განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/4331-19
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
23 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქ---------------ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ------------------------–---–ი (დაბადებული - 2----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-----–-, სოფელი ს------–-–--ი)
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).
დისპოზიცია: ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
ადვოკატი - მ---------–-–---–ი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 06 აგვისტოს, დაახლოებით 23:45 საათზე, ქ. თბილისში, მ---–--–----–----------------------ში მდებარე შპს „რ------------–------------–---“ ავტოგასამართ სადგურზე, ლ-------------–---–ი, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხა ჩამსხმელ-ოპერატორებს ბ--------–---–---–ს, ბ----------–---–ს და გ---------------–---–ს და იარაღით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცა ფულადი თანხა 560 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ-------------–---–ის ქმედებით ბ--------–---–---–ს, ბ----------–---–ს და გ---------------–---–ს მიადგათ მორალური სახის ზიანი, ხოლო შპს „რ------------–------------–---“ მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 560 ლარის ოდენობით;
1.2. 2019 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. თბილისში, დ-----------–-----–--------------------–--------ზე მდებარე შპს მაღაზია „ე------------–-“, ლ-------------–---–ი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-კონსულტანტ ქ-------------–-----ს და იარაღით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სალაროდან გასტაცა ფულადი თანხა 181.20 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ-------------–---–ის ქმედებით ქ-------------–-----ს მიადგა მორალური სახის ზიანი, ხოლო მაღაზია შპს „ე-------------“ მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 181.20 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ-------------–---–ის ქმედებით ქ-------------–-----ს მიადგა მორალური სახის ზიანი, ხოლო მაღაზია შპს „ე-------------“ მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 181.20 ლარის ოდენობით;
1.3. 2019 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 00:40 საათზე, ქ. თბილისი, დ-------–-----–---------------------------ის გამოსასვლელთან მდებარე ს---------–----------–----------------- ავტოგასამართ სადგურზე, ლ-------------–---–ი, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხა ჩამსხმელ-ოპერატორებს ა--------------–---–ს და ა-–-----------–---–ს და იარაღით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცა ფულადი თანხა 530 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ-------------–---–ის ქმედებით ა--------------–---–ს და ა-–-----------–---–ს მიადგათ მორალური სახის ზიანი, ხოლო ს---------–----------–----------------- მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 530 ლარის ოდენობით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ლ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ლ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდების სამივე ეპიზოდში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ბრალდებულმა ლ-------------–---–ის საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს.
3.2. ლ-------------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულ ლ-------------–---–ის საქმის არსებით სხდომაზე გაცხადებული ინფორმაციისა (რა დროსაც ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ მისთვის წარდგენილ ბრალდების სამივე ეპიზოდში), ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების: ბ--------–---–---–ის, ბ-----------–---–ის, გ---------------–---–ის, ქ-------------–-----ს, ა--------------–---–ის, ა-–-----------–---–ის; დაზარალებულის წარმომადგნელების დ------------ის, ბ-------------–---–ის, და მოწმეების: რ-------------------ის, ბ----–--–---–-–---–ის, რ------------ის, ზ---------------–---–ის, მ--------------ს, მ------------------–-–---–ის, დ-------------–-–---–ის, გ---------------–---–ის, მ-----------------–ის, თ------------–---–ის, გ-----------------ის, ა-–-----------–---–ის, ა--------------–---–ის და ი---------------–ის გამოკითხვის ოქმებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 10 აგვისტოს ოქმებს; ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის 2019 წლის 10 აგვისტოს ოქმს; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 10 აგვისტოს ოქმს; ადგილმდებარეობის დათვალიერების 2019 წლის 10 აგვისტოს ოქმს; საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------------–--------------------------------- დასკვნას; ამოღების 2019 წლის 10 აგვისტოს ოქმებს; პირის ამოცნობის 2019 წლის 10 აგვიტოს ოქმებს; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 14 აგვისტოს ოქმებს; საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------ის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნას; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 07 აგვისტოს ოქმს; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2019 წლის 15 აგვისტოს და 2019 წლის 13 სექტემბრის ოქმებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ლ-------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლში კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.
4.2. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
4.4. სასამართლო, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
4.5. სასამართლო, ბრალდებულ ლ-------------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში: დაზარალებულების: ბ--------–---–---–ის, ბ-----------–---–ის, გ---------------–---–ის, ქ-------------–-----ს, ა--------------–---–ის, ა-–-----------–---–ის; დაზარალებულის წარმომადგნელების დ------------ის, ბ-------------–---–ის, და მოწმეების: რ-------------------ის, ბ----–--–---–-–---–ის, რ------------ის, ზ---------------–---–ის, მ--------------ს, მ------------------–-–---–ის, დ-------------–-–---–ის, გ---------------–---–ის, მ-----------------–ის, თ------------–---–ის, გ-----------------ის, ა-–-----------–---–ის, ა--------------–---–ის და ი---------------–ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 10 აგვისტოს ოქმებით; ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის 2019 წლის 10 აგვისტოს ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 10 აგვისტოს ოქმით; ადგილმდებარეობის დათვალიერების 2019 წლის 10 აგვისტოს ოქმით; საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------------–--------------------------------- დასკვნით; ამოღების 2019 წლის 10 აგვისტოს ოქმებით; პირის ამოცნობის 2019 წლის 10 აგვიტოს ოქმებით; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 14 აგვისტოს ოქმებით; საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------ის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 07 აგვისტოს ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2019 წლის 15 აგვისტოს და 2019 წლის 13 სექტემბრის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 06 აგვისტოს, დაახლოებით 23:45 საათზე, ქ. თბილისში, მ---–--–----–----------------------ში მდებარე შპს „რ------------–------------–---“ ავტოგასამართ სადგურზე, ლ-------------–---–ი, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხა ჩამსხმელ-ოპერატორებს ბ--------–---–---–ს, ბ----------–---–ს და გ---------------–---–ს და იარაღით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცა ფულადი თანხა 560 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ-------------–---–ის ქმედებით ბ--------–---–---–ს, ბ----------–---–ს და გ---------------–---–ს მიადგათ მორალური სახის ზიანი, ხოლო შპს „რ------------–------------–---“ მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 560 ლარის ოდენობით; ასევე, 2019 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. თბილისში, დ-----------–-----–--------------------–--------ზე მდებარე შპს მაღაზია „ე------------–-“, ლ-------------–---–ი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-კონსულტანტ ქ-------------–-----ს და იარაღით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სალაროდან გასტაცა ფულადი თანხა 181.20 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ-------------–---–ის ქმედებით ქ-------------–-----ს მიადგა მორალური სახის ზიანი, ხოლო მაღაზია შპს „ე-------------“ მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 181.20 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ-------------–---–ის ქმედებით ქ-------------–-----ს მიადგა მორალური სახის ზიანი, ხოლო მაღაზია შპს „ე-------------“ მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 181.20 ლარის ოდენობით; ასევე, 2019 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 00:40 საათზე, ქ. თბილისი, დ-------–-----–---------------------------ის გამოსასვლელთან მდებარე ს---------–----------–----------------- ავტოგასამართ სადგურზე, ლ-------------–---–ი, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხა ჩამსხმელ-ოპერატორებს ა--------------–---–ს და ა-–-----------–---–ს და იარაღით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცა ფულადი თანხა 530 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ-------------–---–ის ქმედებით ა--------------–---–ს და ა-–-----------–---–ს მიადგათ მორალური სახის ზიანი, ხოლო ს---------–----------–----------------- მიადგა ქონებრივი სახის ზიანი 530 ლარის ოდენობით. სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები სამივე ეპიზოდში სახეზეა, რაც დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ-------------–---–მა ჩაიდინა - ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი). ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ლ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
5.2. ლ-------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის სიმრავლე.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ხუთიდან შვიდ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მძიმე კატეგორიის დანაშაული. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ სამივე ეპიზოდში მინიმალური სასჯელის გამოყენების შენთხვევაში მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები. შესაბამისად, კონკრეტული ქმედებების წინაპირობების, ჩადენილ დანაშაულთა სიმრავლისა და სიმძიმის, ჩადენის ხერხის მხედველობაში მიღებით და მომავალში მსგავსი ქმედებების თავიდან არიდებისათვის, ლ-------------–---–ს ჩადენილი ქმედების სამივე ეპიზოდში უნდა დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
6.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
6.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას - სასჯელთა შთანთქმის პრინციპი, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს ,,რ------------–------------–---“ ეპიზოდისთვის) დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
- ე-------------ს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდები, დაქტილოფირები; ლ-------------–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ხელის კვლის ნიმუშები; სუნის ნიმუშები; მ------------------–-–---–ისგან ამოღებული მასრა - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ე-------------ს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ფულის დასადები პლასტმასის თეფში და ხურდა ფული; მ------------------–-–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი, კანფეტები, ტელეფონის დამტენი; ლ-------------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა; ლ-------------–---–ისგან ამოღებული შარვალი; მ--------------სგან ამოღებული ფულადი თანხა; მაისური - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ლ-------------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული პისტოლეტი, მჭიდი, ოთხი ცალი ვაზნა - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს;
- 3 (სამი) ცალი ვიდეოჩანაწერის დისკი და ამოღებული დოკუმენტაცია, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით (შპს ,,რ------------–------------–---“ ეპიზოდი);
2. ლ-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით (შპს ,,ე-------------ს“ ეპიზოდი);
3. ლ-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით (ს----------–----------–----------------- ეპიზოდი);
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს ,,რ------------–------------–---“ ეპიზოდისთვის) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
5. მსჯავრდებულ ლ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 აგვისტოს 04:02 საათიდან.
6. მსჯავრდებულ ლ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ე-------------ს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდები, დაქტილოფირები; ლ-------------–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ხელის კვლის ნიმუშები; სუნის ნიმუშები; მ------------------–-–---–ისგან ამოღებული მასრა - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ე-------------ს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ფულის დასადები პლასტმასის თეფში და ხურდა ფული; მ------------------–-–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი, კანფეტები, ტელეფონის დამტენი; ლ-------------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა; ლ-------------–---–ისგან ამოღებული შარვალი; მ--------------სგან ამოღებული ფულადი თანხა; მაისური - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ლ-------------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული პისტოლეტი, მჭიდი, ოთხი ცალი ვაზნა - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს;
- 3 (სამი) ცალი ვიდეოჩანაწერის დისკი და ამოღებული დოკუმენტაცია, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე