განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119003221355
#1/206-19 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ - ი-----–- ლ-----–---–--,ბრალდებულ - ბ------ გ--–-–---–--
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №033030819001
ბრალდებულ - ბ------ გ--–-–---–-- მიმართ
პირადი ნომერი - 3----------
დაბადებული - 2-.0-.1--- წელი
მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე
განათლება - ს-–----–-- განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული
ნასამართლობა - ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - ს----------- რაიონი, სოფელი გ-------–------ 2-------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ბ------ გ--–-–---–-- ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლების მცდელობა, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 2 აგვისტოს, ს----------- რაიონის, სოფელ ს-------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ------ გ--–-–---–- შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს კუთვნილ 500 მმ დიამეტრის მქონე 77 მეტრი სიგრძის მილებს, რის შედეგადაც, სსიპ „სახელწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო“-ს შესაძლოა მისდგომოდა 5 390 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ესე იგი, ბ------ გ--–-–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ბ------ გ--–-–---–-- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ბ------ გ--–-–---–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, ბრალდებულმა ითხოვა მის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.
2019 წლის 15 ოქტომბერს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ბ------ გ--–-–---–-- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ------ გ--–-–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ------ გ--–-–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:
შეტყობინება №2048053 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი - ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; დადგენილება სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულის წარმომადგენლის - ფ--------- ბ-----–---–-- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - გ------- ჯ-----–---–--, დ----- ხ-----–---–-- და ტ------– ყ---------–---–-- გამოკითხვის ოქმები; პირის ამოცნობის ოქმი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 20 ივლისის საინჟინრო ექსპერტიზის №560/ინ დასკვნა; ბ------ გ--–-–---–-- აღიარებითი ჩვენებები, ბ------ გ--–-–---–-- მიერ უშუალოდ სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებები.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ბ------ გ--–-–---–-- ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლების მცდელობა, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბ------ გ--–-–---–- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, სასამრთლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არ მქონეა, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მისი მხრიდან არ გამოვლენილა აღკვეთი ღონისძიების პირობების დარღვევის ფაქტი.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ------ გ--–-–---–-- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ------ გ--–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 4 (ოთხი) წელი.
2. გაუქმდეს ბ------ გ--–-–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და სს ”-----------–--------–-- გადახდილი გირაოს თანხა - 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს გ------- გ--–-–---–- (პირადი № 3----------).
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ ბ------ გ--–-–---–-- ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც მსჯავრდებულს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
4. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ბ------ გ--–-–---–-- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
5. საქმეზე ნივთმტკიცება ცნობილ საგანთა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული 7 ცალი 11 მეტრი სიგრძის მქონე მილი, რაც ხელწერილით ჩაბარდა და ინახება ე-–--- გ----------- ფერმაზე, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო“-ს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი