთად მივიდნენ და გაჩერდნენ ბ--------- ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსთან, სადაც, გარკვეული ხნის შემდეგ, გ---------------–---–-- ფარეხისკენ მიმავალ ერთ-ერთ მანქანაზე მიუთითა და უთხრა, რომ ეს იყო დ--------------–--- მანქანა. თავდაპირველად, გ---------------–---–- დაზარალებულთან ავტოფარეხში საუბარი უნდოდა, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს მას სადარბაზოსთან დალოდებოდნენ. სადარბაზოსთან დ--------------–-- არ გამოჩენილა, ამიტომ როცა კორპუსის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა სადარბაზოს კარი გახსნა, სადარბაზოში შევიდნენ. გადაწყვიტეს კიბეებით ასულიყვნენ. ვინაიდან არ იცოდნენ დ--------------–--- ბინა რომელ სართულზე მდებარეობდა, აღნიშნულის საკითხავად მისი მეზობლებისთვის მიმართვა დააპირეს, რა დროსაც, მეოთხე და მეხუთე სართულებს შორის მყოფებმა შენიშნეს დ--------------–--, რომელმაც მათ ზედა სართულიდან გადმოხედა. მ--- სართულზე რომ ავიდა, დ--------------–-- გასაღებით ბინის კარს ხსნიდა. „დ--------------–-- ბრძანდებით?“-ო, მიმართა მას. მამაკაცმა დაუდასტურა და „თქვენ ვინ ხართ“-ო ჰკითხა. „ამას რა მნიშვნელობა აქვს, სალაპარაკო გვაქვს თქვენს შვილთან მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით“-ო, მიუგო, რაზეც დ--------------–-- გაცეცხლდა და „თქვენ იცით მე ვინ ვარ“, „მე თქვენნაირებს არ ველაპარაკები“-ო, უპასუხა. მისმა აგდებულმა ტონმა გააბრაზა - „ვინმეში ხომ არ გეშლები ... დაწყნარდი, სახლში შევიდეთ, დავილაპარაკოთ“-ო, შესთავაზა, რაზეც დ--------------–--- ხელის კვრა და ჯიკაობა დაუწყო, - „ჩემთან სახლში რა გინდათ“-ო. დ--------------–--- ჩანთა კარებთან ჰქონდა დადებული, პარკი კი ხელში ეჭირა. როცა დ--------------–--- ხელის კვრასთან ერთად გინებაც დაუწყო, შეურაცხყოფილმა თავზე მიარტყა ხელი, ტელეფონი ჩაუკაკუნა და თავის გატეხვით დაემუქრა. ამაზე დ--------------–-- უფრო გამწარდა და პარკის ქნევა დაიწყო, რომელიც ერთი-ორჯერ მოარტყა კიდეც. შეეშინდა, დ--------------–--- არ დაეზიანებინა და პროდუქტებიანი პარკი წაართვა. გ---------------–---–- მათ შუა ჩადგა, ხელი ჰკრა და წასვლა სთხოვა, დ--------------–--- კი სთხოვა მოესმინა მისთვის, რადგან საქმე მის შვილს ეხებოდა. გაეცალა მათ და კიბეზე ჩასვლისას, ქვედა სართულზე, პარკი იატაკზე დადო, თან დ--------------–--- ასძახა, რომ მის პროდუქტებს იქვე ტოვებდა. ქვედა სართულებზე მყოფს სადარბაზოში კვლავ ესმოდა დ--------------–--- გინება. როცა კორპუსიდან გავიდა, ამ უკანასკნელის ყვირილი უკვე მისი ბინის ფანჯრიდანაც ესმოდა. დაზარალებული იმდენად განერვიულებული იყო, შეეშინდა ცეცხლსასროლი იარაღიდან არ ესროლა მისთვის, ამიტომ გ---------------–---–- აღარ დალოდებია და შინ წავიდა. იმ დღეს გ---------------–---–- არ უნახავს, ეს უკანასკნელი მეორე დღეს თავად მივიდა მასთან და დეტალებში უამბო მისი წასვლის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ. გ---------------–---–--გან შეიტყო, რომ მან დ--------------–--- წაართვა ჩანთა, რომელსაც იგი თავში ურტყამდა. გ---------------–---–- ჩანთა სახლთან ახლოს ამოუცარიელებია და ნივთებთან ერთად იქვე დაუგდია. ერთი თვის შემდეგ დააკავეს და ძალიან გაუკვირდა, როცა შეიტყო, რომ დ--------------–--- დაყაჩაღებას აბრალებდნენ. გამოძიებას უამბო შემთხვევის ადგილზე რეალურად მომხდარის შესახებ, თუმცა, არავინ დაუჯერა. ბრალდებულმა გ---------------------- ასევე განმარტა, რომ დაზარალებულის ქონების დაუფლება რომ ნდომოდათ, ათეულობით ათასი დოლარის ღირებულების საათს წაართმევდნენ, რომელიც დ--------------–--- შემთხვევისას ხელზე ეკეთა.

ბრალდებულმა გ---------------–---–--, ფაქტობრივად, დაადასტურა გ---------------------- ჩვენებაში მოყვანილი გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ გარდაცვლილი მეგობრის დისგან შეიტყო, რომ მის ძმიშვილს, საცოლესა და დ--------------–--- შვილს შორის რაღაც ინციდენტს ჰქონია ადგილი, რის შედეგადაც გ-------–--- შვილი უცემიათ. მეგობარს აინტერესებდა, თუ იცნობდა გ-------–----, მანვე უთხრა სად, რომელ კორპუსში და დაახლოებით რომელ სართულზე ცხოვრობდა, ასევე, - რა მანქანით დადიოდა. მართალია სანაცნობო წრეში გ-------–---- ვერ გაიხსენა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა მეგობრის დას დახმარებოდა და გ--------------------თან ერთად დ--------------–------- სალაპარაკოდ მისულიყო. ბრალდებულმა გ---------------–---–-- ასევე აღნიშნა, რომ დ--------------–--- ბინასთან მომხდარი ინციდენტისას, გ---------------------- წასვლის შემდეგ, დაზარალებულმა მასთან განაგრძო ჯიკაობა, რა დროსაც ჩანთა მოუქნია და თავში მოარტყა. ჩანთა, თავდაცვის მიზნით, ხელიდან გამოგლიჯა და კიბეებზე ჩავიდა, რის შემდეგაც დაზარალებული უფრო აყვირდა. დაზარალებულის საქციელით გაბრაზებულმა, ჩანთა მის გასამწარებლად თან წაიღო, კორპუსიდან დაახლოებით 10-15 მეტრში ამოყარა და დატოვა. სანამ ჩანთას დატოვებდა, ინტერესის გამო, მისი შიგთავსი დაათვალიერა, რადგან ძალიან მძიმე ეჩვენა. მასში რა ნივთები ელაგა არ ახსოვს, თუმცა თან არაფერი წაუღია, ყველაფერი ადგილზე დატოვა. ბრალდებულმა გ---------------–---–-- ასევე განმარტა, რომ ინციდენტისას პირბადე ეკეთა პროფილაქტიკური მიზნით, ვირუსისგან თავის დასაცავად, რადგან იმ პერიოდში მცირეწლოვანი შვილი საავადმყოფოში ჰყავდა და მას უფრთხილდებოდა პირბადე სადარბაზოდან გასვლისას მოიხსნა და გადააგდო, რადგან ჯიკაობისას ცალ მხარეს მოსძვრა.

სასამართლომ კრიტიკულად შეაფასა რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისია იმ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ პისტოლეტისმაგვარი საგნითა და დანით შეიარაღებული გ--------------------- და გ---------------–---–- ჯგუფურად თავს დაესხნენ დ--------------–---, რა დროსაც მიზნად ისახაბდნენ მისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულები გ--------------------- და გ---------------–---–- აღიარებენ დაზარალებული დ--------------–---თვის პროდუქტებით სავსე პარკის და ჩანთის წართმევის ფაქტს და, აღნიშნულიდან გამომდინარე, ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ ძირითადი გარემოებების შეფასებაზე, რომლებიც დაცვის მხარის მიერ სადავოდ იქნა მიჩნეული.

გ---------------------- და გ---------------–---–-- ბრალეულობა, უპირველეს ყოვლისა, დასტურდება დაზარალებულის - დ--------------–--- ჩვენებით, რომლითაც დგინდება, რომ 2018 წლის 27 ნოემბერს, საკუთარ საცხოვრებელ ბინასთან მყოფს თავს დაესხნენ დანითა და ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით შეაიარაღებული გ--------------------- და გ---------------–---–-, რომლებმაც ჯერ ბინაში შეყვანა მოსთხოვეს, შემდეგ კი გასტაცეს პროდუქტებით სავსე პოლიეთილენის პარკი და ლეპტოპის ჩანთა, მასში არსებული ლეპტოპითა და სხვა პირადი ნივთებით.

 

სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარეს დაზარალებული დ--------------–--- ჩვენების შეფასებაში და თვლის, რომ რაიმე გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა ამ მტკიცებულების სანდოობას, საქმის არსებითი განხილვის პროცესში არ გამოკვეთილა. უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს შეფასებით, საქმის გარემოებათა თაობაზე დაკითხვისას დაზარალებული იყო გულწრფელი, დამაჯერებელი, თანმიმდევრული და ობიექტური. დაცვის მხარის საპასუხოდ, რომელიც დაზარალებულს სუბიექტურ, დაინტერესებულ მოწმედ მოიხსენიებს, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების თანახმად, დ--------------–-- და ბრალდებულები, შემთხვევის დღემდე, ერთმანეთს არ იცნობდნენ, რაც თავისთავად გამორიცხავს დაზარალებულის მხრივ გ----------------------- და გ---------------–---–-------- რაიმე მოტივით დანაშაულის დაბრალების ალბათობას. ის გარემოება კი, რომ დ--------------–-- გ---------------–---–-- და გ--------------------- მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებული პირია, თავისთავად არ ქმნის მისი ჩვენების უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველს, მითუფრო, რომ დაზარალებულის დაკითხვისას თვალნათლივ გამოჩნდა, რომ მას ბრალდებულების პასუხისმგებლობის დამძიმება არ უცდია.

 

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სავსებით დარწმუნდა დაზარალებულის, ბრალდების ძირითადი მოწმის სანდოობასა და მის მიერ გაცხადებული ინფორმაციის უტყუარობაში, - რომლის თანახმადაც ბრალდებულები მისი ქონების მართლსაწნააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაესხნენ თავს და გასტაცეს ნივთები, - სასამართლომ, ამასთანავე, გააანალიზა დაცვის მხარის მინიშნება, იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულმა დ--------------–--- შესაძლოა არასწორად აღიქვა მის მიმართ ბრალდებულებისგან მომდინარე ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავდა არა ანგარებით თავდასხმას, არამედ კონკრეტულ საკითხზე სალაპარაკოდ მასთან კომუნიკაციის დამყარებას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაცვის მხარის პოზიციას, რადგან გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ცხადჰყოფს, რომ შემთხვევის დღეს დ--------------–------- კომუნიკაცია განპირობებული იყო გ----------------------- და გ---------------–---–-- დანაშაულებრივი განზრახვით და აღნიშნულ დასკვნას სასამართლო ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლივ ანალიზს:

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა დ--------------–--- განმარტა, რომ შემთხვევისას თავზე „კაპიშონწამოფარებული“ ბრალდებულები სახეს მალავდნენ და არც გ---------------------- და გ---------------–---–-- უარყვეს, რომ გ--------------------- თავზე ქუდი, სახეზე კი კაშნე ეფარა, გ---------------–---–- კი თავზე კაპიშონი ჰქონდა წამოფარებული, სახეზე კი სამედიცინო პირბადე ეკეთა. რაც პირველ შემთხვევაში სიცივით, მეორე შემთხვევაში კი - სამედიცინო საჭიროებით ახსნეს. გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადგინდა, რომ ქუჩაში, დაზარალებულთან კომუნიკაციამდე მცირე ხნით ადრე და მას შემდეგაც, გ---------------------- და გ---------------–---–- სახეზე არაფერი ჰქონდათ აფარებული (შემთხვევის ადგილის დატოვებისთანავე გ---------------–---–-- პირბადე და „კაპიშონი“ მოიხსნა და სპორტული ზედატანიც კი გაიხადა, გ---------------------- კი მოიხადა ქუდი), სადაც სიცივისა და ვირუსებისგან თავის დაცვის მეტი საჭიროება არსებობდა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულ დ--------------–------- დანაშაულებრივი განზრახვით მისული გ---------------------- და გ---------------–---–-- მიერ საკუთარი სახის დაფარვა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - მათი ამოცნობა გაერთულებინა.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, დაზარალებული დ--------------–--- ჩვენებით დადასტურდა, რომ მასთან მიახლოვებისთანავე, გ---------------------- - პისტოლეტისმაგვარი საგანი, გ---------------–---–-- კი დანა მიადო სახეზე და „დაბრედვის“ მუქარით ბინაში მათი შეყვანა მოსთოვეს, რაც საქმეზე დასალაპარაკებლად მისული ადამიანებისათვის არატიპური საქციელია, ყაჩაღური თავდასხმისათვის კი შესაფერისია სრულად.

 

ის გარემოება, რომ დაზარალებულზე თავდასხმა განპირობებული იყო მისი ქონების მისაკუთრების დანაშაულებრივი განზრახვით, დასტურდება შემდგომში განვითარებული მოვლენებითაც, რა დროსაც გ---------------------- დაზარალებულს - პოლიეთილენის პარკი, გ---------------–---–-- კი - ლეპტოპის ჩანთა წაართვა. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ქმედებებით ბრალდებულები მიზნად ისახავდნენ დ--------------–------ თავის დაცვას, რომელიც მის ხელთ არსებულ პარკსა და ჩანთას მათ თავში ურტყამდა. სასამართლო თვლის, რომ ერთმანეთთან ჯიკაობის, მჭიდრო ფიზიკური კონტაქტის დროს მძიმე პარკისა (შემთხვევის ადგილის დათვალიერებით დადგინდა, რომ მასში მოთავსებული იყო ღვინის ერთი ბოთლი, თხილის ოთხი, ნუშის ერთი, ყველის ორი, ძეხვის ერთი შეფუთვა, ერთი პური და ორი ბოთლი კეფირი) და ასეთივე ჩანთის (თავად გ---------------–---–--– განმარტა, რომ იგი მძიმე ეჩვენა) იმგვარად მოქნევის შესაძლებლობა, რომ თავში მოეხვედრებინა მათთვის, სასამართლოს შეფასებით, დაზარალებულს არ უნდა ჰქონოდა. გარდა ამისა, სასამართლო თვლის, რომ მხოლოდ თავის დაცვის სურვილის შემთხვევაში, ბრალდებულები დაზარალებულის მხრიდან მომდინარე „თავდასხმის“ შეწყვეტისთანავე დააბრუნებდნენ წართმეულ პარკსა და ჩანთას და არც მათი შიგთავსით დაინტერესდებოდნენ. რეალურად კი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, შ------------------ და შ-------------–-- საცხოვრებელი კორპუსის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა დ--------------–---თვის წართმეული ნივთები, არა მეხუთე სართულზე მდებარე შემთხვევის ადგილთან შორიახლოს, არამედ მოშორებით, პარკი - მესამე სართულზე, ჩანთა და მასში არსებული ნივთები (გარდა, წართმეულ ნივთებს შორის ყველაზე მეტი ღირებულების მქონე ლეპტოპისა) კი, მასში არსებული ნივთების გადამოწმების შემდეგ, დ--------------–--- საცხოვრებელი კორპუსის გარეთ დატოვეს, რაც თავისთავად არადამაჯერებელს ხდის ბრალდებულების განმარტებებს.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს გ----------------------- და გ---------------–---–-- განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან დაზარალებულისთვის საფულე და რამდენიმე ათეულობით ათასი დოლარის ღირებულების საათი არ წაურთმევიათ, რომელიც დაზარალებულს ინციდენტისას მაჯაზე შენიშნეს, - აღნიშნული დ--------------–----- თავდასხმის ანგარებით მოტივს თავისთავად გამორიცხავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღება ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულისა და თავად ბრალდებულთა ჩვენებებით ირკვევა, რომ დ--------------–--- მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, - ყვირილითა და ჯიკაობით საკუთარი ბინის კარიდან მეზობლის კართან თავდამსხმელების გადაადგილებაც კი შეძლო, - რამაც ბრალდებულებს დანაშაულში მხილების რეალური რისკები შეუქმნა.

 

იმ გარემოებას, რომ თავდასხმისას გ---------------–---–- და გ--------------------- დაზარალებულის მიერ ატეხილმა ხმაურმა შეაშინა, ადასტურებს შემთხვევის ადგილიდან მათი მყისიერად, სირბილითა და სწრაფი ნაბიჯებით მიმალვის ფაქტიც, რასაც მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოწმობს. აღსანიშნავია ისიც, რომ დაზარალებულისთვის ნივთების წართმევის შემდეგ შემთხვევის ადგილის სასწრაფოდ დატოვების ფაქტს არც თავად ბრალდებულები უარყოფენ, თუმცა, ისინი, აღნიშნულს არა დანაშაულში მათი მხილების შიშით, არამედ მოულოდნელად „გაგიჟებული“ დაზარალებულისგან დროულად თავის დაღწევის სურვილითა და სხვა ფაქტორებით ხსნიან. სასამართლო თვლის, რომ შემთხვევის ადგილიდან ბრალდებულების გაქცევა, შეუიარაღებელი დაზარალებულის შიშით, თავისთავად დამაჯერებლობას მოკლებული არგუმენტია, მითუფრო, იმ შემთხვევაში, როცა ერთ-ერთი ბრალდებულთაგანი სპორტსმენია. გარდა ამისა, ლოგიკას მოკლებულია გ---------------------- განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ კორპუსიდან გამოსული გ---------------–---–- აღარ დალოდებია, სირბილით გაეცალა შემთხვევის ადგილს და წავიდა სახლში, რადგან დ--------------–--- ყვირილი და გინება ფანჯრიდან ესმოდა და ეშინოდა დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღით არ დაეჭრა იგი.

 

ზემოგანხილული არგუმენტების პირობებში, რომლებიც, სასამართლოს შეფასებით, უტყუარად ადასტურებს გ---------------–---–--- და გ---------------------- დანაშაულებრივ განზრახვას, ის გარემოება, რომ დაკითხვისას დაზარალებულმა დ--------------–--- დაადასტურა, რომ თავდასხმის დროს ბრალდებულების მიერ რაღაც კონტექსტში მართლაც იქნა ნახსენები მისი შვილი, არ ქმნის საფუძველს ეჭვი შევიტანოთ გ---------------–---–--- და გ---------------------- ბრალეულობაში და მივიჩნიოთ, რომ დ--------------–------- კომუნიკაციისას მათ მიზანს მართლაც წარმოადგენდა მხოლოდ შვილთან დაკავშირებით მასთან გასაუბრება, როგორც ამას თავად აღნიშნავენ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ამყარებს დაზარალებული დ--------------–--- ჩვენებას, რომლითაც იგი დანაშაულის ჩადენაში ამხელს გ--------------------- და გ---------------–---–- და ამ მტკიცებულებათა ერთობლიობის დისკრედიტაციას ვერც ბრალდებულთა ჩვენებები ახდენს, სადაც მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის სურვილით, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა საფუძველზე უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხოლოდ მათეული ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს.

 

ამდენად, უტყუარ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ---------------------- და გ---------------–---–-- მიერ დ--------------–----- მისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმის ფაქტი დადასტურდა სრულად. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას იხელმძღვანელა კანონმდებლის მიერ დაწესებული, მაღალი, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სამართლებრივი სტანდარტით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მოითხოვს არა მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, ნებისმიერი გონიერი და ობიექტური ადამიანი დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ყაჩაღობისთვის, - სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმისთვის. აღნიშნული დანაშაული გამოიხატება, როგორც ქონების ხელყოფაში, ისე თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. ყაჩაღობის დროს ძალადობის მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. მისი გამოვლენის ფორმას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ან სხვაგვარი მოქმედებით, მაგალითად დანის და ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით. ყაჩაღობის დროს დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძვლიანი ეჭვი უნდა გააჩნდეს, იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებულ იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ყაჩაღობა დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა თავდამსხმელმა ამ შესაძლებლობის რეალიზება. ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია აგრეთვე დადგინდეს, თუ როგორ აღიქვა და შეაფასა დაზარალებულმა მის მიმართ გამოთქმული მუქარის შინაარსი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს ყაჩაღობის ჩადენას ჯგუფურად (მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი). სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად, ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დანით შეიარაღებული გ---------------–---–- და პისტოლეტისმაგვარი საგნით შეიარაღებული გ--------------------- თავს დაესხნენ დ--------------–--- და მართლსაწინააღმდეგო მიისაკუთრების მიზნით გასტაცეს ხელჩანთა, მასში არსებული ლეპტოპითა და სხვადასხვა ნივთებით და პოლიეთილენის პარკი, პროდუქტებით.

სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ გ---------------–---–--- და გ---------------------- მიერ დაზარალებულის მიმართ არ განხორციელებულა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და არც ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა გაჟღერებულა, რაც მათი ქმედებების ყაჩაღურ თავდასხმად შეფასების შესაძლებლობას გამორიცხავს. სასამართლო თვლის, რომ თავდამსხმელთა მიერ დაზარალებულისათვის ცეცხლსასროლი იარაღისა და დანის დემონსტრირება თავისთავად წარმოადგენს მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ---------------–---–--- და გ---------------------- ქმედებებში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ყაჩაღობა, - თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად) ნიშნები. შესაბამისად, მათ მსჯავრი უნდა დაედოთ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში და უნდა განესაზღვროთ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პირისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში გ---------------–---–--- და გ---------------------- მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას (სასჯელის სახედ სანქცია ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას) სასამართლო, საქართველოს სსკ 53-ე მუხლით დადგენილ სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ დანაშაულის ჩადენისას ბრალდებულების მიერ გამოყენებული იქნა დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი იარაღი. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ სასჯელის მინიმალური ვადით გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რომელიც ხელს ვერ შეუწყობს ბრალდებულების გამოსწორებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ---------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

გ---------------–---–- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან.

 

გ--------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

გ--------------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: 1. დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. სუნის ნიმუშები, დისკი მასზე არსებული ხელის კვლებით, ერთი ცალი პოლიეთილენის დაზიანებული პარკი, პირბადე, ქვითარი და სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტები, ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს. 3. გ---------------- შარვალი - გადაეცეს მისი ნდობით აღჭურვილ პირს. 4. ერთი ცალი მინის ბოთლი, ფაილებში არსებული დოკუმენტაცია, ქაღალდის კონვერტი, მოლურჯო ფერის მცირე ზომის ჩანთა, მასში მოთავსებული მედიკამენებით, მეტალის კონტეინერი და წიგნაკი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი ებანოიძე