გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.08.2019
საქმის ნომერი
820310017002193863
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
21.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310017002193863 (3-176/17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 აგვისტო. 2019 წელი. ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

მოსარჩელე: ნა------ შვ--–--ე

მოსარჩელის წარმომადგენელი: რე---------–----ე

მოპასუხე: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოპასუხის წარმომადგენელი: მა-----------ე

მესამე პირი : სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი: გრ-----–------–--ე

მესამე პირი: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მესამე პირი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი: ლე------------ე;

მესამე პირი ; შპს ,,აჭ-----------------“

წარმომამდგენელი: ან----------–--ე

დავის საგანი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 15 თებერვლის N----- გადაწყვეტილება, აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა უძრავ ქონებაზე მდებარე ხელვაჩაური, სოფ. აჭ-----–---–ი, (საკაასტრო კოდი N22.---03.---) და საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღირიცხოს მე-----------ის, ნა------ შვ--–--ის, ნუ-------------ის, ოთ----------ის, ჟუ–---- მ---–--ის და უშ-----------ის თანასაკუთრებაში.

 

1.2. მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისროს წინამდებარე საქმეზე გადახდილი სასამართლო და არასასამართლო ხარჯების ანაზღაურება.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე ნა------ შვ--–--ეს და მისი ოჯახის წევრებს მე-----------ეს, ნუ-------------ეს, ოთ----------ეს, ჟუ–---- მ---–--ეს და უშ-----------ეს თანასაკუთრებაში გააჩნდათ უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი, მდებარე: ხელვაჩაური, სოფელი აჭ-----–---–ი, საკადასტრო კოდი 22.---03.--- ).

ხსენებულ პირებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 03 თებერვლის N----- გადაწყვეტილებით გაუუქმდათ მითითებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება და აღნიშნული ქონება გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 03 თებერვლის N----- გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხარეს ჩაბარდა 2017 წლის 30 ოქტომბერს, რომელსაც მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს კანონით დადგენილ ერთთათვის ვადაში.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 03 თებერვლის N----- გასაჩივრებულ გადაწყვეტილების მიღების დროს ადმინისტრაციულ წარმოებაში არ ჩაუბამთ სადაო ქონების ყოფილი მესაკუთრეები და მითითებული ბრძანება მიღებული იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დაწესებული მოთხოვნების უხეში დარღვევით, რითაც შეილახა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადაო ქონებასთან მიმართებით. აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი დასახელებული გადაწყვეტილება და ქონება დარეგისტრირდეს წინა მესაკუთრეთა სახელზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლითა საქმის ზეპირი მოსმენის დროს სარჩელი არ ცნო, მიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2013 წლის 21 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილებით ნა------ შვ--–--ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ აჭ-----–---–ში მდებარე უძრავ ნივთზე - 2601 კვ.მ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი: 22.---0--7--- დარეგისტრირდა მე-----------ის , ნა------ შვ--–--ის, ნუ-------------ის, ოთ----------ის, ჟუ–---- მ---–--ისა და უშ-----------ის საკუთრების უფლება. რეგისტრაციის საფუძველად სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი იქნა ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის მიერ გაცემული და დამოწმებული საკომლო წიგნის ასლები, რიტაც დგინდებოდა, რომ კომლს საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი.

 

სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ მიწის ნაკვეთზე გადაღებული ფოტოსურათებისა და სიტუაციური გეგმის გამოკვლევის საფუძველზე, დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით - 22.---03.--- მდებარეობს მდინარე აჭ-----–--–ის რიყეზე, მდინარის წყალდაცვით ზოლში.

 

2013 წლის 21 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით, სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 ივლისს მიღებული იქნა №------ გადაწყვეტილება გადაწყვეტილების მიღებული იქნა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის სტატუსით ჩაბმულ იქნენ:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს - სოფელ ხე------სის რწმუნებული, ფიზიკური პირები: მე-----------ე , ნა------ შვ--–--ე, ნუ-------------ე, ოთ----------ე, ჟუ–---- მ---–--ე და უშ-----------ე .

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 13 თებერვლის №31841 გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2014 წლის 13 მარტს გამართულ ზეპირ მოსმენაზე განმარტა, რომ მდინარის ე.წ. რიყე, გეომორფოლოგიურად წარმოადგენს ჭალას, რომელიც წყალდიდობისა და წყალმოვარდნის პერიოდში წყლით იფარება და უშუალოდ მდინარის კალაპოტს მიეკუთვნება. მდინარის ნაპირი არის წყლისა და ხმელეთის ურთიერთმოქმედების ზონა, რომელიც მუდმივად იცვლება და წარმოადგენს რთულ მორფოდინამიკურ უბანს. მდინარეების ნაპირების მდგრადობის შენარჩუნებისა და გეოეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად, დადგენილია მდინარის სანაპიროს მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლები, რომელთა რეგულაცია უშუალოდ სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება. მდინარის კალაპოტში იგულისხმება ხეობისა და მდინარის ფსკერის ის ტერიტორია, სადაც უშუალოდ მდინარე მიედინება, როგორც წყალმცირობის, ისე წყალდიდობის პერიოდშიც. მდინარის კალაპოტში შედის შემდეგი ელემენტები: უშუალოდ წყლით დაფარული ტერიტორია, რიყე და რიყის კუნძულები.

 

სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად სარეგისტრაციო სამსახურმა დაადგინა, რომ ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ №------------ (21.10.2013) გადაწყვეტილებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს მდინარე აჭ-----–--–ის რიყეზე, ის არ შეიძლებოდა ყოფილიყო კომლის საკუთრება, გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას წყლისა და მიწის რეგულირების თაობაზე და არსებობდა მისი ბათილად ცნობის ყველა საფუძველი.

სარეგისტრაციო სამსახური გამორიცხავს იმის შესაძლებლობასაც, რომ სადავო მიწის ნაკვეთი დაინტერესებულ პირებს საბჭოთა პერიოდში გამოეყოთ. საქართველოს სსრ ,,წყლის კოდექსის” მე-4 მუხლის თანახმად, სსრ კავშირის კონსტიტუციისა და საქართველოს სსრ კონსტიტუციის შესაბამისად, წყალი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. წყალი მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაა და მას გასცემენ მხოლოდ სარგებლობისათვის.

 

ამავე კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, წყალი (წყლის ყველა ობიექტი) შედის ერთიან სახელმწიფო წყლის ფონდში. ერთიან სახელმწიფო წყლის ფონდს მიეკუთვნება: მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ზედაპირული წყალსატევები და წყაროები, აგრეთვე არხებისა და ტბორების წყლები.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დასაბუთებულად მიიჩნია, რომ №------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სათანადო შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევით, ეწინააღმდეგება ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ ზოგად საჯარო-სამართლებრივ ინტერესს, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული 2015 წლის 03 თებერვლის N----- გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ №№--------------- (21.10.2013) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არის კანონიერი და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ინფორმირებული იყვნენ და კანონით დადგენილი წესით მონაწილეობდნენ დაინტერესებული პირები: მე-----------ე , ნა------ შვ--–--ე, ნუ-------------ე, ოთ----------ე, ჟუ–---- მ---–--ე და უშ-----------ე . მათთვის მაშინვე იყო ცნობილი მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ამასთანავე გაეგზავნათ და ჩაბარდათ რეესტრის გადაწყვეტილება, ისინი დაეთანხმნენ გადაწყვეტილებას და არ გაუსაჩივრებიათ, ამჟამად კი გასულია გასაჩივრების ვადა და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის საქართველოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოდგენილი შესაგებლით არ ეთანხმება სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუსაბუთებელი და ბუნდოვანია, გაურკვეველია როგორც ფაქტობრივი, ისევე სამართლებრივი საფუძვლები. მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუქტით დადგენილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი საქართველოს საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება რომელიც პირდაპირ ან ფარული ფორმით ხელყოფს სახელმწიფო საკუთრების აღნიშნულ უფლებას., ამავე კანონბის მე-7 მუხლის მე-4 პუქნტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით საქართველოს წყალი სახელმწიფოს ფონდს განეკუთვნება. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხების და ტბორების წყლები.

,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავშირებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით. ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტების წყალდაცვითზოლად. სანიტარული დაცვის ზონად და ა. შ. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, , ტბების, წყალსაცავების, სანაპირო ზოლები, მაგისრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები.

მდინარე აჭ-----–--–ის სიგრძე 90 კილომეტრია იქედან გამომდინარე რომ ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგრძე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში და 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისათვის შეადგენს 50 მეტრს, შესაბამისად მდინარე აჭ-----–--–ის წყალდაცვითი ზოლის სიგრძე 50 კილომეტრია მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს და ეს ტერიტორია ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად ითვლება. საჯარო რესსსტრის ეროვნული სააგენტოში მდინარეების წარმოებისას საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდაოდ იქნა დადგენილი, რომ სადაო გადაწყვეტილებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს მდინარე აჭ-----–--–ის ჭალაში. , მდინარის წყალდაცვით ზოლში. ამასთან აღსანიშნავია, რომ მდინარეების ნაპირების მდგრადობის შენარჩუნებისა და გეოეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად დადგენილია მდინარის სანაპიროს მკაცრი მზედამხედვენობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლები, რომელთა რეგულაცია უშუალოდ სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება, წყალის სახელმწიფო ნობდის მიწა გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენიული მოთხოვნების შესაბამისად. ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ წყალი და წყლის ფონდის მიწები მოქცეულია მართვის განსაკუთრებულ რეჟიმში და მათზე აღიარების გზით საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაუშვებელია. შესაბამისად, ფიზიკური პირებისათვის აღნიშნული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დაკანონება ეწინააღმდეგება მითითებულ ნორმებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 3 თებერვლის N----- გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება, დასაბუთებულია და არ არსებობს საქართველს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

3.2. .საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელის განმარტებით, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, არ იქნა გათვალისწინებული ” წყლის შესახებ ” საქართველოს კანონის მოთხოვნა, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება წყლის საკუთრების ფონდის მიწა. აგრეთვე ის ობიექტები რომლებიც გამოყოფილია წყალდაცვით ზოლად. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს წყალდაცვით ზოლში, შესაბამისად ამ მიწის ნაკვეთის აღიარება იყო დაუშვებელი. შესაბამისად საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სრულიად შეესაბამება კანონს. აქედან გამომდინარე არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი.

 

3.3. მესამე პირის სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენელი არ ეთანხმება სარჩელის მოთხოვნას და განმარტა, რომ მდინარის რიყეზე არსებული მიწის ნაკვეთი არ შეიძლებოდა ყოფილიყო კომლის საკუთრება, არ ექვემდებარებოდა საკუთრების აღიარებას და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონიერად მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებაზე.

 

3.4. მესამე პირის შპს ,,აჭ-----------------“ -ის წარმომადგენელი არ ეთანხმება სარჩელის მოთხოვნას და სასამრთლო სხდომაზე განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ამჟამად არის მათ ფაქტობრივ მფლობელობაში, ის 2016 წლიდან მთლიანად დაფარულია წყლით და სხვა მიზნით მისი გამოყენება შეუძლებელია, აღნიშნული ნაკვეთი ნამდვილად წარმოადგენდა მდინარის კალაპოტს, დადგენილია ამ ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლე და მათზე გაცემულია ფულადი კომპენსაციები. მოსარჩელისათვის ყოველივე აღნიშნული თავიდანვე იყო ცნობილი, მას მიღებული აქვს კომპენსაცია, ამასთანავე ის სხვა საფუძვლით ახორციელებდა დავას და მისი მოთხოვნები სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. მოცემული სარჩელი არ ექვემდებარებოდა წარმოებაში მიღებას და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, რამდენადაც მოსარჩელისთვის გასაჩივრებული აქტის შესახებ დიდი ხანია არის ცნობილი, და საერთოდ არ არსებობს დავის საფუძველი.

 

3.5. საქმეზე მესამე პირად ჩართულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო მთავარ სხდომაზე წარმომადგენელი არ გამოცხდდა და პოზიცია არ დაუფიქსირებია.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს 2013 წლის 09 ოქტომბერს წარედგინა ნა------ შვ--–--ის №------------ სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. აწარისწყალში მდებარე უძრავ ნივთებზე 2600 კვ.მ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია; მითითება გაკეთდა №------------ და №------------ სარეგისტრაციო განცხადებას დართულ დოკუმენტაციაზე; განცხადებასთან ერთად წარდგენილი იქნა: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მა----–----რის მირვეთის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის ნო--------------ძის განცხადება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება–საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის არქივის 2013 წლის 14 მარტის №21-შ ცნობა 1996–2006 წლებში ნა----------ის კომლის პირად სარგებლობაში 0,46 ჰა მიწის ნაკვეთისა და 1985 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლის არსებობის თაობაზე, საკომლო წიგნის ასლი, რომლის თანახმად ნა----------ის კომლს პირად სარგებლობაში აწერია 0,46 ჰა მიწის ნაკვეთი, მათ შორის სახნავი - 0,40 ჰა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნა------ შვ--–--ის განცხადების მიღების ბარათი.

- აზომვითი ნახაზები,- ნო--------------ძის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება,- საარქივო ცნობები.

