განაჩენი

სისხლის სამართლის 23.10.2019
საქმის ნომერი
160100119003136332
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119003136332

საქმე #1/292-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს

 

მოსამართლე - ჯემალ კოპალიანი

სხდომის მდივანი - ცაცა ებრალიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი-----ი მე------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გა--ლ გა--------ი (დაბადებული - 19---–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, პირადი №28---------, ნასამართლობის არ მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეული, სოფელი სა-----–----------------).

 

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი);

 

დისპოზიცია: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);

 

ადვოკატი - სუ-–----ნ ის----–---ი

 

თარჯიმანი- ნა--–ი იბ---------ა

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის ივნისის თვეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში გა--ლ გა--------ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ოთახში, ამ უკანასკნელმა ფიზიკურად იძალადა მეუღლე თა---–ა გა---------ზე, კერძოდ, თავში რამდენიმეჯერ დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2019 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში გა--ლ გა--------ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ამ უკანასკნელმა ფიზიკურად იძალადა მეუღლე თა---–ა გა---------ზე, კერძოდ, ხელით ძლიერად მოქაჩა თმები, შემდეგ კი მუშტი ორჯერ ძლიერად ჩაარტყა ბეჭებში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გა--ლ ლა--------მა თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2019 წლის ივნისის თვეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში მისი საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ოთახში მეუღლესთან თა---–ა გა---------სთან მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც თავში რამდენიმეჯერ დაარტყა მუშტი, ასევე 2019 წლის 4 აგვისტოს კონფლიქტის დროს თა---–ა გა---------ს ხელით ძლიერად მოქაჩა თმები, შემდეგ კი მუშტი ორჯერ ძლიერად ჩაარტყა ბეჭებში.

 

2.2. გა--ლ გა--------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა გარდა მისი აღიარებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებილის თა---–ა გა---------ს გამოკითხვის ოქმებს, ექსპერტიზის დასკვნას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და მასზე დართულ ფოტოილუსტრაციას.

 

2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გა--ლ გა--------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.6. ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ და სასამართლოს სთხოვა მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება.

 

2.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1, 1.2. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის ივნისის თვეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში გა--ლ გა--------ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ოთახში, ამ უკანასკნელმა ფიზიკურად იძალადა მეუღლე თა---–ა გა---------ზე, კერძოდ, თავში რამდენიმეჯერ დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში გა--ლ გა--------ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ამ უკანასკნელმა ფიზიკურად იძალადა მეუღლე თა---–ა გა---------ზე, კერძოდ, ხელით ძლიერად მოქაჩა თმები, შემდეგ კი მუშტი ორჯერ ძლიერად ჩაარტყა ბეჭებში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.3. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით, დადგენილია, რომ დაზარალებული სამირა ნასიბოვა არის ბრალდებულ არიზ ახიევის მეუღლე. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ამდენად, ბრალდებული არიზ ახიევი და დაზარალებული სამირა ნასიბოვაა საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ითვლებიან ოჯახის წევრებად.

 

3.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გა--ლ გა--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული, რომელისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც გა--ლ გა--------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

4.5. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას გა--ლ გა--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ) და აღიარა ჩადენილი ქმედებები. სასამართლო ასევე ითვალისწინებს გა--ლ გა--------ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან მეუღლის მიმართ ორჯერ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - ძალადობა, რაც ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბებისა და ხასიათის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს, გარიბ გა--------ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, დაზარალებულის პოზიციას, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, გარიბ გა--------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ბრალდებულის რესოციალიზაციას.

 

4.6. ამდენად, განაჩენის 4.5. და 4.6. პუნქტებში არსებული გარემოებების გათვალისწინებით გა--ლ გა--------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, (2019 წლის ივნისის თვის ეპიზოდი) სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 ასი საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, (2019 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდი) სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გა--ლ გა--------ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

5. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. გა--ლ გა--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გა--ლ გა--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის ივნისის თვის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის ივნისის თვის ეპიზოდი) სასჯელის ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდი) სასჯელის სახდედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 6 (ექვსი) თვის ვადით, შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 ასი საათის ვადით და გა--ლ გა--------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ გა--ლ გა--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პტიმრობა გაუქმდეს.

 

გა--ლ გა--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 4 აგვისტოდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ჯემალ კოპალიანი