განაჩენი

სისხლის სამართლის 20.06.2019
საქმის ნომერი
130100119002966077
დავის ტიპი
120
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 1/70-2019

(038110219001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 ივნისი, 2019 წელი ხ-–----ი

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლ--–----------–---–ი

სხდომის მდივანი - ნა----–-----ე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - რ-----------–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა-–---------------, დაბადებული 1--- წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საჩხერის რაიონის სოფელ საირხეში

 

ბრალდებული - მ-----–---------, დაბადებული 1--- წლის 19 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საჩხერის რაიონის სოფელ ქორეთში

 

ადვოკატი - მ--------------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - საჯარო

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ა-–---------------მ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 11 თებერვალს, ღამის საათებში, ხ-–----ში, ბ---------ის ქუჩის N28-ში მდებარე თურქულ სასადილოში ა-–---------------მ, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, სახის არეში მუშტი დაარტყა ნ-------------ს - ეს უკანასკნელი წაიქცა, რა დროსაც ა-–---------------მ ფეხი ჩაარტყა მუხლის არეში. ჩადენილი ძალადობის შედეგად დაზარალებულმა გარდა იმისა, რომ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

1.2. მ-----–---------მ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 11 თებერვალს, ღამის საათებში, ხ-–----ში, ბ---------ის ქუჩის N 28-ში მდებარე თურქულ სასადილოში მ-----–---------მ, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ი------------ს მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ფიზიკური ტკივილი განიცადა დაზარალებულმა და ასევე მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ა-–---------------მ ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა დაკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, პირის ამოცნობის ოქმი (დაზარალებულ ნ-------------სთან ჩატარებული ამოცნობა), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის № 001572219 დასკვნი, ბრალდებულის აღიარება.

 

2.2. სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მ-----–---------მ ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა დაკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, პირის ამოცნობის ოქმი (დაზარალებულ ი------------სთან ჩატარებული ამოცნობა), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის № 001573019 დასკვნი, ბრალდებულის აღიარება.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი და რომელთა შეფასებაც სასამართლოს მიერ მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა-–---------------მ ნ-------------ს მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას; ასევე დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ მ-----–---------მ ი------------ს მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა-–--------------ისა და მ-----–--------ისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებენ ჩადენილს, ინანიებენ, ითხოვენ პატიებას; თუმცაღა, აქვე მხედველობაშია მისაღები მათ მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობის ხარისხი და ხასიათი.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ა-–---------------სა და მ-----–---------ს, იმის გათვალისწინებით, რომ აღიარებენ ჩადენილს, არ არიან ნასამართლევი, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით უნდა დაენიშნოთ ჯარიმა. სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მითითებული სასჯელით შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

მოცემული სასჯელით შესაძლებელია, ბრალდებულებმა მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ასევე მოხდეს დაზარალებულთათვის მიყენებული ტკივილის კომპენსირებაც.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. ავტომანქანა „მიცუბიში პაჯერო“, რომელიც შპს „გორი სიტი“-ს სპეციალურ ავტოსადგომზეა, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

6.2. რაც შეეხება ავტომანქანას „ჰონდა ფიტი“ - გამოძიების ეტაპზე, შეზღუდვების გარეშე, დაუბრუნდა მესაკუთრეს. შესაბამისი ხელწერილი ერთვის საქმეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

ა-–--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;

 

მ-----–--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

მ-----–--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;

 

ავტომანქანა ,,მიცუბიში პაჯერო“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხ-–----ის რაიონული სასამართლოს (ხ-–----ი, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე

ლ--–----------–---–ი