გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 05031-218002596759
N3/126-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.10.2019წელი ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე
განმცხადებელი: სა---------–------------------–----------------------ენტი
წარმომადგენელი: სა----------–-----ე
დაინტერესებული პირი: გო-----------ძე და--------------ძე, იო---------ძე, მაყ---–-------ძე, ხა-----------–--აძე
მოთხოვნა: ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. განმცხადებელი მხარის მოთხოვნა
1.1. სა---------–------------------–----------------------ენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება.
სა---------–------------------–----------------------ენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 ჩქაროსნული საავტომობილო გზის გრ-----–--------------–----ს შემოსავლელი საავტომობილო გზის (კმ0+000 - კმ14+400) მშენებლობის პროექტს (შემდგომში - პროექტი). პროექტი ფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2016 წლის 09 დეკემბერს გაფორმებული ,,საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2----–-–---------------–----------- დადგენილებით) და 2017 წლის 14 ივნისს გაფორმებული ,,საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2----–-–--------------------------------------–-----) ფინანსური ხელშეკრულების ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გრ-----–------------–---ის შემოსავლელი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა, რაც გულისხმობს ახალი ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მოწყობას, შეძლებისდაგვარად, დასახელებული პუნქტების მაქსიმალური გვერდის ავლით. განსახლების სამოქმედო გეგმა ეხება გრ-----–--------------–----ს შემოსავლელი საავტომობილო გზის 14.4 კმ სიგრძის მონაკვეთს, რომელიც მდებარეობს ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. საავტომობილო გზის გასწვრივ დაგეგმილია სატრანსპორტო კვანძების, მდინარეებზე (სუ---ა, წყ--––-----ა, ს---ა, შ-------ი) გადასასვლელების, გზაგამტარებისა და წყალგამტარი მილების მოწყობა. პროექტის ზემოქმედების შედეგად ათვისებული იქნა 1 247537 მ2 მიწის ფართობი, რაც 891 მიწის ნაკვეთს წარმოადგენს.
პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ, მოქალაქეების: გო-----------ძის (პ/ნ 5----------), და--------------ძის (პ/ნ 0----------), იო---------ძის (პ/ნ 2----------), მაყ---–-------ძის (პ/ნ 2----------) და ხა-----------–--აძის (პ/ნ 2----------) (შემდგომში - თანამესაკუთრეები) თანასაკუთრებაში არსებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------–ი (ხ--------ლა) მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 2--1-.4-.3--- მთლიანი ფართობის 7700 კვ. მ. ნაწილის - 797 კვ. მეტრის, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებისა და ნარგავების (შემდგომში - საექსპროპრიაციო ქონება) გამოსყიდვაზე, რაც ფაქტიურად შეუძლებელს ხდის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების სრულყოფილად განხორციელებას.
აღნიშნულის შემდგომ, დეპარტამენტმა მოქალაქეებს წერილობით შესთავაზა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება და განსახლების გეგმის შესაბამისად, განუმარტა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის პრინციპები. მიუხედავად აღნიშნულისა დეპარტამენტმა მოქალაქეებისგან თანხმობა ვერ მიიღო.
მოქალაქეები ინფორმირებულნი იყვნენ, რომ უარის შემთხვევაში დეპარტამენტი იმოქმედებდა კანონის თანახმად და საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ საექსპროპრიაციო ქონებაზე ექსპროპრიაციი სუფლების მოპოვების მიზნით, მიმართავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
იმის გათვალისწინებით, რომ დეპარტამენტის მხრიდან მოქალაქეებთან ამოიწურა მედიაციის ყველა რესურსი, დეპარტამენტმა დაიწყო ზემოხსენებული კანონით გათვალისწინებული ექსპროპრიაციის პროცედურები.
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის მე– 2 პუნქტის და ამავე კანონის მე–5 მუხლის შესაბამისად, განმცხადებელი მხარე მოითხოვს, საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 ჩქაროსნული საავტომობილო გზის გრ-----–------------–---ის შემოსავლელი საავტომობილო გზის (კმ0+000 - კმ14+400) მშენებლობის პროექტის ფარგლებში აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საკუთრების ჩამორთმევისა და სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრში ამ საკუთრების სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირების მიზნით, სა---------–------------------–----------------------ენტს მიანიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ ქონებაზე:
მოქალაქეების გო-----------ძის (პ/ნ 5----------), და--------------ძის (პ/ნ 0----------), იო---------ძის (პ/ნ 2----------), მაყ---–-------ძის (პ/ნ 2----------) და ხა-----------–--აძის (პ/ნ 2----------) თანასაკუთრებაში არსებულ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------–ი (ხ--------ლა) მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 2--1-.4-.3--- მთლიანი ფართობის 7700 კვ. მეტრის ნაწილზე - 797 კვ. მეტრზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასა და ნარგავებზე.
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით ადგილობრივ და ცენტრალურ პრესაში გამოქვეყნებულ იქნა შესაბამისი ინფორმაცია ექსპროპრიაციის შესახებ.
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა- მშენებლობისათვის.
საქართველოს საგზაო ქსელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონული ტრანსპორტისა და ვაჭრობისთვის. საგზაო სატრანსპორტო ქსელის განვითარება ხელს უწყობს საზღვრის გადაკვეთასა და სატრანზიტო მოძრაობას, შემოსავლის მიღების და სამუშაო ადგილების შექმნას, შესაბამისად აღნიშნული პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის.
2. დაინტერესებულ პირთა პოზიცია:
2.1. სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა დაინტერესებულმა პირმა იო---------ძემ განმარტა, რომ ის და მისი ოჯახის წევრები არ ეწინაარმდეგებიან მოთხოვნას.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სა---------–------------------–----------------------ენტს მიენიჭა E-70 ჩქაროსნული საავტომობილო გზის გრ-----–------------–---ის შემოსავლელი საავტომობილო გზის (კმ0+000 - კმ14+400) მშენებლობის პროექტის ფარგლებში, კერძოდ ლანჩხუთში, ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება გო-----------ძის (პ/ნ 5----------), და--------------ძის (პ/ნ 0----------), იო---------ძის (პ/ნ 2----------), მაყ---–-------ძის (პ/ნ 2----------) და ხა-----------–--აძის (პ/ნ 2----------) თანასაკუთრებაში არსებულ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------–ი (ხ--------ლა) მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 2--1-.4-.3--- მთლიანი ფართობის 7700 კვ. მეტრის ნაწილზე - 797 კვ. მეტრზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასა და ნარგავებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– დეპარტამენტის განსახლების სამსახურის უფროსის 2----–-–-------------------- მოხსენებითი ბარათი (დანართები და სურათები) – 36 ფურცელი;
- დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–----------------------- წერილი - 3 ფურცელი;
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2----–-–-----------------------–-----–--- 1 ფურცელი;
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2----–-–----------------------------------- - 3 ფურცელი;
3.2. საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 ჩქაროსნული საავტომობილო გზის გრ-----–--------------–----ს შემოსავლელი საავტომობილო გზის (კმ0+000 - კმ14+400) მშენებლობის პროექტის (შემდგომში - პროექტი) განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა გზის განთავსების ზოლში მოქცეული, კერძო თანასაკუთრებაში არსებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------–ი (ხ--------ლა) მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 2--1-.4-.3--- მთლიანი ფართობის 7700 კვ. მეტრის ნაწილზე - 797 კვ. მეტრზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობისა და ნარგავების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რასთან დაკავშირებითაც გადაწყდა, ქონების მესაკუთრეებთან შეთანხმება, ამ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დაიწყო მოლაპარაკების წარმოება დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ.
დეპარტამენტმა მოქალაქეებს წერილობით შესთავაზა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება და განსახლების გეგმის შესაბამისად, განუმარტა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის პრინციპები. მიუხედავად აღნიშნულისა დეპარტამენტმა მოქალაქეებისგან თანხმობა ვერ მიიღო. ამასთან მოქალაქეები ინფორმირებულნი იყვნენ, რომ უარის შემთხვევაში დეპარტამენტი იმოქმედებდა კანონის თანახმად და საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ საექსპროპრიაციო ქონებაზე ექსპროპრიაციი სუფლების მოპოვების მიზნით, მიმართავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– პროექტის აღწერილობა;
– საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილები მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებთან
– მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.3. საქმის მასალებში წარმოდგენილი, საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დასტურდება, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 ჩქაროსნული საავტომობილო გზის გრ-----–--------------–----ს შემოსავლელი საავტომობილო გზის (კმ0+000 - კმ14+400) განთავსების ზოლში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ გო-----------ძე (პ/ნ 5----------), და--------------ძე (პ/ნ 0----------), იო---------ძე (პ/ნ 2----------), მაყ---–-------ძე (პ/ნ 2----------) და ხა-----------–--აძე (პ/ნ 2----------). თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების (საკადასტრო კოდი N2--1-.4-.3---, მიწის მთლიანი ფართი 7700 კვ. მეტრი) პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ფართი - 797 კვ. მეტრი, მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობასა და ნარგავების.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით, საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 ჩქაროსნული საავტომობილო გზის გრ-----–--------------–----ს შემოსავლელი საავტომობილო გზის (კმ0+000 - კმ14+400) მშენებლობის პროექტით და პროექტის რუქით, რომელშიც დაფიქსირებულია კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან გადაკვეთის მაჩვენებლები, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ პროექტის განხორციელებისათვის საჭიროა მისი მშენელობა განხორციელდეს სა---------–------------------–-------------------------ტის განცხადებაში მითითებული, დაინტერესებული პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საჯარო რეესტრის ამონაწერები;
– საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 ჩქაროსნული საავტომობილო გზის გრ-----–--------------–----ს შემოსავლელი საავტომობილო გზის (კმ0+000 - კმ14+400) მშენებლობის პროექტი და პროექტის რუქა
3.4. ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა საქმეში არსებული მასალები, რის შედეგადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2----–-–------------------------------------- სა---------–------------------–----------------------ენტს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება. დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით. 2----–-–---------------- გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკაში" გამოქვეყნდა შესაბამისი ინფორმაცია, ასევე წერილობით ეცნობა მესაკუთრეს ექსპროპრიაციის შესახებ,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2----–-–-----------------------------------
3.5. 2----–-–----------------- ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართა საქ--------–--------------–----------------------------------------------------------------------------–------------------–----------------------------ა და მოითხოვა სა---------–------------------–----------------------ენტს მიანიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ ქონებაზე:
მოქალაქეების გო-----------ძის (პ/ნ 5----------), და--------------ძის (პ/ნ 0----------), იო---------ძის (პ/ნ 2----------), მაყ---–-------ძის (პ/ნ 2----------) და ხა-----------–--აძის (პ/ნ 2----------) თანასაკუთრებაში არსებულ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------–ი (ხ--------ლა) მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 2--1-.4-.3--- მთლიანი ფართობის 7700 კვ. მეტრის ნაწილზე - 797 კვ. მეტრზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასა და ნარგავებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– სა---------–------------------–-------------------------ტის განცხადება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებელმა მხარემ დაადასტურა განცხადების საფუძვლიანობა და ის უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც განცხადება შეესაბამება `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონს და საქართველოს კონსტიტუციას, წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 04 ნოემბრის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი.; საქართველოს კანონი `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან. თუმცა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, 19-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს. საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას. საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაზღვრულია, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“. კერძო და საჯარო ინტერესების კონკურენცია, კონსტიტუციამ იმგვარად დააბალანსა, რომ ინტერესთა კონფლიქტის ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება და უკიდურეს შემთხვევაში, მესაკუთრემ საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა ითმინოს. საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, საკუთრებაში სახელმწიფოს ჩარევა შეზღუდვის ან ჩამორთმევის სახით შეიძლება მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას. საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დასაშვებია: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით და სათანადო ანაზღაურებით; 19-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 19- ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა და მე-3 პუნქტით დაშვებული საკუთრების ჩამორთმევა წარმოადგენენ პირველი პუნქტით დადგენილ საკუთრების გარანტიაში ჩარევას, მაგრამ ისინი თავისი შინაარსით პრინციპულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. უმნიშვნელოვანესი სხვაობა ჩარევის ამ ორ ფორმას შორის არის ის, რომ არსებობს განსხვავებული მოთხოვნები მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებისათვის. ამდენად, საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაბუთების ფორმალურ-იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს: ა) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევების კანონით გათვალისწინება; ბ) შეზღუდვის წესის კანონით დადგენა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების კონკრეტული რეგლამენტაციის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ კანონმდებელს. სწორედ მისი გადასაწყვეტია, თუ რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ის შესაბამის დასკვნებს აკეთებს ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებებისა და მიზნების საფუძველზე.
6.3. საკუთრების ჩამორთმევისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში. ექსპროპრიაციად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჩამორთმევა, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულად დააკმაყოფილებს `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. საკუთრების ჩამორთმევისას, კანონმდებელი პირის საკუთრების მიმართ მოქმედებს ინდივიდუალურად, მიზანმიმართულად, ანუ განსაზღვრული საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კონკრეტული პირის (პირების) საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპროპიაციის უფლება შეიძლება შეეხოს, როგორც პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მთლიანად ასევე მის ნაწილს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი უცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.
6.4. საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჩამორთმევისას აუცილებელი პირობაა შესაბამისი ანაზღაურება. მართალია, საზოგადოებრივი საჭიროების გამო, მესაკუთრის შეზღუდვა გამართლებულია, მაგრამ ეს შეზღუდვა ზომაზე მეტად იწვევს პირის საკუთრების უფლებაში ჩარევას. ასეთ დროს შეზღუდვის გაწონასწორების მიზნით, სახელმწიფოსთვის ფულადი ვალდებულების დაკისრება ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა. მოხმობილი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი აღიარებს რა ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაზე, იმავდროულად, ითვალისწინებს საკუთრებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობას. კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ `წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად~.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.
კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, როგორც მინიმუმ აღქმულ უნდა იქნეს სამართლის შემეცნების წყაროდ (თუ უშუალოდ სამართლის წყაროდ არა). ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, თითოეული შემთხვევა უნდა გავაანალიზოთ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების კუთხით ან საჯარო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ჩარევის სახით, დასაბუთებული კრიტერიუმებით, რომელიც არ განსხვავდება შინაარსობრივად. ორივე, ჩარევამ ქონების მშვიდობიან გამოყენებაში და მოქმედებისგან თავის შეკავებამ, უნდა დაიცვას სწორი ბალანსი საზოგადოების საჯარო ინტერესსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის (ზოლოტასი საბერძნეთის წინააღმდეგ). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაცულ სფეროში ჩარევის პროპორციულობას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს, მიუთითებს რა საზოგადოების საერთო ინტერესებსა და პირის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მოთხოვნებს შორის სამართლიანი ბალანსის დადგენის აუცილებლობაზე. თავის მხრივ, სამართლიანი ბალანსი გამოირიცხება, თუ პირს ეკისრება ”ინდივიდუალური და განსაკუთრებული ტვირთი, რომელიც შეიძლება კანონიერი ყოფილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ [მას] ექნებოდა, ვადების შემცირების ან კომპენსაციის მოთხოვნის უფლება”. ამდენად, ჩარევა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ იგი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და, ამავდროულად, დაცულია პროპორციულობა მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის.
ადამიანის უფლებათა ეროვნული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით დაცულ საკუთრებაში ჩარევის შეფასებისას სასამართლო ცდილობს დაადგინოს ბალანსი პირის უფლებასა და საზოგადოების ზოგად ინტერესს შორის, რაც მოითხოვს იმის შეფასებას, განმცხადებელს მოუხდა თუ არა „არაპროპორციული ტვირთის“ ტარება. უნდა არსებობდეს გონივრული პროპორციულობის ურთიერთქმედება გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის. სასამართლომ საზოგადოებრივი ინტერესი განმარტა როგროც ,,აუცილებლად ფართო მომცველობის'', კერძოდ კი, საკუთრების ჩამორთმევის შესახებ კანონის აღსრულების გადაწყვეტილება,ზოგადად, უნდა ითვალისწინებდეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს, რაზედაც მოსაზრებები შეიძლება მკვეთრად განსხვავებული იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. სასამართლო, ბუნებრივად მიიჩნევს რა, რომ სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისას კანონმდებლის თავისუფალი მოქმედების ფარგლები უნდა იყოს ფართო, პატივს სცემს კანონმდებლის გადაწყვეტილებას „საზოგადოებრივი ინტერესის“ განსაზღვრის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელია.
საქმეზე ,,მოტე დე ნარბონი საფრანგეთის წინააღმდეგ'' (Motais de Narbonne v. France) ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩამოართვა მიწა სოციალური საცხოვრებლებისას აშენებლად. თუმცა, ბრძანების გაცემიდან 19 წლის განმავლობაში არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ ჩატარებულა. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა,რომ მაშინაც კი, როგორც ამ საქმეში იყო, როდესაც კომპენსაცია გაიცა საბაზრო ღირებულებით, განმცხადებელს გადამეტებული ტვირთი დაეკისრა, რადგანაც მას ჩამოერთვა საკუთრებიდან მისაღები კაპიტალი. სასამართლომ გააფრთხილა სახელმწიფოები, რომ მათ უნდა აიცილონ მიწის შენახვა რეზერვში, განვითარების გარეშე, რაც ამ შემთხვევაში უძრავი ქონებით სპეკულაციას უტოლდებოდა, განმცხადებლის საზიანოდ. სასამართლო განმარტავს, რომ ქონებაში ჩარევა, რა თქმა უნდა, კანონით უნდა იყოს მოწესრიგებული. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის აშკარა დარღვევას ჰქონდა ადგილი საქმეზე ,,ფრიზენი რუსეთის წინააღმდეგ'' (Frizen v. Russia), რომელზეც მოპასუხე სახელმწიფომ ვერ მოიყვანა რაიმე სამართლებრივი ნორმის ციტირება, რომელიც გაამართლებდა განმცხადებლის ავტომობილის დაყადაღებას მისი მეუღლის თაღლითობისთვის ბრალდების შემდეგ. სამართლებრივი რეგულირების არსებობის მოთხოვნა ასევე გულისხმობს ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ხელმისაწვდომობას, კონკრეტულობასა და განჭვრეტადობას. უფრო მეტიც, როდესაც კანონმდებლობა სახელმწიფო ორგანოებს დისკრეციას ანიჭებს, კანონმდებლობამ უნდა განსაზღვროს დისკრეციის ფარგლები საკმარისი სიზუსტით.
6.3. საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჩამორთმევისას აუცილებელი პირობაა შესაბამისი ანაზღაურება. მართალია, საზოგადოებრივი საჭიროების გამო, მესაკუთრის შეზღუდვა გამართლებულია, მაგრამ ეს შეზღუდვა გამართლებულია, მაგრამ ეს შეზღუდვა ზომაზე მეტად იწვევს პირის საკუთრების უფლებაში ჩარევას. ასეთ დროს შეზღუდვის გაწონასწორების მიზნით, სახელმწიფოსთვის ფულადი ვალდებულები დაკისრება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა. დასახელებული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი აღიარებს რა ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაზე, იმავდროულად ითვალისწინებს საკუთრებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობასაც. კერძოდ: “...წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისთვის, ან გადასახადების თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად “.
პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მეორე და მესამე წინადადება ითვალისწინებს კონკრეტულ შემთხვევებში საკუთრების ჩამორთმევისა და ქონებით სარგებლობაზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. ,,სპორონგისა და ლონროთის'' საქმეში სასამართლო იხილავდა საკუთრებით დამოუკიდებლად სარგებლობის უფლებაში ჩარევის სანაცვლოდ, კომპენსაციის გადახდის ვალდებულების საკითხს და მიიჩნია, რომ ეს არის აუცილებელი ელემენტი, რათა დაცული იყოს სამართლიანი ბალანსი საზოგადოებრივი და კერძო პირის ინტერესების დაცვას შორის.
საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს აქვს უფლება შეზღუდოს საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესების არსებობისა და კანონით დადგენილ შემთხვევებში. გარდა ამისა, სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს ისეთი კანონების შესრულება, რომლებიც მას ესახება სავალდებულოდ, საკუთრებით სარგებლობაზე კონტროლის განხორციელების გზით საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, ჯარიმებისა თუ გადასახადების გადახდის ან სხვა მიზნებისათვის.
პირველი ოქმის 1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას, თუმცა ძალიან ცოტა არის სასამართლოს პრაქტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ეკისრება სახელმწიფოს აქტიური ქმედების განხორციელების ვალდებულება ამ უფლების დასაცავად. დადგენილია, რომ ზომების მიღების ვალდებულება არ ეკისრება სახელმწიფოს საბაზრო პირობებიდან გამომდინარე ქონებისათვის ღირებულების დაკარგვის შემთხვევაში ან ინფლაციის პირობებში (X გერმანიის წინააღმდეგ, განაცხადი 8724/79).
მნიშვნელოვანია ქონების ექსპროპრიაციის საკითხი ,,საზოგადოებრივი ინტერესებისათვის“. საქმეში ,,ჯეიმსი და სხვები'' განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ მათი ქონების გადაცემა სხვა კერძო პირებისათვის (კანონით გათვალისწინებული გამოსყიდვის ფორმა) არ ემსახურებოდა საზოგადოებრივ ინტერესებს ამ სიტყვის სრული გაგებით და, შესაბამისად, არღვევდა მათ საკუთრების უფლებას. სასამართლომ ამ საქმეში განმარტა, რომ გარემოებებიდან გამომდინარე, ერთი პირის საკუთრების იძულებითი გადაცემა მეორე კერძო პირისათვის ემსახურება საზოგადოებრივი ინტერესების განხორციელების კანონიერ მიზნებს. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ქონების შეძენა, კანონიერი სოციალ-ეკონომიკური თუ სხვა პოლიტიკის განსახორციელებლად, შეიძლება განხორციელდეს “საზოგადოებრივ ინტერესებში” იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთლიანად საზოგადოება არ გამოიყენებს და არ მიიღებს რაიმე სარგებელს ამ ქონებიდან.
საქმეში ,,ლინგოუ და სხვები'', ისე როგორც საქმეში ,,ჯეიმსი და სხვები'' სასამართლომ დაადგინა, რომ საკუთრების ჩამორთმევა, მის ღირებულებასთან შედარებით გონივრული ანაზღაურების გადახდის გარეშე, როგორც წესი, წარმოადგენს ქონებით სარგებლობის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას, რომელიც არ შეიძლება მიჩნეული იქნას 1 ოქმის 1 მუხლის შესაბამისად. ამასთან ერთად, აღნიშნული მუხლი არ იცავს სრული კომპენსაციის მიღების უფლებას, ვინაიდან „საზოგადოებრივი ინტერესების“ დაცვა შესაძლოა მოითხოვდეს სრულ ღირებულებაზე ნაკლების გადახდას.
ევროპული სასამართლოც თავის გადაწყვეტილებებში ითვალისწინებს რა თითოეული სახელმწიფოს ასეთ შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ფართო შეხედულების ზღვრით უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, პატივს სცემს კანონმდებლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო ინტერესით არის განპირობებული და აშკარა, გონივრულ საფუძველს არ არის მოკლებული.
6.5. `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონით განმარტებულია ექსპროპრიაციის დეფინიცია, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლითა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერად უფლებას სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით. ამასთან, განსაზღვრულია, რომ ექსპროპრიაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევას, ჩამორთმეული ქონების კომპენსაციით, ხოლო კომპენსაცია განმარტებულია, როგორც მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სათანადო საკომპენსაციო თანხის გადახდა ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემა.
6.6. დადგენილია, რომ პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა გზის განთავსების ზოლში მოქცეული, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რასთან დაკავშირებითაც შეთანხმება, ამ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ვერ მოხერხდა, რადგანაც ქონების მესაკუთრეებმა შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა მიუღებლად მიიჩნიეს.
სასამართლო იზიარებს განმცხადებელი მხარის მოსაზრებას, რომ საქართველოს საგზაო ქსელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონული ტრანსპორტისა და ვაჭრობისთვის. საგზაო სატრანსპორტო ქსელის განვითარება ხელს უწყობს საზღვრის გადაკვეთასა და სატრანზიტო მოძრაობას, შემოსავლის მიღების და სამუშაო ადგილების შექმნას, შესაბამისად აღნიშნული პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა რეგიონისა და მთელი ქვეყნისათვის, იგი მნიშვნელოვანი და მასშტაბურია, რაც ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას და რაც შესაბამისი კანონით არის დადგენილი და უზრუნველყოფილი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად სასამართლოს მიიჩნია, რომ განცხადება ექსპროპრიაციის მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით, ამდენად, სა---------–------------------–-------------------------ტს უნდა მიენიჭოს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ ქონებაზე:
მოქალაქეების გო-----------ძის (პ/ნ 5----------), და--------------ძის (პ/ნ 0----------), იო---------ძის (პ/ნ 2----------), მაყ---–-------ძის (პ/ნ 2----------) და ხა-----------–--აძის (პ/ნ 2----------) თანასაკუთრებაში არსებულ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------–ი (ხ--------ლა) მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 2--1-.4-.3--- მთლიანი ფართობის 7700 კვ. მეტრის ნაწილზე - 797 კვ. მეტრზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასა და ნარგავებზე.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია, ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები. კერძოდ, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით.
მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო განმარტავს, რომ სათანადო კომპენსაციის გადახდა წარმოადგენს არა ექსპროპრიაციის უფლების მიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდგომ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მითითებული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ქონების მესაკუთრესთან საკომპენსაციო თანხის და გადახდის წესის შესახებ წინასწარ შეთანხმებას ახორციელებს ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება.
`აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულების და კომპენსაციის შესახებ დავის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ ქონების საბაზრო ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ სარჩელით მიმართონ სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში სარჩელს თან უნდა დაერთოს სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიჩნევს, რომ სა---------–------------------–-------------------------ტის განცხადება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს, `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილია, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლის აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
`აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, დაინტერესებული პირები, ქონების მესაკუთრეები გათავისუფლებული არიან სასამართლო ხარჯებისაგან. `სახელმწიფო ბაჟის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის `უ~ ქვეპუნქტის თანახმად, სა---------–------------------–-------------------------ტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 242-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე, 416-ე, 417-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს სა---------–------------------–----------------------ენტის განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.
2. სა---------–------------------–-------------------------ტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება გო-----------ძის (პ/ნ 5----------), და--------------ძის (პ/ნ 0----------), იო---------ძის (პ/ნ 2----------), მაყ---–-------ძის (პ/ნ 2----------) და ხა-----------–--აძის (პ/ნ 2----------) თანასაკუთრებაში არსებულ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------–ი (ხ--------ლა) მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 2--1-.4-.3--- მთლიანი ფართობის 7700 კვ. მეტრის ნაწილზე - 797 კვ. მეტრზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასა და ნარგავებზე.
3. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის გადაცემიდან, 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა N 14).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა N 14).
მოსამართლე მარინა კიკნაძე