განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2019
საქმის ნომერი
330100119003195045
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4358-19

(#0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ _ ე--------ს,ბრალდებულ _ კ----------–------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ კ-----------–-----------–------ის (დაბადებული 1----–-–----------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ც-------------------------–----------–-ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-----------–---–------------------ის მიმდებარედ) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კ----------–------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ:

მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.

მოწმეების: ნ-----------–---–-ს, ნ------------–----ს, გ-----------------ის, რ-----–---–-----ის, ბრალდებულ კ----------–------ის გამოკითხვის ოქმებით; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; ამოღებული ნივთმტკიცებით; დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ კ----------–------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 09 აგვისტოს, დაახლოებით 04-05 საათზე, თბილისში, დ-----------------ში მდებარე შპს „მ---------------------ს“ კუთვნილი ოფისიდან კ----------–------ე, საცავში უკანონო შეღწევით, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 400 (ოთხას) ლარად ღირებულ ლეპტოპს, 900 (ცხრაას) ლარად ღირებულ ავტომობილის ხელსაწყოების ნაკრებს, 450 (ოთხას ორმოცდაათ) ლარად ღირებულ 30 ლიტრ ძრავის ზეთს, 400 (ოთხას) ლარად ღირებულ ხელსაწყოების ყუთებს, 150 (ასორმოცდაათ) ლარად ღირებულ ორ თერმო მაცივარს, 900 (ცხრაას) ლარად ღირებულ სათვალთვალო კამერების „DVR“ ჩამწერ მოწყობილობას და 350 (სამას ორმოცდაათ) ლარად ღირებულ პერსონალურ კომპიუტერს. კ----------–------ის დანაშაულებრივი ქმედებით შპს „მ---------------------ს“ მიადგა 3550 (სამი ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია კ----------–------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

კ----------–------ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ქურდობა ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. იმავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს კ----------–------ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში ნასამართლევი არ არის, არის სოციალურად დაუცველი, ჰყავს ხუთი არასრულწლოვანი შვილი და ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ტომარა, მასში არსებული ინსტრუმენტებით; კ----------–------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მისივე საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან ამოღებული: შავი დიდი ზომის ყუთი, მასში არსებული ხელსაწყოებით; მოლურჯო თერმო-მაცივარი; პლასტმასის ოცლიტრიანი ტევადობის ჭურჭელი, მასში არსებული სითხით; „benq”- ის ფირმის პერსონალური კომპიუტერის მონიტორი; „ACER”-ის ფირმის ლეპტოპი; მომწვანო ინსტრუმენტების ყუთი, მასში არსებული ინსტრუმენტებით; პლასტმასის ათლიტრიანი ტევადობის ჭურჭელი, მასში არსებული სითხით; შავი პლასტმასის მცირე ზომის ყუთი, მასში არსებული ხელსაწყოებით; ნარინჯისფერი თერმო-მაცივარი და „delux”-ის ფირმის პერსონალური კომპიუტერის პროცესორი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვლების ნიმუში ორ ქილად; კ----------–------ისგან აღებული სუნის და ნერწყვის ნიმუშები და მოწმე გ-----------------ისგან აღებული სუნის კვლის და ნერწყვის ნიმუშები, რომელიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-----------– განყოფილებაში, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხუთი დაქტილოფირი ხელის კვლებით და ბრალდებულ კ----------–------ისგან აღებული ხელის კვლების ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ადგილმდებარეობის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები, სამ კომპიუტერულ დისკზე, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კ----------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 აგვისტოს განჩინებით, კ----------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ კ----------–------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება, ასევე დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ტომარა, მასში არსებული ინსტრუმენტებით; კ----------–------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მისივე საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან ამოღებული: შავი დიდი ზომის ყუთი, მასში არსებული ხელსაწყოებით; მოლურჯო თერმო-მაცივარი; პლასტმასის ოცლიტრიანი ტევადობის ჭურჭელი, მასში არსებული სითხით; „benq”- ის ფირმის პერსონალური კომპიუტერის მონიტორი; „ACER”-ის ფირმის ლეპტოპი; მომწვანო ინსტრუმენტების ყუთი, მასში არსებული ინსტრუმენტებით; პლასტმასის ათლიტრიანი ტევადობის ჭურჭელი, მასში არსებული სითხით; შავი პლასტმასის მცირე ზომის ყუთი, მასში არსებული ხელსაწყოებით; ნარინჯისფერი თერმო-მაცივარი და „delux”-ის ფირმის პერსონალური კომპიუტერის პროცესორი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვლების ნიმუში ორ ქილად; კ----------–------ისგან აღებული სუნის და ნერწყვის ნიმუშები და მოწმე გ-----------------ისგან აღებული სუნის კვლის და ნერწყვის ნიმუშები, რომელიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-----------– განყოფილებაში, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხუთი დაქტილოფირი ხელის კვლებით და ბრალდებულ კ----------–------ისგან აღებული ხელის კვლების ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ადგილმდებარეობის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები, სამ კომპიუტერულ დისკზე, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე