განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N01-1-0119003195869
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბ------ი
ბ------ის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - ად--–----–--------ა
ბრალდებული - ელ---------------–--ე
ადვოკატი - ირ---–-----–--ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ელ---------------–--ე
მამის სახელი: ოსმანი
დაბადებული: 2-.1-.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 6---------6
ნასამართლობა: არმქონე
მისამართი: ქ. ბ------ი, პ. მე-–---–---–ის მე-2 ჩიხი N3
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 05 სექტემბერს, 14:15 საათის შემდეგ, ქ. ბ------ში, მე-–---–---–ის მე-2 ჩიხი, სახლი N3-ში ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ელ---------------–--ე მისი ოჯახის წევრს - მეუღლეს, მა---------–--–ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
3. 2019 წლის 05 სექტემბერს, ბ------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში ბრალდებულის დედის - შუ–------------–--ის შეტყობინების საფუძველზე დაიწო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე.
4. შეტყობინების (რეგისტრაციის N2-55387) თანახმად, შუ–------------–--ე აცხადებდა, რომ ნასვამი შვილი ოჯახის წევრებს ყრის სახლიდან.
5. ბრალდებულმა ელ---------------–--ემ დაადასტურა, რომ 2019 წლის 05 სექტემბერს, ქ. ბ------ში, მე-–---–---–ის მე-2 ჩიხი, სახლი N3-ში მისი ოჯახის წევრს, მეუღლეს - მა---------–--–ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზანებით და სიცოცხლის მოსპობით, რაც ასევე დადასტურებულია მა---------–--–ის გამოკითხვის ოქმითაც.
6. დაზარალებულ მა---------–--–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მეუღლის მობილურ ტელეფონში აღმოაჩინა უცნობი ქალბატონის სასიყვარულო მესიჯები. მეუღლე ნასვამ მდგომარეობაში იყო როდესაც უთხრა რატომ ანგრევ ოჯახსო. საუბრის დროს დედამთილი და უფროსი ქალიშვილი შევიდა მისაღებ ოთახში, სწორედ ამ დროს მისი მეუღლე წაიწია მისკენ და შეაგინა დედის მისამართით, უთხრა არავის არ ვწერ და თუ არ გაჩერდები ეხლავე მოგახრჩობ მაგ მდივანთანო, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შემდგომაც უთხრა, გცემ და მოხვალ ჭკუაზეო და კვლავ წაიწია მისკენ. ამ დროს დედამთილი შუ–------------–--ე და შვილი ჩადგნენ მათ შორის. მისი გაჩერება თითქმის შეუძლებელი იყო, არაადეკვატური იყო, ყვიროდა ყველა გაეთრიეთ სახლიდანო.
7. აღნიშნული გარემოებები დადასტურებულია ასევე შუ–------------–--ის და ა-----------–--ის გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მიხედვით პასუხისმგებლობა დაწესებულია ოჯახური დანაშაულისათვის.
ამავე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 1-8-ე, 1-9-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331-ე, 1332-ე, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე−1511-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551-ე, 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ მუხლის მიზნებისათვის მეუღლე ითვლება ოჯახის წევრად.
9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1-. პირის ქმედების ხსენებული ნორმით შეფასებისთვის საჭიროა ორი კრიტერიუმის ერთდროულად არსებობა - 1) არსებობდეს სიცოცხლის მოსპობის მუქარა და 2) დაზარალებულს უნდა გაუჩნდეს ხსენებული მუქარის განხორციელების შიში.
11. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
13. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ელ---------------–--ემ - მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
14. ელ---------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
15. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
16. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ელ---------------–--ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ელ---------------–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ელ---------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1.000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად დაურჩეს ჯარიმა 800 (რვაასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს და გირაოს შემტანს, მა----------------ძეს პ/ნ 61-0-------, კანონით დადგენილი წესით დაუბრუნდეს გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 1.500 ლარი, დასტური N ა 056170, სალაროს შემოსავლის ორდერი N5/20022.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბ------ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი