განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4868-17 (№------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ნ----- ქ-----–---–-, ლ---- ვ--------, ი-----–- ყ------, თ-------- ტ----–---, ი-----–- ქ--------, გ------- კ------–---–-
სტაჟიორ-პროკურორი - ვ--–---- გ-------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ც------- ა---------–ის ძე ჭ-------–--ე - დაბადებული 1--- წლის 9--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე (ქმედების ჩადენის დროს), რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბო-----------------–-----–-
ადვოკატი - შ------- კ------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 17 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, კ--–-----ის ქუჩა, კორპუსი №----------------------------------ის შესასვლელში, ც------- ჭ-------–--ემ ლ--–- დ-------ეს მუშტი ერთხელ ჩაარტყა თავის არეში, რა დროსაც ლ--–- დ-------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2017 წლის 17 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, კ--–-----ის ქუჩა, კორპუსი №----------------------------------ის შესასვლელში, ც------- ჭ-------–--ე ლ--–- დ-------ეს დაემუქრა არასრულწლოვანი შვილის გ------- რ------–---–ის სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ ლ--–- დ-------ის ჩვენებით, ც------- ჭ-------–--ე გაიცნო 12 წლის წინ ბორჯომში და მასთან ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. მოგვიანებით დაეძაბათ ურთიერთობა, ბრალდებული ლ--–- დ-------ის მიმართ აგრესიას გამოხატავდა, ეჭვიანობდა და უთვალთვალებდა, თუ ტელეფონზე დროულად არ უპასუხებდა ეჩხუბებოდა, რამდენჯერმე იყო ც.ჭ-------–--ესა და ლ--–- დ-------ის მეუღლეს შორის შეხლა-შემოხლაც. ლ--–- დ-------ის განმარტებით, ჭ-------–--ის ვალი არ ჰქონია, თუმცა ხშირად აძლევდნენ ერთმანეთს თანხებს. 2017 წლის 16 ოქტომბერს, დაზარალებული მეგობრის მანქანით წასული იყო მეუღლესთან გორში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული კი ურეკავდა და სთხოვდა დალაპარაკებას და ვალის - 30 000 ლარის დაბრუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გაამწარებდა ისე, როგორც კახა კალაძის დედა გამწარდა, სადარბაზოში ყელგამოჭრილი დახვდებოდა მის ოჯახის წევრებს. ლ--–- დ-------ის განმარტებით, მას ძალიან ეშინოდა ბრალდებულის და ახლაც ეშინია, რადგან 2017 წლის 17 ოქტომბრის შემდეგ ორჯერ ჰქონდა ანალოგიურ ძალადობრივ ფაქტს ადგილი, რაც განაცხადა პოლიციაში. ერთხელ ბორჯომში ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფას და მეორედ 2019 წლის 28 მარტს თბილისში, როცა ც.ჭ-------–--ე დახვდა დ-------ის შვილს და უთხრა, რომ დედამისი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო, შემდეგ კი მანქანას წიხლები დაარტყა.
დაზარალებულის განმარტებით, 2017 წლის 17 ოქტომბერს ღამით, პირველი საათის შემდეგ დაბრუნდა გორიდან სახლში - ქ.თბილისში, კ--–-----ის ქუჩა №----------------------------------ში და მეგობრის ავტომანქანა გააჩერა სადარბაზოსთან. მეგობარმა დაურეკა და სთხოვა გასაღების დაბრუნება. კარის გაღებისას ნახა, რომ ც------- ჭ-------–--ე იდგა სადარბაზოში, მე-9 სართულზე კართან. ლ--–- დ-------ემ ჰკითხა თუ რა უნდოდა, რაზეც ბრალდებულმა უპასუხა, რომ ითხოვდა ვალის დაბრუნებას, რომ მოკლავდა, ყელს გამოჭრიდა, ამ დროს ლ.დ-------ე ცდილობდა კარის დახურვას, ც.ჭ-------–--ემ კი კარში ფეხი დაუდო და მუშტი ჩაარტყა კეფის არეში, დ-------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და დაუბნელდა თვალთ, წაიქცა, ჰქონდა კოპი, მუშტის ჩარტყმის დროს ლ.დ-------ემ ყვავილის ქოთანს დაარტყა ფეხი ბრალდებულის მიმართულებით. ფაქტს შეესწრო დაზარალებულის შვილი გ------- რ------–---–ი, მულისშვილი მ--- რ------–---–ი და დედამთილი ვ--–------- ბ-----------ა. ლ--–- დ-------ემ ც.ჭ-------–--ის მიერ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა აღიქვა რეალურად, ახლაც აქვს შიში, რომ შეუძლია მუქარა რეალურად განახორციელოს როგორც მისი, ისე მისი შვილის მიმართ, დიდი ხანია უთვალთვალებს, ავტომანქანას ფოტოებს უღებს. აღნიშნულის გამო დაბლოკილი ყავს ტელეფონში. დაზარალებულის ჩვენებით, 17 ოქტომბრის შემდეგ ც.ჭ-------–--ის მხრიდან იყო ისევ ზარები, ცდილობდა შერიგებას. ლ--–- დ-------ემ უარყო, რომ ც------- ჭ-------–--ე არის მისი საყვარელი და შვილი ბრალდებულისგან ჰყავს, ასევე უარყო ვალის არსებობა და განმარტა, რომ ხელწერილი ვალის აღიარების შესახებ დაწერა იძულებით, ვინაიდან ც.ჭ-------–--ე ემუქრებოდა თუ არ მისცემდა ხელწერილს, დაუნგრევდა ოჯახს და გაამწარებდა. ლ--–- დ-------ე ც------- ჭ-------–--ეს სთხოვდა ლომბარდიდან გამოყვანილი მანქანის თანხის გადახდას, რომელიც დაზარალებულის სახელზე ჰყავდა გამოყვანილი ბრალდებულს. ლ--–- დ-------ემ დაადასტურა, რომ ბრალდებული არაერთხელ დახმარებია თანხით.
მოწმე მ--- რ------–---–ის ჩვენებით, ლ--–- დ-------ე არის მისი ბიცოლა. 2017 წლის 17 ოქტომბერს, ღამით პირველი საათის შემდეგ, ვ---------–-------------------–----------------ა-ში, ბებიასთან ვ--–------- ბ-----------ასთან და ბიძაშვილებთან გ------- რ------–---–თან ერთად უყურებდა ტელევიზორს, ლ--–- დ-------ე კი იყო საძინებელ ოთახში. ლ--–- დ-------ემ გააღო ბინის კარი, რათა მანქანის გასაღები ჩაეწოდებინა მეგობრისთვის. ამ დროს მ--- რ------–---–ს ხმაური შემოესმა, გასვლისას ნახა ც------- ჭ-------–--ე, რომელსაც ფეხი ჰქონდა კარში ჩადებული, ლ--–- დ-------ე კი ცდილობდა კარის დაკეტვას, მაგრამ ბრალდებულმა ძალით გააღებინა და შევიდა სახლში. მოწმის განმარტებით, ც------- ჭ-------–--ე აყენებდა ლ--–- დ-------ეს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა შვილთან დაკავშირებით, რომ გააუბედურებდა, შემდეგ კი მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტი ერთხელ ჩაარტყა თავის არეში, უკანა მხარეს, რაზეც ლ--–- დ-------ემ თქვა, რომ თავის ძლიერი ტკივილი ჰქონდა და გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ლ--–- დ-------ეს დარტყმის ადგილას ჰქონდა კოპი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პოლიციის გამოძახების შემდეგ ც------- ჭ-------–--ე გახდა უფრო მეტად აგრესიული, რის შემდეგაც კიბეებზე ჩაირბინა. სხვა დროს ც------- ჭ-------–--ის მხრიდან ლ--–- დ-------ის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა ბრალდებული ხშირად ეძებდა ლ--–- დ-------ეს და ცდილობდა მასთან დაკავშირებას.
არასრულწლოვანი მოწმის გ------- რ------–---–ის ჩვენებით, ლ--–- დ-------ე არის მისი დედა, ც------- ჭ-------–--ეს იცნობს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2017 წელს შუაღამისას იმყოფებოდა სახლში, ბებიასთან ვ--–------- ბ-----------ასთან, მ--- რ------–---–სა და დედასთან ერთად. დედა გავიდა გარეთ მეგობრისათვის მანქანის გასაღების ჩასატანად, რა დროსაც შემოესმა ლ.დ-------ის ყვირილის ხმა - ,,აქ რა გინდა ც-------“, ხმაურზე გ------- ბიძაშვილთან ერთად გავიდა კართან, რა დროსაც ნახა, რომ ც------- ეჩხუბებოდა ლ--–- დ-------ეს, ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა, ასევე უთხრა, რომ მას და მის შვილს მოკლავდა, შემდეგ კი ლ--–- დ-------ეს დაარტყა კეფაში მუშტი, რის შემდეგაც ბრალდებული გაიქცა. ამ დროს დედა ჩაიკეცა და პანიკაში ჩავარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა მ---მ. მოწმის განმარტებით, ლ--–- დ-------ემ უთხრა, რომ თავი ძალიან სტკიოდა და კოპი ჰქონდა. აღნიშნულ ფაქტის შემდეგ ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ც------- დედას ეჩხუბებოდა. გ------- რ------–---–ის განმარტებით, მას ძალიან ეშინია ბრალდებულის, რომ რამეს დაუშავებს.
მოწმე ვ-–-------- რ------–---–ის ჩვენებით, იცნობს ბრალდებულს, ლ--–- დ-------ე კი არის მისი მეუღლე. 2017 წლის 17 ოქტომბერს იმყოფებოდა მივლინებაში და მომხდარ ფაქტს არ შესწრებია, გადმოცემით იცის ოჯახის წევრებისგან. ვ-–-------- რ------–---–ისთვის ცნობილია, რომ ფაქტი მოხდა გვიან ღამით, ც------- ჭ-------–--ე ნასვამ მდგომარეობაში შეიჭრა მასთან ოჯახში, სადაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, კერძოდ, ბრალდებულმა მუშტი ჩაარტყა თავში ლ.დ-------ეს, რის შემდეგაც დაემუქრა მისი და შვილის სიცოცხლის მოსპობით, უთხრა, რომ ცოცხალს არ დატოვებდა, გაანადგურებდა. მოწმისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული ძალადობრივი ფაქტის შემდეგ, ლ--–- დ-------ეს ჰქონდა დაზიანება თავზე და ტვინის შერყევა, რის გამოც მკურნალობდა. მოწმის განმარტებით, ც.ჭ-------–--ესთან დაპირისპირების მიზეზი იყო მისი ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა და არაადეკვატური ქცევა. თბილისშიც არაერთხელ ჰქონია კონფლიქტს ადგილი, რა დროსაც გამოძახებული იქნა პოლიცია. ბრალდებული ხშირად ნასვამ მდგომარეობაში იყო არაადეკვატური, თავს ვერ აკონტროლებდა, თვითმკვლელობაც სცადა. ც.ჭ-------–--ე ყოველდღიურად ურეკავდა ლ.დ-------ეს და ემუქრებოდა, სხვა დროს არაერთხელ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე მიმართული აქვს სამათალდამცავი ორგანოებისათვის. მოწმემ უარყო, რომ მის ოჯახს აქვს ბრალდებულის ვალი 30 000 ლარის ოდენობით, პირიქით, ც.ჭ-------–--ემ ლ--–- დ-------ის სახელით სამი წლის წინ იყიდა მანქანა ,,ევრო კრედიტის“ მეშვეობით, რის გამოც დაზარალებულს 7500 ლარი აქვს გადასახდელი და საქმე გადაცემულია სააღსრულებო ბიუროსთვის, ვინაიდან ბრალდებული არ იხდის დავალიანებას.
