განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/78-2019
№ 027110419001
N027160519003
ხაშურის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15.07.2019 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - ნანა ლომიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ--------ძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი--------–ია, დაბადებული 0--0--1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5---------- საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული წ--–------ის რაიონი სოფელი ლ--, ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----–ის რაიონი, დ---------ა, მანჯგალაძის ქ.N8.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
ი--------–იამ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, თავისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 16 მაისს, შსს ქ-----–ის რაიონული სასამართლოს თანამშრომლების მიერ ი--------–იას მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი 30 ლალენდარული დღის ვადით, რომლის თანახმად მას აეკრძალა მსხვერპლთან, მეუღლესთან ვ-–-----------------–---–თან მიახლოება, ნებისმიერი სახით კომუნიკაცია ტელეფონით, სოციალური ქსელის ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 16 მაისს ი--------–იამ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობა, მივიდა ქ-----–ის რაიონის დ---------აში, მანჯგალაძის ქუჩა N8-ში მდებარე ვ-–-----------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდა დაზარალებული, რითაც მან დაარღვია მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის პირობები.
ე.ი. ი--------–იამ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა ი--------–იას მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, დადასტურებულ-- სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების: ა---------ის, ნ-----–------–-------–---–ის, ნ--–--------------ძის, ც-----------–---–ის, ზ--------------–---–ის, ი------–-----ის, დაზარალებულ ვ-–-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ი--------–იას მიმართ შსს ქ-----–ის რაიონული სასამართლოს თანამშრომლების მიერ 2019 წლის 16 მაისს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სასამართლომ დაადგინა:
ი--------–იამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლ-- სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11აპრილს დაახლოებით 20:40 საათზე, დ---------აში, მანჯგალაძის ქ.N8-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა ი--------–იამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა თავისი მეუღლის მშობლის, ც-–-----------–-–---–ის მიმართ. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, მოქაჩა თმა და წააქცია, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ი--------–იამ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
4.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა ი--------–იას მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, დადასტურებულ-- სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოწმეების: შოთა სარალიძის, ვიქტორ მასურაშვილის, ვ-–-----------------–---–ის, ნ-----------–---–ის, დაზარალებულ ც-–-----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით ც-–-----------–-–---–ის მიმართ და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია ი--------–იას მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ი--------–იამ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლ-- სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ ი--------–იას.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
5.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი--------–იამ ჩაიდინა - დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით, 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1 ი--------–იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია ჩანადენი, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და ითხოვენ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ დანაშაული ჩაიდინა სიმთვრალის მდგომარეობაში.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენს.
5.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ი--------–იას რესოციალიზაციისათვის, სამართლ--ნობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს პირობითი მსჯავრი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ი--------–ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით მას შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით მას შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი--------–იას დანაშაულთა ერთობლიობით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
2.კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ი--------–იას მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. ი--------–იას სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 16 მაისიდან, 2019 წლის 15 ივლისის ჩათვლით.
4.გაუქმდეს ი--------–იას მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის და 2019 წლის 17 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ნ.გიგიტაშვილი