განაჩენი

სისხლის სამართლის 24.10.2019
საქმის ნომერი
140100119003123090
თარიღი
24.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119003123090

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/355-19 20 აგვისტო, 2019 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - რ--------- ლ----ის,ბრალდებულ - ნ--- მ------–---–ის,მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011200519001 საქმე ნ--- ს------- ასული მ------–---–ის (დაბადებული 19---–-–-- 11 მარტს, პირადი №------------ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: გორის რაიონის სოფელ შ------–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ნ--- მ------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი; მანვე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლი 14 მაისს, შუადღის საათებში, გორის რაიონის სოფელ შ------–- მდებარე თავიანთი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის კიბეზე ნ--- მ------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედამთილს -ნ-----–- ხ--–-–---–ს. კერძოდ, ხელი დაარტყა მარცხენა ხელის მტევანზე, რის შედეგადაც ნ-----–- ხ--–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

2019 წლის 20 მაისს, შუადღის საათებში, გორის რაიონის სოფელ შ------–- მდებარე თავიანთი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ ნ-----–- ხ--–-–---–ის ოთახში, საკუთარი არასრულწლოვანი შვილის, 11 წლის მ------ ხ--–-–---–ის თანდასწრებით, ნ--- მ------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედამთილს - ნ-----–- ხ--–-–---–ს. კერძოდ, ხელი დაარტყა სახის მარჯვენა ნაწილში, რის შედეგადაც ნ-----–- ხ--–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

წინასასამართლო სხდომაზე, ასევე, საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა ნ--- მ------–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ნ--- მ------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: შეტყობინებით, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ნ--- მ------–---–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ნ--- მ------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინ---ებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების (არ არის ნასამართლევი) და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ნ--- მ------–---–ს, საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის პირობით ჩათვლაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ--- მ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ნ--- მ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთ) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ ნ--- მ------–---–ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

3. პირობით მსჯავრდებულ ნ--- მ------–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. ნ--- მ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

5. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ფრჩხილის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: შალვა კაკაურიძე