№------- შეტყობინების თანახმად, 2017 წლის 17 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს, ვ---------–---------------------–----------------ა-ში. ინიციატორის განცხადებით, მეზობლის სახლიდან მტვრევის, კონფლიქტის და ბავშვების ტირილი ხმა გამოდის, ქალი დახმარებას ითხოვს.
სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის პაციენტის №---- სამედიცინო ბარათის თანახმად, პაციენტია ლ--–- დ-------ე, გამოძახების მოტივი - ,,ნაცემია“, პაციენტს აღენიშნება კანკალი, აფორიაქება, თავის ტკივილი. გადმოცემით თავში ჩაარტყეს მუშტი, გონება არ დაუკარგავს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანხმად, 2017 წლის 17 ოქტომბერს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე: თბილისი, კ--–-----------------------------------------------–--------ე ბინის მიმდებარედ არსებული კიბის უჯრედი. ბინა N45-ის შესასვლელ კართან გაბნეულია მიწა და ოთახის მცენარის ნაწილი. კიბის უჯრედზე მე-8 და მე-9 სართულზე ამოსასვლელ კიდეზე და მის მიმდებარედ გაბნეულია თიხის ქოთნის ნამსხვრევები, მიწა და მცენარის ნაწილები. საგამოძიებო მოქმედების დროს გადაღებული ფოტოსურათები დაერთო ოქმს (გამომძიებელი უ.ხ---–---–-, მოწმე ლ.დ-------ე, ექსპერტები: პ.დ---–---–--ე და ლ.პ---–---–ი).
ზ/აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისა და შესაბამისი ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა გამომძიებელმა უ-------–---–მა და განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მათთან ერთად მონაწილეობდა ორი ექსპერტი და დაზარალებული ლ--–- დ-------ე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი შედგა ადგილზე და მასში მონაწილე ყველა პირმა მოაწერა ხელი. ასევე დაადასტურა ც------- ჭ-------–--ის ბრალდების სს საქმეზე მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ა------ ს---–-----–---–მა დაადასტურა ც------- ჭ-------–--ის ბრალდების სს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
2017 წლის 19 ოქტომბრის შ.პ.ს ,---------ან“ ამოღებული შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ამონაბეჭდით დადასტურებულია ბრალდებულ ც------- ჭ-------–--ესა და დაზარალებულ ლ--–- დ-------ეს შორის მრავალჯერადი სატელეფონო კონტაქტი.
დაცვის მხარის მოწმემ კ------------- ც-----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული 2017 წლის 28 ოქტომბრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათი №-----დან ირკვევა, რომ 2017 წლის ოქტომბერს 01:50-სთ-ზე ლ--–- დ-------ეს აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება. გლაზგოს კომის შკალა - 15 ქულა, კანკალი, აფორიაქება, თავის ტკივილი. გადმოცემით თავში ჩაარტყეს მუშტი, გონება არ დაუკარგავს. თავის ზედაპირული ტრავმა, სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები დაუზუსტებელი როგორც შემთხვევით ან წინასწარ განზრახული. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათი №-----ის ჩანაწერებით და პირადი შემოწმებით 2017 წლის 17 ოქტომბერს, მოქ. ლ--–- დ-------ეს სხეულზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა. კ------------- ც-----–---–მა დამატებით განმარტა, რომ კოპი მექანიკური დაზიანების ნიშანს არ წარმოადგენს.
ბრალდებულმა ც------- ჭ-------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა და განმარტა, რომ ლ--–- დ-------ეს იცნობს 2007 წლის ოქტომბრიდან. ლ--–- დ-------ესთან 11 წლის განმავლობაში ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა და მისი ვარაუდით, გ------- რ------–---–ი მათი საერთო შვილია. შემთხვევის დღეს დაურეკა ლ--–- დ-------ემ და სთხოვდა 100 ლარს, რადგან ვალი ჰქონდა გადასახდელი. 17 ოქტომბერს ც.ჭ-------–--ემ სატელეფონო საუბრისას ლ.დ-------ეს მოსთხოვა ვალი დაბრუნება, საპასუხოდ კი დაზარალებულმა გაუთიშა ტელეფონი. დაახლოებით 00:30 საათზე, ც.ჭ-------–--ე ავიდა ლ--–- დ-------ის სახლში, რა დროსაც კარი გაიღო, ლ.დ-------ემ დაიწყო ყვირილი და ხელის დარტყმა დაუპირა. ც.ჭ-------–--ემ ხელით მოიშორა თავიდან დაზარალებული და კიბეზე დაეშვა, მოულოდნელად კი თავში მოხდა ქოთანი, რის გამოც თვალი დაუბნელდა. ბრალდებულის განმარტებით, ლ.დ-------ე ემუქრებოდა, რომ პოლიციას დააჭერინებდა. ც.ჭ-------–--ემ უარყო ლ.დ-------ის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის თაობაზე მუქარის განხორციელების ფაქტი და განმარტა, რომ დაზარალებულმა პირადი ინტერესის გამო უჩივლა, თუმცა მოტივზე ვერ ჩამოყალიბდა: იყო ეს სხვა პირთან სასიყვარულო ურთიერთობა თუ ვალის გადახდისათვის თავის არიდება.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სხვაგვარი ძალადობა ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილი არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას. სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე ერთჯერად დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობები, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ანუ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით.
მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დასტურდება, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, კ--–-----ის ქუჩა, კორპუსი №----------------------------------ის შესასვლელში ბრალდებულა ც------- ჭ-------–--ემ თავში მუშტის ჩარტყმით ფიზიკური ძალადობა განახორციელა ლ--–- დ-------ეზე, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, კერძოდ:
- 17 ოქტომბერს ღამის საათებში ზემოაღნიშნულ მისამართზე, მ--- დ-------ის კართან ყოფნა არ უარყო თავად ბრალდებულმა, რომელმაც ჩვენებაში განმარტა, რომ 00:30 საათზე ავიდა ლ--–- დ-------ის სახლში მერვე სართულზე ვალის დაბრუნების მიზნით. ბრალდებულმა ვერ უარყო ლ.დ-------ის მხრიდან კივილისა და წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი, თუმცა ალოგიკური ინტერპრეტაცია მისცა აღნიშნულ ქმედებას, თითქოსდა მისი გაღიმებული სახის დანახვაზე დაზარალებულს ჰქონდა არაადეკვატური რეაქცია.
- დაზარალებულმა ლ--–- დ-------ემ დაადასტურა, რომ კარის გაღებისთანავე, ც.ჭ-------–--ემ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც მოჰყვა მისი მხრიდან მუშტის ჩარტყმა კეფის არეში, შედეგად კი ლ.დ-------ემ განიცადა ძლიერი ტკივილი, დაუბნელდა თვალთ და წაიქცა.
- ლ--–- დ-------ის ჩვენების სისწორე დაადასტურეს დანაშაულებრივი ფაქტის შე3მსწრე თვითმხილველმა მოწმეებმა: მ--- რ------–---–მა და არასრულწლოვანმა გ------- რ------–---–მა, ამასთან უნდა აღინიშნოს არასრულწლოვანის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის თანმიმდევრულობა და გულწრფელობა, რის გამოც არ არსებობს ზ/აღნიშნული მოწმეების ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი.
- დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2017 წლის 17 ოქტომბრის პაციენტის №---- სამედიცინო ბარათით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, კერძოდ, პაციენტი ლ--–- დ-------ე ნაცემია, აღენიშნება კანკალი, აფორიაქება, თავის ტკივილი, თავში ჩაარტყეს მუშტი, გონება არ დაუკარგავს.
- დაზარალებულის ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას ასევე მთელი სიცხადით ასახავს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნაც.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - სხვაგვარი ძალადობის შემადგენლობის არსებობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ლ--–- დ-------ის, მოწმეების: მ--- რ------–---–ისა და გ------- რ------–---–ის ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს, ღამის საათებში, ლ--–- დ-------ის საცხოვრებელ სახლში, მისული ც------- ჭ-------–--ე დაზარალებულს დაემუქრა არასრულწლოვანი შვილის, გ------- რ------–---–ის სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულის ჩვენებით ბრალდებულის მხრიდან მუქარა გამოიხატა შემდეგ სიტყვებში - გაამწარებდა ისე, როგორც კახა კალაძის დედა გამწარდა (თუ რა დაემართა კალაძის ოჯახს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი იყო და იცოდა ლ.დ-------ემაც), სადარბაზოში ყელგამოჭრილი დახვდებოდა მის ოჯახის წევრებს. ც.ჭ-------–--ის მხრიდან მუდმივი თვალთვალისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის, ასევე ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფონზე, დაზარალებულს გაუჩნდა რეალური შიში იმისა, რომ ც.ჭ-------–--ე სიცოცხლის მოსპობის მუქარას აღასრულებდა როგორც მისი, ისე არასრულწლოვანი შვილის მიმართ. მუქარის ფაქტი ასევე დაადასტურეს მოწმეებმა: მ.რ------–---–მა და გ.რ------–---–მა, ამასთან არასრულწლოვანმა გულწრფელად აღნიშნა, რომ მას ეშინია, რომ ბრალდებულმა რამე არ დაუშავოს.
მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე მუქარის განმახორციელებლი პირის - ბრალდებულის პიროვნებას, მის არაადეკვატურ ქცევას და აგრესიას დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ, არასასურველ კომუნიკაციას, ეჭვიანობასა და თვალთვალს, რაც გრძელდებოდა გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში, რის გამოც ლ.დ-------ის ოჯახმა საცხოვრებელი მისამართიც კი შეიცვლა და არაერთხელ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რაც ც.ჭ-------–--ისათვის შემაკავებელი არ აღმოჩნდა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - მუქარის შემადგენლობის არსებობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ც------- ჭ-------–--ემ ჩაიდინა:
3.1. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;
3.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ც------- ჭ-------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ც------- ჭ-------–--ეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებს, რომ ც------- ჭ-------–--ე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ სს საქმეზე ც------- ჭ-------–--ეს ბრალად ედება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა 2017 წლის 17 ოქტომბერს, ანუ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენის გამოტანამდე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ც------- ჭ-------–--ის მიმართ სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სს საქმეზე ც------- ჭ-------–--ეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინა 2017 წლის 30 ოქტომბერს და აღკვეთის ღონისძიების სახით იმავე წლის 8 ნოემბერს შეეფარდა გირაო 2 000 ლარის ოდენობით, რისი გადახდის უზრუნველსაყოფადაც 2018 წლის 7 მარტს ყადაღა დაედო ბრალდებულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენით ირკვევა, რომ ც------- ჭ-------–--ე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 მარტის ეპიზოდი). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საფუძველი 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს თანხის ამოღების მიზნით ყადაღადადებული ქონება მიექცეს აღსასრულებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ც------- ჭ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ც------- ჭ-------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2-4 ნაწილების თანახმად, ახლადდანიშნული სასჯელი მთლიანად შთანთქოს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ც------- ჭ-------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ც------- ჭ-------–--ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განჩინება ყადაღის დადების თაობაზე - ყადაღა მოეხსნას თანასაკუთრებაში არსებული უძრავ ქონებიდან ც------- ჭ-------–--ის (პირადი #1----------) წილს, მდებარე: ბ-----------------------------–-------–- (ობიექტი #1 საცხოვრებელი სახლიდან ოთახი #4, #12 და #13, საერთო ფართი 54 კვ.მ, საკადასტრო კოდი 6-----------) და ც------- ჭ-------–--ის მიმართ შეფარდებული - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს თანხის ამოღების მიზნით მიექცეს აღსასრულებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქმეზე საბოლოო გადაწვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- 1 (ერთი) ცალი დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
- დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში) დაუბრუნდეს ბრალდებულ ც.ჭ-------–--ეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ნაჭყებია