განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/2---1-
(გამოძიების N0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
მც-----ს რაიონული სასამართლო
29 ო----------ი, 201- წელი ქ.მც-----
მოსამართლე ბადრი შონია
სხდომის მდივანი ზაზა შველიძე
ბრალდების მხარე -
პროკურორი - ნა--- მი------–---–ი
დაცვის მხარე -
ბრალდებული ის-- ლა------ი, დაბადებული 1-6- წლის 22 ი------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N3----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. მც-----, ბო--------ს ქუჩა N-- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. მც-----, ბო--------ს ქუჩა N-.
ბრალდებულის ადვოკატი: ვა–- ლო---------
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 11--ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი - 201- წლის 6 ი----ის ეპიზოდი).
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 11--ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი - 201- წლის 1- იანვრის ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:
ის-- ლა------მა ჩაიდი-- ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 11--ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
201- წლის 06 ი----ს, დაახლოებით 1-:45 საათზე, ქ. მც-----ში, ბო--------ს ქ. №--ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, ის-- ლა------ს და მის შვილს ნი--- ლა------ს მოუხდათ კამათი, რადგან ის-- ლა------ს სურდა ძაღლის სახლიდან გაშვება და ფეხი აუქნია. ვი--იდან ნი--- ლა------ი გამოექომაგა ძაღლს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ის-- ლა------მა შვილს, ნი--- ლა------ს სახეში დაარტყა ხელი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაარტყა მუშტი თავის არეში, რის შედეგადაც ნი--- ლა------ი დაეცა იატაკზე, ის-- ლა------მა წამოაყენა და კიდევ ორჯერ ჩაარტყა მუშტი თავის არეში, შემდეგ კი ჭიქის ჩარტყმას ცდილობდა თავში, რა დროსაც ნი--- ლა------მა ხელი აიფარა თავზე და ჭიქა მოხვდა მარცხენა ხელში. აღნიშნული ძალადობის შედეგად ნი--- ლა------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ასევე, ის-- ლა------მა ჩაიდი-- ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 11--ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
201- წლის 1- ი------ს, საღამოს საათებში, ქ. მც-----ში, ბო--------ს ქ. №--ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, ის-- ლა------ს და მის მეუღლეს ელ---- წუ-–------ს მოუხდათ კამათი ის-- ლა------ის საზღვარგარეთ წასვლის ს--ითხთან დაკავშირებით. კამათის დროს ის-- ლა------მა მეუღლეს უყვირა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მარცხენა თვალთან დაარტყა მუშტი, რის შედეგად კიდევ ცდილობდა დარტყმას, მაგრამ შვილებმა ნი--- და თი-- ლა------ებმა შეაჩერეს. აღნიშნული ძალადობის შედეგად ელ---- წუ-–------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ის-- ლა------მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ სრულად ეთანხმება ბრალდების ფაბულას ბრალად შერაცხული დანაშაულების მის მიერ ჩადენის თაობაზე.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1 საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1-88 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგი---ს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
3.3 სასამართლოს დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით - 201- წლის 6 ი----ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 201- წლის 1- იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ის-- ლა------ის მიერ ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ის-- ლა------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, ურთიერთთავსებად შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებას, დაზარალებულების - ნი--- ლა------ის და ელ---- წუ-–-----ის გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების - თი-- ლა------ის, და------- ბა-–-------ის, მა------ ჯი---ს გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და ფოტოსურათებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და ფოტოსურათებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ის-- ლა------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.
3.4 ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის ს--მარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ის-- ლა------მა ჩაიდი-- - ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 11--ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი - (201- წლის 6 ი----ის ეპიზოდი). მანვე, ჩაიდი-- ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 11--ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი - (201- წლის 1- იანვრის ეპიზოდი), ანუ ის-- ლა------მა ჩაიდი-- დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 201- წლის 6 ი----ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 201- წლის 1- იანვრის ეპიზოდი).
სასჯელის განსაზღვრა:
4.1 სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, რომლის განსაზღვრისას სასამართლო განს--უთრებულ ყურადღებას მიაქცევს სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკს, რაც მოცემულ შემთხვევაში შემცირებულია, ვი--იდან დაზარალებულებსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი ამოწურულია და აგრძელებენ თანაცხოვრებას, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული დაზარალებულების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებითა და დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებით.
4.2 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება სასამართლოს ზედმეტად მკაცრად მიაჩნია იმ პირობებში, როდესაც ბრალდებული დაავდებულია ტუბერკულიოზით, დაქვეითებული აქვს სმენა და ის-- ლა------ის საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება კიდევ უფრო უარყოფითად აისახება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რაც შეეხება ალტერნატიულ სასჯელს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, სასამართლოს საბოლოო სასჯელის სახით მათი დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რამდენადაც მხედველობაში იღებს ერთის მხრივ, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდი--რე, ის-- ლა------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და ბრალდებულის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბრალდებულის სათანადო ქცევას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-26--ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ის-- ლა------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 06 ი----ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 1- იანვრის ეპიზოდი), გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 06 ი----ის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 1- იანვრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ის-- ლა------ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
ის-- ლა------ის მიმართ მც-----ს რაიონული სასამართლოს 201- წლის 27 ს---------ის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
ის-- ლა------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 201- წლის 07 ი----ის 00:44 საათიდან - 201- წლის 27 ს---------ის ჩათვლით;
სჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - CD - დისკი, რომელიც დალუქული სახით ი--ხება შსს მც-----ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში გადმოგზავნილ იქნეს მც-----ს რაიონულ სასამართლოში და დართულ იქნას სისხლის სამართლის საქმეზე საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მც-----ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. შონია