განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1/4603-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ა-–--- დ---–-–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ლ---- ბ------–---–ი - დაბადებული 1--- წლის 1--------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ს-–--–------------------- ფაქტობრივად მცხოვრები - თბილისი, მ---–------------
კვალიფიკაცია:
ლ---- ბ------–---–ი ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თბილისში, 2----------------------ში მდებარე კაზინო ,,------–-“, ლ---- ბ------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ზ------ ჩ---–---–ის კუთვნილ 300 ლარად ღირებულ ,,Samsung Galaxy A5’’ მოდელის მობილურ ტელეფონს.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ლ---- ბ------–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2019 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თბილისში, 2---------------------ში მდებარე კაზინო ,,------–-“, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ზ------ ჩ---–---–ის კუთვნილ 300 ლარად ღირებულ ,,Samsung Galaxy A5’’ მოდელის მობილურ ტელეფონს.
2.2. ბრალდების მტკიცებულებები, მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.3. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ---- ბ------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია
2.4. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ ლ---- ბ------–---–ის ქმედების შედეგად დაზარალებულ ზ------ ჩ---–---–ს მიადგა 300 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2.5. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის#------ თანახმად, მობილური ტელეფონის ,,Samsung Galaxy A5’’-ის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის და მუშა მდგომარეობის გათვალიწინებით შეადგენს 300 ლარს.
2.6. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულს მიადგა 300 (სამასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2.7. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ---- ბ------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ლ---- ბ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: ზ---- ჯ------–---–ის, ი----- ქ----–---–ის, ზ------ ჩ---–---–ის და ლ---- ბ------–---–ის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ---- ბ------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლ---- ბ------–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ლ---- ბ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. ლ---- ბ------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. ლ---- ბ------–---–ს ბრალი ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულის დანაშაულის ჩადენაში, რასაც აღიარებს და ინანიებს, ნასამართლობის არ მქონე პირია.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, ლ---- ბ------–---–ს სასჯელის დანიშვნისას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.3. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. იმის გათვალიწინებით, რომ ლ---- ბ------–---–ს ბრალი ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში, რომელსაც აღიარებს, წარსულში არ არის ნასამართლევი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის მიზნის მისაღწევად ლ---- ბ------–---–ის მიმართ გამოყენებულ იქნეს პირობითი მსჯავრი.
6.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ლ---- ბ------–---–მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
7. ნივთმტკიცება:
7.1. საქმეზე ამოღებული ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ვ---------------–----------------–--------–-–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---- ბ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ლ---- ბ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
3. ლ---- ბ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
4. მსჯავრდებულ ლ---- ბ------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
5.ნივთმტკიცება:
5.1. საქმეზე ამოღებული ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ვ---------------–----------------–--------–-–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/