 

4.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 16 ოქტომბრის №-------------03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და მოთხოვნილი იქნა თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთის საკომლო წიგნის ამონაწერში მითითებულ მიწის ნაკვეთთან იდენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 2013 წლის 18 ოქტომბერს სარეგისტრაციო სამსახურს დამატებით წარედგინა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. აჭ-----–--–ის თემში ხე------სის ორგანიზატორის მოვალეობის შემსრულებლის ვა–-----------ძის განცხადება (ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებულია ნოტარიუსის - თა---------ას მიერ 2013 წლის 18 ოქტომბერს სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------), რომლის თანახმად, ნა------ შვ--–--ეს მართლზომიერ მფლობელობაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე - ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი აჭ-----–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2013 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ

-ვა–-----------ძის განცხადება

 

4.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2013 წლის 21 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილებით დაინტერესებული პირის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ აჭ-----–---–ში მდებარე უძრავ ნივთზე - 2601 კვ.მ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 22.---03.---) დარეგისტრირდა მე-----------ის (პირადი ნომერი 6----------), ნა------ შვ--–--ის (პირადი ნომერი 6----------), ნუ-------------ის (პირადი ნომერი 6----------), ოთ----------ის (პირადი ნომერი 6----------), ჟუ–---- მ---–--ისა (პირადი ნომერი 6----------) და უშ-----------ის (პირადი ნომერი 6----------) საკუთრების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2013 წლის 21 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილება.

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

-საკადასტრო გეგმა.

 

4.1.4. 2013 წლის 21 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით, სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 ივლისს მიღებული იქნა №------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის სტატუსით ჩაბმულ იქნენ:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს - სოფელ ხე------სის რწმუნებული, ფიზიკური პირები: მე-----------ე , ნა------ შვ--–--ე, ნუ-------------ე, ოთ----------ე, ჟუ–---- მ---–--ე და უშ-----------ე .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18 ივლისის №------ გადაწყვეტილება.

-გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათები.

 

4.1.5. 2015 წლის 15 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა N----- გადაწყვეტილება ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის №--------------- (21.10.2013) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ, რომლის საფუძველზეც გაუქმდა მე-----------ის (პირადი ნომერი 6----------), ნა------ შვ--–--ის (პირადი ნომერი 6----------), ნუ-------------ის (პირადი ნომერი 6----------), ოთ----------ის (პირადი ნომერი 6----------), ჟუ–---- მ---–--ისა (პირადი ნომერი 6----------) და უშ-----------ის (პირადი ნომერი 6----------) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე - საკადასტრო კოდი: 22.---0--7--- მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი აჭ-----–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 15 თებერვლის N----- გადაწყვეტილება

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. მხარეთა შორის სადავოა საკითხი, იყვნენ თუ არა თუ არა ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმული სადაო ქონების ყოფილი მესაკუთრეები და კანონიერად მოხდა თუ მათი საკუთრების რეგისტრაციის გაუქმება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ნა------ შვ--–--ე და მისი ოჯახის წევრები არ იქნენ ჩაბმული ადმინისტრაციულ წარმოებაში, მათთვის არ იყო ცნობილი კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, არ იყვნენ მიწვეული კანონით დადგენილი წესით და არ ჩაბარებიათ გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 

მოპასუხე და საქმეში ჩართული მესამე პირები ამტკიცებენ, რომ ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ №--------------- (21.10.2013) გადაწყვეტილებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს მდინარე ჭ-------ის ჭალაში, მდინარის წყალდაცვით ზოლში, არ ექვემდებარებოდა საკუთრებაში რეგისტრაციას და გაუქმება მოხდა კანონიერად. დაინტერესებულ პირებს, ნა------ შვ--–--ესა და მისი ოჯახის წევრებს ეცნობათ ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, მოწვეული იყვნენ სხდომაზე, გაგზავნილი იქნა და ჩაიბარეს მიღებული გადაწყვეტილებები.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო, მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას აღნიშნავს შემდეგს:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენიული, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.

ამავე კოდექსის კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა თავისი არგუმენტების დასადასტურებლად, ზეპირი განმარტების გარდა, ამ განმარტების გამყარების მიზნით, იმის დასადასტურებლად, რომ მათ არ ჩაბარებიათ რეესტრის მიერ გაგზავნილი საფოსტო გზავნილები და მოპასუხის მიერ წარმოდგენილ საფოსტო გზავნილებზე არ არის მათი ხელმოწერა, მოითხოვეს კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარება, რაც დაკმაყოფილდა, თუმცა არ იქნა წარმოდგენილი გამოსაკვლევი ხელმოწერის შესაბამისი ტრანსკრიფციის ნიმუშები, შეტყობინების ბარათების დედნები და ექსპერტიზა ვერ ჩატარდა.

 

მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა იმის დასამტკიცებლად, რომ სადავო ნაკვეთი ნამდვილად მდინარის რიყეზე მდებარობს, მიუთითეს წარმოდგენილ სსიპ -საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ მიწის ნაკვეთზე გადაღებული ფოტოსურათები, რითაც დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით-22.---03.--- ნამდვილად მდებარეობს მდინარის რიყეზე, ასევე სადავოო არაა, რომ აღნიშნული ნაკვეთი 2016 წლიდან მთლიანად არის წყლით დაფარული.

 

საჯაროო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მიუთითებს საქმეზე წარმოდგენილ გზავნილის ჩაბარების ბარათებზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 დეკემბრის წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ მე-----------ეს, ნა------ შვ--–--ეს, ნუ-------------ეს, ოთ----------ეს, ჟუ–---- მ---–--ეს და უშ-----------ეს გაეგზავნათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 ივლისის N149532 გადაწყვეტილება.

წარმოდგენილია 2014 წლის 25 დეკემბრის გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათები რიტაც დგინდება, რომ მე-----------ეს და ჟუ–---- მ---–--ეს ჩაბარდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გზავნილები.

 

ზემო დასახელებულ მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 22.---03.--- მდებარეობს მდინარე ჭ-------ის რიყეზე, მდინარის წყალდაცვით ზოლში და ამჟამად მთლიანად არის წყლით დაფარული.

 

ასევე დგინდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, მასში მონაწილეობისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ კანონით დადგენილი წესით ეცნობათ დაინტერესებულ პირებს ნა------ შვ--–--ესა და მისი ოჯახის წევრებს.

 

შესაბამისად, კანონიერია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 03 თებერვლის №----- გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ №--------------- (21.10.2013) და გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა განმარტებები

-ფოტომასალა.

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

-საკადასტრო აზომვითი ნახაზები

-განჩინება კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.

- 2014 წლის 13 თებერვლის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 დეკემბრის წერილი.

-გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნა------ შვ--–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

-„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

-„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი;

-წყლის შესახებ" საქართველოს კანონი.

-სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან.

 

7.2. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.

 

7.3. .,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

”საჯარო რეესტრის შესახებ ” საქართველოს კანონის მე -9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე.

 

ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას მოცემული კანონის შესაბამისად. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ.

 

7.4. .”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ” შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ა” პუნქტი ადგენს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა არის სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, რომელზედაც დაინტერესებულ პირს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა; ამავე კანონის მე-2 მუხლის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხევებისა;

”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ”შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო იმავე კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით.

 

7.5. ”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ” შესახებ ინსტრუქციის მე-2 მუხლის ”გ” პუნქტი ადგენს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა არსებობის პირობებში დასტურდება მართლზომიერი მფლობელობა. ასეთი დოკუმენტებია : ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, საგადასახადოს სია და სხვ.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნა------ შვ--–--ემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებასთან ერთად წარუდგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მა----–----რის მირვეთის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის ნო--------------ძის განცხადება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება–საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის არქივის 2013 წლის 14 მარტის №21-შ ცნობა 1996–2006 წლებში ნა----------ის კომლის პირად სარგებლობაში 0,46 ჰა მიწის ნაკვეთისა და 1985 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლის არსებობის თაობაზე, საკომლო წიგნის ასლი, რომლის თანახმად ნა----------ის კომლს პირად სარგებლობაში აწერია 0,46 ჰა მიწის ნაკვეთი, მათ შორის სახნავი - 0,40 ჰა. და მოითხოვა 2600 კვ. მეტრი სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის კომლის წევრების საკუთრებაში რეგისტრაცია.

 

ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2013 წლის 21 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილებით დაინტერესებული პირის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ აჭ-----–---–ში მდებარე უძრავ ნივთზე - 2601 კვ.მ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 22.---03.---) დარეგისტრირდა მე-----------ის (პირადი ნომერი 6----------), ნა------ შვ--–--ის (პირადი ნომერი 6----------), ნუ-------------ის (პირადი ნომერი 6----------), ოთ----------ის (პირადი ნომერი 6----------), ჟუ–---- მ---–--ისა (პირადი ნომერი 6----------) და უშ-----------ის (პირადი ნომერი 6----------) საკუთრების უფლება გაიცა ამონაწერი და მომზადდა შესაბამისი საკადასტრო გეგმა.

 

მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია (ადგილმდებარეობის თვალსაზრისით) და საქართველოს ერთიან საკადასტრო რუკაზე მისი ასახვა განხორციელდა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ”საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის” 30 მუხლის შესაბამისად, საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს.

 

7.6. სსიპ -საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ მიწის ნაკვეთზე გადაღებული ფოტოსურათებისა ( მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენა მოხდა GPS Trimble R7 როვერისა და გეოდეზიური სისტემა GEOCORS -ის გამოყენებით) და სიტუაციური გეგმის გამოკვლევის საფუძველზე, დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 22.---0--7--- მდებარეობს მდინარე ჭ-------ის რიყეზე.

აღნიშნული საფუძვლით 2013 წლის 21 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით, სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 ივლისს მიღებული იქნა №------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის სტატუსით ჩაბმულ იქნენ:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს - სოფელ ხე------სის რწმუნებული, ფიზიკური პირები: მე-----------ე , ნა------ შვ--–--ე, ნუ-------------ე, ოთ----------ე, ჟუ–---- მ---–--ე და უშ-----------ე .

 

ადმინსტრაციული წარმოების პროცესში დადგენილი იქნა, რომ ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ №--------------- ( 21.11.2013. ) გადაწყვეტილებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს მდინარე ჭ-------ის ჭალაში, მდინარის წყალ დაცვით ზოლში.

 

7.7. ” წყლის შესახებ ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ფარული ფორმით ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ” ა ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები აგრეთვე არხების და ტბორების წყლები.

აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტით (მიწისქვეშა წყლის გარდა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალ სამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალ დაცვით ზოლად, სანიტარული დაცვის ზონად და ა. შ.

” წყლის შესახებ ” საქართველოს კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალ დაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არსებითი გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები. ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მდინარის წყალ დაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით:

ა) 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის -10 მეტრი;

ბ) 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის- 20 მეტრი;

გ) 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის -30 მეტრი ;

დ) 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისათვის- 50 მეტრი;

დადგენილია, რომ მდინარე ჭ-------ის სიგრძე არის 438 კილომეტრი. ამდენად, ამ მდინარისთვის წყალ დაცვითი ზოლის სიგანე წარმოადგენს მდინარის კალაპოტიდან ორივე მხარეს-50 მეტრს ნა------ შვ--–--ისა და მისი კომლის წევრების სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით -22,3----,7--- მდებარეობს მდინარე ჭ-------ის რიყეზე.

 

7.8. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით დამტკიცებული ” ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის ” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ” ბ ” ქვეპუნქტის თანახმად საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია ”წყლის შესახებ ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ” წყლის შესახებ ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

 

7.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ზემო დასახელებულ სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე, ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, მოიწვია დაინტერესებული პირები, მოისმინა განმარტებები და საქმის გარემოებათა ურთიერთშეჯერებით დასაბუთებულად მიიჩნია, რომ ნა------ შვ--–--ის განცხადებებთან დაკავშირებით მიღებული კომლის სარგებლობაში არსებული 2600 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სათანადო შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევით, ეწინააღმდეგება ”წყლის შესახებ ” საქართველოს კანონით დაცულ ზოგად საჯარო-სამართლებრივ ინტერესს და 2015 წლის 15 თებერვალს მიიღო N----- გადაწყვეტილება, რომლითაც კანონიერად ცნო ბათილად ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის №--------------- ( 21.11.2013. ) გადაწყვეტილება მე-----------ის (პირადი ნომერი 6----------), ნა------ შვ--–--ის (პირადი ნომერი 6----------), ნუ-------------ის (პირადი ნომერი 6----------), ოთ----------ის (პირადი ნომერი 6----------), ჟუ–---- მ---–--ისა (პირადი ნომერი 6----------) და უშ-----------ის (პირადი ნომერი 6----------) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: 22.---0--7--- მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი აჭ-----–---–ი.

 

7.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 03 თებერვლის №----- გადაწყვეტილება ”სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ №--------------- ( 21.11.2013. ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ“ გამოცემულია სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი პროცედურის დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნა------ შვ--–--ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - დავის საგნის ღირებულების 3%, არანაკლებ 100 ლარისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დადგენილია, რომ თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ნა------ შვ--–--ის მიერ სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის და სხვა ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე და 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნა------ შვ--–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ .

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358/.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე