განაჩენი

სისხლის სამართლის 24.10.2019
საქმის ნომერი
190100119002902291
თარიღი
24.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-204-19

(№042290119001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

24.10.2019 წ. ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი ლევან ჯალაღანია

 

დაცვის მხარე: ადვოკატი ნონა ფილაური

 

ბრალდებული: გ-----------–----ე

მამის სახელი: დ-----

დაბადებული: 19.10.1--- წ.

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და მცხ.: დმანისის რაიონი, სოფ. ჯ----ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა.

 

სხდომის სახე - ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად სცნო:

 

2019 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 20:00-22 საათზე, დმანისის რაიონის სოფელ ჯ----ში, გ-----------–----ემ საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, შურისძიების მოტივით, დანის მუცლის არეში ერთჯერადი დარტყმით განზრახ მოკლა გ--------------–---–ი.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა-–-----------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის გარდაცვლილი გ--------------–---–ის მამა. ცხოვრობდა ამ უკანასკნელთან ერთად დმანისის რ-ნის სოფ. ჯ----ში. მისთვის ცნობილია, რომ მის ვაჟს გ--------------–---–ს და ბრალდებულ გ-----------–----ეს ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა. 2019 წლის 29 იანვარს იმყოფებოდნენ მათი ნათესავის, ე------------–---–ის ქელეხში. ქელეხის დამთავრების შემდეგ სუფრის მომსახურე პირთათვის გაშლილ მაგიდაზე მის შვილს გ--------------–---–ს და გ-----------–----ეს მოხდა კონფლიქტი. მან და იქ მყოფმა ახალგაზრდებმა შეძლეს მოჩხუბართა განზავება, რის შემდეგაც მისი შვილი, გ--------------–---–ი ბ----------–----ემ წაიყვანა სახლში. მოგვიანებით, დაახლოებით 20 სთ-ზე სახლში დაბრუნებულს მისი შვილი სახლში არ დახვდა. რ------------–---–მა დაურეკა და უთხრა, სასწრაფოდ მისულიყო რ-------------–---–ის სახლთან. მითითებულ ადგილზე მისულს დახვდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. დაახლოებით 10-15 მ-ში შემოეგება გ-----------–----ე შეშლილი სახით და ეკითხებოდა მის შვილზე, როგორ არისო. მან ადგილზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში ნახა მისი გარდაცვლილი შვილი. რ------------–---–ისგან გაიგო, რომ ადგილზე ვერ უთხრა, რომ გ-----------–----ემ მოკლა მისი ვაჟი (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს დმანისის რ-ნის სოფ. ჯ----ში ბრალდებულის მეზობლად. 2019 წლის 29 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 20 სთ-ზე იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ყვირილის ხმა. იგი გავიდა გარეთ და დაინახა, რომ რ-------------–---–ის სახლიდან დაახლოებით 20 მეტრში მიწაზე იწვა უგონოდ მყოფი გ--------------–---–ი, რომელსაც ბ----------–----ე წყალს ასხამდა და მის მოსულიერებას ცდილობდა. იქვე ახლოს იდგა ნ-----–-------–---–იც, რომელიც ასევე ცდილობდა გ--------------–---–ის გონზე მოყვანას. ახლოს მისვლისას შენიშნა, რომ გ--------------–---–ს ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში. მან დაათვალიერა ჭრილობა. გ-----------–----ე იდგა შორიახლოს და ხმამაღალი ყვირილით მომხდარზე პატიებას სთხოვდა გ--------------–---–ს. მან დაინახა, რომ გ-----------–----ეს ხელში ეჭირა საშუალოზე დიდი ზომის დანა, რომელიც მოგვიანებით წაართვა ბ----------–----ემ და გადაუგდო რ-------------–---–ის სახლის ეზოს მიმართულებით. მოგვიანებით ადგილზე მოსულ დ-------–----ესაც ბ----------–----ემ წაართვა დანა და გადაუგდო ლ-----------–---–ის სახლის ეზოს მიმართულებით(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ-–----------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს დმანისის რ-ნის სოფ. ჯ----ში ბრალდებულის მეზობლად და მის ოჯახთან აქვს ნათესაური კავშირი. 