გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140310919003233121
საქმე №3/251-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე
21 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო გერგაული
სხდომის მდივანი ნათია ბერიშვილი
განმცხადებელი: დარეჯან გულუაშვილი
წარმომადგენელი: თეა თედლიაშვილი
მოპასუხე: ხვიჩა საათაშვილი
წარმომადგენელი: ზაზა მათოშვილი
დავის საგანი: დამცავი ორდერის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი:
2019 წლის 15 ოქტომბერს, გორის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართა დარეჯან გულუაშვილმა (დაბ. 1953 წლის 24 ნოემბერს, პირ. №59001104279) ხვიჩა საათაშვილის (დაბადებული: 1974 წლის 11 მაისს, პირ. №59001082467) მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.
განცხადების თანახმად, დარეჯან გულუაშვილის შვილი - ხვიჩა საათაშვილი მუდმივად ახორციელებს მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას, რიგ შემთხვევებში ფიზიკურ ძალადობასაც, რის გამოც 2019 წლის 23 იანვარს გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გურამ ზარქუამ ხვიჩა საათაშვილის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი №007886. ხოლო 2019 წლის 25 იანვარს, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის - მიხეილ ბერიაშვილის მიერ გამოცემული ,,დაზარალებულად ცნობის შესახებ“ დადგენილებით, განმცხადებელი ცნობილ იქნა დაზარალებულად სისხლის სამართლის საქმეზე #011230119005, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-ე და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დარეჯან გულუაშვილი არის სპეციალური საჭიროების მქონე და აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ამჟამად იგი იმყოფება თავშესაფარში და არ შეუძლია საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაბრუნება, რადგან არსებობს ძალადობის განხორციელების მაღალი რისკი და მოძალადეც, როგორც მესაკუთრე ცხოვრობს აღნიშნულ სახლში. ვინაიდან, დ.გულუაშვილს თავშესაფარში ყოფნის ვადა ეწურება 2019 წლის 24 ოქტომბერს და მისი სხვაგან ცხოვრება შეუძლებელია, სხვადასხვა უწყებების ჩართვით სურს სახლის იმგვარად გადატიხვრა, რაც მოძალადისგან განცალკევებულად ცხოვრების საშუალებას მისცემს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, დარეჯან გულუაშვილმა განცხადებით მომართა გორის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა ხვიჩა საათაშვილის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა 3 (სამი) თვის ვადით, რომლითაც ხვიჩა საათაშვილს აეკრძალება დ.გულუაშვილთნ, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება, ასევე ნებისმიერი კონტაქტი და კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელების და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
განმცხადებელის წარმომადგენელმა თეა თედლიაშვილმა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა და დააზუსტა წარმოდგენილი განცხადება და ითხოვა დამცავი ორდერის გამოცემა, ზემოაღნიშნული პირობებით, 6 (ექვსი) თვის ვადით. მისი ახსნა-განმარტების თანახმად, დარეჯან გულუაშვილი ამჟამად იმყოფება თავშესაფარში. მისი იქ ყოფნის ვადა იწურება 2019 წლის 24 ოქტომბერს და არანაირი კანონიერი საშუალება არ არსებობს ამ ვადის გაგრძელების. ხვიჩა საათაშვილი დარეჯან გულუაშვილის მიმართ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას. მიუხედავად იმისა, რომ მოპაუხის წარმომადგენლის მიერ საქმეში წარმოდგენილია ხვიჩა საათაშვილის 2019 წლის 11 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი, ეს არ გამორიცხავს ხ.საათაშვილის მხრიდან დარეჯან გულუაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების საფრთხეს. მოპასუხის მიმართ სწორედ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის ვადაც ერთი თვის შემდეგ ამოიწურა, დ.გულუაშვილს კი თავშესაფარში ყოფნის ვადა გაუგრძელდა მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების საფუძველზე. დ.გულუაშვილი დღემდე არის ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ. მხარის მიერ წარმოდგენილი სატელეფონო ამონაწერი, სადაც ფიქსირდება დ.გულუაშვილის მიერ განხორციელებული ზარები ხ.საათშვილთან, არ გულისხმობს განმცხადებლის მხირდან რაიმე სახის ძალადობას, მით უმეტეს, მხარეებს ერთმანეთთან სატელეფონო კონტაქტი არ ჰქონდათ აკრძალული. ვინაიდან, დ.გულუაშვილი თავს დაცულად არ გრძნობს და მისი თავშესაფრის დატოვების შემთხვევაში არსებობს საშიშროება, რომ ხ.საათაშვილისა და ოჯახის სხვა წევრებისგან განხორციელდეს ფსიქოლოგიური ძალადობა. მართალია, საჯარო რეესტრის ამონაწერში სახლის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ხვიჩა საათშვილი, მაგრამ ამჟამად, რეგისტრაცია შეჩერებულია დამატებითი დოკუმენტის წარდგენამდე და აღნიშნულ სახლში ცხოვრების უფლება აქვს დარეჯან გულუაშვილსაც. დ.გულუაშვილს თავშესაფარში ცხოვრების კანონით დადგენილი ყველა ვადა ამოეწურა. ამასთან, განმარტა, რომ თავშესაფარში რამდენჯრემე მიაკითხა დარეჯან გულუაშვილს რძალმა და მოსთხოვა ბინის გადაფორმება.
სასამართლო სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენელი ზაზა მათოშვილი არ დაეთანხმა განცხადებას და განმარტა, რომ საცხოვრებელი სახლი არის ხვიჩა საათაშვილის. გარდა ამისა, გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით არ დადასტურდა ხ.საათაშვილის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი და იგი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, განმარტა, რომ განვადებით შეიძინა სახლი ხვიჩა საათაშვილმა, რომელზედაც პრეტენზიას აცხადებს დარეჯან გულუაშვილი, ვინაიდან მისი განმარტებით, აღნიშნული სახლის შეძენისათვის მან გადაიხადა თანხის ნაწილი. დ.გულუაშვილმა რამდენჯერმე სცადა ხ.საათაშვილის პასუხისგებაში მიცემა. აღსანიშნავია, რომ თავად განმცხადებელი ურეკავდა ხ.საათაშვილს. ბოლო სატელეფონო ზარი ხ.საათაშვილის ნომერზე განხორციელებულია 2019 წლის 14 ოქტომბერს, ანუ განცხადების შემოტანამდე ერთი დღით ადრე. ხ.საათაშვილის მხრიდან კი არც ერთი ზარი ან მოკლეტექსტური შეტყობინება დარეჯან გულუაშვილის მობილურ ტელეფონზე არ ფიქსირდება. შესაბამისად წარმომადგენლის განმარტებით არ არსებობს ხვიჩა საათაშვილის მხრიდან დარეჯან გულუაშვილის მიმართ რაიმე სახის ძალადობის განხორციელების საფრთხე. დარეჯან გულუაშვილი არ უნდა ცხოვრობდეს ხვიჩა საათაშვილის სახლში და შეუძლია იცხოვროს მეორე შვილთან.
სასამართლო სხდომაზე ხვიჩა საათშვილი არ დაეთანხმა წარმოდგენილ განცხადებას და განმარტა, რომ საცხოვრებელი სახლი, რომელიც სადაოდ გახადა დარეჯან გულუაშვილმა, არის თავისი, მეუღლის და მეგობრების დახმარებით გაკეთებული და ამჟამად იქ ცხოვრობს. დ.გულუაშვილი თავად არის მოძალადე და შეუძლებელია მასთან ერთად ცხოვრება. იგი უნდა იყოს არა მასთან, არამედ მეორე შვილთან, რომლისთვისაც უნდა სახლი.
სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ შეისწავლა რა საქმის მასალები, შეამოწმა განცხადების სამართალწარმოებისათვის გათვალისწინებული უფლებამოსილებათა ფარგლები, გააანალიზა განცხადების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, გამოიკვლია მტკიცებულებები, მოისმინა მხარეების ახსნა-განმარტებები, მიაჩნია რომ განმცხადებლის მოთხოვნა დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის სხვა პირებთან ერთად ოჯახის წევრად ითვლება დედა.
სადავო არაა, რომ დარეჯან გულუაშვილი არის ხვიჩა საათაშვილის დედა.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;
დადგენილია, რომ ხვიჩა საათაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა დარეჯან გულუაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტებს.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).
სადავო არაა, რომ დარეჯან გულუაშვილი არის ხვიჩა საათაშვილის მსხვერპლი, ვინაიდან მისი ქმედებით ირღვევა დარეჯან გულუაშვილის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, აგრეთვე მის მიმართ ხორციელდება ფსიქოლოგიური ძალადობა.
ამავე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ ხვიჩა საათაშვილი დარეჯან გულუაშვილის მიმართ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, შესაბამისად იგი არის მოძალადე.
2019 წლის 23 იანვარს, შსს გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გურამ ზარქუას მიერ გამოცემული იქნა №007886 შემაკავებელი ორდერი ხვიჩა საათაშვილის მიმართ, რომლის მიხედვითაც ხ.საათაშვილს (მოძალადე) აეკრძალა დარეჯან გულუაშვილთან(მსხვერპლი), მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აგრეთვე მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონით, სოციალური ქსელების და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე მხარეების ახსნა-განმარტებებით, ასევე მხარის მიერ წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერით დასტურდება ხვიჩა საათაშვილის მხრიდან დარეჯან გულუაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები. სასამართლო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომ ვინაიდან შემაკავებელ ორდერს გაუვიდა მოქმედების ვადა, არსებობს ხვიჩა საათაშვილის მხრიდან დარეჯან გულუაშვილის მიმართ ძალადობის განხორციელების რეალური საფრთხე. აგრეთვე, 2019 წლის 24 ოქტომბერს დარეჯან გულუაშვილს ეწურება თავშესაფარში ყოფნის ვადა და უნდა გააგრძელოს ცხოვრება დაცულ გარემოში. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ხვიჩა საათაშვილს და დარეჯან გულუაშვილს ამ ეტაპზე აქვთ საერთო საცხოვრებელი სახლი და მათ შორის მიმდინარეობს დავა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ვინაიდან დამცავი ორდერის გამოცემის ერთ-ერთი მიზანი არის მოსალოდნელი ძალადობის პრევენცია, იმ ვითარებაში, როდესაც ხ.საათაშვილი მოითხოვს დ.გულუაშვილისგან სახლის დატოვებას, რეალური საფრთხის არსებობა ხ.საათაშვილის მხრიდან დასტურდება, შესაბამისად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია დამცავი ორდერის გამოცემა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დარეჯან გულუაშვილი წარმოადგენს მოძალადის ხვიჩა საათაშვილის მსხვერპლს, რომელიც ახორციელებს მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელყოფას ფსიქოლოგიური ძალადობით, რაც ქმნის დამცავი ორდერის გაცემის საკმარის საფუძველს, შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ მსხვერპლს უნდა მიეცეს საშუალება, იცხოვროს ზეწოლისა და რაიმე იძულების გარეშე, ცხოვრების ნორმალური პირობების გათვალისწინებით.
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 (ექვსი) თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს დამცავი ორდერის გამოცემის სათანადო საფუძვლები, რომლის მოქმედების ვადა, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს 3 (სამი) თვით, რამდენადაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ხვიჩა საათაშვილის მიერ დარეჯან გულუაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტები, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიმართ 3 (სამი) თვის ვადით დამცავი ორდერის გამოცემა იქნება მიზანშეწონილი, მოცემულ ვითარებასთან მიმართებაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2113, 2115, 22-34-ე მუხლებით, ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, მე-10, მე-11, 12-ე, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. დაუყოვნებლივ გაიცეს დამცავი ორდერი, შემდეგი პირობებით:
ხვიჩა საათაშვილს აეკრძალოს დარეჯან გულუაშვილთან მიახლოება, ასევე მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის სატელეფონო, სოციალური ქსელების და სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით.
3. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვროს 3 (სამი) თვით, რაც აითვალოს დამცავი ორდერის გამოცემის (გადაწყვეტილების გამოტანის) დღიდან.
4. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. განემარტოთ მხარეებს, რომ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას (ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ასოთხმოციდან ორასორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ).
6. გადაწყვეტილების ასლები გადაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს.
7. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს საჩივრით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან 3 (სამი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
8. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეაჩერებს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას.
მოსამართლე: ნინო გერგაული