განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 040100119003221501
საქმე №1/49-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი - ბექა ვირსალაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ----- ტ--–--–-–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული ჭ------ კ---------
მამის სახელი: ბ---------;
დაბადებული: 0-.0-.1--- წელი;
დაბადების ადგილი: ს----------–--, წ---–-------;
პირადი ნომერი: 5----------;
მოქალაქეობა: ს----------–--;
განათლება: ს-–----–--;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებელი;
რეგისტრაციის მისამართი: ქვეყანა- ს----------–--, რაიონი - წ---–-------, სოფელი : ქ----- მ-------:
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა- ს----------–--, რაიონი - წ---–-------, სოფელი : ქ----- მ-------:
ადვოკატი - ავთანდილ ჯანელიძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი
დისპოზიცია: ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ჭ------ კ---------მ 201- წლის ნოემბერში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ლ-------- ს------- უბნის ჩ---–------ ს-------ს მე–1- კვარტალის მ--- დ------ ლიტერში, უკანონოდ გაჩეხა 6 (ექვსი) ძირი წიფლის ჯიშის ხე, რითაც გარემოს მიადგა 1---,72 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს ( 2--- წლის 1- ო----------- წ--------------–-- სხდომის ოქმი, ს.ფ.90–95).
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის "დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4.სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, გ-----------–----- ზ------------–----- დ--------------- დასავლეთის რეგიონული სამმართველოს მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრების მიხედვით წიფლის ჯიშის მცენარის უკანონო გაჩეხვით, გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებით, ლ-------- მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ---–------ მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლენილი, მოქალაქე ჭ------ ჯ---------- მიერ ლ-------- ს------- უბნის ჩ---–------ ს-------ს კვარტალ 1-–ში, ლ---------ში და ლ---------ში , 6(ექვსი) ძირი წიფლის ჯიშის მცენარის უკანონოდ გაჩეხვისთვის გარემოსათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 1---,72 (ა------------------–------------------------–----------------–----- (ს.ფ.1--1-).
5. ჭ------ კ---------მ გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება მომხდარის გამო.
6. ჭ------ კ---------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმე დ----- ფ------- 2--- წლის 1- აგვისტოს გამოკითხვის ოქმით; მოწმე რ----– ბ------–----- 2--- წლის 29 აგვისტოს გამოკითხვის ოქმით; ბრალდებულ ჭ------ კ---------- 2--- წლის 1- აგვისტოსა და 3- აგვისტოს გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ფოტოილუსტრაციით; ცნობით შპს „---------- ფ---------- ჯ---------–----- ც-----------“; ჭ------ კ---------- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით; ჭ------ კ---------- ნასამართლეობის ცნობით; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით; გ-----------–----- ზ------------–----- დ--------------- წერილითა და თანდართული მასალებით; მიმართვით სოციალური მომსახურების სააგენტოს; მიმართვით შპს „----------
ფ---------- ჯ---------–----- ცენტრისადმი“; მიმართვით ე---------–- ს------- სააგენტოსადმი; პასუხით ე---------–- ს------- სააგენტოდან; დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულისთვის უფლებების განმარტების ოქმით; დადგენილებით ჭ------ კ---------- ბრალდების შესახებ; შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ და სხვა
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ჭ------ კ---------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
სამართლებრივი შეფასება:
8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჭ------ კ---------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
9. ჭ------ კ---------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
1-. ჭ------ კ---------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. არ არის არის ნასამართლები
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
11. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ჭ------ კ---------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომელიც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ჭ------ კ---------- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ჭ------ კ---------- მიერ ჩადენილი ქმედება არ არის თავისუფლების აღკვეთის სახით ამ კატეგორიის დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის გამოყენების საფუძველი და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახით ჯარიმის მინიმალური ზომის გამოყენების პირობებშიც.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად
გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“
როგოც აღინიშნა სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კანონიერებას განაპირობებს, მისი გამოყენების პროცესში საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ხელმძღვანელობა, ხოლო სასჯელის სამართლიანობას განსაზღვრავს დანიშნული სასჯელის მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობა.
განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულ ჭ------ კ---------- მიმართ, სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ვინაიდან მას ბრალად ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამავდროულად, წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლომ სასჯელის დანიშვნამდე ინდივიდუალურად შეაფასა ბრალდებულის პიროვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულის, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების ერთობლიობაში გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების რეალიზაციას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველა ეს მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება ბრალდებულ ჭ------ კ---------- მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში, პროპორციული იქნება იმ მიზნის მისაღწევად, რასაც დამნაშავის რესოციალიზაცია მოიცავს, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესების მოთხოვნებსა და ბრალდებულის ფუნდამენტურ უფლებების მოთხოვნებს შორის.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 14-ე ნაწილით, 258-ე, 259-ე, 260-ე, 268-269-ე, 271-ე, 272-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბრალდებული ჭ------ კ--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით
2.გაუქმდეს ჭ------ კ---------- მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება -გირაო.
3..განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებლო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე : ლეილა გურგუჩიანი