2019 წლის 29 იანვარს ე------------–---–ის ქელეხის დამთავრების შემდეგ მომსახურე პირთათვის გაშლილ სუფრაზე გ--------------–---–ს და გ-----------–----ეს მოუხდათ კონფლიქტი. მათ გააშველეს მოჩხუბრები, რის შემდეგაც გ-----------–----ე წაიყვანა სახლში ძმამ, დ-------–----ემ, გ--------------–---–ი - ბ----------–----ემ. რამდენიმე ხანში ქელეხის დარბაზში, სუფრის ალაგებისას გაიგო, რომ გ--------------–---–ი დაჭრესო. ადგილზე მისულს დახვდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. მან ასევე დაინახა გ-----------–----ე, რომელიც ხმამაღალი ყვირილით პატიებას სთხოვდა უგონო მდგომარეობაში მყოფ გ--------------–---–ს. ადგილზევე მეზობლებისგან გაიგო, რომ გ--------------–---–ი დაუჭრია გ-----------–----ეს(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჯ--–----------–----------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს დმანისის რ-ნის სოფ. ჯ----ში გ-----------–----ის მეზობლად. 2019 წლის 29 იანვარს ე------------–---–ის ქელეხის სუფრაზე არ ყოფილა. საღამოს, დაახლოებით 20 სთ-სკენ, მის სახლში შესული ა---–----------–---–ისგან გაიგო, რომ გ--------------–---–ი იყო ცუდად და წყალი ითხოვა. იგი გაჰყვა აპალონს და დაინახა, რომ რ-------------–---–ის სახლის წინ მიწაზე უგონოდ იწვა გ--------------–---–ი. იქ იყვნენ ბ----------–----ე და რ------------–---–ი, რომლებიც გ--------------–---–ის მოსულიერებას ცდილობდნენ. იქ მყოფთაგან გაიგო, რომ ეს უკანასკნელი იყო დაჭრილი. იგი შევარდა სახლში 112-ში დასარეკად. დარეკვის შემდეგ გარეთ გამოსვლისას არ ბნელოდა, სახეები ჩანდა და დაინახა გ-----------–----ე, რომელსაც ხელში საშუალო ზომის დანა ეჭირა. აღნიშნული დანა გამოართვა ბ----------–----ემ და გადაისროლა, მაგრამ საით, არ ახსოვს. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შ-------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს დმანისის რ-ნის სოფ. ჯ----ში გ-----------–----ის მეზობლად. 2019 წლის 29 იანვარს ქელეხიდან სახლში მისულმა დაიძინა. სასწრაფოს და პოლიციის სირენების ხმაზე გაეღვიძა. იქნებოდა დაახლოებით 23 სთ. ქუჩაში გასვლისას ნახა, რომ შემოფარგლული იყო გ-----------–----ის სახლი. იგი ჩავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ჯ--–-----------–---------–---–ისგან გაიგო, რომ გ-----------–----ემ დაჭრა გ--------------–---–ი. მისგანვე გაიგო, რომ დანა გ-----------–----ის და დ-------–----ისთვის წაურთმევია ბ----------–----ეს და გადაუგდია სხვადასხვა მიმართულებით(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ----------–----ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს ცხოვრობს დმანისის რ-ნის სოფ. ჯ----ში. როგორც ბრალდებულთან, ასევე გარდაცვლილთან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. 2019 წლის 29 იანვარს ე------------–---–ის ქელეხის სუფრის მომსახურე პირთათვის გაშლილ მაგიდაზე გ--------------–---–ს და გ-----------–----ეს მოუხდათ კონფლიქტი. მან და იქ მყოფებმა გააშველეს. გ--------------–---–ი მან წაიყვანა სახლში, ხოლო გ-----------–----ე - მისმა ძმამ. გ--------------–---–მა სახლში მისვლისას სახე ჩამოიბანა, სარკეში ჩახედვისას გაბრაზდა, აიღო მრავალფუნქციური ჩაქუჩი და წავიდა ბ--–----ეების სახლის მიმართულებით. იგი გ--------------–---–ს დაედევნა. ეს უკანასკნელი ბ--–----ეების ეზოს კარებთან მისვლისას დაკეტილი ჭიშკრის სახელურს ეჯაჯგურებოდა, აგინებდა გ-----------–----ეს და სთხოვდა გარეთ გამოსვლას. დ----- ბ--–----ემ გაუხსნა კარი და უთხრა, დამშვიდებულიყო, რის გამოც გ--------------–---–მა ხელი დაარტყა სახეში. ხმაურზე დ-------–----ეც გამოვიდა, მასაც დარტყა ხელი გ--------------–---–მა. დ-------–----ეს და დ----- ბ--–----ეს ხელში არაფერი ჰქონიათ. ამ დროს სახლის კიბის ქვემოდან სწრაფად გამოვარდა გ-----------–----ე, ხელში რაღაც საგნით, ბალკონის ქვეშ ანთებულ ნათურის შუქზე კარგად დაინახა, რომ ჭიშკრის შესასვლელთან აღნიშნული საგანი მოუქნია და დაარტყა გ--------------–---–ს მარცხენა მხარეს მუცლის არეში. დარტყმისთანავე გ--------------–---–ი გამოვიდა გარეთ გზაზე, ისიც გამოჰყვა. ასევე გამოჰყვნენ დ----- და დ-------–----ეები, რომელთაც როგორც თვითონ, ასევე ჩხუბის ხმაზე მოსული მეზობლები აკავებდნენ, ზუსტად რომლები, არ ახსოვს. იგი წავიდა ქუჩის მიმართულებით გ--------------–---–ისკენ და დაინახა, რომ ეს უკანასკნელი იყო წაქცეული. მივარდა მაშინვე, გაუხსნა ქურთუკი და ჯემპრი და დაინახა სისხლიანი ჭრილობა. ამ დროს მოვიდა დ----- ბ--–----ეც, რომელმაც თავის შვილების მისამართით თქვა, ეს რა გააკეთესო. იგი შეკრებილი მეზობლების დახმარებით ცდილობდა გ--------------–---–ის გონზე მოყვანას. ამავე დროს დაინახა რომ მივიდა გ-----------–----ე დანით ხელში, იყო კვლავ აგრესიული და იგინებოდა. მან ძალით წაართვა დანა და გადაუგდო რ-------------–---–ის სახლის მიმართულებით. ასევე „ფორდ-ტრანზიტის“ ა/მანქანით მოსულ დ-------–----ესაც წაართვა დანა და გადაუგდო. მისივე განმარტებით, როდესაც გ--------------–---–ს დანა დაარტყა გ-----------–----ემ, ამ უკანასკნელის გარდა, სხვას დანა არ ჰქონია ხელში. როგორც ახსოვს, დანა, რომელიც წაართვა გ-----------–----ეს იყო ორპირა. საგამოძიებო ექსპერიმენტის და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღნიშნული დანა ვერ იპოვეს. რამდენიმე წვეთი სისხლი ნახეს იმ მიმართულებით, სადაც დანა გადააგდო. გადაგდებისას სისხლის წვეთები არ დაუნახავს. მისი განმარტებითვე, არ ახსოვს, დანა, რომელიც გ-----------–----ეს წაართვა სისხლიანი იყო თუ არა, როგორც ახსოვს, ხელი არ გასისხლიანებია(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ--------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ბრალდებულთან და გარდაცვლილთან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. 2019 წლის 29 იანვარს ქელეხის სუფრის მომსახურე პირთათვის გაშლილ მაგიდაზე გ--------------–---–ს და გ-----------–----ეს მოუხდათ კონფლიქტი. მან და იქ მყოფებმა გააშველეს, რის შემდეგაც გ-----------–----ე ძმამ წაიყვანა სახლში, გ--------------–---–იც წავიდა. მოგვიანებით გ-----------–----ის სახლის მიდამოებთან მოესმა ხმაური, მისვლისას ნახა გ-----------–----ე ჩხუბობდა, საშუალოზე დიდი დანა ეკავა ხელში, იგინებოდა გ--------------–---–ის მისამართით და იწევდა. მისი ბებია და მეუღლე აკავებდნენ. მას ბ-----ი, დ--- და დ----- ბ--–----ეებისთვის იქ თვალი არ მოუკრავს. მან ძალით შეიყვანა გ-----------–----ე სახლში. ამშვიდებდა მის ბებიას და მეუღლეს; მათ ოჯახში გაჩერდა დაახლოებით 30-40 წთ., შემდეგ წავიდა თავის სახლისკენ. სასწრაფოს სირენის ხმაზე მობრუნდა და დაინახა, რომ მისი სახლთან გ--------------–---–ი ძირს ეგდო. იქ დახვდნენ დ---, ბ-----ი და გ-----------–----ეები. გ-----------–----ე დაემხო და გ--------------–---–ს პატიებას სთხოვდა. პირადად მას დაჭრის ფაქტი არ უნახავს, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე, მიხვდა, რომ გ-----------–----ემ დაჭრა გარდაცვლილი. მისივე განმარტებით, ბ----------–----ისგან გაიგო, რომ დანა წაართვა გ-----------–----ეს და გადაუგდო მეზობლის ეზოში (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა---–----------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 29 იანვარს, მისი ბებიის ქელეხის შემდეგ წავიდა სახლში. მოგვიანებით ყვირილის ხმაზე წავიდა ყვირილის ხმის მიმართულებით. ასევე ამავე მიმართულებით დაინახა მირბოდნენ დ----- და დ-------–----ეები. რამოდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ დაინახა ასევე გ--------------–---–ი, რომელსაც ხელში ნაჯახის მსგავსი საგანი ეჭირა და ჩაიჩოქა. ბ----------–----ე მივარდა, გადაუწია ქურთუკი და ჯემპრი და ჭრილობის დანახვაზე დარეკა 112-ში. დ----- ბ--–----ემ შეიგინა შვილების მისამართით. ამის შემდეგ რა მოხდა არ იცის, რადგან გაიქეცა სასწრაფოს დასახვედრად. სასწრაფოს მოსვლისას დროს გ--------------–---–ი უკვე უგონოდ იყო. მისივე განმარტებით, მას გ-----------–----ის ხელში დანა არ უნახავს (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმის მ----------–---–ის და ექთნის ც--------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 29 იანვარს, მათი ეკიპაჟის მორიგეობისას, მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ დმანისის რ-ნის სოფ. ჯ----ში საღამოს საათები იყო და ადგილზე მისვლისას უკვე ბნელოდა. ადგილზე დახვდათ მიწაზე მწლიარე ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც პულსი არ ჰქონდა და პრაქტიკულად უკვე გარდაცვლილი იყო. პაციენტს მუცლის არეში ერთი ჭრილობა და სახეზე ესკორაციები ჰქონდა. გადააწვინეს საკაცეზე და მათივე მანქანაში ჩაუტარეს რეანიმაციული პროცედურები. მათივე განმარტებით, დაჭრილ ახალგაზრდას თავს დასტრიალებდა მეორე ბიჭი, რომელიც ყვიროდა, უშველეთ, გადაარჩინეთო(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 13 მარტის სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N00165419 დასკვნის თანახმად: გ-----------–----ე ფსიქიურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ-----------–----ე ფსიქიურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). იგი იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მას არ აქვს ფსიქიკური ნაკლი;

 

ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ-----------–----ე არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში;

 

დანაშაული ჩადენის დროს იგი არ იმყოფებოდა სხვა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა მის ცნობიერებაზე და

ქცევაზე(იხ.დასკვნა ტ.2. ს.ფ. 147-161).

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა ქეთევან შევარდენიძემ (ექსპერტი-ფსიქიატრი) და მანანა ბრეგაძემ(ექსპერტი ფსიქოლოგი).

 

2.11. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 აპრილის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) N002634119 დასკვნის თანახმად:

 

-პაკეტში წარწერით: „...1ც მუქი ფერის ქარქაში ობ. N5 ამოღებული სახლთან ახლოს საავტომობილო გზის ნიადაგის ზედაპირიდან...“ მოთავსებული ქარქაშის მეტალის ნაწილზე (ობ. N7) და ტყავისმაგვარი მასალის ტარზე (ობ. N 8) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N7-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ-----------–----ეს (ობ. N56; პაკეტი, წარწერით: „...გ-----------–----ის ... ნერწყვის ნიმუში...“).

-პაკეტში წარწერით: „... 3ც. ბიოლოგიური ჩხირი მუქი-მოწითალო ფერის ლაქებით ამოღებული სახლის შესასვლელი რკინის კარის სიახლოვეს ბეტონის ზედაპირიდან და კარიდან ობ. N1;2;3...“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N9-11) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ--------------–---–ს (ობ. N59)

-პაკეტი წარწერით: „...3ც ბიოლოგიური ჩხირი მუქი-მოწითალო ფერის ლაქებით ამოღებული სახლის მეორე სართულზე შესას. კარებთან და მისაღები ოთახის იატაკიდან ობ N13,14-ის (კონვერტები,წარწერებით:1 ც. ბიოლოგიური ჩხირი მუქი-მოწითალო ფერის ლაქით ამოღებული სახლის მეორე სართულის მისაღები ოთახის იატაკიდან ობ N7“ და „1ც . ბიოლოგიური ჩხირი მუქი-მოწითალო ფერის ლაქით ამოღებული მეორე სართულის მისაღები ოთახის იატაკიდან ობ N8“) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----------–----ეს (ობ. N56)

-პაკეტში წარწერით: „...3ც. ბიოლოგიური ჩხირი მუქი-მოწითალო ფერის ლაქებით ამოღებული ლევანი ანდიაშვილის კუთვნილი სახლის მოპირდაპირედ ქვის ღობიდან და მილიდან ობ N5;6;7...“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N16-18) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ-----------–----ეს (ობ. N56);

-პაკეტში, წარწერით: „... მუქი-მოწითალო ფერის ლაქა ნიადაგთან ერთად ამოღებული საავტომობილო გზაზე ნიადაგის ზედაპირიდან ობ N1;2...“ მოთავსებულ ნიადაგის მასაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N19,20) და „...1ც ქვა მუქი-მოწითალო ფერის ლაქით ამოღებული ლ-----------–---–ის კუთვნილი სახლის მოპირდაპირედ ქვის ღობესთან ობ N4...“ მოთავსებულ ქვაზე ( ობ. N21)წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ-----------–----ეს (ობ. N56);

-პაკეტი, წარწერით: „... გ-----------–----ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ შარვალზე (ობ. N24,25), შავი ფერის კაპიუშონიან მაისურზე (ობ. N26,27), მოლურჯო ფერის მოკლესახელოებიან მაისურსა ( ობ. N28,29) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ. N30,31) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს . ობ N24-25,27-31-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----------–----ეს (ობ. N56), მინორული წილი ეკუთვნის გ--------------–---–ს (ობ. N59);

-პაკეტი, წარწერით: „... გ-----------–----ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუშები ...“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე მარჯვენა (ობ. N32) და მარცხენა (ობ. N33) ხელიდან, აღმოჩნდა ადამიანის სისხლი. ობ N32-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----------–----ეს (ობ.56) ობ. N33-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის გ-----------–----ეს (ობ. N56), მეორე წილი ეკუთვნის გ--------------–---–ს (ობ. N59);

-პაკეტი, წარწერით: „...დ-------–----ის ტანსაცმელი ...“ მოთავსებულ შარვალზე (ობ. N37,38) და ქურთუკზე (ობ. N39-39ა,40) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N37,38,40-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----------–----ეს (ობ. N56). ობ. N39-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ-------–----ეს (ობ. N57) ობ. N39ა-ს გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის გ-----------–----ეს (ობ. N56) მინორული წილი ეკუთვნის გ--------------–---–ს ( ობ. N59)

-პაკეტი, წარწერით: „... დავით ბ--–----ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ შარვალზე ( ობ. N43,44) ჟაკეტსა (ობ. 45,46) და ჯემპრზე (ობ. 47) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N43,45-47-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----------–----ეს (ობ. N56). ობ. N44-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ--------------–---–ს ( ობ. N59)

-პაკეტი, წარწერით: „... ფრჩხილის ნიმუში გვამი: გ. ადუაშვილი...“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე მარჯვენა (ობ. N52) და მარცხენა (ობ. N53) მტევნებიდან და პაკეტში, წარწერით: „...გ--------------–---–ის გვამიდან ამოღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდები...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N54,55) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი. ობ. N52,53,55-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ--------------–---–ს (ობ. N59). ობ. N54-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის გ--------------–---–ს(ობ. N59), მეორე წილი (ობ.56) ეკუთვნის გ-----------–----ეს (იხ. ესპერტიზის დასკვნა ტ. 3. ს. ფ. 79-95).

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნინო კვიწინაძემ.

 

2.12. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის N000625019 დასკვნის თანახმად:

გ--------------–---–ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული მუცლის ერთი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობით, შინაგანი ორგანოებისა და სისხლძარღვების დაზიანების შედეგად; სიკვდილის დადგომიდან გასული უნდა იყოს დაახლ. 6-8 საათი.

გვამზე აღინიშნება: ბრმა ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა მუცლის მიდამოში, არხის მიმართულებით მარცხნიდან მარჯვნივ, წინიდან უკან, ქვევიდან ზევით, აორტისა და ქვედა ღრუს ვენის, მლივი ნაწლავის, დაღმავალი კოლინჯის, დიდი ბადექონის დაზიანებით, დაჟეჟილი ჭრილობა სახის მიდამოში, მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულზე, რაც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს; ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა მუცლის მიდამოში მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი; ხოლო ყველა სხვა დანარჩენი დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში ატარებს მსუბუქი ხარისხის ნიშნებს(იხ. დასკვნა ტ.3. ს.ფ.22-29).

 

2.13. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 30 აპრილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N002017619 დასკვნის თანახმად:

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, გ--------------–---–ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 2,15%0 ეთილის სპირტი. არ აღმოჩნდა მეთილის და იზოპროპილის სპირტები. სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეთადონი, ტეტრაჰიდროკანიბინოლი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ბენზოდიაზეპინისი და ბარბიტურის მჟავის ნაწარმები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტი

ქიმიურ-ტოქსოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, „გ-----------–----ის სისხლის ნიმუშში“ არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის და იზოპროპილის სპირტები. სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეთადონი, მეთადონი, ტეტრაჰიდროკანიბინოლი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ბენზოდიაზეპინისი და ბარბიტურის მჟავის ნაწარმები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტი(იხ.დასკვნა ტ.3. ს.ფ.96-104).

 

გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს გამომძიებლებმა ნ------–-–--ამ, ზ----------------–---–მა, ნ-------------ამ, ნ-----–-----------–---–მა, ს-------–--------ემ, შსს დმანისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე გ-------------–---–მა, დაკითხული იქნენ შსს ქვ. ქართლის საექსპერტო სამსახურის ექსპერტები ფ----------------–---–ი და ს--------------ე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი გ----------------–---–ი, რომლებმაც აღწერეს და დაადასტურეს მათ მიერ თითოეული მოქმედების ჩატარების გარემოებები. ასევე დაკითხული იქნენ ასევე რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მედდა ნ-----------–---ი, ბრალდებულის თანასოფლელები გ--------------–---–ი, ნ---------------–---–ი, ლ-----------–---–ი, ი---------------–---–ი, ხ---------------–---–ი, ი---------–----ე, ნ----------–----------ე, მ-----–--------–---–ი; გამოკვლეული იქნა ნივთმტკიცება, გამოქვეყნებული იქნა სხვა წერილობითი მტკიცებულებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით. ბრალდებულის ქცევა დინამიკაში მიუთითებს სწორედ ამ სავალდებული სუბიექტურ და ობიექტურ ელემენტებზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-2 მუხლის თანახმად, ”ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი”. სიცოცხლის უფლება დაცულია საქართველოს კონტიტუციის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.

 

სიცოცხლის უფლება დაცულია ასევე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის პირველ ფაქტობრივ წინაპირობად უნდა განისაზღვროს, რომ ხელყოფა მიმართული იყო ცოცხალ ადამიანზე, ხოლო მეორე ფაქტობრივი წინაპირობაა - სიცოცხლის დამთავრებისა და სიკვდილის მომენტის დადგენა. ვინაიდან ყველა სახის მკვლელობა მატერიალური შემადგენლობისაა, იგი დამთავრებულია სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან, ამასთან ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობა, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა და ხასიათი, მისი ლოკალიზაცია, ასევე დანაშაულის ჩადენამდე და შემდეგ ბრალდებულისა და დაზარალებულის ქცევა, მათი ურთიერთობა.

 

საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილი იქნეს მხოლოდ განზრახ - პირდაპირ ან არაპირდაპირი განზრახვის ფორმით. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ გ------------–----ეს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად ან გულგრილად უშვებდა მის დადგომას (არაპირდაპირი განზრახვა).

 

4. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაცვის მხარის მტკიცებულებები:

 

4.1. ბრალდებულმა გ-----------–----ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს დმანისის რ-ნის სოფ. ჯ----ში. გ--------------–---–ი იყო მისი მეგობარი და ჰქონდა კარგი ურთიერთობა. 2019 წლის 29 იანვარს, მათი თანასოფლელის ქელეხის დამთავრების შემდეგ სუფრის მომსახურე პირთათვის გაშლილ მაგიდაზე მას და გ--------------–---–ს შორის მოხდა კონფლიქტი. გაშველების შემდეგ ამ უკანასკნელს გაერიდა და წავიდა სახლში. საღამოს, დაახლოებით 8 სთ-ზე მთელი ოჯახი იმყოფებოდა სახლის პირველ სართულზე, რა დროსაც შემოესმათ გ--------------–---–ს ყვირილის და გინების ხმა, რის გამოც გავიდნენ მისი მამა, დ----- ბ--–----ე და ძმა, დ-------–----ე. თვითონაც აპირებდა გასვლას, მაგრამ მეუღლემ არ გაუშვა. დაინახა, რომ მათი სახლის მეორე სართულის კიბეზე ვიღაცამ აირბინა. ისარგებლა იმით, რომ მეუღლე ბავშვს მიუბრუნდა, გ--------------–---–ს შეშინების მიზნით აიღო სამზარეულოს დანა, გამოვიდა ეზოში, მაგრამ ეზოში შემოსულმა ზ--------------–---–მა არ გაუშვა. დაახლოებით 10 წთ. გაჩერდნენ ეზოში. ეზოში არც გ--------------–---–ი და არც ბ----------–----ე არ უნახავს. ყვირილის ხმაზე ისევ აიღო დანა და გავიდა ქუჩაში, სადაც დაინახა ძირს დავარდნილი გ--------------–---–ი. მის კითხვაზე, რა მოხდა, ვიღაცამ წაართვა დანა და განზე გაიყვანა. პოლიციის მოსვლის შემდეგ სისხლიანი და მაისურშემოგლეჯილი წაიყვანეს და უთხრეს რომ გ--------------–---–ის მკვლელობა ჯგუფური რომ არ გამოსულიყო, მას აეღო თავის თავზე(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ----- ბ--–----ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ბრალდებულის მამა. 2019 წლის 29 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 08 სთ-ზე მისი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა სახლში. მისი შვილი გ-----------–----ე იყო ნაცემი. მეორე შვილის, დ-------–----ისგან შეიტყო, რომ გ-----------–----ეს და გ--------------–---–ს შორის ქელეხის დარბაზში მომხდარა კონფლიქტი. ამ დროს შემოესმათ ჭიშკრის ბრახუნი. გარეთ გასულს დახვდა გ--------------–---–ი პრიალა დანით ხელში, რომელმაც შეაგინა და დაარტყა დანა. ასევე მის ვაჟს დ-------–----ესაც დაარტყა. მან კედლიდან გამოაძრო დანა, რომელსაც ქარქაში არ ჰქონია და უნდოდა გ--------------–---–ისთვის ფეხში დარტყმა, მაგრამ ეს უკანასკნელი უცებ შემოტრიალდა და დანა მოხვდა ფერდში. ამ დროს შუქი აინთო, გ--------------–---–მა დაიძახა, ეს სად მომიყვანესო და გაიქცა. იგი გაედევნა გ--------------–---–ს, მაგრამ მეზობლების დანახვაზე შერცხვა და მოტრიალდა. დანა ჩააგდო ეზოში ფურნის გვერდით მაყვლის ბუჩქებში. კვალის წაშლის მიზნით ხელები დაიბანა, ფრჩხილები დაიჭრა და ტანსაცმელი გამოიცვალა, ფეხსაცმელი დაწვა. მოგვიანებით ქუჩაში გასულმა დაინახა ხალხი და მიწაზე მწოლიარე გ--------------–---–ი. მისივე განმარტებით, პოლიციელებს უთხრა, რომ მან დაჭრა გ--------------–---–ი, მაგრამ მათ ურჩიეს, რომ რადგან თვითონ ნასამართლევი იყო, მის შვილს გ-----------–----ეს აეღო ეს მკვლელობა თავის თავზე. მან ბ----------–----ეს პოლიციელების მეშვეობით შეუთვალა, რომ მკვლელობა გ-----------–----ისთვის დაებრალებინა, რაზედაც შემდგომში ბ----------–----ემ უსაყვედურა, ტყუილი რატომ მათქმევინეო (ეს რა გამაკეთებინეო). მისი განმარტებითვე, დაკითხვისას პოლიციელებმა რაზე მოაწერინეს ხელი არ წაუკითხავს, რადგან სათვალე არ ჰქონდა და ენდო მათ(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-------–----–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ რომ არის ბრალდებულის მეუღლე. 2019 წლის 29 იანვარს, ქელეხიდან დაბრუნებული მეუღლისგან გაიგო, რომ გ--------------–---–მა სცემა. იქნებოდა დაახლოებით საღამოს 08 საათი, რომ გაისმა ჭიშკრის ბრახუნი. ხმაურზე გავიდა მისი მამამთილი დ----- ბ--–----ე და მაზლი დ-------–----ე. გ-----------–----ესაც უნდოდა გასვლა, მაგრამ მან არ გაუშვა. ეზოდან ოთახში შემობრუნებულ დ----- ბ--–----ეს ფეხსაცმელი, მარჯვენა ხელი და კბილები ჰქონდა სისხლიანი. ასევე დაინახა, რომ მის მეუღლეს გ-----------–----ეს დანა ეჭირა, მან არ გაუშვა მეუღლე გარეთ, რაშიც სახლში შემოსული ზ--------------–---–იც დაეხმარა. მოგვიანებით სასწრაფოს და ყვირილის ხმაზე გავიდნენ ყველა ეზოდან. ქუჩის ასახვევში შეხვდა ბ----------–----ე, რომელსაც ჰკითხა, რა ხდებოდა, რაზედაც მიიღო პასუხი, რომ მან არაფერი იცოდა. მისივე განმარტებით, დაკითხვისას დაარწმუნეს პოლიციელებმა, რომ მიეცა ჩვენება, თითქოს მისმა მეუღლემ მოკლა გ--------------–---–ი. მძიმე სტრესის გამო მისცა ის ჩვენება, რასაც როგორც პოლიციელები, ასევე მამამთლი და სხვა ახლობლები ურჩევდნენ(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

5. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ ბრალდებულ გ-----------–----ეს ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია.

 

5.1. დაცვის მხარის განმარტება, რომ ბრალდებული გ-----------–----ის მამამ დ----- ბ--–----ემ დაჭრა გ--------------–---–ი და 2019 წლის 30 იანვარს პოლიციელთა რჩევით მისცა გამოძიებას შვილის მამხილებელი ჩვენება საკუთარი თავის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, არადამაჯერებელია და არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან.

 

დადასტურებულია და დაცვის მხარეც სადავოდ არ ხდის, რომ 2019 წლის 29 იანვარს, შემთხვევის ადგილზე შეკრებილ ხალხი (რ------------–---–ი, ვ-–----------------–---–ი, ჯ--–-----------–----------–---–ი, ნ---------------–---–ი, ხ---------------–---–ი, ნ----------–----------ე, ზ--------------–---–ი და სხვები) რომლებიც სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით იქნენ დაკითხული, ადასტურებდნენ, რომ სანამ პოლიცია წაიყვანდა ბ--–----ეებს დასაკითხად, მანამდე ადგილზე მუსირებდა აზრი, რომ გ--------------–---–ი მიუვარდა სახლში ბ--–----ეებს და მათივე ეზოში გ-----------–----ემ დანით დაჭრა იგი. დ----- ბ--–----ის განმარტება, რომ გ-----------–----ეზე მკვლელობის დაბრალება პოლიციელთა ვერსია იყო პირადად მისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მიზნით, მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას და არ გამომდინარეობს არა მარტო დაკითხული პოლიციელების, არამედ შემთხვევის ადგილას შეკრებილი მოწმეების ჩვენებებიდან. აღნიშნული განმარტება ასევე ეწინააღმდეგება თვით დ----- ბ--–----ის მიცემულ განმარტებასვე, რომ ნასვამი პოლიციელები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მისი ლოგიკა, რომ პოლიციელები სცემდნენ და თან რჩევებს აძლევდნენ მისი პასუხიმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით, რის შემდეგაც ენდო მათ და გამოკითვის ოქმს ბრმად მოაწერა ხელი, არადამაჯერებელია. ამავე ლოგიკით და მტკიცებულებებით სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებული გ-----------–----ის განმარტებას, რომ პოლიციელები შეურაცხყოფას აყენებდნენ, აგინებდნენ, სულიერად ანადგურებდნენ, თუმცა ენდო მათ და დაუჯერა იმ ვერსიას, რაც მათ შესთავაზეს.

 

5.2. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ ბ----------–----ეს შემთხვევის ადგილას არაფერი დაუნახავს და მხოლოდ დ----- ბ--–----ის რჩევით დაუდასტურა გამოძიებას, რომ გ-----------–----ემ დაჭრა გ--------------–---–ი. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ბ----------–----ის თანმიმდევრული ჩვენებით დადასტურებულია, რომ გ--------------–---–სა და გ-----------–----ეს შორის კონფლიქტის პირველი წუთებიდანვე იმყოფებოდა გ--------------–---–ის გვერდით მის გარდაცვალებამდე. მან დაზუსტებით აღწერა თითოეული შეხება გ-----------–----ეს და გ--------------–---–ს შორის. მისი განმარტებით დადასტურებულია, რომ ინციდენტის დროს სახლიდან გამოვარდა გ-----------–----ე ხელში რაღაც საგნით, მან კარგად დაინახა, რომ ჭიშკრის შესასვლელთან აღნიშნული საგანი მოუქნია და დაარტყა გ--------------–---–ს მარცხენა მხარეს მუცლის არეში. ასევე დადასტურებულია, რომ დ-------–----ეს და დ----- ბ--–----ეს ამ დროს ხელში არაფერი სჭერიათ. მის მიერ აღწერილი გარემოება თანხვედრაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის და საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო და ბიოლოგიურ (გენეტიკური, სეროლოგიური) დასკვნასთან.

 

დაცვის მხარის აპელირება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალერების ოქმში არ ჩანს გ--------------–---–ის სისხლი ეზოში, არ ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლო სხდომაზე დაკითხული სამედიცინო პერსონალის, ექიმი მ----------–---–ის და ექთნის ც--------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ გ--------------–---–ს ჭრილობაზე ჰქონდა მცირე სისხლი, რაც მისი სეზონური ჩაცულობის გამო გარეთ ვერ დაიღვრებდა. აღნიშნული დადასტურებულია ასევე ბ----------–----ის, რ------------–---–ის, ჯ--–----------–---------–---–ის და ა---–----------–---–ის ჩვენებით, რომ გ--------------–---–ის ქურთუკის გახსნის შემდეგ დაინახეს ჭრილობა მცირე სისხლით.

 

5.3. ბრალდებულის განმარტებას, რომ მას არ დაუჭრია გ--------------–---–ი, მხოლოდ დანა აიღო, მაგრამ ზ--------------–---–მა არ გაუშვა ეზოდან, სასამართლო ვერ გაიზიარებს. საქმეზე დაკითხული არა მარტო ბ----------–----ის, ასევე ზ--------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ იგი(ზ--------------–---–ი) ბ--–----ეების ეზოში შევიდა უკვე ყვირილის და ჩხუბის ხმაზე. დადასტურებულია და დაცვას ადასტურებს, რომ ბ--–----ეების ეზოში ჩხუბი დაიწყო გ--------------–---–ის გამოჩენის შემდეგ. მანამდე მათ ეზოში რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ბ----------–----ის ჩვენებით ასევე დადასტურებულია, რომ გ-----------–----ის მიერ დარტყმისთანავე გ--------------–---–ი გავიდა ეზოდან. აღნიშნულით დადასტურებულია, რომ გიორგი ადუაშვილის დაჭრა მოხდა ზ--------------–---–ის მისვლამდე, რომელმაც დანით ხელში შეაკავა გ-----------–----ე და არ მისცა საშუალება გაეგრძელებინა ჩხუბი უკვე ეზოდან გასულ გ--------------–---–თან. ზ--------------–---–ის ჩვენება თანმთხვევაშია საქმეში აღწერილი ფაქტების დროში, რომ იგი დაახლოებით ნახევარი საათი გაჩერდა ბ----------–----ის ოჯახში და მათგან გამოსულს მისი სახლის წინ უკვე დახვდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა და პოლიცია.

 

5.4. ბრალდებულის განმარტება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სახლის ჭიშკართან ნაპოვნ და ამოღებულ ქარქაშს არ შეხებია და არ იცის რა არის, მოგონილია ასევე პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით. საქმეზე ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) დასკვნის თანახმად, რომლის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველიც არ არსებობს, დადასტურებულია რომ ქარქაშზე აღმოჩენილი პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ-----------–----ეს.

 

5.5. ბრალდებულის განმარტება, რომ ინციდენტის დროს თავის ეზოში ბ----------–----ე და გ--------------–---–ი არ უნახავს, მოგონილია მის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით. ბრალდებული რომ იწევდა დანით ხელში გ--------------–---–ის მიმართულებით დადასტურებულია არა მარტო ბ----------–----ის, არამედ ზ--------------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული თანმიმდევრული ჩვენებით. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გ-----------–----ის არათანმიმდევრულ ჩვენებებს: გამოძიების პირველი წუთებიდან აღიარებდა ჩადენილ ქმედებას, ფსიქლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დროს გასაუბრებისას პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით ცდილობდა დაედასტურებინა, რომ შემთხვევის დროს იმყოფებოდა სულიერი აღელვების მდგომარეობაში, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, მამის, დ----- ბ--–----ის მიერ ინკრიმინირებული ქმედების საკუთარ ქმედებად გაცხადების შემდეგ საერთოდ უარყო მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედება.

 

5.6. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდებულის მეუღლის მ-------–----–-–---–ის არათანმიმდევრულ და ურთიერთგამომრიცხავ განმარტებას, რომ მანაც პოლიციელთა რჩევით მისცა გამოძიებისას მისი მეუღლის მამხილებელი ჩვენება. სასამართლო სხდომაზე მისი განმარტებით, ეზოში ჩხუბის დროს ეზოში არ გასულა, რა მოხდა არ იცის, თუმცა ამავე დროს ადასტურებდა, რომ მისი მეუღლე გ--------------–---–თან საერთოდ არ მისულა. აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე დაკითხული მათი ოჯახის ახლობლის ზ---------------–---–ის ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ გ-----------–----ეს ეზოში დანა ეკავა ხელში, ჩხუბობდა და იწევდა გ--------------–---–ისკენ. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის მამა, დ----- ბ--–----ე და ბრალდებულის მეუღლე, მ-------–----–-–---–ი არიან საქმის შედეგით დაინტერესებული მოწმეები და ბრალდებულთან ერთად ურთიერთგამომრიცხავი განმარტებებით ცდილობენ ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.

 

6. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენით ბრალდებული გ-----------–----ის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირად, ანუ დამნაშავედ ცნობის თაობაზე.

7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გ-----------–----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.

 

8. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს დანაშაული. კანონმდებელი ადგენს არა მხოლოდ დანაშაულის შემადგენლობას, არამედ შესაბამის სასჯელსაც. სასჯელი არის სახელმწიფოს იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანაშაულის ჩამდენ პირს. სასჯელის ერთერთი და ამავე დროს უმნიშვნელოვანესი მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ასევე ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიაჩნია, გ-----------–----ის სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე დანაშაულის პრევენციისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით და დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, უნდა დაენიშნოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით ისეთი ზომით, რაც პროპორციული იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.

 

9. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

9.1. გ-----------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს;

 

9.2. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- შემთხვევის ადგილის, ადგილმდებარეობის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, ბიოლოგიურ ჩხირზე ანაწმენდები, ნიადაგი, ხანჯლის ქარქაში, მეტალის მრავალფუნქციური ხელსაწყო ხის ტარით, ქვა სისხლისმაგვარი ლაქებით, ღილი, სამზარეულო დანა და გ---------------------------–----ეებისგან აღებული სხვადასხვა ნიმუშები - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს ქვ. ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილებაში);

 

- გ--------------–---–ის, გ-----------–----ის, დ-------–----ის და დ----- ბ--–----ისგან ამოღებული ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ მფლობელებს ან საამისოდ უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს ქვ. ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილებაში);

 

- შემთხვევის ადგილის, ადგილმდებარეობის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა ერთ DVD დისკზე (ერთვის სს საქმეს) - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-----------–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

2. გ-----------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

3. გ-----------–----ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 30 იანვრიდან.

 

4. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- შემთხვევის ადგილის, ადგილმდებარეობის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, ბიოლოგიურ ჩხირზე ანაწმენდები, ნიადაგი, ხანჯლის ქარქაში, მეტალის მრავალფუნქციური ხელსაწყო ხის ტარით, ქვა სისხლისმაგვარი ლაქებით, ღილი, სამზარეულო დანა და გ---------------------------–----ეებისგან აღებული სხვადასხვა ნიმუშები - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს ქვ. ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილებაში);

- გ--------------–---–ის, გ-----------–----ის, დ-------–----ის და დ----- ბ--–----ისგან ამოღებული ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ მფლობელებს ან საამისოდ უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს ქვ. ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილებაში);

 

- შემთხვევის ადგილის, ადგილმდებარეობის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა ერთ DVD დისკზე (ერთვის სს საქმეს) - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში მისი გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი